imedi /  03 ივლისი 2019, 12:47 / სანდო წყარო

ცქიტიშვილი: სახალხო დიპლომატია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

"20-21 ივნისის მოვლენების განვითარება მძიმე საყურებელი იყო", -  ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ ეთერში, გადაცემაში ,,პირისპირ“ განაცხადა.

"გასაგებია, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, უახლესი წარსული ფონზე, ადამიანებისთვის ძალიან მტკივნეული, მეტიც შეურაცხმყოფელი იყო რუსი პოლიტიკოსის ხილვა პარლამენტის თავმჯDომარის სავარძელში. ამას წუთებშივე მოჰყვა რეაგირება და საკითხი ამოიწურა, მაგრამ ის რაც მოხდა შემდეგ, იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ასამბლეა შეწყდა, გავრილოვი ტოვებდა საქართველოს და მიუხედავად ამისა, მას რადიკალებმა, რომლებიც სწორედ პოლიტიკოსების მიერ იყვნენ მართულნი, ბოთლები დაუშინეს. ეს იყო რეალურად საშიში პროვოკაცია, რომელსაც ძალიან მძაფრი და ბევრად მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა“,- თქვა ვიცეპრემიერმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალებმა და დესტრუქციულმა ძალებმა ისარგებლეს.

"თუკი 20 ივნისის საღამოს, პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების გულწრფელი პატრიოტული გრძნობების გამოყენება სცადეს რადიკალებმა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დაბრუნებისთვის, ახლა მათი მთავარი ინტერესი ქვეყნისა და მოსახლეობის ეკონომიკური დაზარალებაა, მათი ამოცანაა შემცირდეს ტურისტების ნაკადი, დაეცეს ლარის კურსი, გაღარიბდეს მოსახლეობა, რათა უფრო ადვილად მართო მერე მათი აგრესია და  უკვე ამ ფონზე სცადონ პოლიტიკური რევანში“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

ვიცეპრემიერის თქმით, მშვიდობიანი აქციის გამოყენება სცადა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც 2012 წლის შემდეგ მუდმივად  რადიკალურ და რევოლუციურ სცენარზე საუბრობს და  ამ სცენარის განხორციელებას გეგმავს იქ, სადაც ამის საშუალება მიეცემა.

"მშვიდობიანი აქცია გამოიყენეს და მიზანმიმართულად იყო პარლამენტის შენობაში შეჭრისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მოწოდებები. პარლამენტი არ არის უბრალოდ შენობა, ის არის ინსტიტუცია, რომელიც სხვა უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სტაბილურობას და კონსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.  

მისი თქმით, ოკუპაციის თემა ქვეყნის მთავარი საზრუნავია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უპირველესი პრიორიტეტია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება  შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რისთვისაც არაერთი საერთაშორისო ფორმატი და ტრიბუნა არსებობს.  

"მიუღებელია რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობა ჩაშალოს არამარტო მშვიდობიანი დიპლომატიური პროცესები, არამედ დააზიანოს ხალხთაშორის  ურთიერთობები, რეალურად კი სახალხო დიპლომატია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

02 მარტი 2021, 08:47

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდში 3 ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდში ბრალდებული სამი ადამიანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანი გამოკითხვა იგეგმება.

02 მარტი 2021, 08:26

კულტურა

მუზეუმები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაახლებენ მუზეუმები, სადაც რეგულაციებს მკაცრად გააკონტროლებენ. განისაზღვრება სამუზეუმო სივრცეებში მოქალაქეთა რაოდენობა. სავალდებულო იქნება თერმოსკრინიგი, პირბადის ტარება და დეზობარიერის გავლა.

ნატალია ილიჩოვა
ვალერი გელაშვილი

02 მარტი 2021, 08:14

სამართალი

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს გაიმართება

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

02 მარტი 2021, 07:59

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

ხაზგასმით აღნიშნა პროგრესის მიღწევის საჭიროება მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.

თამთა მეგრელიშვილი

02 მარტი 2021, 01:05

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ჯერი და არჩევანი თქვენზეა სახელმწიფოებრივად იაზროვნებთ თუ მიხეილ სააკაშვილის უნიჭოდ დაწერილ სცენარს გადაიმეორებთ

​​​​​​​​პოლიტიკური პოლარიზაციის განსამუხტად „ქართული ოცნების“ მხრიდან „სამშვიდობო“ ნაბიჯი გადაიდგა. იმედია, ქუჩის ოპოზიცია ამას დააფასებს, ისევ კარვების აქციებს არ მიუბრუნდება და პროცესები მაგიდასთან, კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდება, - წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

 ომარი ბინ ლადენი

02 მარტი 2021, 00:35

ტაბლოიდი

ბინ ლადენის ვაჟი ფერწერამ გაიტაცა

„ალ-ქაიდას“ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ფერწერით დაკავდა. ახალი გატაცების შესახებ მან ჟურნალ Vice-სთან ისაუბრა.39 წლის ომარის თქმით, ხატვის ნიჭი მას დედისგან გამოჰყვა, რაც პოსტტრამვული და ბიპოლარული აშლილობის დაძლევაში ძალიან დაეხმარა.

