imedi /  01 ივლისი 2019, 21:59 / სანდო წყარო

რა პროფესიებს სწავლობენ სამხედროები პროფესიული მომზადების ცენტრებში

საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ, სამხედროებს საზოგადოებაში ინტეგრირებისა და დასაქმების კონკრეტული პერსპექტივა ექნებათ.

სამხედრო მოსამსახურეები უკვე ორი წელია ახალ პროფესიებს ეუფლებიან. ამ დროისთვის პროფესიული მომზადების ცენტრებში თავდაცვის ძალების 71 წარმომადგენელი სწავლობს.

ყველა სიახლე

გიგი უგულავა

26 თებერვალი 2021, 11:18

პოლიტიკა

გიგი უგულავას განცხადებით, მოლაპარაკებები მხოლოდ პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხზე შეიძლება შედგეს

„მოლაპარაკება შეიძლება იყოს მხოლოდ ორ ძირითად საკითხზე, რომელიც ერთი მედლის ორი მხარეა - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, იგულისხმება გიორგი რურუა და ნიკა მელია და მედლის მეორე მხარეს არის რიგგარეშე არჩევნები, როგორც არა ჩვენი ახირება, არამედ როგოც პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი ლეგიტიმური განმუხტვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

გიორგი ამილახვარი

26 თებერვალი 2021, 11:17

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: „ქართული ოცნება“ არასდროს არ წასულა მოლაპარაკების მაგიდიდან, დღესაც და გუშინაც მოლაპარაკებაზე მზაობას ვაცხადებდით

ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ერთადერთ ალტერნატივად და უალტერნატივო ინსტრუმენტად მოლაპარაკებებსა და კომპრომისებს აცხადებს, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა გააკეთა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არასდროს არ წასულა მოლაპარაკების მაგიდიდან. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა და ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხის ერთად განხილვა.

ხატია დეკანოიძე

26 თებერვალი 2021, 11:12

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩვენი პოზიცია იგივეა, ნამდვილად არ შეცვლილა და არც შეიცვლება

ჩვენი პოზიცია იგივეა, ნამდვილად არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ეს არის რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ახალი წესებით, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა

ნინო თანდილაშვილი

26 თებერვალი 2021, 11:09

პოლიტიკა

სატყეო პოლიტიკის გასული წლის აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ონლაინფორმატში იმსჯელეს

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მეშვიდე პლენარული სხდომა ონლაინფორმატით გაიმართა. სხდომაზე სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

26 თებერვალი 2021, 11:01

COVID19

ჯანმო საქართველოში ონლაინ კლინიკის ეფექტურად მუშაობის შესახებ სტატიას აქვეყნებს

გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ონლაინკლინიკაში განხორციელებული საპილოტე პროექტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყურადღების ცენტში აღმოჩნდა. ორგანიზაცია ოფიციალურ გვერდზე ონლაინკლინიკის სამუშაო პროცესის ამსახველ კადრებს აქვეყნებს და პროექტს, როგორც წარმატებულ მოდელს განიხილავს. ონლაინ კლინიკა ამერიკაში მომუშავე ქართველმა ნევროლოგმა დავით მრელაშვილმა 2020 წლის ბოლოს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დანერგა. მას შემდეგ, ონლაინ კლინიკა კოვიდ-პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება.

26 თებერვალი 2021, 10:58

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის სახელობის პრიზის ფინალისტია

„სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის სახელობის პრიზის ფინალისტია. პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო თავდამსხმელს გადაეცემა. მამუკელაშვილი გარდა, ტიტულისთვის იბრძოლებენ: დრიუ ტიმი (გონზაგა), ტრეისი ჯექსონ-დევისი (ინდიანა), ჯასტინ ჩემპეინი (პიტსბურგი) და ჯერემია რობინსონ-ირლი (ვილანოვა).

