imedi /  03 ივლისი 2019, 12:04 / სანდო წყარო

Amnesty International: რუსეთის მიერ საქართველოში აღმართულ გამყოფ ხაზებს ადამიანების ცხოვრებაზე გამანადგურებელი გავლენა აქვს

Amnesty International

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციამ Amnesty International-ი თბილისსა და მოსკოვში ერთწლიანი კვლევის შედეგები წარადგინა. 

ანგარიში 47 გვერდისგან შედგება და მოიცავს რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის დეფაქტო მთავრობების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ კვლევაზე და დოკუმენტში ასახულია 2009 წლიდან დღემდე არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით. 

დოკუმენტის მიხედვით "რუსეთის მიერ ომის შემდეგ საქართველოში აღმართულ გამყოფ ხაზებს ადამიანების ცხოვრებაზე გამანადგურებელი გავლენა აქვს". როგორც Amnesty International-ის ხელმძღვანელები ამბობენ, ეს გავლენა ნეგატიურია როგორც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებლების უფლებების კუთხით, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების მიმართულებით. 

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ძირითადად ირღვევა ადამიანების გადაადგილების თავისუფლება, ასევე მათ შეზღუდული აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საკუთარი სახნავ-სათესი მიწებით სარგებლობის უფლებაზე და სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე.

"რუსეთისა და დეფაქტო ხელისუფლებების მცდელობებმა ფიზიკური ბარიერები აღმართონ ადმინისტრაციულ ხაზზე რომელიც აფზახეთსა და ცხინვალის რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს გადაადგილების თავისუფლებისა და სხვა ადამიანის უფლებათა მწვავე დარღვევები გამოიწვია: სასოფლო თემები ერთმანეთისგან მართულხლართებით არიან განცალკევებული, ოჯახები მოწყვეტილი არიან საარსებო წყაროებს და ასობით ადამიანი უკანონო დაკავებების რისკის ქვეშაა ხაზის გადაკვეთისას", -  განაცხადა Amnesty International-მა.

"მავთულხლართებს მიღმა: "ბორდერიზაციით" გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებული "ბორდერიზაციის" გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე. რუსეთის მცდელობებმა, რომ ადმინისტრაციული ხაზი გადაააქციონ "საერთაშორისო საზღვრად" მავთულხლართების, ღობეების, თხრილებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვით ადგილობრივი თემები ორად გახლიჩა და სოფლების მოსახლეობა მოწყვიტა მათ სასოფლო-სამეუნეო მიწებს, წყლის რესურსებს, ეკლესებსა და საგვარეულო სასაფლაოებს", - ამბობენ ანგარიშის ავტორები. 

ყველა სიახლე

25 ოქტომბერი 2020, 00:52

ტექნოლოგიები

აშშ-ში მეხანძრე რობოტი შექმნეს

რობოტი მეხანძრე ავტომობილი 1 600 კილოგრამს იწონის და საათში 13 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. Thermite -ს აქვს ძლიერი ძრავი, რომელიც დიზელის საწვავზე მუშაობს. სავსე ავზი რობოტის მუშაობას 20 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.

25 ოქტომბერი 2020, 00:39

COVID19

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის პრეპარატს სთავაზობენ, რაც სიცრუეა

ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ავღანეთი

25 ოქტომბერი 2020, 00:31

მსოფლიო

Reuters: ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი, აბუ მუჰსინ ალ-მასრი მოკლეს, რომელიც ფედერალურ ბიუროს, ძებნილ ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ალ-მასრის აშშ უცხოური ტერორისტული დაჯგუფებებისთვის მატერიალურ მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.

25 ოქტომბერი 2020, 00:26

ტექნოლოგიები

აშშ-ში რობოტი დელფინები შექმნეს

ამერიკულმა საინჟინრო კომპანია Edge Innovations-მა შექმნა რობოტი-დელფინი, რომელიც ნამდვილისგან არ განსხვავდება. გამომგონებლების მიზანია, აკვაპარკებსა და დელფინარიუმებში დელფინების რობოტებით შეცვლა.

25 ოქტომბერი 2020, 00:18

ტაბლოიდი

მსოფლიოში უძვირესი Ferrari ახალი მფლობელის მოლოდინშია

Ferrari 250 GT SWB California Spyder-ის მოდელი 1961 წელსაა გამოშვებული და ამ ავტომობილს „ოსკაროსანი“ მსახიობი ჯეიმს კობერნი ფლობდა. ავტომობილი გაყიდვებით მსოფლიო რეკორდსმენია, ამის შესახებ techcult წერს.

25 ოქტომბერი 2020, 00:04

მსოფლიო

მსოფლიოს უხუცესი წყვილიდან, კაცი 110 წლისა გარდაიცვალა

მსოფლიოს უხუცესი წყვილიდან, კაცი 110 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც LadBible-ი იუწყება, 110 წლის ხულიო მორა, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, ხუთშაბათს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ხულიო და მისი 104 წლის ცოლი 1941 წლის 7 თებერვალს, გაცნობიდან 7 წლის თავზე დაქორწინდნენ და მათმა ქორწინებამ ჯამში 79 წელს გასტანა.

