imedi /  08 ივნისი 2019, 11:51 / სანდო წყარო

საქართველოში საჯარო სკოლების სათვალთვალო სისტემებით აღჭურვა 2022 წლამდე დასრულდება

საქართველოს ყველა  სკოლა ვიდეომონიტორინგის აპარატურით აღიჭურვება. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, გეგმა დაახლოებით სამწლიანია და 2022 წლამდე ყველა საჯარო სკოლაში უნდა იყოს შესაბამის სტანდარტის სათვალთვალო სისტემა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანების თანახმად, რომელიც 2019 წლის იანვარში ამოქმედდა, ვიდეო მონიტრინგის სისტემით უნდა კონტროლდებოდეს სკოლის როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრი და ჩანაწერები 30 დღის მანძილზე უნდა იყოს შეინახული. ამავე დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია კამერების დაყენება საპირფარეშოში, საკლასო და გამოსაცვლელ ოთახებში და ასევე სამასწავლებლოში.

გამოცემა edu.aris.ge-მ სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვის და სისტემის ადმინისტრირების წესის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნა: 

სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვის წესი:

1. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვა.

2. სკოლის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის ყველა დერეფნის, შესასვლელისა (ფოიე) და კიბის უჯრედის ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.

3. დაუშვებელია ვიდეოთვალთვალის განხორციელება სკოლის საპირფარეშოში, გამოსაცვლელ ოთახებში, საკლასო ოთახში და სამასწავლებლოში.

4. სკოლის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის გარე პერიმეტრის (მათ შორის სპორტული მოედანი, ბაღი, სკვერი, და სხვა) სრულად ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.

5. ვიდეოთვალთვალის სისტემა, რომლებიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოდაკვირვებას, უნდა შეესაბამებოდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს.

6. სკოლა ვალდებულია იზრუნოს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და მანდატურის ან/და მანდატურის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მანდატურის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას.

სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირების წესი:

1. ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მანდატური/უფლებამოსილი პირი.

2. სკოლა ვალდებულია სკოლის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მთელი სასკოლო დროის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემით ვიდეოჩაწერა – მუდმივად.

3. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს სკოლის დირექციას, დისციპლინურ კომიტეტს, მრჩეველთა საბჭოს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მანდატური/უფლებამოსილი პირი უფლებამოსილი არიან უზრუნველყონ ვიდეოჩანაწერის ადგილზე გაცნობა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის.

5. მაგნიტური ლენტების (ელექტრონული ინფორმაცია) შენახვაზე და კონფიდენციალურობის დაცვაზე პასუხისმგებელია მანდატური/უფლებამოსილი პირი. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მაგნიტური ლენტების (ელექტრონული ინფორმაცია) შესანახად სათანადოდ დაცული ადგილის გამოყოფა მანდატურისთვის/უფლებამოსილი პირისთვის.

ყველა სიახლე

08 ივლისი 2020, 09:02

COVID19

უკრაინაში 13 ფეხბურთელი COVID19-ით დაინფიცირდა

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოთამაშე ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ 13 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

08 ივლისი 2020, 08:50

რეგიონი

თელავში ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე თელავში, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

08 ივლისი 2020, 08:27

სამართალი

არსებული ინფორმაციით, მცხეთაში ბიჭმა მამა და ბაბუა მოკლა

არსებული ინფორმაციით, მცხეთაში 28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა დანით მოკლა. როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი თანხასთან დაკავშირებით. დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თამარ ბარკალაია

08 ივლისი 2020, 08:17

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2019 წლის ანგარიშს წარუდგენს

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ ბარკალაიას მოუსმენენ. ის კანონმდებლებს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2019 წლის ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობის, ბავშვთა დაცვის, შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებს.

08 ივლისი 2020, 08:12

სამართალი

წნორში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

თამარ გაბუნია

08 ივლისი 2020, 08:04

პოლიტიკა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. კორექტირებულ პაკეტს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია წარადგენს.

08 ივლისი 2020, 07:58

რეგიონი

მესტიაში, ხაიშის თემში, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი დილიდან განახლდა

დღეს დილიდან მესტიაში, ხაიშის თემში, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი განახლდა. გუშინ, სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

08 ივლისი 2020, 01:42

რეგიონი

წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ხანძარი ლოკალიზებულია

წინანდალში, სასტუმრო რედისონ ქოლექშენში ხანძარი ლოკალიზებულია, - ინფორმაციას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის 10-მდე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და ხანძრის დარჩენილი კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2020, 01:10

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ არ იხურება და არასდროს დაიხურება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ იხურება და არასდროს დაიხურება. „კორონავირუსს 130 000 ადამიანი ემსხვერპლა. ვფიქრობ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.5-3 მილიონი შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

08 ივლისი 2020, 01:02

მსოფლიო

აშშ-ში Walt Disney World-ი გასახსნელად ემზადება

მსოფლიოში უმსხვილესი გასართობი ცენტრი, Walt Disney World-ი ფლორიდის ქალაქ ორლანდოში მდებარე გასართობ პარკს კვირის ბოლოს გახსნის. ფლორიდაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი, დღიურმა მაჩვენებელმა 10 ათასს მიაღწია.