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 10:52

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 337 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 320

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 337 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

26 თებერვალი 2021, 10:46

COVID19

ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ მომწოდებლები სახელშეკრულებო პირობებს არ შეასრულებენ, ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, თუ კორონავირუსის ვაქცინის ისეთი მომწოდებლები, როგორიცაა, მაგალითად, AstraZeneca, ვაქცინის მიწოდებას კვლავ ვერ უზრუნველყოფენ, ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება.

ვახტანგ მეგრელიშვილი

26 თებერვალი 2021, 10:46

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ახლა მე იმდენ რამეზე ვარ დასაჭერი, ჩვენ რომ მართლა ასეთი მიდრეკილების ხელისუფლება გვყავდეს, მელიამდე დამიჭერდნენ

„ეს ხალხი თავისი მოქმედებით და სიტყვებით როგორც ამომრჩეველს ელაპარაკება, ისე მეც მელაპარაკება. გააჩნია როგორ მოიქცევიან, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. არავის არ აქვს ჩემზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა, ვაკვირდები მშვიდად და ვიმოქმედებ იმის მიხედვით, როგორც ესენი იმოქმედებენ. ჩვენნაირ პარტიას ყველა დაიჭერდა, აქედან გამომდინარე, რაღაც თვალსაზრისით მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომ არ დაგვიჭირა“.

26 თებერვალი 2021, 10:44

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა უნივერსიტეტებს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ჯონ კირბი

26 თებერვალი 2021, 10:42

მსოფლიო

აშშ-მა სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიში განახორციელა

აშშ-მა სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიში განახორციელა. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

26 თებერვალი 2021, 10:40

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების - რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

„ახლა მე იმდენ რამეზე ვარ დასაჭერი. ჩვენ რომ მართლა ასეთი მიდრეკილების ხელისუფლება გვყავდეს, დამიჭერდნენ. მელიამდე უნდა ვყოფილიყავი დაჭერილი. შესაბამისად, ამას ვაფასებ. არ მგონია, რომ ავტომატურად ბედნიერება მელოდება, თუ ეს ხელისუფლება წავა და სხვა მოვა, ამიტომ ვარ კრიტიკული. ოპოზიციის ქცევა, როგორი დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ აქვთ, არის ძალიან საშიში. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ და ასე რომ მოიქცნენ, ხომ საშინელება დამემართება?ამ წამს მაშინებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

26 თებერვალი 2021, 10:38

რეგიონი

მალხაზ თორია ,,სოფლის პროგრამით“ პრიორიტეტების შერჩევას სოფელ ლიასა და პალირში გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაესწრო.

26 თებერვალი 2021, 10:32

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: „ლურჯი“ ეკონომიკა საქართველოს კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის დაჩქარების საშუალება უნდა გახდეს

მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის - ამ სახელწოდების ვირტუალური ღონისძიება გაიმართა დღეს მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რომელზეც კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დაბინძურების საკითხებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

26 თებერვალი 2021, 10:24

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო ბესარიონ აპლიას საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს

დეკანოზს, რომელიც თავის დროზე მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერ არის ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, საპატრიარქო მცირე ისტორიულ ექსკურსს უტარებს.

26 თებერვალი 2021, 10:20

სპორტი

დღეს საკალათბურთო სუპერლიგის ორი მატჩი გაიმართება

სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, საკალათბურთო სუპერლიგა გრძელდება. 26 თებერვალს სუპერლიგის ორი მატჩი გაიმართება. თბილისის ოლიმპიური სასახლე ​ცხუმ-აფხაზეთისა და ოლიმპის დაპირისპირებას უმასპინძლებს, რუსთავის საკალათბურთო დარბაზში კი „რუსთავი“ და „კაკტუსი“ დაუპირისპირდება ერთმანეთს.

26 თებერვალი 2021, 10:09

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 9,997 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9,997 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 394 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,424,684 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 69,519 ადამიანი გარდაიცვალა.

26 თებერვალი 2021, 09:46

საზოგადოება

„სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებულ „სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ხელი „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ია მაქაცარიამ და „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა თამარ ზარგინავამ მოაწერეს.

იუსტიციის სამინისტრო

26 თებერვალი 2021, 09:29

სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.