imedi /  03 ივლისი 2019, 22:12 / სანდო წყარო

გიგი უგულავა შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

გიგი უგულავა

გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ უგულავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. უგულავა საკუთარ პოსტში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს.

როგორც უგულავა აღნიშნავს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მას შემდეგ მივა, რაც იქ თავად გახარია მივა.

„პერსონალურად ბატონო გახარია. მრავალგზის ვთქვი და რატომ აგდებთ თქვენს თანამშრომლებს უხერხულ მდგომარეობაში. გამოკითხვაზე შსს-ში მივალ მას შემდეგ, რაც თქვენ მიბრძანდებით. ამასთანავე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მზად ვარ, თუნდაც ხვალ, მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე. გთხოვთ, უზრუნველყოთ. მადლობა. პ.ს. ტელეკომპანია „პირველის“ კართან უწყისით ხელში დამხვდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ჩართული კამერით აგერ ათი წუთის წინ“, - წერს გიგი უგულავა.

გიგი უგულავას შსს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იბარებს გამოკითხვაზე.

ყველა სიახლე

13 მაისი 2021, 21:50

საზოგადოება

ესპანური მხარე საქართველოში, პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს გაეცნო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ცხვარაშვილი და მისი მოადგილე, გიორგი გიორგაძე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დობლას ხიმენსსა და ესპანეთის პოლიციის ატაშეს საქართველოში ალკოლეა რუისს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

13 მაისი 2021, 21:47

COVID19

ბორის ჯონსონი: მთავრობა შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ინდური შტამი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მთავრობა შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ინდოეთში გამოვლენილი შტამი.

13 მაისი 2021, 21:27

საზოგადოება

ილია მეორე: მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის

​​​​​​​სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის.

13 მაისი 2021, 21:21

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: რეგიონში ამ ეტაპზე ეპიდვითარება კრიტიკული არ არის

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობისა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საწოლფონდის შესახებ იმსჯელეს.

13 მაისი 2021, 21:19

მსოფლიო

ისრაელი ღაზის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს

ისრაელი ღაზის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს, რათა პოტენციური სახმელეთო ოპერაციისთვის მოემზადოს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიდაი ზილბერმანმა განაცხადა.

ნათია თურნავა

13 მაისი 2021, 21:15

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, აჰმეთ ჩალიკს შეხვდა

ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ, ხოლო სადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება 180 გეგავატი საათი იქნება. პროექტის მიხედვით, მშენებლობის პროცესში დასაქმდება 200, ხოლო ოპერირებისას - 25 ადამიანი.

ანრი ოხანაშვილი

13 მაისი 2021, 21:12

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, ფრაქციის შექმნით მოხდა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაციის აღიარება

გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ. ფრაქციის შექმნით მოხდა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაციის აღიარება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დავით სერგეენკო

13 მაისი 2021, 20:57

პოლიტიკა

დავით სერგეენკო მელიას, უგულავას და სააკაშვილის სარჩელებზე: საქმის წარდგენა სტრასბურგის სასამართლოში, მოგებას არ ნიშნავს

„ახლა მიდის იმის შესწავლა, დაიწყოს სტრასბურგმა ამის შესწავლა თუ არა. დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც ამ საკითხზე სამართლებრივი გადაწყვეტილებები უკვე მიღებული აქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

13 მაისი 2021, 20:43

საზოგადოება

კელი დეგნანმა ყვარლის ამერიკული თარო გახსნა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სახელმწიფო რწმუნებულ, ირაკლი შიოშვილთან და მერთან, როსტომ სესიაშვილთან ერთად ყვარლის ამერიკული თაროს გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყვარლის ევროკლუბთან პარტნიორობით ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

13 მაისი 2021, 20:42

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგში სარჩელი შეიტანეს ადამიანებმა, რომელთა ხელისუფლების მიმართაც ჩვენს მოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ

„ეს არის პოლიტიკური აქტი, რომლითაც ისინი ცდილობენ, პოლიტიკური ვიტამინები გადაისხან და პოლიტიკური ყურადღების ცენტრში დაბრუნდნენ, რაც ვფიქრობ, არ გამოუვათ. ჩვენ ვენდობით და ყოველთვის სრულ ნდობას ვუცხადებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, ვფიქრობ, ისინი მიიღებენ სამართლიან პასუხებს საკუთარ საჩივრებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

13 მაისი 2021, 20:41

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები: „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ფონზე, აშშ-მა ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგას ირანის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად

42 „რესპუბლიკელი“ სენატორი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის უახლოესი მოკავშირის, ისრაელის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

13 მაისი 2021, 20:20

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს

მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შეფერხებას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

მამუკა მდინარაძე

13 მაისი 2021, 20:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო შეუსაბამო, უხერხულია

„გეტყვით, როგორი შეუსაბამო და უხერხული რამ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო. იმდენად რცხვენიათ სტრასბურგის ხსენება, რადგან დღე არ გავა, მათი ნამოქმედარის შეფასება არ ჩამოვიდეს ევროპული სასამართლოდან, მათ მძიმე წარსულს ახსენებს ხოლმე სტრასბურგი, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს, ჩვენ რომ გვაბრალებენ, სტრასბურგი აკეთებს ამას. საქართველოს უწევს პასუხისგება მათი ცოდვების გამო და ახლა ცდილობენ, ამის ჩამორეცხვას“.

ნინო ზამბახიძე

13 მაისი 2021, 19:59

საზოგადოება

ნინო ზამბახიძე: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით - ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება

ვხვდები რომ კომუნიკაცია კვლავ პრობლემა თუმცა, არც ჩვენ ვაკლებთ როცა ან არ გვინდა რომ სწორად გავიგოთ ან უბრალოდ არ გვესმის. არამერქნულზე ასეთი ამბავია: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს.

13 მაისი 2021, 19:30

რეგიონი

რუსთავში მეგობრობის გამზირისა და მერიის წინ მდებარე მოედნის ურბანული განახლება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დაიწყება

რუსთავში მეგობრობის გამზირისა და მერიის წინ მდებარე მოედნის ურბანული განახლება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ფარგლებში დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

13 მაისი 2021, 19:23

საზოგადოება

დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე: გამოვთქვამთ მადლიერებას, რომ მთელი რამადანის თვის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა იყო საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით

დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რამადანის თვის განმავლობაში საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

13 მაისი 2021, 19:20

მსოფლიო

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ სადაზვერვო სამსახურის შტაბი დაბომბა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ სადაზვერვო სამსახურის შტაბი დაბომბა.

13 მაისი 2021, 19:19

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტში სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის თემით დაინტერესდნენ.

13 მაისი 2021, 19:16

საზოგადოება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველ დღეს ქვეყნის მასშტაბით 15 299 მოსწავლე დარეგისტრირდა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველი დღე ქვეყნის მასშტაბით ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზის გარეშე წარიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge-ზე 13 მაისის 6 საათის მონაცემებით, საქართველოს 2085 საჯარო სკოლაში 15299 მოსწავლე დარეგისტრირდა.

13 მაისი 2021, 19:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე

მინდა, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული. ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ სასულიერო ლიდერებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. მთავრობის მეთაურის თქმით, რამაზან-ბაირამის დღესასწაული სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და ქრისტიანებს ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია აქვთ, პატივს სცემდნენ ერთმანეთის რწმენას და ერთმანეთზე ზრუნავდნენ.