imedi /  22 ივნისი 2019, 16:53 / სანდო წყარო

ნაციონალების ოპოზიციური ერთობა რუსთაველზე დაგეგმილი აქციისგან დისტანცირებას არ აპირებს

გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩა და ხატია დეკანოიძე

გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა და ხატია დეკანოიძე

რუსთაველზე მიმდინარე აქციებში მონაწილეთა ერთი ჯგუფის მოთხოვნის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციისგან დისტანცირებას არ აპირებს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკოსების გარეშე შედეგების მიღწევა რთული იქნება, რადგან სწორედ პოლიტიკოსებს აქვთ ბერკეტები, რომ ხელისუფლება აიძულონ როგორც გიორგი გახარიას გადადგომაზე, ასევე დაკავებულების გათავისუფლებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე. შესაბამისად, დღესაც, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ.

"გუშინ შეკრებილი ხალხის ზღვა რაოდენობამ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. რაც შეეხება აქციების გაგრძელებას, ეს ადგილზე, საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებით იქნება გადაწყვეტილი. ჩვენ არაფრისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ. დღეს იმის გარჩევა - ვინ პოლიტიკოსია, ვინ ახალგაზრდაა ან ვინ უფროსია, არასწორია. ეს არის "ქართული ოცნების" სტრატეგია, რომ დაპირისპირება შემოიტანოს საზოგადოებაში. დღეს ჩვენ გვაქვს საერთო ამოცანა - პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ იმ სისხლისღვრაზე, რაც მოაწყო რუსთაველზე გავრილოვის ღამეს. მე ვთხოვ ყველას: ნუ ავყვებით "ქართული ოცნების" სტრატეგიას, რომ დაპირისპირება შემოიტანონ ამ პროცესში. პოლიტიკოსების როლი ამ ყველაფერში არის ძალიან დიდი. პოლიტიკოსების გარეშე ვერავინ ვერავის აიძულებს იმ გადაწყვეტილებების სესრულებას, რომელიც აუცილებელია. ამიტომ ყველა პროცესში მივიღებთ მონაწილეობას საერთო გამარჯვებისთვის",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათზეა დადეგმილი. აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. გიორგი გახარიას თქმით, პოლიციამ ბოლომდე გამოიყენა თმენის ვალდებულება, ვიდრე ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე. 

მანამდე „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უგულავას, მელიასა და ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხავენ. 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 11:49

COVID19

გიორგი გახარიამ მოსახლეობას ე.წ. კომენდანტის საათის პირობების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და განსაკუთრებით თბილისელებს გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ გუშინდელი დღის, განსაკუთრებით 21 საათის შემდგომ თბილისში და საერთოდ საქართველოს მასშტაბით ღონისძიებებს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული სწორად ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთოა. არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის. და პირველ რიგში ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ. პირველ რიგში ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა გახარიამ.

01 აპრილი 2020, 11:45

COVID19

ბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ბათუმის 3 ლოკაციაზე მოაწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.

01 აპრილი 2020, 11:40

სამართალი

16 წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვისა და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ო.ა. დამნაშავედ ცნო, ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ა.-მ 2018 წლის მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით წინასწარი შეცნობით 15 წლის გოგონასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი და გარყვნილი ქმედება განახორციელა.

საკოორდინაციო საბჭო

01 აპრილი 2020, 11:39

COVID19

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

01 აპრილი 2020, 11:35

COVID19

ბათუმში COVID 19-ით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა შესაძლოა კლინიკა ხვალ დატოვოს

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ პაციენეტის დაინფიცირებიდან ორი კვირა გავიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს კორონავირისის სიმპტომები აღარ აღენიშნება და ელოდებიან ანალიზის პასუხს. ხვალაც განმეორებით ჩაუტარდება ანალიზი და თუ ორივე პასუხი იქნება უარყოფითი ის კლინიკას დატოვებს.

იტალიის ქალაქ სარდარას მერი რობერტო მონტიში

01 აპრილი 2020, 11:19

COVID19

იტალიელი მერი რობერტო მონტიში ქართველებს მიმართავს

გამარჯობა, ძვირფასო ქართველებო. მოგესალმებით სარდინიიდან. ეს ცოტა სევდიანი მისალმებაა. სევდიანი, რადგან ჩვენ კუნძულზე დასასვენებლად, სამხიარულოდ, მისი ისტორიის გასაცნობად ჩამოდიან. დღე კი სამწუხაროდ, სევდიანი ვართ. არ გვაქვს სახლიდან თავისუფლად გასვლის საშუალება. თავისუფლად მუშობის თუ სეირნობის საშუალება. აქ, ჩვენთან ბევრ ადამიანს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და შეიძლება თავიდაუნებურად სხვას გადასდოს. ნიღბებით ჩვენ ვიცავთ ძვირფას ადამიანებს, ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით მოხუცებს, რომელთაც მრავალი პათოლოგიური დაავადება აქვთ.