ემანუელ მაკრონი

24 ოქტომბერი 2020, 23:42

მსოფლიო

ერდოღანის განცხადების გამო საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

საფრანგეთმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების გამო თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეურაცხყოფა და უხეშობა მეთოდი არ არის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

24 ოქტომბერი 2020, 23:32

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ემანუელ მაკრონს მკურნალობა სჭირდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო მკურნალობა სჭირდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

24 ოქტომბერი 2020, 23:32

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ.ოპერატიული შტაბი ავრცელებს.ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

ირაკლი ჩიქოვანი

24 ოქტომბერი 2020, 23:09

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, არსებული მხარდაჭერით ზუგდიდში მნიშვნელოვან შედეგს დავდებთ

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას განაგრძოს. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ის დღეს სამეგრელოს მოქალაქეებს რუსთაველის ქუჩაზე შეხვდა.

წყალბურთი

24 ოქტომბერი 2020, 23:03

სპორტი

რუმინეთის ჩემპიონატში ქართველი ხელბურთელების დებიუტი შედგა

„რეშიცამ“, სადაც ისინი ჩაირიცხნენ, ნეიტრალურ მოედანზე ანგარიშით 20:21 წააგო „სუჩავასთან“, გოლების თითქმის ნახევარი კი ქართველების ანგარიშზეა - ორჯონიკიძემ 5 გაიტანა, კბილაშვილმა - 4. ორივე ახალი სეზონის წინ გადავიდა რუმინულ კლუბში, მაგრამ ქართველებს სჭირდებოდათ სამუშაო ვიზა, რომლის გაკეთებაც, პანდემიის გამო გაჭიანურდა.

ალექსანდრე მოწერელია

24 ოქტომბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.კანდიდატი ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა.

24 ოქტომბერი 2020, 22:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რემდესივირი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეპარატი, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ

მედიკამენტი რემდესივირი მიუხედავად იმისა, რომ არ იყო იდეალური და ჩვენც არ ვყოფილვართ მისი მეხოტბე, მაინც მთელ მსოფლიოში დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა და ახლაც ითვლება ყველაზე იმედის მომცემად იმ ანტივირუსულ პრეპარატებს შორის, რომლებიც კლინიკურ კვლევებს გადიან, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

24 ოქტომბერი 2020, 22:13

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დიდი ტყულია, როდესაც ამბობენ, რომ საქართველომ კოვიდთან ბრძოლაში კრახი განიცადა

„მინდა ყველას, ვინც ხელმძღვანელობს პრინციპით - „რაც უარესი, მით უკეთესი“, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა - ეს ტყუილია. დიდი ტყუილი“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომლის პოსტს კლინიკა ავრცელებს.

24 ოქტომბერი 2020, 22:02

რეგიონი

თელავის მეშვიდე სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავა

COVID19-ის შემთხევვის გამო თელევის მეშვიდე სკოლა ერთი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა. სკოლაში კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სკოლაში უკვე ჩატარდა ეპიდკვლევა.

თენგიზ ცერცვაძე

24 ოქტომბერი 2020, 22:01

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვიდრე ცდილობენ, იპოვონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26-ათასზე მეტ კოვიდინფიცირებულს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მყოფ იმ ქართველ მედიკოსებს პასუხობს, ვინც საქართველოსსახელისუფლებპ ვერტიკალისა და და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკასა და ღონისძიებებს აკრიტიკებს.

ბელგია

24 ოქტომბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

26 ოქტომბრიდან ბრიუსელში კომენდანტის საათი 22:00 საათიდან იმოქმედებს

ბელგიის დედაქალაქი კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ზომებს ამკაცრებს. 26 ოქტომბრიდან ბრიუსელში კომენდანტის საათი 22:00 დან დაწესდება და 06:00 მდე დარჩება ძალაში. დამატებითი შეზღუდვების შემოღების მიზეზი ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების ზრდაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ქვეყანას ყოველდღიურად საშუალოდ 11 000 ინფიცირებული დაემატა.

ავღანეთი

24 ოქტომბერი 2020, 21:14

მსოფლიო

ქაბულში, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სასწავლო ცენტრის შესასვლელთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, დაშავდა 57 ადამიანი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

24 ოქტომბერი 2020, 21:08

სპორტი

გლდანში ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო ცენტრი გახსნა

ერთი წლის წინ როდესაც აქ ვიმყოფებოდით,მაშინ დავპირდით მოქალაქეებს, ბავშვებს, რომ მათთვის ამ არაჩვეულებრივ სტრუქტურას შევქმნიდით, - ამის შესახებ გლდანში საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი

24 ოქტომბერი 2020, 20:58

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში თამარ მეფის, გაპონოვის, მწვანეყვავილას და ჭალას მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოსიმინა მათი პრობლემები, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეეხება. კანდიტატის პრესსამსახურის ცნობით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს.