imedi /  01 ივლისი 2019, 13:05 / სანდო წყარო

თბილისში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტო 5 ივლისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალს გამართავს. 

ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სადაზღვევო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო,  ენერგეტიკისა და რკინიგზის   სფეროებიდან იქნება წარდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ. 

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა 18-დან 36 წლამდე ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.
ფესტივალის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ფესტივალის მიზანია  ახალგაზრდებს კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს  დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო  პროგრამებსა  და სერვისებსაც გააცნობენ. ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“  მე-3 პავილიონში,  12:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. 

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge-ზე  რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ. 
ახალგაზრდებმა ფესტივალზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიონ, ასევე სასურველია რეზიუმეს ქონაც.

ყველა სიახლე

კონსტიტუცია აფხაზურ ენაზე

27 ოქტომბერი 2020, 19:39

პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯანი ინფანტინო

27 ოქტომბერი 2020, 19:36

COVID19

ფიფას პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახევ ფიფას პრესსამსახური ავრცელებს.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 19:35

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 663 ადამიანს გამოუვლინდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 51 149 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 688 ადამიანი. ვირუსისგან 41 693 პაციენტი განიკურნა.

27 ოქტომბერი 2020, 19:34

COVID19

ბაღდათში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

„გუშინ ღამით, კოვიდით გარდაიცვალა 45 წლის ბაღდათის სასწრაფო დახმარების ექიმი. ექიმი მკურნალობდა თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად , თუმცა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. ქალბატონი იყო ჭარბწონიანი. სამწუხაროდ, სუნთქვის უკმარისობით და დისტრესით დადგა მისი გარდაცვალება“ - აცხადებენ სამინისტროში.

ბრიუსელი

27 ოქტომბერი 2020, 19:33

COVID19

ბელგია ევროპაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე იმყოფება

ბელგია ევროპაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 19:22

პოლიტიკა

გიორგი გახარია: როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც დემოკრატიულად ჩავატარებთ, გავიმარჯვებთ და მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას

პანდემიასაც დავამარცხებთ, როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც ღიად და დემოკრატიულად ჩავატარებთ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას და მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 19:20

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებლი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 346 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 33 299-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 463 411 პაციენტი.

მაიკ პომპეო

27 ოქტომბერი 2020, 19:15

მსოფლიო

მაიკ პომპეომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

27 ოქტომბერი 2020, 19:08

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მოსახლეობას გეგმები და ინიციატივები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს

„ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე, რაც ჩვენს გუნდს აქვს. მჯერა, ჩვენ ერთად ავირჩევთ უკეთეს მომავალს“, - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

სერგეი ლავროვი

27 ოქტომბერი 2020, 18:58

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, სერგეი ლავროვი თვითიზოლაციაში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თვითიზოლაციაში გადავიდა.

თორნიკე რიჟვაძე

27 ოქტომბერი 2020, 18:58

რეგიონი

ბათუმში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა

ბათუმში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში 13 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბათუმელებსა და პრეზენტაციის სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა.

27 ოქტომბერი 2020, 18:56

კულტურა

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“ იწყება

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF), რომელიც კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო, ონლაინფორმატში ჩატარდება. ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა” 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება.

27 ოქტომბერი 2020, 18:54

კულტურა

ოპერატორებისა და კინოგამნათებლების კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულად გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ნამუშევარიც დასახელდა

გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ერთობლივმა ნამუშევარმა, კინოგანათების კომპანია Dedolight-ის მიერ ჩატარებულ, ოპერატორებისთვისა და კინოგამნათებლების კონკურსში 30 გამარკვებულს შორის მე-14 პოზიცია დაიკავა. კონკურსის გამარჯვებულები კომპანიამ განათების ტექნიკით დააჯილდოვა. გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ვიდეო მცირე რაოდენობის ტექნიკის პირობებში ინტიმური გარემოს შექმნის ორიგინალურ კონცეფციას გვიჩვენებს.

27 ოქტომბერი 2020, 18:48

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო იყო პანდემიის პირველი ტალღის გამკლავებაში, ასევე პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება, - ამის შესახებ ფოთში ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 18:45

COVID19

ACI Europe: ევროპის 193 აეროპორტი გაკოტრების წინაშე დადგება, თუ წლის ბოლომდე მგზავრების მიმოსვლა აღდგენას არ დაიწყებს

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს განცხადებით, უახლოეს თვეებში ევროპის 193 აეროპორტი გაკოტრების წინაშე დადგება, თუ წლის ბოლომდე მგზავრების მიმოსვლა აღდგენას არ დაიწყებს.

27 ოქტომბერი 2020, 18:44

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 33 ადამიანი დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა გიულენისტურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) კავშირის ბრალდებით, 33 ეჭვმიტანილი დააკავა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქოჯაელის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის არიან სამხედრო ძალებიდან გარიცხული ლეიტენანტი და სამხედრო სკოლის ექვსი ყოფილი მოსწავლე.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:42

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან, თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეოთხედი პოლიტიკურ პარტიებთან არის დაკავშირებული.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:37

რეგიონი

გიორგი გახარია ფოთის საზღვაო აკადემიის გახსნაზე: 7 თვის წინ, აქ იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება

დაახლოებით 7 თვის წინ, ამ შენობის ადგილზე იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:34

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს, სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას

„ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც, საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, ზოგიერთი ტელევიზია, ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში, პოლიტიკურად, ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური. თქვენი შეკითხვის მიზანი პასუხის შინაარსი კი არ არის, პანიკის დათესვაა თქვენი შეკითხვის მიზანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:31

პოლიტიკა

პრემიერი: როგორ შეიძლება ქვეყანაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავენ, როცა ხედავენ ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების ზრდას

გიორგი გახარია ოპოზიციას მოუწოდებს, არჩევნებში დამარცხებას საკუთარი მომავალი არ გადააყოლონ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.