Imedi /  03 ივლისი 2019, 21:23 / სანდო წყარო

ევროკავშირი: საქართველოში ფრენების აკრძალვაზე რუსეთის გადაწყვეტილება არაპროპორციულია

რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ორივე ქვეყნის მოქალაქეზე უარყოფითად აისახება. საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას გაუმართლებელ და არაპროპორციულ ნაბიჯად ვთვლით, - აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერის განცხადებაში. 

„ამასთან, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას შეუშლის ხელს და გამოიწვევს შემდგომ სირთულეებს. ეს საკითხი უნდა გადაიჭრას, რადგან თავიდან ავიცილოთ შემდგომი ჰუმანიტარული გართულებები. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელიც დღეს დაიწყო, ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული დაძაბულობის შესამცირებლად და დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. 

ევროკავშირი მზადაა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას დაუჭიროს მხარი და ეს  ერთგული პოლიტიკა ისეთი ურყევია, როგორც არასდროს. 

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. 

გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

ამის მიზეზი კი წინ უძღოდა რუსი დეპუტატის ვიზიტით გამოწვეული პროტესტი. 

20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა

20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.

ყველა სიახლე

02 მარტი 2021, 08:26

კულტურა

მუზეუმები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაახლებენ მუზეუმები, სადაც რეგულაციებს მკაცრად გააკონტროლებენ. განისაზღვრება სამუზეუმო სივრცეებში მოქალაქეთა რაოდენობა. სავალდებულო იქნება თერმოსკრინიგი, პირბადის ტარება და დეზობარიერის გავლა.

ნატალია ილიჩოვა
ვალერი გელაშვილი

02 მარტი 2021, 08:14

სამართალი

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს გაიმართება

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

02 მარტი 2021, 07:59

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

ხაზგასმით აღნიშნა პროგრესის მიღწევის საჭიროება მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.

თამთა მეგრელიშვილი

02 მარტი 2021, 01:05

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ჯერი და არჩევანი თქვენზეა სახელმწიფოებრივად იაზროვნებთ თუ მიხეილ სააკაშვილის უნიჭოდ დაწერილ სცენარს გადაიმეორებთ

​​​​​​​​პოლიტიკური პოლარიზაციის განსამუხტად „ქართული ოცნების“ მხრიდან „სამშვიდობო“ ნაბიჯი გადაიდგა. იმედია, ქუჩის ოპოზიცია ამას დააფასებს, ისევ კარვების აქციებს არ მიუბრუნდება და პროცესები მაგიდასთან, კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდება, - წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

 ომარი ბინ ლადენი

02 მარტი 2021, 00:35

ტაბლოიდი

ბინ ლადენის ვაჟი ფერწერამ გაიტაცა

„ალ-ქაიდას“ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ფერწერით დაკავდა. ახალი გატაცების შესახებ მან ჟურნალ Vice-სთან ისაუბრა.39 წლის ომარის თქმით, ხატვის ნიჭი მას დედისგან გამოჰყვა, რაც პოსტტრამვული და ბიპოლარული აშლილობის დაძლევაში ძალიან დაეხმარა.

02 მარტი 2021, 00:33

სამართალი

საპატრულო პოლიციამ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი, 1971 წელს დაბადებული ი.ნ. თბილისში დააკავეს.

გია აბაშიძე

02 მარტი 2021, 00:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი კვირა საკმარისია, თუ ოპოზიციის ინტერესშია მოლაპარაკებები რეალისტურ თემებზე და ადეკვატურ შეთანხმებაზე

„ახლა ოპოზიციის მხარეს არის ბურთი, მათ აქვთ ორი კვირა. ეს ვადა საკმარისია, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან, თუ მათ ინტერესებში შედის მოლაპარაკებები რეალისტურ თემებზე და ადეკვატურ შეთანხმებაზე. სხვაგვარად კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მათი მიზანი მუდამ იყო და რჩება დესტრუქცია. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის შეთანხმებისთვის, გონივრულ და რეალისტურ წინადადებებზე“, - წერს ანალიტიკოსი.

