Imedi /  25 ივნისი 2019, 14:51 / სანდო წყარო

20 ივნისის აქციაზე დაშავებულებიდან კლინიკაში 13 პაციენტი რჩება, მათგან 2 რეანიმაციაშია

ავთანდილ თალაკვაძე

ავთანდილ თალაკვაძე

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დაშლისას დაშავებული პაციენტებიდან 13 ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

"კლინიკაში რჩება 13 პაციენტი, მათ შორის 5 პაციენტი დღის განმავლობაში გაიწერება, აპარატზე რჩება 2 პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია, აქვთ დადებითი დინამიკა, მათ შორის ერთი პაციენტი შესაძლებელია აპარატიდან მოხსნან, მეორე პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია, გვაქვს მცირედით გაუმჯობესება. კლინიკაში რჩება ერთი პოლიციელი. ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს მონიტორინგს მუდმივად უწევს", - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში 240 პაციენტი გადაიყვანეს.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისის დილას პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა. აქციის დაშლიდან მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. სადეპუტატო მანდატი დატოვა ასამბლეის ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმაც.

ყველა სიახლე

ზაალ მიქელაძე

06 აპრილი 2020, 18:23

COVID19

ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას დღესვე დატოვებენ და თვითიზოლაციის რეჟიმში გადავლენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, სამ პაციენტზე განმეორებითი ანალიზების პასუხებიც უარყოფითია. აჭარაში კორონავირუსი ჯამში ოთხმა პირმა დაამარცხა. კლინიკა „მედალფაში“ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტის გასვლის შემდეგ ცხრა ინფიცირებული დარჩება. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დღეს კორონავურუსზე 16 საეჭვო პირი გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

06 აპრილი 2020, 18:20

COVID19

მიხეილ ჩხენკელი: „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“ - ამ დევიზის გარშემო გაერთიანდა სპორტული სამყარო

6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა და აქტივობებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით არის „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტსმენებს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და სპორტის გულშემატკივარებს სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცა.

არჩილ თალაკვაძე ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე

06 აპრილი 2020, 18:20

COVID19

პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე კოვიდ19-თან დაკავშირებული ვითარება და ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის ღონისძიებები, ასევე, სოციალური დახმარების საჭიროებები განიხილეს.

ლევან რატიანი

06 აპრილი 2020, 18:18

COVID19

ლევან რატიანი: ინფიცირებული 2 ექთანი სტუდენტია

ლევან რატიანის განცხადებით, ექთნები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, სტუნდეტები არიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განმარტებით, სტუდენტები სხვა კლინიკებში მუშაობდნენ. „ესენი არიან სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში . მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება არის მხოლოდ და მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება. მიმდინარეობს სტანდატრული მკურნალობა შიდა, ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“, - აცხადებს ლევან რატიანი.

დიმიტრი ხუნდაძე

06 აპრილი 2020, 18:16

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: მასშტაბური ტესტირება სწორად და სწორ დროს უნდა გაკეთდეს

მასშტაბური ტესტირება უნდა იქნას სწორად და სწორ დროს გაკეთებული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით არასწორ დროს გაკეთებული ტესტი, შეიძლება სახიფათოც იყოს.

ლევან რატიანი

06 აპრილი 2020, 18:12

COVID19

ლევან რატიანი: ორივე გარდაცვლილს ჰქონდა მძიმე ქრონიკული დაავადებები, ნებისმიერ ინფექციას შეიძლებოდა მიეყვანა ლეტალურ შედეგამდე

ორივე გარდაცვლილ ქალბატონს ჰქონდათ მძიმე ქრონიკული დაავადებები, ნებისმიერ ინფექციას შეიძლებოდა მიეყვანა ლეტალურ შედეგამდე - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში 62 წლის ქალის პასუხი კორონავირუსზე კვლავ უარყოფითი იქნება, ის კლინიკას დატოვებს.

პრეპარატები

06 აპრილი 2020, 18:10

COVID19

უნდა შეწყვიტოთ თუ არა წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტების მიღება კორონავირუსის პანდემიის გამო

წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტები კორონავირუსის გამო პაციენტებმა თვითნებურად არ უნდა შეწყვიტონ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმმა-ინფქციონისტმა, მამუკა მაჩაიძე აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, დაუდასტურებელი ინფორმაციაა, რომ წნევის დამწევი პრეპარატების მიღება ორგანიზმში კორონავირუსის გავლენის რისკს ზრდის. ექიმის განმარტებით, პირიქით, მაღალი წნევა წარმოადგენს ადამიანისთვის რისკფაქტორს კორონავირუსის დაავადების დროს.

რომის პაპი ფრანცისკე

06 აპრილი 2020, 18:08

COVID19

რომის პაპმა კორონავირუსისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა

რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა. ინფორმაციას ამის შესახებ წმინდა საყრდის ოფიციალური საინფორმაციო გვერდი ავრცელებს. მისი ცნობით, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ფონდში 750 ათასი დოლარი გადარიცხა. გარდა ამისა, გასულ კვირას მან იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებული ქალაქის, ბერგამოს საავადმყოფოს 60 ათასი ევრო გადაურიცხა.

06 აპრილი 2020, 18:06

COVID19

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება

თბილისის მერმა ხანდაზმულების დასახმარებლად წამოწყებულ პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის განცხადებით, დღევანდელ აქციაში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები საკუთარი ხარჯებით შეიძინეს.

დიმიტრი ხუნდაძე

06 აპრილი 2020, 17:57

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: როცა პაციენტს უჩნდება კითხვა რეკავს 112-ში, რომელიც ამისამართებს ოჯახის ექიმთან

ჩვენ ვართ პანდემიის რეჟიმში. ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად.არსებობს ჰოსპიტალური სექტორი პაციენტთა მომსახურებისთვის და არსებობს პირველადი ჯანდაცვის რგოლი სადაც პაციენტები ბინაზე მიიღებენ კონსულტაციებს, ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

სამხედროები

06 აპრილი 2020, 17:53

COVID19

საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე სამხედროებს სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებათ

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება. სამხედროებს ხელმძღვანელობა ვირუსისგან დაცვის და მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს განუმარტავს.

06 აპრილი 2020, 17:50

COVID19

ეროვნული ბანკის თანამშრომლებიდან 16 კორონავირუსითაა ინფიცირებული, 90% კი დისტანციურად მუშაობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, COVID19-ით ინფიცირებული თანამშრომლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ალექსანდრე გოგინავა

06 აპრილი 2020, 17:50

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: თუ ბევრი პაციენტი გვეყოლება, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი პაციენტების მკურნალობა ბინაზე უნდა მოხდეს

თუ ჩვენთანაც იქნება შემთხვევების ზრდა და გვეყოლება ბევრი პაციენტი, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი პაციენტების მკურნალობა ბინაზე უნდა მოხდეს, - ამის შესახებ თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, ჩვენ გყავს ოჯახის ექიმები, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები, რომლებიც გადამზადებული არიან და ისინი მზად არიან, რომ ადეკვატური მკურნალობა დანიშნონ და სრულფასოვანი მონიტორინგი გაუწიონ იმ პაციენტებს, ვისი მდგომარეობაც მსუბუქი იქნება.

მამუკა მაჩაიძე

06 აპრილი 2020, 17:42

COVID19

რამდენად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან БЦЖ ან წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინები

ერთად ერთი რაც შემიძლია, რომ ვთქვა, იმედია, ეს თეორია გამართლდება, - ასე გამოეხმაურა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი-ინფქციონისტი, მამუკა მაჩაიძე აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რამდენად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან ბავშვობაში ჩატარებული ვაქცინაცინები. ინფექციონისტმა БЦЖ-ს ვაქცინაცინასთან ერთად წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინაზეც ისაუბრა, რადგან მისივე თქმით, გარკვეული თეორიები ამ ვაქცინის იმუნიტეტის შესახებაც არსებობს.

ჰენრი კისინჯერი

06 აპრილი 2020, 17:37

COVID19

ჰენრი კისინჯერი: კორონავირუსის პანდემია მსოფლიო წესრიგს სამუდამოდ შეცვლის

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის გამცხადებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიო წესრიგს სამუდამოდ შეცვლის. ამის შესახებ ამერიკული დიპლომატიის ყოფილმა ხელმძღვანელმა The Wall Street Journal-ში გამოაქვეყნებულ სტატიაში დაწერა.

06 აპრილი 2020, 17:37

COVID19

როგორ დავამზდოთ ვირუსისგან დამცავი ნიღაბი სახლის პირობებში. ვიდეო

ჩილეს ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს კორონავირუსისგან დამცავი ნიღაბი სახლის პირობებში დაამზადოს. ამისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ ბენდენა ან სპორტული მაისური. უწყებამ შესაბამისი ვიდეო საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

ზურაბ გურიელიძე

06 აპრილი 2020, 17:30

COVID19

ზურაბ გურიელიძე: ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ კატებს მაინცდამაინც ტუჩებში ნუ აკოცებთ

თბილისის ზოოპარკის დირექტორი უსაფუძვლოს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „სადღაც, კატებში გავრცელდა კორონავირუსი. ზურაბ გურიელიძის თქმით, სინამდვილეში ამაზე არაფერს ამბობს სამეცნიერო წყაროები.

06 აპრილი 2020, 17:19

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 641-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსი 57 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი, დაიღუპა 7. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 590 ადამიანი სპეციალური რეჟიმის კლინიკაში მკურნალობს.აქედან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინის რეჟიმშია 4369 ადამიანი.

06 აპრილი 2020, 17:18

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ვიდეო

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი, გიორგი ღვინჯილია ბოდიშს უხდის ყველას, ვინც მის გამო კარანტინში გადაიყვანეს. ვიდეომიმართვაში ის ჰყვება, რომ მაშინ, როდესაც სამეგრელოში ხალხს ხვდებოდა მას სიმპტომები არ ჰქონდა. სპორტსმენი, ასევე განმარტავს, რომ დაახლოებით 16 პირთან ჰქონდა შეხება. საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ზურაბ გურიელიძე

06 აპრილი 2020, 17:10

COVID19

ზურაბ გურიელიძე: რთული წარმოსადგენია ახლო კონტაქტი ვეფხვთან ისე, რომ კორონავირუსი გადაედოს

თბილისის ზოოპარკის დირექტორი უცხოელი კოლეგებისგან ინსტრუქციებს ელის, მანამდე კი განმარტავს, რომ რაიმე დამატებითი რეკომენდაციები ნიუ-იოკრში, კორონავირუსის ცხოველში დადასტურების შემდეგ არ მიუღიათ. ზურაბ გურიელიძის თქმით, გარკვეული ტიპის რეკომენდაციები თითქმის ყოველდღე მოდის.