imedi /  16 ივნისი 2019, 23:32 / სანდო წყარო

„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

პრაიდი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით "თბილისი პრაიდი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

"თბილისი პრაიდი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ლევან ვასაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა) ნიშნებს“, – აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზე განცხადებაში.

როგორც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, სახეზეა დანაშაულის ყველა ელემენტი:

„ჯგუფი იქმნება იმისთვის რომ, პირის თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდოს („ქამრებით შევუკრავთ ხელებს და გავიყვანთ ტერიტორიიდან“) – განხორციელდეს მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ-ის მუხლი 144); ქამრები და კომბლები შეიძლება, ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენონ; ეს მიზანი პირდაპირაა გაცხადებული ანუ სახეზეა განზრახვა; სახეზეა რეალური და მყისიერი საფრთხე“, - წერია განცხადებაში.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეკრება ლოცვით დაიწყო. შემდეგ კი თქვა, რომ ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნას გეგმავს. 

„ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ", - თქვა ვასაძემ. მისივე თქმით, „ყველას ვისაც სურს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია და იგინოს, იფურთხოს, მისი ადგილი მათ გვერდით არ არის“.

დღისით, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შსს-მაც, სადაც წერია, რომ პოლიცია დაიცავს ყველას უფლებებს, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც. 

კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა. 

პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 4 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, 3 სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 21-მა პირმა 15 ივნისს გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

„თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 00:04

ტექნოლოგიები

გერმანიაში მფრინავი ტაქსი გამოსცადეს

გერმანიაში მფრინავი ტაქსი CityAirbus გამოსცადეს, რომელსაც ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და საათში 120 კილომეტრ ავითარებს. ამის შესახებ Travel and Leisure წერს. ტაქსის შემქმნელები აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, მალე მფრინავი ტაქსები ქალაქში მგზავრებს გადაიყვანენ და ამის შედეგად საცობების თავიდან აცილება მოხდება. „მფრინავ ტაქსს, ხმელეთზე მოძრავისგან ის უპირატესობა აქვს, რომ უხმაუროდ გადაადგილდება“, - აცხადებენ გამომგონებლები.

03 აგვისტო 2020, 23:24

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 155 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 155 ათასს გადააჭარბა.

03 აგვისტო 2020, 22:59

საზოგადოება

ქართული ხორბლის კულტურა UNESCO-ს ნომინაციაზეა წარდგენილი

ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წელს მიენიჭა. ქართული ხორბლის კულტურა UNESCO-ში წარდგენილია ნომინაციაზე „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გადაუდებელ დაცვას საჭიროებს“.

03 აგვისტო 2020, 22:37

მსოფლიო

ინდოეთში, სერიული მკვლელი ნიანგებს მსხვერპლთა ცხედრებით კვებავდა

ინდოეთში დააკავეს სერიული მკვლელი, რომელმაც მსხვერპლთა ცხედრებით ნიანგებს კვებავდა. ამის შესახებ CNN იუწყება. 1995 წელს დევანდრა შარმა თაღლითებს ემსხვერპლა და გაკოტრდა. ამის შემდეგ მან ცხოვრება კრიმინალებს დაუკავშირა. ჯერ გაზის ფალსიფიცირებული ბალონებით ვაჭრობდა, შემდეგ კი ორგანოებით ვაჭრობის შავ ბაზარზე მუშაობდა. სერიული მკვლელი აღიარებს, რომ ორგანოების მოპოვების მიზნით 125 არალეგალური ოპერაცია ჩაატარა.

03 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

ეპიდემიოლოგი: კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, საზოგადოება მოდუნდა, რაც რისკს კიდევ უფრო ზრდის

„ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება აღინიშნება, განსაკუთრებული მოდუნება შეინიშნება საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს.

03 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“- აცხადებენ პროკურატურაში.

