imedi /  27 ივნისი 2019, 13:55 / სანდო წყარო

ვოლსკი ემხრობა უმრავლესობაში იმ დეპუტატებზე მსჯელობას, ვინც მელიაზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

მმართველი გუნდის იმ დეპუტატებს, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ კენჭისყრაზე თავი შეიკავეს, მოუწევთ ეს გადაწყვეტილება კოლეგებს განუმარტონ. უმრავლესობის სხდომა უახლოეს დღეებში ჩატარდება.

პარლამენტის ვიცესპიკერი, უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ თანაგუნდელთა მოსაზრებებზე, რომლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას, უმრავლესობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა დეპუტატმა ხმა არ მისცა. ესენი არიან რომან კაკულია და მარიამ ჯაში. კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო ჯაშმა განაცხადა, რომ თავი შეიკავა და რეგისტრაცია არ გაიარა. 

გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ "კარგად ვერ გაერკვა ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, რა ვქენით და რა გავაკეთეთ".

"ჩვენ გუშინ კონკრეტული დეპუტატი გავუთანაბრეთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომლის მიმართ გამოძიებას შესაძლოა ჰქონდეს პრეტენზია და რომელიც შესაძლოა, დამთავრდეს იმით, რომ ამ გამოძიებამ წარდგენა გააკეთოს თავისუფლების აღკვეთის თაობაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს არ არის პარლამენტის საქმე. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ დეპუტატს არ აქვს მეტი იმუნიტეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, მით უმეტეს თუ ეს დეპუტატი პარლამენტის დასაკავებლად არმიას მიუძღოდა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

"გასცეს პასუხი სასამართლოს ისე, რომ არ ჰქონდეს იმუნიტეტის იმედი, თან იმუნიტეტი კი არ შეუწყდა, შეუჩერდა, რათა გამოძიებას ჰქონდეს საშუალება ჩაატაროს პროცედურები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს ვერ გაიგეს, თუ გაიგეს და აქვთ სხვა გადაწყვეტილება, მაშინ ვიმსჯელოთ ამაზეც", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

რომან კაკულიას განცხადებით, "კენჭისყრაზე დაფიქსირებული პოზიცია გუნდისთვის თუ პრობლემური იქნება, უხერხულობას არ შექმნის".

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა. 

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2020, 15:18

სპორტი

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მესამე რაუნდის ყველა წყვილი ცნობილია

მერსისაიდელებისა და ბირმინგემელების დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან მიმდინარე სეზონში „ვილამ“ ინგლისის მოქმედი ჩემპიონი გამანადგურებელი სხვაობით, ანგარიშოთ 7:2 დაამარცხა და ახლა „წითლები“ რევანშისთვის ემზადებიან. შეხვედრები 8-11 იანვარს გაიმართება.

ანგელა მერკელი

01 დეკემბერი 2020, 15:10

COVID19

ანგელა მერკელი: ზამთრის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიის მესამე ტალღას მივიღებთ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეებმა შესზღუდვები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით გაიზრდება.

იუსტიციის სახლი

01 დეკემბერი 2020, 15:09

საზოგადოება

ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.

01 დეკემბერი 2020, 14:59

რეგიონი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დიალიზის 14 აპარატი და ჟანგბადის დანადგარები შეემატა

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2020, 14:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ასლან ვაშაყმაძის მუქარა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს აქვს

„დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს, სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებსა და დამოკიდებულებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

01 დეკემბერი 2020, 14:45

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:44

COVID19

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. ქვეყნის მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება იმ ინფიცირებულთა გამოსავლენად მიიღო, რომლებსაც დაავადება უსიმპტომოდ გაადაქვთ.

ლაშა გუჯეჯიანი

01 დეკემბერი 2020, 14:39

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. ამ თანამდებობაზე ნოდარ მეტრეველი ლაშა გუჯეჯიანმა შეცვალა, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებდა. გუჯეჯიანი „გამოწვევა 2020“-ის ერთ-ერთი ავტორია. პროექტმა რამდენიმე წარმატებული სპორტსმენი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, გელა ზაალიშვილი და ლაშა ბექაური აღმოაჩინა. პირველი ტურნირი, რომლისთვისაც გუჯეჯიანს ნაკრების მომზადება მოუწევს, მსოფლიოს მასტერსია, რომელსაც 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.