02 მარტი 2021, 00:33

სამართალი

საპატრულო პოლიციამ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი, 1971 წელს დაბადებული ი.ნ. თბილისში დააკავეს.

გია აბაშიძე

02 მარტი 2021, 00:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი კვირა საკმარისია, თუ ოპოზიციის ინტერესშია მოლაპარაკებები რეალისტურ თემებზე და ადეკვატურ შეთანხმებაზე

„ახლა ოპოზიციის მხარეს არის ბურთი, მათ აქვთ ორი კვირა. ეს ვადა საკმარისია, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან, თუ მათ ინტერესებში შედის მოლაპარაკებები რეალისტურ თემებზე და ადეკვატურ შეთანხმებაზე. სხვაგვარად კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მათი მიზანი მუდამ იყო და რჩება დესტრუქცია. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის შეთანხმებისთვის, გონივრულ და რეალისტურ წინადადებებზე“, - წერს ანალიტიკოსი.

შარლ მიშელი

02 მარტი 2021, 00:25

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების ინტერესის დაცვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

02 მარტი 2021, 00:20

ტაბლოიდი

ალეკ ბოლდუინი მეშვიდე ბავშვის მამა გახდა

ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს მეშვიდე ბავშვი შეეძინა. ახალშობილის ფოტო სოციალურ ქსელებში მსახიობის მეუღლემ ჰილარია ტომას ბოლდუინმა გაავრცელა. 62 წლის ალეკისა და 37 წლის ჰილარიასთვის ეს მეექვსე შვილია. ალეკს პირველი ქორწინებიდან კიდევ ერთი გოგონა ჰყავს.

02 მარტი 2021, 00:07

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 703 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 703 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 379 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

02 მარტი 2021, 00:00

კულტურა

რედინგის ციხის კედელზე ახალი გრაფიტი იპოვნეს, რომელიც სავარაუდოდ ბენკსის ეკუთვნის

ბერკშირის საგრაფოში ახალი გრაფიტი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ბენკსის ეკუთვნის. ნახატი ბენკსის ხელწერით რედინგის ციხის კედელზე აღმოაჩინეს.

სუმია სვამინატონი

01 მარტი 2021, 23:55

პოლიტიკა

ჯანმოს დირექტორის მოადგილე: ეს კვირა ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი იქნება.

„COVAX-მა ვაქცინების დისტრუბუცია დაიწყო და ეს მხოლოდ დასაწყისია. ინდოეთის სერუმის ინსტიტუტიდან ვაქცინის დისტრიბუცია გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანმოს გენერალური დირექტორის მოადგილე სუმია სვამინატონიმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

01 მარტი 2021, 23:55

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერი ოპოზიციაზეა, რომ უარი თქვას დესტრუქციაზე

„მადლობა ბატონ პრეზიდენტს, რომ ოპოზიცია ყოველგვარი წინა პირობების გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ უარი თქვას დესტრუქციაზე, მოლაპარაკება შედგეს რეალურ საკითხებზე და მიღწეული იქნეს კომპრომისი, კომპრომისი და კონსენსუსი რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დიალოგისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროცესების შემდგომი დეესკალაციისთვის“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

01 მარტი 2021, 23:54

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სალომე სამადაშვილი

01 მარტი 2021, 23:32

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: თუ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ შედეგს, ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, პროტესტი იქნება არ იქნება-მივიღებთ მონაწილეობას პიკეტში თუ არ მივიღებთ ყოველთვის ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ ჩვენ ამავე დროს არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ხელისუფლების გადაწყვეტილებით და კარგია, რომ მიხვდნენ და ახლა აპირებენ, რომ ამ ჩიხიდან დაიწყონ გამოსვლა,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი ვაშაძე

01 მარტი 2021, 23:23

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: დიალოგისთვის მზად ვართ, თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა

პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს არის ცალსახა განუყრელი ნაწილი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ. ამ პროცესს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავაჩერებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიგა ბოკერია

01 მარტი 2021, 23:19

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩარჩო დოკუმენტში საკვანძო საკითხებია პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნების თემა

ამ შემოთავაზებაში, ამ ჩარჩოში არის მკაფიოდ ნათქვამი პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საქმეები და გასაგებია, რა საქმეებზეა ლაპარაკი. ეს არის ნიკა მელიას, 8 მარტის შეთანხმებიდან დატოვებული რურუას საქმე და ვადამდელი არჩევნების საკითხი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებოდა.

გიტანას ნაუსედა

01 მარტი 2021, 23:16

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს ინტერესებისთვის უნდა გაერთიანდეს

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 23:11

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: თუ ხელისუფლება იქნება მოქნილი და გონიერი საკითხების გადაწყვეტაში, ვფიქრობ გამოსავალს ვნახავთ

შევთანხმდით, რომ მთელი აქცენტი ჩვენი მოლაპარაკებებისა იყოს აგებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.