ხუან კარლოსი I

03 აგვისტო 2020, 21:25

მსოფლიო

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა, ხუან კარლოსმა ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეატყობინა, რომ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

თეა წულუკიანი

03 აგვისტო 2020, 21:17

რეგიონი

თეა წულუკიანი: ჩვენი ვალია გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გომის მთაზე, რათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სისტემაში მოვიყვანოთ აქაური მესაკუთრის უფლებები. ჩვენი ვალია, რომ ყოველგვარი სტერეოტიპებისა და წინასწარ შემუშავებული აზრის გარეშე მოვუსმინოთ მათ, მოვემსახუროთ უფასოდ და გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

03 აგვისტო 2020, 21:13

კულტურა

წინანდლის ფესტივალი 17-20 სექტემბერს გაიმართება

მსმენელების წინაშე წარდგებიან: მარტა არგერიხი, ნელსონ გოერნე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბათიაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, დანიელ ლოზაკოვიჩი, ჯანანდრეა ნოზედა.

დავით ბაქრაძე

03 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს

„უნდათ კონკურენცია - ვიყოთ, ოღონდ პატიოსან კონკურენციაში. შეიძლება მოგწონდეს და არ მოგწონდეს სხვა ოპოზიციური კანდიდატი, მაგრამ ჩვენ არ შევუტევთ სხვა კანდიდატს. ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ვალტერ ბრაგა ნეტუ

03 აგვისტო 2020, 20:36

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვალტერ ბრაგა ნეტუს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

03 აგვისტო 2020, 20:32

რეგიონი

წელს ბახმაროში ტრადიციული დოღი აღარ ჩატარდება

კორონავირუსის გამო, ბახმაროში ტრადიციული დოღი წელს არ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ბახმაროში დოღი გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება.

გოგი თოფაძე

03 აგვისტო 2020, 20:22

სამართალი

გოგი თოფაძე ეჭვობს, რომ ბუსა ჟვანიამ თვითდაზიანება მიიყენა

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან მომხდარ ინციდენტზე პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გოგი თოფაძემ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 20:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი

სპეციალური მოდულია შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირებ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიას უკვე დაწყებული აქვს სამუშაო შეხვედრები ქვეყნის ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან.

03 აგვისტო 2020, 19:51

COVID19

პორტუგალიაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პორტუგალიის ჯანდაცვის გენერალური სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყანაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მარია ვან კერხოვე

03 აგვისტო 2020, 19:42

COVID19

ჯანმო: ყველა დაიღალა ამ პანდემიით, მაგრამ დიდი გზა გვაქვს გასავლელი - ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ იმ გავლენის შესახებ ისაუბრა, რომელიც Covid-19-ს შეიძლება ჰქონდეს მომავალზე და იმაზე, თუ როგორ იძლევა ეს გაუმჯობესების შესაძლებლობას.

ლევან სამუშია

03 აგვისტო 2020, 19:36

პოლიტიკა

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას პარტიის დოტოვების მიზეზთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

03 აგვისტო 2020, 19:19

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ახალი ტესტების გამოყენება დაიწყება, რომელიც შედეგს 90 წუთში იძლევა

მომდევნო კვირიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ახალი ტესტების გამოყენება დაიწყება, რომელიც შედეგს 90 წუთში იძლევა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

03 აგვისტო 2020, 19:17

საზოგადოება

რა შემთხვევაში შეძლებენ სამუშაოს მსურველები თურქეთში გამგზავრებას

მთავრობის დადგენილებაზე განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გააკეთა. მისი თქმით, თურქეთიდან წარმოდგენილი მოწვევის საფუძველზე მსურველი ავსებს სააპლიკაციო ფორმას ელექტრონულად, რომელიც არის საკმაოდ მარტივი და მოითხოვს პირად ინფორმაციას, ასევე მოწვევის დოკუმენტის თარგმანს და ნოტარიულად დამოწმებულს.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 აგვისტო 2020, 19:16

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: „ქართული ოცნების“ ფონზე, მეეჭვება რომ მომავალ პარლამენტში პარტიებმა კოალიცია შექმნან

ჩვენ ახლა უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე პოლიტიკურ ცხოვრებაში. კერძოდ, ძალას რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, რეალურად აქვს დიდი შანსი, რომ ქვეყანა ისევ მართოს და გაიმარჯვოს არჩევნების გზით, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.