01 დეკემბერი 2020, 14:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:20

სამართალი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

„ორი კაცი იარაღის მუქარით ითხოვდა კარის გაღებას. 3-ჯერ გაისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა კლინიკის ქონება. შემდეგ შემოიჭრნენ შენობაში და წაიღეს თანხა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კლინიკა სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას და პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ”, - განაცხადა ნინი კილაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

01 დეკემბერი 2020, 14:11

რეგიონი

აჭარის მთავრობა 7 000-ზე მეტ სოციალურად მოწყვლად ოჯახს სასურსათო უზრუნველყოფის კალათებს გადასცემს

ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად აჭარაში ამოქმედდება კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების, თვითდასაქმებულების, ბიზნესის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ბიზნესის ხელშეწყობასა და მოქალაქეების დახმარებაზე.

01 დეკემბერი 2020, 14:11

COVID19

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვის მნიშვნელობა და საჯარო უწყების თანამშრომლებისა და მოწყვლადი ჯგუფების დამცავი სამედიცინო საშუალებებით აღჭურვის მნიშვნელობა, - ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, NCDC-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ნამიჭეიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

დავით დუნდუა

01 დეკემბერი 2020, 14:07

ეკონომიკა

დავით დუნდუა: საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სტრატეგიული ადგილმდებარეობით, საქართველო იძლევა ბევრ უპირატესობას იმპორტისა და ექსპორტის აქტივობისთვის, საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობისათვის, უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის და სხვა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ საჯარო მომსახურებას, ბაზარზე ღია და სამართლიან კონკურენციას, ინტელექტუალური და საკუთრების უფლების სათანადო დაცვასა და თავისუფალი სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობას, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში, დავით დუნდუამ ჟურნალ „Maritime Economies“-თან განაცხადა.

01 დეკემბერი 2020, 13:47

COVID19

ქუთაისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს და რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ცენტრის უფროსს, მაია რუხაძეს ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ. უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელებს.

01 დეკემბერი 2020, 13:46

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა

კახეთში, კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა. imedinews- ის ინფორმაციით, პაციენტი საგარეჯოს „ჯეო -ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკიდან გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მიხეილ ხიდურელი

01 დეკემბერი 2020, 13:33

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: პანდემიის მიუხედავად, შევძელით შოკოლადის მწარმოებელი, მსხვილი საერთაშორისო კომპანიის შემოყვანა

არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, საერთაშორისო კომპანიის საქართველოში შემოყვანა. მოხარულები ვართ, რომ შვეიცარულმა კომპანიამ ნდობა გამოხატა და რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

01 დეკემბერი 2020, 13:30

მსოფლიო

თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს

თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გელა ბეჟუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 13:14

სამართალი

გელა ბეჟუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც ცნობილია, ის დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული. პროკურატურაში შესვლამდე ბეჟუაშვილმა კომენტარი არ გააკეთა და მედიის წარმოამდგენლებს განუცხადა, რომ კომენტარს საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

01 დეკემბერი 2020, 13:11

რეგიონი

ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მერია სასურსათო პროდუქტს ურიგებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. პირველადი სასურსათო პროდუქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელს გადაეცემა. ახალსოფლის საბავშვო ბაღში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გაუწიეს.

01 დეკემბერი 2020, 13:10

COVID19

კახეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 929-მდე გაიზარდა

კახეთში დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 929-მდე გაიზარდა. 72 ახალი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია imedinews- ს რამდენიმე წუთის წინ აცნობეს. რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ასეთია: ახმეტაში 284 კოვიდინფიცირებულია, გურჯაანში - 778, დედოფლისწყაროში - 350, თელავში -1078, ლაგოდეხში - 154, საგარეჯოში -378, სიღნაღში - 236 და ყვარელში - 310.