შარლ მიშელი

02 მარტი 2021, 00:25

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების ინტერესის დაცვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

02 მარტი 2021, 00:20

ტაბლოიდი

ალეკ ბოლდუინი მეშვიდე ბავშვის მამა გახდა

ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს მეშვიდე ბავშვი შეეძინა. ახალშობილის ფოტო სოციალურ ქსელებში მსახიობის მეუღლემ ჰილარია ტომას ბოლდუინმა გაავრცელა. 62 წლის ალეკისა და 37 წლის ჰილარიასთვის ეს მეექვსე შვილია. ალეკს პირველი ქორწინებიდან კიდევ ერთი გოგონა ჰყავს.

02 მარტი 2021, 00:07

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 703 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 703 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 379 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

02 მარტი 2021, 00:00

კულტურა

რედინგის ციხის კედელზე ახალი გრაფიტი იპოვნეს, რომელიც სავარაუდოდ ბენკსის ეკუთვნის

ბერკშირის საგრაფოში ახალი გრაფიტი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ბენკსის ეკუთვნის. ნახატი ბენკსის ხელწერით რედინგის ციხის კედელზე აღმოაჩინეს.

ვლადიმერ ბოჟაძე

01 მარტი 2021, 23:55

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერი ოპოზიციაზეა, რომ უარი თქვას დესტრუქციაზე

„მადლობა ბატონ პრეზიდენტს, რომ ოპოზიცია ყოველგვარი წინა პირობების გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ უარი თქვას დესტრუქციაზე, მოლაპარაკება შედგეს რეალურ საკითხებზე და მიღწეული იქნეს კომპრომისი, კომპრომისი და კონსენსუსი რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დიალოგისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროცესების შემდგომი დეესკალაციისთვის“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

სუმია სვამინატონი

01 მარტი 2021, 23:55

პოლიტიკა

ჯანმოს დირექტორის მოადგილე: ეს კვირა ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი იქნება.

„COVAX-მა ვაქცინების დისტრუბუცია დაიწყო და ეს მხოლოდ დასაწყისია. ინდოეთის სერუმის ინსტიტუტიდან ვაქცინის დისტრიბუცია გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანმოს გენერალური დირექტორის მოადგილე სუმია სვამინატონიმა.

01 მარტი 2021, 23:54

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სალომე სამადაშვილი

01 მარტი 2021, 23:32

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: თუ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ შედეგს, ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, პროტესტი იქნება არ იქნება-მივიღებთ მონაწილეობას პიკეტში თუ არ მივიღებთ ყოველთვის ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ ჩვენ ამავე დროს არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ხელისუფლების გადაწყვეტილებით და კარგია, რომ მიხვდნენ და ახლა აპირებენ, რომ ამ ჩიხიდან დაიწყონ გამოსვლა,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი ვაშაძე

01 მარტი 2021, 23:23

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: დიალოგისთვის მზად ვართ, თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა

პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს არის ცალსახა განუყრელი ნაწილი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ. ამ პროცესს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავაჩერებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიგა ბოკერია

01 მარტი 2021, 23:19

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩარჩო დოკუმენტში საკვანძო საკითხებია პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნების თემა

ამ შემოთავაზებაში, ამ ჩარჩოში არის მკაფიოდ ნათქვამი პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საქმეები და გასაგებია, რა საქმეებზეა ლაპარაკი. ეს არის ნიკა მელიას, 8 მარტის შეთანხმებიდან დატოვებული რურუას საქმე და ვადამდელი არჩევნების საკითხი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებოდა.

გიტანას ნაუსედა

01 მარტი 2021, 23:16

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს ინტერესებისთვის უნდა გაერთიანდეს

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 23:11

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: თუ ხელისუფლება იქნება მოქნილი და გონიერი საკითხების გადაწყვეტაში, ვფიქრობ გამოსავალს ვნახავთ

შევთანხმდით, რომ მთელი აქცენტი ჩვენი მოლაპარაკებებისა იყოს აგებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

01 მარტი 2021, 23:09

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე მთავრობისა და ოპოზიციის შეხვედრაზე: პროგრესი არის ის, რომ არ არსებობს წითელი ხაზები და ორივე მხარე საუბრისთვის მზადაა

ჩვენი მხრიდან არცერთი საკითხის განხილვაზე არ ყოფილა უარი. დღეს, ამ მომენტისთვის, პროგრესი არის ის, რომ არ არსებობს წითელი ხაზები და ორივე მხარე საუბრისთვის მზადაა. ორივე მხარე მზად არის, ისაუბროს ყველა იმ საკითზე, რაც აქამდე, ჩვენს საზოგადოებას ოპოზიციის მხრიდან მოუსმენია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.