imedi /  01 ივლისი 2019, 12:23 / სანდო წყარო

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დღეიდან პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საარჩევნო სიის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყება.  

უწყების ცნობით, აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე, სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა.

მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში, აქციით ისარგებლებენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი.
 
2020 წლის პირველ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მღება შეუძლიათ პირებს, თუ:
 
✓ მათ სახელზე 2019 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული;
 
✓ მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის 1 ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის 1 ნოემბრამდე;
 
✓ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
 
✓ რეგისტრაციიდან არიან მოხსნილნი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და აქციის ფარგლებში დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
 
✓ მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, აქვთ გაუქმებული პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე; 
 
✓ რეგისტრირებულნი არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე
 
უკანასკნელი  5 წლის განმავლობაში პირადობის ელექტრონული  მოწმობა   3 020 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მასში 3 მილიონზე მეტი დაზუსტებული მონაცემია. მათგან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 630 000-მდე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
 
მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 32 2 40 10 10.

ყველა სიახლე

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:23

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოხდა და მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

26 ოქტომბერი 2020, 20:12

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 141 ადამიანი გარდაიცვალა.

ემი კონი ბარეტი

26 ოქტომბერი 2020, 20:06

მსოფლიო

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის.

26 ოქტომბერი 2020, 20:05

სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მისი თქმით, ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

26 ოქტომბერი 2020, 19:56

მსოფლიო

ირანმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.

26 ოქტომბერი 2020, 19:41

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა. ამ წუთებში სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, გარე პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბადრი ესებუას სახლში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

ნიკოლ ფაშინიანი

26 ოქტომბერი 2020, 19:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ცესკომ მიიღო ყველა ზომა იმისთვის, რომ საარჩევნო უბნები მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცედ გადაქცეულიყო

ჩვენ გვაქვს საარჩევნო გათვლები, მათ შორის აქტივობასთან დაკავშირებით და ამ არჩევნებზე მაღალ აქტივობას ველით, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სტივენ ვან გუხტი

26 ოქტომბერი 2020, 19:04

COVID19

არ დატოვოთ ბავშვები ბებიებთან და ბაბუებთან - ბელგიის სამეფოს კრიზისის ცენტრის წარმომადგენელი მოქალაქეებს აფრთხილებს

არ დატოვოთ ბავშვები ბებიებთან და ბაბუებთან - ბელგიის სამეფოს კრიზისის ცენტრის წარმომადგენელი მოქალაქეებს აფრთხილებს. პროფესორმა სტივენ ვან გუხტმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელგიაში კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ხანდაზმულების დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია.

ნიკოლოზ სამხარაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის

„ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია! ამიტომ, დღეს, სწორედ ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

26 ოქტომბერი 2020, 18:53

მსოფლიო

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. აღნიშნულს პორტალი United States Elections Project-ის მონაცემები ცხადყოფს.

26 ოქტომბერი 2020, 18:50

საზოგადოება

რუსთავში, 21 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ის იყო გამოჯანმრთელებული. გაწერისას, მისი მდგომაროება ექიმმა შეაფასა. თავს გრძნობდა დამაკმაყოფილებლად. მას არანაირი სიმპტომი და ჩივილი არ აღენიშნებოდა. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, ვინაიდან ის თავს კარგად გრძნობდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:49

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დარტყმა თავის თავზე კლინიკურმა სექტორმა უნდა აიღოს, გაზრდილი რაოდენობა ისე უნდა ვმართოთ, მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნას

„არის თუ არა შეფერხებები ჩვენთან პაციენტების მომსახურებაში? შეფერხებები უეჭველად არის. ეს ეხება იმას, რომ ზოგჯერ დაგვიანებით მიეწოდება ტესტების პასუხები მოქალაქეებს, ზოგჯერ გვიანდება მათი კონტაქტი ექიმთან ან თუნდაც სასწრაფო დახმარების სამსახურთან, მათ შორის ზოგჯერ ტელეფონით. ზოგჯერ, მათ უწევთ ლოდინი ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ მოდით, შევადაროთ სხვა ქვეყნებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ვერც არჩევნებს მოიგებენ და ვერც რევოლუციას მოაწყობენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება დიდი გაყალბებისთვის ემზადება.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:47

სამართალი

ირაკლი კობახიძე: განზრახ მკვლელობების მაჩვენებელი ორჯერ არის შემცირებული

ზუგდიდში, იმ ადგილას, სადაც პოლიცია სპეცოპერაციას ატარებდა პოლიტიკოსები პოზიორობდნენ, ისინი პოლიციასაც კი დაუპირისპირდნენ იმ მომენტში, როდესაც პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ოპერაციის წარმატებით ჩატარებას ცდილობდნენ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა და მისგან ჯარსა და პოლიციაზე შეტევა არ გვიკვირს

„პოლიციასა და ჯარზე შეტევა, არა ინსტიტუციებზე არამედ სახელმწიფოზე შეტევა, რითაც ეს პოლიტიკური ძალები 9 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ძალები სახელმწიფოს ებრძოდნენ და არა ინსტიტუციებს.

ანგელა მერკელი

26 ოქტომბერი 2020, 18:43

COVID19

ანგელა მერკელი: გერმანია კოვიდსიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა. როგორც გერმანული მედია იუწყება, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ირაკლი ბერაია

26 ოქტომბერი 2020, 18:42

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: დღეს საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე

დღეს, საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველო ფლობს ნატოში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:38

COVID19

კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, თენგიზ ცერცვაძე რჩევებით მიმართავს

დღეისთვის, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12 ათასი კოვიდავადმყოფი მკურნალობს ბინაზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო ან მცირესიმპტომიანი პაციენტი, ჯერჯერობით მხოლოდ ასეთებს ვტოვებთ ბინაზე, პრინციპში არ გჭირდებათ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მეუფე სტეფანე

26 ოქტომბერი 2020, 18:30

COVID19

მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა

„დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონა ვირუსით დაინფიცირების გამო. როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი“ - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.