Imedi /  01 ივლისი 2019, 16:30 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძემ გადადგომის მიზეზი პირველად განმარტა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი გადადგომის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, რაც პარლამენტში მოხდა, იგულისხმება რუსი დეპუტატის ყოფნა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის სკამში, ეს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა.

კობახიძის განცხადებით, მან თავად შესთავაზა გუნდს, რომ დატოვებდა თანამდებობას და ამ მიზნით ესაუბრა კიდეც მმართველი გუნდის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს.   

რაც შეეხება თავად რუსი დეპუტატის ვიზიტს, კობახიძის თქმით, რისკებისგან თავის დაცვა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა და საბოლოო პასუხისმგებლობა მიდის პარლამენტის თავმჯდომარემდე. ზუსტად ამის გათვალისწინებით მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც კითხვა დაისვა, რომ ჩემს გადადგომას ითხოვდა კონკრეტული პარტია, ამაზე მქონდა რეაქცია. ვიყავი სხვა ქვეყანაში და ასეთი ტიპის გადაწყვეტილების სხვა ქვეყანაში მიღება სწორი არ არის“, - განმარტა კობახიძემ.

რაც შეეხება რუს დეპუტატთან ფოტოს გადაღებას, კობახიძის თქმით, ეს იყო პროვოკაცია შინაარსობრივად და ფოტოს გადაღების დროს ვერავინ გაიქცეოდა.

„რაც შეეხება ფოტოს გადაღებას, იყო სიტუაცია, როდესაც თითოეული ჩვენგანი იყო მიღებაზე, რომელიც გაიმართა. როდესაც დგახარ ერთ ადგილას და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, რომელიც არის ჩამოსული, ვინც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია, ადგილიდან ვერ გაიქცევი. ესეც იყო სამწუხაროდ ისეთივე პროვოკაცია, როგორც მეორე დღეს. ჩვენ გვქონდა ამ პროვოკაციებზე საუბარი - სხვათა შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გვქონდა იმ რისკებზე საუბარი, რომელიც იყო საქართველოში ასამბლეის ჩატარებასთან დაკავშირებული. მთავარი რისკფაქტორი იყო ის, რომ ასამბლეის პრეზიდენტი იყო რუსი დეპუტატი. ეს რისკები გვქონდა აწონილ-დაწონილი და შესაბამისი ზომებიც მივიღეთ, თუმცა რისკებისკან თავის დაზღვევა 100 პროცენტით შეუძლებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძე 21 ივნისს გადადგა.

ყველა სიახლე

პელე

23 ოქტომბერი 2020, 10:07

სპორტი

პელეს 80 წელი შეუსრულდა

საფეხბურთო კარიერა პელემ 1977 წელს დაასრულა. ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია, გატანილი 1281 გოლით კი მსოფლიოს აბსოლუტურ რეკორდსმენად ითვლება. FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მსოფლიოს უდიდეს სპორტსმენად აღიარა.

ნათია თურნავა

23 ოქტომბერი 2020, 09:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა: იქმნება დამატებითი შესაძლებლობა, რომ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იქმნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყანამ როგორც საკანონმდებლო, ისე საგადასახადო ბაზით კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს.

ხანძარი

23 ოქტომბერი 2020, 09:42

სამართალი

თბილისში, სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, სამრეცხაო/ქიმწმენდის „ქლინ ფლეისის“ სახურავზე ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, სამრეცხაო/ქიმწმენდის „ქლინ ფლეისის“ სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყო დაახლოებით 6 სახანძრო.

ჩედვიკ ბოუსმენი

23 ოქტომბერი 2020, 09:26

კულტურა

ჩედვიკ ბოუსმენს, რომელიც 2 თვის წინ სიმსივნით გარდაიცვალა, Netflix-ი „ოსკარის“ პრემიაზე წარადგენს

მას კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე წარადგენენ ფილმ Ma Rainey's Black Bottom-ში შესრულებული როლისთვის. ფილმი ავგუსტ უილსონის პიესის მიხედვით არის გადაღებული და მომღერალ მა რეინის ურთიერთობებზე მოგვითხრობს. სურათის პრემიერა 18 დეკემბერს გაიმართება.

მცხეთის რაიონული სასამართლო

23 ოქტომბერი 2020, 09:05

სამართალი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა პროცესი გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება სასამართლოს წინაშე.

დიდი დიღომი

23 ოქტომბერი 2020, 08:46

სამართალი

თბილისში, სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში ხანძარი გაჩნდა

დიდ დიღომში სამრეცხაო/ქიმწმენდის „ქლინ ფლეისის“ სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 6 სახანძრო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რეინჯერსი

23 ოქტომბერი 2020, 08:40

სპორტი

„რეინჯერსის“ ფეხბურთელმა „სტანდარტს“ გოლი მოედნის ცენტრიდან გაუტანა

„რეინჯერსის“ ნახევარმცველმა კამარ რუფმა ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩში გამორჩეული გოლი გაიტანა. ბურთი მან საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო, მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და „სტანდარდის“ კარში მოედნის ცენტრიდან გაიტანა გოლი. მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

23 ოქტომბერი 2020, 08:35

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან და ლევილის მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად, ლევილის ისტორიულ მამულსა და სასაფლაოს ეწვია.

აფხაზეთი

23 ოქტომბერი 2020, 08:33

COVID19

დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3306-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებულია, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

23 ოქტომბერი 2020, 08:30

COVID19

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა 9 უსიმპტომო პაციენტმა დატოვა

9 უსიმპტომო პაციენტმა კი კლინიკა დატოვა და ისინი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ქუთაისის ინფექციურში რამდენიმე არასრულწლოვანია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

23 ოქტომბერი 2020, 08:28

COVID19

მცხეთის სამედიცინო ცენტრში 80 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტია. 14- ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო 2 კვლავ კრიტიკულად მძიმეა.

ბათუმი

23 ოქტომბერი 2020, 08:23

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 9 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 49 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აქედან, მედიკოსების შეფასებით, 9-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 33 პაციენტს მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება.

ამინდი

23 ოქტომბერი 2020, 08:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში +22 გრადუსი სითბო და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

23 ოქტომბერი 2020, 08:00

სამართალი

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს მესამე დღეა ეძებენ

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს მესამე დღეა ეძებენ. გამოძიების ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ ბანკის თანამშრომლები და მოქალაქეები, რომლებიც თავდამსხმელმა 21 ოქტომბერს მძევლად აიყვანა. უწყების ცნობით, გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, გათავისუფლებული მოქალაქეები პერიოდულად ისევ დაიკითხებიან.

23 ოქტომბერი 2020, 07:28

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: კენჭს, როგორც ამაყი „დემოკრატი“ ვიყრი, თუმცა თუ ამირჩევენ, ამერიკელების პრეზიდენტი ვიქნები

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკას „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ შტატებად არ ჰყოფს.

23 ოქტომბერი 2020, 07:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არასდროს ვიყრიდი კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომ არა ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს კორუმპირებული პოლიტიკოსი უწოდა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:44

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:29

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და რაც მთავარია, ომი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთნ, კიმ ჩენ ინთან სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებით ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბირთვული ომი თავიდან აიცილა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:19

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის პასუხს ვაგებინებ

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო პასუხს აგებინებს.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენმა რუსეთისგან 3.5 მილიონი დოლარი მიიღო, მან ეს ფული პუტინისგან მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი რუსეთისგან ფულის აღებაში დაადანაშულა.