08 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ლონდონში თვითიზოლაციის რეჟიმის გაუქმება ქალებმა საცვლების ჩვენებით აღნიშნეს

შოუს ორგანიზატორი თეთრეულის ბრენდო Bluebella გახდა. ჩვენებისთვის სხეულის განსხვავებული აგებულების 6 მოდელი შეარჩიეს. მათ შორის სტუდენტები, მსახიობები და იურისტი.

ქორწილები აქცია

08 ივლისი 2020, 00:54

COVID19

ხალხმრავალი ქორწილების დაშვების მოთხოვნით იტალიაში საპროტესტო აქცია გაიმართა

იტალიის დედაქალაქ რომში ხალხმრავალი ქორწილების დაშვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „იტალიის საქორწილო ასოციაციის“ მიერ მოწყობილ ფლეშმობში 15-მდე ქალი მონაწილეობდა, რომლებსაც საქორწილო კაბები ეცვათ, ხელში კი ტრანსპარანტები ეკავათ.

რედისონი წინანდალი ხანძარი

08 ივლისი 2020, 00:52

სამართალი

წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ხანძარია

ახლა დამსვენებლები სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ შენობის დატოვება დროულად და უსაფრთხოდ შეძლეს.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 00:50

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი ტურიზმის გახსნაზე: ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი

„ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი და არა ის, რომ, ეკონომიკაზე პრაქტიკულად უმნიშვნელო, არამატერიალური ეფექტი გვქონდეს, მაგრამ - კორონავირუსის გავრცელებისთვის საკმარისი იყოს“.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 00:45

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: დროზე ადრე არ უნდა შევწიროთ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და არ უნდა გამოვეკიდოთ დღესვე ტურიზმს

როდესაც ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრები დაამარცხებენ ეპიდემიას და მიაღწევენ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მაჩვენებელს, საზღვრები მათთან მხოლოდ მაშინ გაიხსნება. რისკი უნდა დაბალანსდეს პოტენციურ სარგებელთან, თორემ ხელში მხოლოდ რისკი შეგვრჩება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 00:42

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა განმარტა რა რისკებთან არის დაკავშირებული საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა

„როგორც კი გახსნას დაიწყებ და მინიმალური გავრცელებაც იქნება, ეს მსხვილი რისკის მატარებელი ადგილები ისევ უნდა შეზღუდო. და ეს შეზღუდვა უნდა გიღირდეს. შეიძლება სამ თვეში წავიდეთ ამაზე - ისევ შევზღუდოთ მსხვილი რისკის მატარებელი (ღონისძიებები).მაგალითად, კონცერტები არ იყოს, კინო არ იყოს. სამაგიეროდ, სიიდან პირველ ათეულს რომ გავუხსნით ან პირველ ოცეულს, გვეღირება. გვეცოდინება, რომ ვიზღუდებით, შიდაეკონომიკური აქტივობა ნელდება, მაგრამ კომპენსირდება საკმაოდ დიდი რაოდენობა ტურიზმის“, - განმარტა მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 00:32

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი საზღვრების გახსნაზე: რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი არ ბალანსდება

რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი არ ბალანსდება. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ საზღვრების გარდაუვალია, მაგრამ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

08 ივლისი 2020, 00:21

COVID19

ჩილეში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

ჩილეს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. უწყების განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 462 შემთხვევა დადასტურდა.

ლაშა ნაცვლიშვილი

08 ივლისი 2020, 00:18

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: ხალხი, რომელიც თაკო სალაყაიასა და დათა ახალაიას სატელეფონო ზარების ჩანაწერებს არ იღებდა, დღეს ითხოვს საქმის არარსებული ფიგურანტის სატელეფონო ზარების ამოღებას

„ჩვენ ყველას შეგვშლია, შემდეგ ბოდიში მოგვიხდია და გვითხოვია მეორე შანსი. ხალხმა, რომლისთვისაც სიცრუე და ძალადობა იყო მთავრი ინსტრუმენტი, სიცრუედ და ძალადობად, 8 წლისტავზე იგივე ფიგურანტები, იგივე სახეები, დროის მანქანით, გამოდიან და ქართულ ოცნებას „ამხელენ“ იმაში, რაც „ქართულ ოცნებას“ არასდროს ჩაუდენია“.

უშიშროების სამინისტროს შესვლა „რუსთავი 2-ში“

08 ივლისი 2020, 00:15

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: როცა „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტრო შევიდა, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძე იყო

„2002 წელს, როდესაც „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტრო შევიდა, რასაც მოჰყვა შევარდნაძის ხელისუფლების საბოლოო დელეგიტიმიზაცია და პრაქტიკულად მაშინ დასრულდა ხელისუფლება, როდესაც ტყავის ქურთუკიანი ბიჭები „რუსთავი 2-ს“ უტევდნენ, მაშინ კალმის ეს რაინდი იყო იმ უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და აი ასე ურთიერთობდა გიორგი კაპანაძე საზოგადოებასთან და „რუსთავი 2-თან“, სპეცრაზმით. და მერე ამ ხალხთან ერთად გახდა მაროდიორი. ამიტომ, ეს დრამატული ტრანსფორმაციები ხალხმა უნდა იცოდეს“, - ამბობს ნაცვლიშვილი.