Imedi /  28 მაისი 2019, 20:24 / სანდო წყარო

საქართველო ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს უმასპინძლებს

ჩრდილოატლანტიკური საბჭო

ჩრდილოატლანტიკური საბჭო

ქრონიკის ექსკლუზიური ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა. 

თბილისში ნატოს 29 წევრი სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენლები ჩამოვლენ. ინფორმაცია „ქრონიკის“ კორესპონდენტს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ დაუდასტურა

ეს იქნება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელთა მეხუთე ვიზიტი საქართველოში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ნატოსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობების უპრეცედენტო დინამიკაზე.

საქართველო ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოდან ახალ მხარდამჭერ განცხადებებს, გადაწყვეტილებებს და გზავნილებს ელოდება.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვმუშაობთ საქართველოს ელჩთან აქტიურად, რომ გვქონდეს კონკრეტული შედეგები ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტისთვის. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოება. ახლახან, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ნატო აცხადებს მზადყოფნას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსთან ურთიერთობები გააღრმავოს.

ეს მოიცავს ბევრ ელემენტს. ნატო დაეხმარება საქართველოს უკეთესი სურათი ჰქონდეს, თუ რა ხდება საჰაერო სივრცეში, სიღრმისეული და კიდევ უფრო ხშირი კონტაქტი  იქნება ნატოსა და საქართველოს შორის შავ ზღვაზე სიტუაციის შესასწავლად, დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.

ნატოში ჩემი მუშაობის პერიოდში ჩრდილოატლანტიკური საბჭო არ წვევია ორგანიზაციის არც ერთ სხვა პარტნიორს იმაზე ხშირად, ვიდრე საქართველოს. ეს ბევრს ნიშნავს და დემონსტრირებაა იმ დამოკიდებულების, რაც საქართველოს მიმართ აქვს ნატოს. ეს ვიზიტი არის ნაწილი ჩვენი 2019 წლის დატვირთული დღის წესრიგის. იყო ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი, საქართველოს ეწვია სამხედრო კომიტეტი, ჩატარდა ერთობლივი წვრნთები, საქართველოს ეწვევა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს - ეს არის ყველაზე მაღალი ნიშნული და მართლაც ნიშნავს, მეტ ნატოს საქართველოში.

პოლიტიკურ დონეზე ჩვენ მივაღწიეთ ძალიან მაღალ დონეს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტიც ამის დასტურია და აქტიური თანამშრომლობის დადასტურებაა. ასევე, ეს არის სიგნალი, რომ დიახ, ჩვენ მაქსიმალურად ვართ ჩართულები და მეორეს მხრივ, მზად ვართ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ამ ურთიერთობას. ეს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი, როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით“, - თქვა ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. 

ნატოს გადაწყვეტილების მიმღებ ძირითად ორგანოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო წარმოადგენს. გადაწყვეტილების მისაღებად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები სამ დონეზე იმართება: ელჩების დონეზე, მინისტრების დონეზე და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე - მათ შეხვედრას სამიტი ეწოდება.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

25 იანვარი 2022, 09:16

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს

მისი თქმით, ნატო კვლავ მზადაა რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ალიანსი არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ კონფლიქტის რისკი რეალური რჩება და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ მოუწოდებს.

25 იანვარი 2022, 08:58

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, ქავთარაძის, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასმათის ქუჩის მოსახლეობას.

ჟოზეფ ბორელი

25 იანვარი 2022, 08:44

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან

ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

25 იანვარი 2022, 08:31

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

25 იანვარი 2022, 08:20

ეკონომიკა

„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ამასთან, უკრაინაში გეოპოლიტიკური ვითარების საომარ კონფლიქტში გადაზრდა მნიშვნელოვანი, თუმცა თიბისი კაპიტალის შეფასებით, მართვადი რისკია. 2021 წელს, უკრაინისა და რუსეთის წილი ექსპორტში, ტურიზმში, გზავნილებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, შესაბამისად, 6.8-სა და 14.1 პროცენტს შეადგენდა.

25 იანვარი 2022, 08:08

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,

გია არაბიძე

25 იანვარი 2022, 08:01

ეკონომიკა

დაასრულებს თუ არა ქაოსს ელექტროენერგიის აღრიცხვაში ახალი სისტემის დანერგვა

როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით, ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის.

ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონი

25 იანვარი 2022, 01:30

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 იანვარი 2022, 00:51

ტექნოლოგიები

კვლევა: ჭარბი წონა ქალებში მათი ბაბუების მიერ ადრეულ ასაკში მოწევის დაწყებას უკავშირდება

კვლევის შედეგების შეჯამებისას ავტორებმა დამტკიცებულად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ სქესობრივ მომწიფებამდე ბიჭის ორგანიზმზე გარკვეული ნივთიერებების ზემოქმედებას მომდევნო თაობებზე გავლენის ქონა შეუძლია. ამგვარად, ბავშვებში ჭარბი წონა შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული მათ კვებასა და ფიზიკურ აქტივობასთან, არამედ მათი წინაპრების ცხოვრების წესის შედეგი აღმოჩნდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 იანვარი 2022, 00:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ყოველთვის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ჩვენი მთავრობა, - ღია კარების მტვრევას და წყლის ნაყვას უნდა შეეშვან

ოპოზიცია ღია კარების მტვრევას და წყლის ნაყვას უნდა შეეშვას, უფრო საგნობრივი და კონკრეტული საკითხია განცხადების და რეზოლუციის მიღება - ინტერფრაქციული შედეგი უნდა იყოს, სადაც ნატო-ს საკითხიც უნდა იყოს ასახული კიდევ ერთხელ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

25 იანვარი 2022, 00:21

მსოფლიო

აშშ-მა 8 500-მდე ჯარისკაცი მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ

პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

25 იანვარი 2022, 00:16

სამართალი

ლევან ნიკოლეიშვილი: მოვუწოდებ ლონდა თოლორაიას, სასწრაფოდ ადეკვატური პასუხი გასცეს საზოგადოებრივ მღელვარებას, გვერდზე გადადოს პირადი პოლიტიკური გემოვნება და გეგმები და მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მოძალადე პოლიციელის მიმართ

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ყოველი წამი, როცა შშმ პირის უმოწყალოდ მცემელი ადამიანი თავისუფალია, სწორედ ლონდა თოლორაიას სინდისზეა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 იანვარი 2022, 23:52

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერი კოტროლის ქვეშ არის - პანიკის მიზეზი არ არსებობს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლები დეესკალაციასა და დონბასში სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაზე მუშაობენ.

ნიკოლ ფაშინიანი

24 იანვარი 2022, 23:05

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, თუმცა დოკუმენტი მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს.

დავით ზალკალიანი

24 იანვარი 2022, 22:47

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დღეს საქართველო ნატოში რომ შევიდეს, ოპონენტებს ესეც არ გაუხარდებათ

ოპონენტები საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ისინი არიან უფრო პატრიოტები, უფრო მეტად გამოხატავენ უკრაინის მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლება თითქოს ცდილობს რუსეთის ფედერაციის მიმართ მავნებლური პოზიცია ჩამოაყალიბოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

24 იანვარი 2022, 22:45

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები - ნატოს კარი ღია რჩება

ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი წარმომადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებას განვიხილავთ, რაც ნატოს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას შეიძლება მოიცავდეს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

შალვა პაპუაშვილი

24 იანვარი 2022, 21:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

„გულითადად ვულოცავ ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი საერთო ღირებულებების, მიზნებისა და დღის წესრიგის წინსვლისთვის“, - წერს პაპუაშვილი.

ჯო ბაიდენი

24 იანვარი 2022, 21:25

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებთან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბულობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებთან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბულობას, მათ შორის უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობას განიხილავს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

დონალდ ტრამპი

24 იანვარი 2022, 21:00

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ის, რაც რუსეთთან და უკრაინასთან ხდება, არასდროს მოხდებოდა ჩემი ადმინისტრაციის პირობებში

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მისი პრეზიდენტობის პირობებში არასდროს მოხდებოდა.

ჯასტინ ტრუდო

24 იანვარი 2022, 20:51

მსოფლიო

კანადის პრემიერის განცხადებით, კანადელი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები ამ ეტაპზე უკრაინაში რჩებიან

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადელი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები ამ ეტაპზე უკრაინაში რჩებიან, თუმცა ოფიციალური ოტავა მუდმივად აფასებს მათი უსაფრთხოების სტატუსს.