01 აპრილი 2020, 11:15

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 7 ადამიანი ანაკლიის საკარანტინო ზონაში მოათავსეს

ოფიციალურ თბილისსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა. 7 ადამიანი, რომელსაც ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვრიდან გადმოყვანილ 45 წლის ქალთან კონტაქტი ჰქონდა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ისინი ანაკლიაში სასტუმროში მოათავსეს. მათ არ აქვთ ტემპერეტურა, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

დავით ზალკალიანი

01 აპრილი 2020, 11:13

COVID19

დავით ზალკალიანმა ვიდეო-კონფერენცია გამართა ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის ზრდის დინამიკა მაღალია

საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობას, მთავრობის აქტიური მუშაობით პანდემიის გავრცელების ფონზე ამ დრომდე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4 000 მოქალაქე, ხოლო მსოფლოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

კრის კუომო

01 აპრილი 2020, 11:12

COVID19

ნიუ-იორკის გუბერნატორის ძმას და CNN-ის წამყვანს კორონავირუსი დაუდგინდა

ძმის დიაგნოზის შესახებ გუბერნატორმა კუომომაც ისაუბრა. „კორონავირუსი ჩემს ძმას, კრისს დაუდგინდა. ამის შესახებ დღეს დილით შევიტყვე. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ახალგაზრდაა, კარგ ფორმაში, ძლიერი. არც თუ ისეთი ძლიერი, როგორც თავად ფიქრობს, მაგრამ კარგად იქნება“, - იხუმრა გუბერნატორმა.

01 აპრილი 2020, 11:12

COVID19

ფოთში 2 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ფოთის შემავალ და გამომავალ გზებზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მიერ გამშვებ პუნქტებზე კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება. სამხედრო სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების თერმოსკრინინგს აწარმოებს.

ანტონიო გუტერეში

01 აპრილი 2020, 10:53

COVID19

ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის პანდემია მსოფლიოსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა

მან მდიდარ ქვეყნებს ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების დახმარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექცია ტყის ხანძარივით გავრცელდება. გაეროს ანგარიშით, პანდემიის შედეგად მსოფლიოში სამსახურს 24 მილიონამდე ადამიანი დაკარგავს.

01 აპრილი 2020, 10:42

COVID19

„თბილისის მიკროავტობუსი“ საყოველთაო კარანტინის რეჟიმში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს მომსახურებას სთავაზობს

„თბილისის მიკროავტობუსი“ მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა.

მარინა ეზუგბაია

01 აპრილი 2020, 10:39

COVID19

ინფექციური საავადმყოფოს 19 პაციენტის კორონავირუსზე პირველადი ტესტირების შედეგი ნეგატიურია

ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 32 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კლინიკიდან კიდევ ერთი პაციენტი გაეწერა.

ბოჭორიშვილის კლინიკა

01 აპრილი 2020, 10:35

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს

კლინიკაში მოთავსებული ორი მცირეწლოვნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ორივე მცირეწლოვანი მკურნალობას აგრძელებს. რენდგენოლოგიური მონაცემებით და კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებით, კარგად ექვემდებარება მკურნალობას“, - აღნიშნა სოლოღაშვილმა.

კორონავირუსი

01 აპრილი 2020, 10:35

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სატელეფონო ჩართვისას თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, კახა ბეროზაშვილმა განაცხადა, 50 წლის მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ნიკოლოზ გამყრელიძე

01 აპრილი 2020, 10:21

COVID19

ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან განიკურნა

მეგობრებო, პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით. არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ახლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა.

01 აპრილი 2020, 10:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა115-მდე გაიზარდა, აქედან 22 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.

კორონავირუსი

01 აპრილი 2020, 10:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 860 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

01 აპრილი 2020, 10:07

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ახალციხესთან იყო, სიმძლავრე კი 3 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:48 საათზე დაფიქსირდა.

01 აპრილი 2020, 09:53

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტია. 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აქედან 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათ აქვთ სუნთქვის უკმარისობა და საჭიროებენ ბოქსიგენურ თერაპიას. - ამის შესახებ ტელეკომოანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.