imedi /  18 ივნისი 2019, 16:56 / სანდო წყარო

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო თავის მოქალაქეებს „თბილისი პრაიდის“ შესახებ აფრთხილებს

ღირსების მარში

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო თავის მოქალაქეებს "ღირსების მარშთან" დაკავშირებით აფრთხილებს. საელჩოს განცხადებით, 18-23 ივნისის პერიოდში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

საელჩოს თქმით, წარმომადგენლობა ჰოლანდიელ ტურისტებს ურჩევს უსაფრთხო დისტანციაზე იყვნენ "თბილისი პრაიდისგან", რადგან არსებობს კონტრაქციის დროს ძალადობის რისკი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ დაცვის პირობას დებს", - წერია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს განცხადებაში.

 

 

 „თბილისი პრაიდი“  დღეს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება, 23 ივნისს კი ღირსების მარშით დასრულდება. პრაიდთან დაკავშირებით ვერის ბაღში მოწინააღმდეგეები რამდენიმე დღეა იკრიბებიან. დღეს იქ მივიდა გია კორკოტაშვილი, რომელმაც ლევან ვასაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. ლევან ვასაძემ ლგბტქ+ პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილი პატრულირება გააუქმა

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

04 აგვისტო 2020, 00:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ჯანსაღი, კონკურენტული ოპოზიცია ჟანგბადივით სჭირდება

„ჯანსაღი ოპოზიცია ის კი არ არის ხელისუფლება უშვერი სიტყვებით ლანძღო, ხელისუფლება უნდა აკრიტიკო ძალიან მწარედ, საგნობრივად, დარგობრივადა, არსობრივად და ლეგიტიმაცია არ დააყენო ეჭვქეშ - ეს არის კონსტრუქციული ოპოზიცია“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

04 აგვისტო 2020, 00:04

ტექნოლოგიები

გერმანიაში მფრინავი ტაქსი გამოსცადეს

გერმანიაში მფრინავი ტაქსი CityAirbus გამოსცადეს, რომელსაც ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და საათში 120 კილომეტრ ავითარებს. ამის შესახებ Travel and Leisure წერს. ტაქსის შემქმნელები აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, მალე მფრინავი ტაქსები ქალაქში მგზავრებს გადაიყვანენ და ამის შედეგად საცობების თავიდან აცილება მოხდება. „მფრინავ ტაქსს, ხმელეთზე მოძრავისგან ის უპირატესობა აქვს, რომ უხმაუროდ გადაადგილდება“, - აცხადებენ გამომგონებლები.

03 აგვისტო 2020, 23:24

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 155 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 155 ათასს გადააჭარბა.

03 აგვისტო 2020, 22:59

საზოგადოება

ქართული ხორბლის კულტურა UNESCO-ს ნომინაციაზეა წარდგენილი

ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წელს მიენიჭა. ქართული ხორბლის კულტურა UNESCO-ში წარდგენილია ნომინაციაზე „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გადაუდებელ დაცვას საჭიროებს“.

03 აგვისტო 2020, 22:37

მსოფლიო

ინდოეთში, სერიული მკვლელი ნიანგებს მსხვერპლთა ცხედრებით კვებავდა

ინდოეთში დააკავეს სერიული მკვლელი, რომელმაც მსხვერპლთა ცხედრებით ნიანგებს კვებავდა. ამის შესახებ CNN იუწყება. 1995 წელს დევანდრა შარმა თაღლითებს ემსხვერპლა და გაკოტრდა. ამის შემდეგ მან ცხოვრება კრიმინალებს დაუკავშირა. ჯერ გაზის ფალსიფიცირებული ბალონებით ვაჭრობდა, შემდეგ კი ორგანოებით ვაჭრობის შავ ბაზარზე მუშაობდა. სერიული მკვლელი აღიარებს, რომ ორგანოების მოპოვების მიზნით 125 არალეგალური ოპერაცია ჩაატარა.

03 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

ეპიდემიოლოგი: კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, საზოგადოება მოდუნდა, რაც რისკს კიდევ უფრო ზრდის

„ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება აღინიშნება, განსაკუთრებული მოდუნება შეინიშნება საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს.

03 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“- აცხადებენ პროკურატურაში.

ხუან კარლოსი I

03 აგვისტო 2020, 21:25

მსოფლიო

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა, ხუან კარლოსმა ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეატყობინა, რომ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

თეა წულუკიანი

03 აგვისტო 2020, 21:17

რეგიონი

თეა წულუკიანი: ჩვენი ვალია გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გომის მთაზე, რათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სისტემაში მოვიყვანოთ აქაური მესაკუთრის უფლებები. ჩვენი ვალია, რომ ყოველგვარი სტერეოტიპებისა და წინასწარ შემუშავებული აზრის გარეშე მოვუსმინოთ მათ, მოვემსახუროთ უფასოდ და გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

03 აგვისტო 2020, 21:13

კულტურა

წინანდლის ფესტივალი 17-20 სექტემბერს გაიმართება

მსმენელების წინაშე წარდგებიან: მარტა არგერიხი, ნელსონ გოერნე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბათიაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, დანიელ ლოზაკოვიჩი, ჯანანდრეა ნოზედა.

დავით ბაქრაძე

03 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს

„უნდათ კონკურენცია - ვიყოთ, ოღონდ პატიოსან კონკურენციაში. შეიძლება მოგწონდეს და არ მოგწონდეს სხვა ოპოზიციური კანდიდატი, მაგრამ ჩვენ არ შევუტევთ სხვა კანდიდატს. ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ვალტერ ბრაგა ნეტუ

03 აგვისტო 2020, 20:36

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვალტერ ბრაგა ნეტუს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

03 აგვისტო 2020, 20:32

რეგიონი

წელს ბახმაროში ტრადიციული დოღი აღარ ჩატარდება

კორონავირუსის გამო, ბახმაროში ტრადიციული დოღი წელს არ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ბახმაროში დოღი გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება.

გოგი თოფაძე

03 აგვისტო 2020, 20:22

სამართალი

გოგი თოფაძე ეჭვობს, რომ ბუსა ჟვანიამ თვითდაზიანება მიიყენა

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან მომხდარ ინციდენტზე პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გოგი თოფაძემ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 20:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი

სპეციალური მოდულია შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირებ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიას უკვე დაწყებული აქვს სამუშაო შეხვედრები ქვეყნის ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან.

03 აგვისტო 2020, 19:51

COVID19

პორტუგალიაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პორტუგალიის ჯანდაცვის გენერალური სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყანაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მარია ვან კერხოვე

03 აგვისტო 2020, 19:42

COVID19

ჯანმო: ყველა დაიღალა ამ პანდემიით, მაგრამ დიდი გზა გვაქვს გასავლელი - ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ იმ გავლენის შესახებ ისაუბრა, რომელიც Covid-19-ს შეიძლება ჰქონდეს მომავალზე და იმაზე, თუ როგორ იძლევა ეს გაუმჯობესების შესაძლებლობას.

ლევან სამუშია

03 აგვისტო 2020, 19:36

პოლიტიკა

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას პარტიის დოტოვების მიზეზთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

03 აგვისტო 2020, 19:19

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ახალი ტესტების გამოყენება დაიწყება, რომელიც შედეგს 90 წუთში იძლევა

მომდევნო კვირიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ახალი ტესტების გამოყენება დაიწყება, რომელიც შედეგს 90 წუთში იძლევა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

03 აგვისტო 2020, 19:17

საზოგადოება

რა შემთხვევაში შეძლებენ სამუშაოს მსურველები თურქეთში გამგზავრებას

მთავრობის დადგენილებაზე განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გააკეთა. მისი თქმით, თურქეთიდან წარმოდგენილი მოწვევის საფუძველზე მსურველი ავსებს სააპლიკაციო ფორმას ელექტრონულად, რომელიც არის საკმაოდ მარტივი და მოითხოვს პირად ინფორმაციას, ასევე მოწვევის დოკუმენტის თარგმანს და ნოტარიულად დამოწმებულს.