imedi /  10 ივნისი 2019, 16:46 / სანდო წყარო

ბავშვებთან ერთი მშობლის მიერ მეორის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება სასამართლომ ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა

სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და ბავშვებთან ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს. 

"ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სამართლებრივი დახმარების მიზნით მომართა დედამ, რომლის გადმოცემითაც, ბავშვების მამამ ის შვილებთან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც ისინი იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები. დედამ მიიჩნია, რომ ფაქტი წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შეატყობინა სოციალურ სააგენტოს ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად. ბავშვები სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს, რა დროსაც, მათ დაადასტურეს მამის ნათქვამი.

მომხდარის შემდეგ, მამამ კიდევ წაიყვანა ბავშვები და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოებთან სიმართლეს იტყოდნენ, დედა და მამა ერთად ვეღარ იქნებოდნენ და საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა. დედის თქმით, ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვიულობდნენ, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, მუდმივად დაძაბულ და გაღიზიანებულ მდგომარეობასა და შიშში. ამის საფუძველზე, დედამ მოითხოვა მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა გამოსცა კიდეც შემაკავებელი ორდერები. მამის მხრიდან საქალაქო სასამართლოში შემაკავებელი ორდერების გასაჩივრების შემდეგ კი, პირველმა ინსტანციამ გააუქმა გამომძიებლის მიერ გამოცემული ორდერები", - წერია განცხადებაში.

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გაიზიარა ორგანიზაციის იურისტების პოზიცია, მიიჩნია, რომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ძალაში დატოვა შსს-ის გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა.

ყველა სიახლე

მაიკლ ატკინსონი

04 აპრილი 2020, 08:21

მსოფლიო

AP: ტრამპმა გაათავისუფლა გენერალური ინსპექტორი, რომელიც იმპიჩმენტის გამომწვევ საჩივარს განიხილავდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სადაზვერვო თანამეგობრობის გენერალური ინსპექტორი მაიკლ ატკინსონი, რომელიც ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ დაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ დაწერილ საჩივარს განიხილავდა. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც სააგენტო Associated Press-მა მოიპოვა.

საქართველოს საელჩო

04 აპრილი 2020, 08:08

COVID19

თურქეთის დაწესებული დამატებით შეზღუდვების გამო საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თურქეთში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების გამო საქართველოს საელჩო რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური განცხადებით მიმართავს. როგორც დიპლომატიური უწყების განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან თურქეთში ამოქმედდება შემდეგი დამატებითი შეზღუდვები.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 01:10

COVID19

Fox News: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის ფონზე საქართველომ სასწაულად აიცილა მსხვერპლი

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, ერთმა ქვეყანამ საოცრად აიცილა მსხვერპლი - ეს საქართველოა. ამის შესახებ ნათქვამია Fox News-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. Fox News-სთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მიმოსვლის აკრძალვა იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსი აქტიურად გავრცელდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოში ინფექციის დაბალი გავრცელების კუთხით.

კაილი ჯენერი

04 აპრილი 2020, 00:55

COVID19

როგორ ატარებს დროს თვითიზოლაციაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი. ვიდეო

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა, კაილი ჯენერმა კორონავირუსის პანდემიის დროს თვითიზოლაციაში ყოფნისას გადაღებული ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა. კადრებზე ჩანს, რომ კაილი ჯენერი დროს აუზთან ატარებს, შემდეგ კი ჯაკუზიში ნებივრობს.

ტომ ჰოლანდი ჯეიკ ჯილენჰოლი

04 აპრილი 2020, 00:40

ტაბლოიდი

ტომ ჰოლანდმა და ჯეიკ ჯილენჰოლმა ახალი ფლეშმობი წამოიწყეს

ბრიტანელმა მსახიობმა, ადამიანი-ობობის როლის შემსრულებელმა, ტომ ჰოლანდმა თვითიზოლაციაში ყოფნისას ახალი ფლეშმობი წამოიწყო. მსახიობმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც კედელთან, ხელებზე დგას მაისურს იცვამს, და კოლეგები, ჯეიკ ჯილენჰოლი და რაიან რეინოლდსი გამოიწვია.

04 აპრილი 2020, 00:40

COVID19

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადარბაზოებს დეზინიფექცია უტარდებათ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადარბაზოებს დეზინიფექცია უტარდებათ. 126-მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ეზოებს, ატრაქციონებსა და სკვერებს სპეციალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ხსნარით დეზინფექციას შპს ,,ჰიგიას’’ თანამშრომლები უტარებენ. "სადენზიფექციო სამუშაოებთან ერთად გრძელდება მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გაცნობა, მკაცრად კონტროლდება სასურსათო მაღაზიებში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა, ადგილობრივი მოსახლეობა იცავს საგანგებო ვითარების წესებს", - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა

კატა ნიღაბი

04 აპრილი 2020, 00:25

COVID19

უხანელ კატებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

ჩინელმა ვეტერინარებმა უხანში მცხოვრები 100 კატის სისხლის ანალიზები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მათ 15%-ს ახალი ტიპის კორონავირუსი აქვთ გადატანილი. კვლევის შედეგები ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა bioRxiv-ში გამოქვეყნდა.

