Imedi /  24 მაისი 2019, 13:09 / სანდო წყარო

თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. ვიდეო

ყაველაშვილის ქუჩა #10, თბილისი

ყაველაშვილის ქუჩა #10, თბილისი

თბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩის #10-ში ორსართულიანი სახლის აივანი და პარაპეტი ჩამოინგრა. 

როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მეხანძრე-მაშველები მივიდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამ ეტაპზე ადგილი შემოსაზღვრულია და იქ საპატრულო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

ვიდეოს ავტორი: რამაზ ზაქარიაძე

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 13:35

სამართალი

პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით რუსთავში ნიგერიის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კ.ო. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:34

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ეროვნული ბანკის თანამშრომლები სამსახურში გარკვეული სიმპტომების გამოვლენამდე დადიოდნენ

ეროვნული ბანკის თანამშრომლები იქამდე დადიოდნენ სამსახურში, ვიდრე მათ გარკვეული სიმპტომები არ აღმოაჩნდათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მათთვის სამსახურში სიარულის აკრძალვის საფუძველი არ არსებობდა და ისინი რეკომენდაციებს იცავდნენ.

პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 13:27

COVID19

პაატა იმნაძემ იხუმრა, რომ დემნა გვასალიამ შეიძლება საქართველოში წარმოებულის მსგავსი პირბადეები გამოუშვას

დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთი პირბადეები გამოუშვას, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები მოსწონს- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქართული წარმოების პირბადის დემონსტრირებისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო კვლავ რჩება ერთადერთ ამნაზღაურებლად კოვიდის ინფექციის მატარებელ პაციენტებში

სახელმწიფო კვლავ რჩება ერთადერთ ამნაზღაურებლად კოვიდის ინფექციის მატარებელ პაციენტებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

10 აპრილი 2020, 13:18

COVID19

კორონავირუსის გამო აშშ-ის 16 შტატში სკოლები სასწავლო წლის ბოლომდე დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის 16 შტატში სკოლები სასწავლო წლის ბოლომდე დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. სასწავლო წლის ბოლომდე სკოლები შემდეგ შტატებშიო დაიხურა: ალაბამა, ალასკა, არიზონა, არკანზასი, ჯორჯია, ინდიანა, კანზასი, მიჩიგანი, მისური, ნებრასკა, ნიუ-მექსიკო, ოკლაჰომა, პენსილვანია, ვერმონტი, ვირჯინია და ვაშინგტონი.

10 აპრილი 2020, 13:16

COVID19

სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სამწუხაროდ, საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.პაატა იმნაძის თქმით, ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში გარდაიცვალა და ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:15

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ქართული წარმოების პირბადეები დაცვის კომპონენტს სრულად აკმაყოფილებს

ქართული წარმოების ნიღბებზე რეკომენდაციების კუთხით დავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად იყო ჩართული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონსულტაციების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს პირბადემ, სრულად აკმაყოფილებს.

10 აპრილი 2020, 13:14

COVID19

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში ათი ოჯახი თვითიზოლაციაშია

50-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში ვანის კლასტერის გამო მოექცა, - ამის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოს რწმუნებულმა, დავით გოგიბერაშვილმა განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ვანში მცხოვრვები ინფიცირებული ქალის სიძე, რომელსაც თავადაც დაუდასტურდა კორონავირუსი, თერჯოლაში იმყოფებოდა. მას შეხება ჰქონდა მეზობლებთან, სწორედ ამის განო ისინი თვითიზოლაციაში მოექცნენ. მათ მედიკოსები აკვირდებიან.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:12

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თუ საჭირო გახდა, საველე ჰოსპიტლებს მომავალშიც მოვაწყობთ

„ჩვენ ვმოქმედებთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. ჩვენ გამოყოფილი გვაქვს სუსტი წერტილები და ასეთი რეგიონი საქართველოში რამდენიმეა. ა რეგიონების გაძლიერება მოხდება როგორც ადგილზე ცხელების ცენტრებად საველე ჰოსპიტლების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობლად მდებარე რეგიონებში, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ლევან რატიანი

10 აპრილი 2020, 13:03

COVID19

ლევან რატიანი: არც ერთი პაციენტის დამძიმების მიზეზი არ გამხდარა ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება

არც ერთი პაციენტის დამძიმების მიზეზი არ გამხდარა ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება, დამძიმების მიზეზს ამ შემთხვევაში წარმოადგენს თვითონ ორგანიზმი , – ამის შესახებ ჟურნალისტებს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კორონავირუსით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი, ვინც სოციალურ დისტანციას არ დაიცავს.

ჰარვი ვაინშტეინი

10 აპრილი 2020, 12:50

COVID19

ციხეში მყოფი ჰარვი ვაინშტეინი კორონავირუსისგან განიკურნა

ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი, რომელსაც სექსუალური ძალადობისა და შევიწროებისთვის 23-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, კორონავირუსისგან განიკურნა. როგორ Fox News-ი მის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, 68 წლის ვაინშტეინი სამედიცინო იზოლატორიდან უკვე გაწერეს. მას ვირუსი მარტის ბოლოს დაუდგინა.

10 აპრილი 2020, 12:47

COVID19

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია: აღდგომას საფლავების მონახულებაზე უარის თქმა არც ცოდვა და არც გარდაცვლილთა ხსოვნის ღალატია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ლეგოიდამ გონივრული უწოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აკრძალოს აღდგომას საფლავებზე გასვლა.

პატრული

10 აპრილი 2020, 12:45

COVID19

ქვეყანაში კარანტინის გამკაცრების შემდეგ ხშირად პატრულის ესკორტი მშობიარეებს სამშობიარომდე აცილებს

მცხეთა-თბილისის გამშვებ პუნქტთან, სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც ორსული ქალბატონი თბილისში გადაჰყავდა, საბურავი დაუზიანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თავდაპირველად მძღოლს საბურავის გამოცვლაში ეხმარებოდნენ, თუმცა ვიდრე ადგილზე მეორე სასწრაფო მანქანა მივიდოდა, საჭირო გახდა ქალის საპატრულო პოლიციის მანქანით კლინიკაში გადაყვანა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საკარანტინო პირობები გამკაცრდა, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრულის ესკორტი მშობიარე ქალებს სამშობიარომდე აცილებს.

10 აპრილი 2020, 12:44

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჟურნალისტებისთვის აგრესიული ტესტირების ჩატარება ჯერ არ იგეგმება

აგრესიულ ტესტირებაზე დასმულ შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა. შევლენ თუ არა ასეთი საჭიროების ჯგუფში ჟურნალისტები, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის დაცვა კარგად მიმდინარეობს და ჯერ ამის საჭიროება არ დგას. „ისინი ამ ეტაპისთვის არ მოიზრებიან ამ ჯგუფში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში განიხილებიან“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

10 აპრილი 2020, 12:44

COVID19

ავთანდილ თალაკვაძე: გადაუდებელი დახმარების ცენტრის 7 100 თანამშრომელი სრულ მზადყოფნაშია

„ახალი სამუშაო დღე. როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჩვენი იმედი აქვს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 7 100 თანამშრომელი სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა, ავთანდილ თალაკვაძემ თავის facebook გვერდზე დაწერა.

10 აპრილი 2020, 12:42

COVID19

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შიდა ქართლში 7 ადამიანი დააჯარიმეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმის დარღვევისთვის, შიდა ქართლში, 7 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ისინი ძირითადად 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ. გორის მასშტაბით ყველა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე პირველადი თერმოსკრინინგი გუშინ 7,000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.

კალიფორნიის პოლიცია

10 აპრილი 2020, 12:42

COVID19

აშშ-ში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ნიღბების 300 დოლარად გაყიდვას ცდილობდა

აშშ-ში პოლიციამ დააკავა კალიფორნიელი კაცი, რომელიც სამედიცინო ნიღბების 300 დოლარად გაყიდვას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციის განყოფილების Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. კაცი, რომელსაც საგანგებო სიტუაციის დროს ფასების ხელოვნურად ზრდას ედავებიან, სასამართლო პროცესამდე გათავისუფლებულია.

10 აპრილი 2020, 12:36

COVID19

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა სპეცრეისით სომხეთიდან საქართველოს 2 მოქალაქე ჩამოიყვანა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ, COVID-19-ით დაინფიცირდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ისინი მკურნალობის გასაგრძელებლად სამშობლოში დააბრუნა.

10 აპრილი 2020, 12:34

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 786 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10 აპრილის მონაცემებით, რუსეთის 57 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 1 786 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ჯამში, ქვეყნის 82 რეგიონში ინფიცირების 11 917 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 76 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან რატიანი

10 აპრილი 2020, 12:27

COVID19

ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტიდან, 33-ს მწვავე პნევმონია აქვს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტიდან, 33-ს მწვავე პნევმონია აქვს, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ორი პაციენტის კოვიდინფექციაზე ტესტირების პასუხი უარყოფითია და ისინი კლინიკას რამდენიმე საათაში დატოვებენ.