imedi /  24 ივნისი 2019, 08:10 / სანდო წყარო

პარლამენტში „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ

პარლამენტი

პარლამენტი

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ.

"მედიაციის კანონპროექტის მიხედვით, სასამართლომდეც და სასამართლოში შესვლის შემდგომაც მხარეებს ექნებათ საშუალება, მედიატორის მეშვეობით დაარეგულირონ ის საკითხი, რასაც თვლიან, რომ თავად ვერ წყვეტენ და შესაბამისად შეიტანეს სასამართლოში ან უნდათ, შეიტანონ სასამართლოში საქმე. აქედან გამომდინარე, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მედიატორები დიდ როლს თამაშობენ იმ მიმართულებით, რომ ერთი მხრივ, სასამართლო განიტვირთება ასეთი საქმეებისგან და მეორე მხრივ, მხარეებს აღარ მოუწევთ დროისა და ფინანსური რესურსის დახარჯვა იმ შემთხვევაში, როდესაც მედიატორი თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე შეძლებს და მოაგვარებს მხარეებს შორის წარმოშობილ დავას“, - განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

კანონპროექტი განსაზღვრავს მედიატორის არჩევა/დანიშვნის საკითხებს სასამართლო მედიაციის დროს. ასევე, განსაზღვრავს იმ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც მხარეებს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიატორის შერჩევაში დაეხმარება.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

01 აპრილი 2020, 13:14

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მთლიანობაში საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისთვის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი - 5783.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

01 აპრილი 2020, 13:07

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ცხელების ცენტრად გადაკეთდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზადაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავრს“ კლინიკის დირექტორმა კახა ბეროზაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, კლინიკას სულ 97 საწოლი აქვს, 19 ხელოვნური სუნთქვის აპარატით. 25 საწოლია რეანიმაციულ განყოფილებაში.

ჰაკერი

01 აპრილი 2020, 12:58

ტექნოლოგიები

ჰაკერებმა სასტუმროთა ქსელ Marriot-ის მილიონობით სტუმრის მონაცემები მოიპოვეს

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სასტუმროების კლიენტების მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს და 5.2 მილიონი სტუმრის პირადი მონაცემები მოიპოვეს. საუბარია ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონი ნომრები, მისამართები და მომსახურების სასურველი ენა.

მარნეულის საველე ჰოსპიტალი

01 აპრილი 2020, 12:56

COVID19

მარნეულის საველე ჰოსპიტალში 6 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან

„თერმოსკრინინგით ამ დროისთვის 92 000 ადამიანია შემოწმებული, დარჩა ქალაქი მარნეული და 4 ადმინისტრაციული ერთეული. ალბათ 2 დღეში ჩვენ თერმოსკრინინგის პირველ ეტაპს დავასრულებთ“, - აღნიშნა მარნეულის მერმა.

01 აპრილი 2020, 12:39

COVID19

ბათუმში კორონავირუსზე გამოკვლეულ 20 ადამიანს ინფექცია არ დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსზე 25 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან ოც პაციენტს COVID 19 არ დაუდასტურდა. ხუთის ანალიზის პასუხი კი დღის ბოლოს იქნება ცნობილი. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, პაციენტების უმრავლესობამ საეჭვო სიმპტომებით კლინიკას თვითდინებით მიმართა, ორი სარფის საბჟოდან გადაიყვანეს და ორიც თვითიზოლაციის რეჟიმიდან.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 12:33

COVID19

მთავრობა სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს იმ მოქალაქეების დასახმარებლად, ვინც სამსახური დაკარგა

„ჩვენ გვესმის, რომ უნდა მოვახდინოთ თითოეული ჩვენი იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდგომ, რაც ამ იდენტიფიცირებას მოვახდენთ, ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი ასევე პირდაპირი დახმარებისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

01 აპრილი 2020, 12:27

COVID19

შიდა ქართლში რამდენიმე სიცხიანი პაციენტი ტემპერატურის მართვის დაწესებულებაშია გადაყვანილი

„რეგიონში გუშინდელმა ღამემ მშვიდობით ჩაიარა, მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ გამკაცრებულ პირობებს სრული გაგებით მოეკიდნენ. რამდენიმე მოქალაქესთან ტემპერატურა დაფიქსირდა, ყველა პაციენტის გადაყვანა მოხდა ტემპერატურის მართვის შესაბამის დაწესებულებაში და ამ დროისთვის არანაირი გართულება არ შეინიშნება“, - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

01 აპრილი 2020, 12:24

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომით რვა პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომით რვა პაციენტი მოათავსეს. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხებს ელოდებიან. მისი ინფორმაციით, მათთან პაციენტების ნაწილი კარანტინიდან, ნაწილი თვითიზოლაციიდან შევიდა. პაციენტთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

01 აპრილი 2020, 12:17

ეკონომიკა

ცნობილია მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს ფუნქციონირება არ ეზღუდებათ

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იმ მეწარმე სუბიექტების სია დაამტკიცა, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ. ჩამონათვალი საქართველოს მთავრობის 2020 წლის პირველი აპრილის 209-ე დადგენილებაში არის მოცემული.