დონალდ ტრამპი მაიკ პენსი

03 აპრილი 2020, 23:59

COVID19

ყველას, ვინც ტრამპის ან პენსის გვერდით შეიძლება აღმოჩნდეს, კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდება

ნებისმიერ პირს, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის გვერდით შეიძლება აღმოჩნდეს, კორონავირუსით ინფიცირებაზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ჯად დირმა განაცხადა.

03 აპრილი 2020, 23:55

COVID19

ინდოეთში ახალდაბადებულ ტყუპს კორონა და კოვიდი დაარქვეს

ინდოეთში 3-კვირიან კარანტინში ყოფნის დროს ტყუპი დაიბადნენ, ბიჭსა და გოგოს კორონა და კოვიდი დაარქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მშობლების თქმით, მათ შვილებს ეს სახელები იმიტომ დაარქვეს, რათა სამუდამოდ ახსოვდეთ ის მძიმე დრო და ვითარება, რომელშიც სამყარო ახლა იმყოფება.

03 აპრილი 2020, 23:38

COVID19

თბილისელების მადლიერების ტაში „თბილსერვისისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს. ვიდეო

თბილისის იმ უბნების მცხოვრებლებმა, სადაც ამ წუთებში ქუჩებს სადეზინფექციო საშუალებებით რეცხავენ, „თბილსერვისისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის მადლიერების ტაში დაუკრეს.

03 აპრილი 2020, 23:24

COVID19

თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ, ამჯერად, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირი, ასევე, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის (ბაზრის), ნანეიშვილის, კეცხოველისა და ჯაბიძის ქუჩები მოირეცხა.

თურქეთი ესპანეთი

03 აპრილი 2020, 23:18

COVID19

თურქეთმა ესპანეთისთვის განკუთვნილი ჩინური რესპირატორები თავისთვის დაიტოვა

თურქეთმა ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა. როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონსალეს ლაიამ განაცხადა, ესპანეთის რამდენიმე რეგიონმა ჩინეთში რესპირატორები შეიძინა. ჩინეთიდან ესპანეთში მომავალი თვითმფრინავი ანკარაში დაჯდა, რა დროსაც თურქეთის შესაბამისმა ორგანოებმა ტვირთი არ გაატარეს და თავისთვის დაიტოვეს.

კორონავირუსი

03 აპრილი 2020, 23:08

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

03 აპრილი 2020, 22:42

რეგიონი

თელავში ტაქსის მძღოლებმა კორონავირუსის პრევენციისთვის მანქანების სალონები ცელოფნით გადატიხრეს

თელავში ტაქსის რამდენიმე მძღოლმა კორონავირუსთან საბრძოლველად მარტივი, იაფი და სწრაფი გზა იპოვა. მძღოლებმა საკუთარი მსუბუქი ავტომობილები მგზავრებისგან იზოლირებული გახადეს და უკანა სავარძელი პოლიეთილენის ფარდით გადატიხრეს. ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ამ ფორმით ისინი საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

03 აპრილი 2020, 22:22

COVID19

რა ვითარებაა სამცხე-ჯავახეთში საყოველთაო კარანტინის რეჟიმის დროს

სამცხე-ჯავახეში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმის დარღვევისთვის რეგიონში 3 დღის განმავლობაში სულ 45 პირი დაჯარიმდა. ახალციხის აგრარული ბაზარი დაჯარიმების შემდეგ სანიტარული პროცედურების ჩატარების მიზნით დაიკეტა.

კორონავირუსი

03 აპრილი 2020, 22:14

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 155 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 155 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 მოქალაქე რჩება.

თენგიზ ცერცვაძე

03 აპრილი 2020, 22:13

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ქრისტიანული დღესასწაულების ტრადიციული ფორმით ჩატარებას შესაძლოა შემთხვევების მატება მოჰყვეს

ქრისტიანული დღესასწაულების ტრადიციული ფორმით ჩატარებას შესაძლოა შემთხვევების მატება მოჰყვეს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

03 აპრილი 2020, 22:12

COVID19

თურქეთში 20 წლამდე ასაკის პირებისათვის კომენდანტის საათი დაწესდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ახალი ზომები გამოაცხადა. „დაწებული შუაღამიდან აიკრძალება 30 ქალაქში და ზონგულდაქის პროვინციაში სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლა და გასვლა. ასევე, დაწესდება კომენდანტის საათი 20 წლამდე ასაკის პირებისათვის. მოსახლეობა ვალდებული იქნება საჯარო ადგილებში, მათ შორის სუპერმარკეტებში, ბაზრობებსა და სამუშაო ადგილებში გამოჩენისას დამცავი პირბადე ატარონ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას.

თენგიზ ცერცვაძე

03 აპრილი 2020, 22:10

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მსოფლიო ბაზარზე სწრაფი ტესტების 90%-ი უვარგისია

სამინისტრომ დროზე დაიწყო ფიქრი სწრაფი ტესტების შემოტანაზე. თუმცა მსოფლიო ბაზარზე ხარისხიანი ტესტი ცოტაა. გაივსო ბაზარი სწრაფი ტესტებით, რომელთა 90%-ი უვარგისია. მათი მგრძნობელობა არ აღმატება 30%-ს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

03 აპრილი 2020, 22:07

სამართალი

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოზურგეთში ტაძარი ორმა არასრულწლოვანმა გაქურდა

პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი ტაძრის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - მხილებულია 2 არასრულწლოვანი. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა.