imedi /  26 ივნისი 2019, 00:13 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე: სტუმარმასპინძლობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობაა

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში ტურიზმი გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი, სადაც მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული და იღებს შემოსავლებს და ჩვენი ამოცანა და ვალდებულებაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების, „მოამბის“ წამყვანის კითხვას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა.

"მე დღესაც მივიღე წერილი სასტუმროს მფლობელებისგან აჭარის რეგიონიდან, სადაც კონკრეტულად, თითოეული მათგანი გამოხატავს თავის ემოციებს, თავის შეხედულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესების და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური შემოსავლის დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოკლე ვადაში იყოს დაძლეული. ამავე დროს, გავაგრძელებთ კიდევ უფრო ინტენსიურ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო ამაღლებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, ტურიზმს განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურისტებზე რუსეთიდან, ბუნებრივია აქ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს ხალხთაშორის ურთიერთობას. ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ტურიზმის სექტორის განვითარებამ გამოიწვია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთიდან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, საქართველოში სტუმრობის შემდეგ, რეალურად მონაწილეობენ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ფრენების შეჩერების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა საქართველო, როგორც სახელმწიფო და თბილისი, როგორც ქალაქი ტურისტებისთვის ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ადგილებია.

"საქართველო არის ღია ქვეყანა. ჩვენ გვსურს მივიღოთ მეტი ტურისტი, მეტი ვიზიტორი. სტუმარპასპინძლობა გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობა, რითაც თოთოეული ჩვენთაგანი ამაყობს. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების განუყოფელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობითა და შედეგზე ორიენტირებულობით მივუდგებით ამ საკითხს", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

რუსი ტურისტები. როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე. 

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია, რათა გაწევრიანდეს NATO-ში, ქვეყანა გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რისთვისაც ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ

დღეს, კიდევ ერთხელ, გაცხადდა, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რისთვისაც ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ სხვადასხვა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სწორი, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის ხარჯზე საქართველო დღეს, დასავლეთისთვის კიდევ უფრო საიმედო პარტნიორია.

01 ოქტომბერი 2020, 22:54

COVID19

კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა

imedinews- ის ინფორმაციით, კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა. საექიმო საქმიანობის გარდა, დაინფიცირებული ქალი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიცაა. ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების და დაინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ, მანამდე კი კონტაქტში მყოფი ყველა მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება.

01 ოქტომბერი 2020, 22:52

სპორტი

უეფამ საქართველოს ბელარუსთან მატჩზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დასწრების უფლება მისცა

ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა, რომელმაც შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს, დაუშვებს თუ არა გულშემატკივარს საქართველო - ბელარუსის თამაშის დროს ტრიბუნებზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ბილეთები ხელმეორედ, 16 ათას მაყურებელზე გაიყიდება.

არჩილ თალაკვაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ბევრი დაზიანებული ადამიანია, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქცია მოქალაქეებს და სამშობლოს

გაუგებარია, თუ რა აკავშირებთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან და კიდევ უფრო გაუგებარია ამ სიაში ზოგიერთი ადამიანი, რა ნიშნით დადგა იმ დამნაშავე პოლიტიკური პარტიის და ძველი კრიმინალური ოპოზიციის გვერდით, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, განაცხადა.

ანა ნაგდალიანი

01 ოქტომბერი 2020, 22:45

მსოფლიო

სომხეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია

ოფიციალურმა ერევანმა ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 22:42

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, ამერიკის საგარეო სამხედრო დაფინანსება საქართველოში გაორმაგდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო სიის პრეზენტაციაზე საზოგადოებას საქართველოს თავდაცვს პოლიტიკის ამოცანები წარუდგინა. ღარიბაშვილის განცხადებით, უმთავრესი ეს არის ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება; ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა, ეფექტიანი რეზერვისა და რეკრუტირების სისტემის ჩამოყალიბება.

01 ოქტომბერი 2020, 22:33

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 3 715 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 715 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 182 ადამიანი გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:30

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანმრთელობის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა

„2012 წლიდან ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინასება, რაც დღეის მდგომარეობით, 350 მილიონ ლარს შეადგენს, პენსია 100 ლარიდან 220 ლარამდე, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერებისთვის კი 300 ლარამდე გაიზარდა. სოციალური შეღავათები დაწესდა მაღალმთიანი რეგონების მოსახლეობისთვის. ორნახევარჯერ გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა, ხოლო 5-ჯერ გაიზარდა სოცალურად დაუცველი ბავშვების შემწეობა. ორნახევარჯერ გაიზარდა შშმ პირთა დახმარება. 2013 წლიდან 2020 წლამდე 22500 დევნილი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მარიამ ქვრივიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 22:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა. 4 700 000-დან 9 400 000-მდე გაიზარდა საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა. 2.5-ჯერ, ფაქტობრივად 2 მილიარდით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 2019 წელს ის გაუტოლდა 3,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, ტურიზმის სფეროში განხორციელებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

01 ოქტომბერი 2020, 22:28

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 63 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კუჭავა

01 ოქტომბერი 2020, 22:17

პოლიტიკა

კახაბერ კუჭავა: „ქართული ოცნების“ ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახაბერ კუჭავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე პარტიის მიერ წარმოებული ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის შედეგებზე, ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და სამომავლო გეგმების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულმა ეფექტიანმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგები მოუტანა.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 22:15

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო განაგრძობს რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას

მისივე თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 22:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების უზრუნველსაყოფად

მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე უკიდურესი სიღატაკიდან ამოვიყვანეთ

რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ, ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება - 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე უკიდურესი სიღატაკიდან ამოვიყვანეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 22:05

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბიზნესის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს გაეზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, გაფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება რამდენიმე ასეული პროექტი, რაც სულ მცირე 20 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:59

ეკონომიკა

ბიძინა ივანიშვილი: წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს არ იპარავს მას

„ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილი მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში, შეუმსუბუქო ყოფა და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის განსაცდელის პირისპირ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსაც შეეხო და ამ მიზნით აღებულ საგარეო ვალზეც ისაუბრა, რომელიც „ისევ ხალხის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს“. მისივე თქმით, დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკასაც გაუჭირდა.

მიხეილ ჩხენკელი

01 ოქტომბერი 2020, 21:57

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა

განათლებისა და მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციით დაფუძნდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ლევან დავითაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:57

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობამ უპრეცენდენტო წინსვლა განიცადა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 21:55

ეკონომიკა

ნათია თურნავა: 2012 წლის შემდეგ საქართველოში ფართოდ დაინერგა ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები

მინისტრის თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა 600-ზე მეტი პროექტი, 6000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მიკროგრანტი და შეიქმნა 34 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:52

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: სიღარიბეზე კრიტიკას ვერ მივიღებთ მათგან, ვინც ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ეკონომიკური დაღმასვლა

არსებობს საკითხი, რაშიც ვეთანხმებით უკლებლივ ყველა ოპონენტს, და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს. ეს არის ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, კარგად ესმით, რომ ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი გაჭირვებაშია და უმუშევარია, უამრავ ადამიანს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.