01 აპრილი 2020, 12:08

საზოგადოება

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ჰქონდათ. ასევე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას არ განახორციელებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.

საირმის საკარანტინო ზონა

01 აპრილი 2020, 12:02

COVID19

იმერეთში არსებული საირმის საკარანტინო ზონა კიდვ 34-მა ადამიანმა დატოვა

იმერეთში არსებული საირმის საკარანტინო ზონა კიდვ 34-მა ადამიანმა დატოვა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელის, ტატო ლილუაშვილის თქმით, ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. „არ ველოდებოდი, რომ ასეთ კარგ პირობებში მოგვიწევდა კარანტინის გატარება. დიდი მადლობა ამისთვის სატუმროს პერსონალს, ორგანიზებულობისთვის თითოეულ წევრს. პატრულს, სამედიცინო პერსონალს, მთავრობას. მართლა გაოგნებული ვართ. უმაღლეს დონეზეა ყველაფერი ორგანიზებული“, - განაცხადა კარანტინის დატოვების შემდეგ მოქალაქე თამთა ცინცაძემ.

01 აპრილი 2020, 11:54

COVID19

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 11:49

COVID19

გიორგი გახარიამ მოსახლეობას ე.წ. კომენდანტის საათის პირობების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და განსაკუთრებით თბილისელებს გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ გუშინდელი დღის, განსაკუთრებით 21 საათის შემდგომ თბილისში და საერთოდ საქართველოს მასშტაბით ღონისძიებებს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული სწორად ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთოა. არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის. და პირველ რიგში ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ. პირველ რიგში ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა გახარიამ.

01 აპრილი 2020, 11:45

COVID19

ბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ბათუმის 3 ლოკაციაზე მოაწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.

01 აპრილი 2020, 11:40

სამართალი

16 წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ო.ა. დამნაშავედ ცნო, ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ა.-მ 2018 წლის მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით წინასწარი შეცნობით 15 წლის გოგონასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი და გარყვნილი ქმედება განახორციელა.

საკოორდინაციო საბჭო

01 აპრილი 2020, 11:39

COVID19

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

01 აპრილი 2020, 11:35

COVID19

ბათუმში COVID 19-ით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა შესაძლოა კლინიკა ხვალ დატოვოს

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ პაციენეტის დაინფიცირებიდან ორი კვირა გავიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს კორონავირისის სიმპტომები აღარ აღენიშნება და ელოდებიან ანალიზის პასუხს. ხვალაც განმეორებით ჩაუტარდება ანალიზი და თუ ორივე პასუხი იქნება უარყოფითი ის კლინიკას დატოვებს.

იტალიის ქალაქ სარდარას მერი რობერტო მონტიში

01 აპრილი 2020, 11:19

COVID19

იტალიელი მერი რობერტო მონტიში ქართველებს მიმართავს

გამარჯობა, ძვირფასო ქართველებო. მოგესალმებით სარდინიიდან. ეს ცოტა სევდიანი მისალმებაა. სევდიანი, რადგან ჩვენ კუნძულზე დასასვენებლად, სამხიარულოდ, მისი ისტორიის გასაცნობად ჩამოდიან. დღე კი სამწუხაროდ, სევდიანი ვართ. არ გვაქვს სახლიდან თავისუფლად გასვლის საშუალება. თავისუფლად მუშობის თუ სეირნობის საშუალება. აქ, ჩვენთან ბევრ ადამიანს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და შეიძლება თავიდაუნებურად სხვას გადასდოს. ნიღბებით ჩვენ ვიცავთ ძვირფას ადამიანებს, ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით მოხუცებს, რომელთაც მრავალი პათოლოგიური დაავადება აქვთ.

01 აპრილი 2020, 11:15

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 7 ადამიანი ანაკლიის საკარანტინო ზონაში მოათავსეს

ოფიციალურ თბილისსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა. 7 ადამიანი, რომელსაც ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვრიდან გადმოყვანილ 45 წლის ქალთან კონტაქტი ჰქონდა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ისინი ანაკლიაში სასტუმროში მოათავსეს. მათ არ აქვთ ტემპერეტურა, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

დავით ზალკალიანი

01 აპრილი 2020, 11:13

COVID19

დავით ზალკალიანმა ვიდეო-კონფერენცია გამართა ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის ზრდის დინამიკა მაღალია

საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობას, მთავრობის აქტიური მუშაობით პანდემიის გავრცელების ფონზე ამ დრომდე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4 000 მოქალაქე, ხოლო მსოფლოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.