imedi /  04 ივლისი 2019, 09:18 / სანდო წყარო

უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია. გამოკითხვა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან, - ამ თემაზე გამოკითხვა იმედის გადაცემამ „პირისპირ“ თბილისსა და რეგიონებში ჩაატარა.

მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ გახარია არ უნდა გადადეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ შს მინისტრმა თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს. ისინი თავიანთი შეხედულების მიზეზებსაც განმარტავენ.

გადაცემაში ინტერაქტიული გამოკითხვაც ჩატარდა. სტუდიაში 95809 ზარი შევიდა. გამოკითხვაში მონაწილეთა 6.9% მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს, 93,1% კი ფიქრობს, რომ შს მინისტრი თანამდებობაზე უნდა დარჩეს. გადაცემის სრული ვერსია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

პარლამენტის წინ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია უკვე 2 კვირაა გრძელდება.

20 ივნისს ღამით აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

13 მაისი 2021, 20:20

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს

მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შეფერხებას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

მამუკა მდინარაძე

13 მაისი 2021, 20:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო შეუსაბამო, უხერხულია

„გეტყვით, როგორი შეუსაბამო და უხერხული რამ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო. იმდენად რცხვენიათ სტრასბურგის ხსენება, რადგან დღე არ გავა, მათი ნამოქმედარის შეფასება არ ჩამოვიდეს ევროპული სასამართლოდან, მათ მძიმე წარსულს ახსენებს ხოლმე სტრასბურგი, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს, ჩვენ რომ გვაბრალებენ, სტრასბურგი აკეთებს ამას. საქართველოს უწევს პასუხისგება მათი ცოდვების გამო და ახლა ცდილობენ, ამის ჩამორეცხვას“.

ნინო ზამბახიძე

13 მაისი 2021, 19:59

საზოგადოება

ნინო ზამბახიძე: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით - ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება

ვხვდები რომ კომუნიკაცია კვლავ პრობლემა თუმცა, არც ჩვენ ვაკლებთ როცა ან არ გვინდა რომ სწორად გავიგოთ ან უბრალოდ არ გვესმის. არამერქნულზე ასეთი ამბავია: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს.

13 მაისი 2021, 19:30

რეგიონი

რუსთავში მეგობრობის გამზირისა და მერიის წინ მდებარე მოედნის ურბანული განახლება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დაიწყება

რუსთავში მეგობრობის გამზირისა და მერიის წინ მდებარე მოედნის ურბანული განახლება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ფარგლებში დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

13 მაისი 2021, 19:23

საზოგადოება

დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე: გამოვთქვამთ მადლიერებას, რომ მთელი რამადანის თვის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა იყო საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით

დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რამადანის თვის განმავლობაში საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

13 მაისი 2021, 19:20

მსოფლიო

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ სადაზვერვო სამსახურის შტაბი დაბომბა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ სადაზვერვო სამსახურის შტაბი დაბომბა.

13 მაისი 2021, 19:19

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტში სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის თემით დაინტერესდნენ.

13 მაისი 2021, 19:16

საზოგადოება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველ დღეს ქვეყნის მასშტაბით 15 299 მოსწავლე დარეგისტრირდა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველი დღე ქვეყნის მასშტაბით ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზის გარეშე წარიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge-ზე 13 მაისის 6 საათის მონაცემებით, საქართველოს 2085 საჯარო სკოლაში 15299 მოსწავლე დარეგისტრირდა.

13 მაისი 2021, 19:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე

მინდა, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული. ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ სასულიერო ლიდერებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. მთავრობის მეთაურის თქმით, რამაზან-ბაირამის დღესასწაული სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და ქრისტიანებს ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია აქვთ, პატივს სცემდნენ ერთმანეთის რწმენას და ერთმანეთზე ზრუნავდნენ.

13 მაისი 2021, 19:04

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ენტონი ფაუჩი

13 მაისი 2021, 19:00

COVID19

ენტონი ფაუჩი: თუ ვაქცინირებული ხართ და გარეთ იმყოფებით, გვერდზე გადადეთ თქვენი პირბადე

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა ატარონ ვაქცინირებულმა პირებმა პირბადე.

შალვა პაპუაშვილი

13 მაისი 2021, 18:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფრაქციის შექმნის დროს ფაქტობრივად, პირდაპირ აღიარეს, რომ 6 თვიანი კამპანია ე.წ. გაყალბებული არჩევნების შესახებ, სრული ფარსი იყო

ფაქტობრივად, პირდაპირ აღიარეს, რომ მთელი ეს 6 თვიანი კამპანია ე.წ. გაყალბებული არჩევნების შესახებ იყო სრული ფარსი და მათ ეს 6 თვე დააკარგინეს ქვეყანას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

13 მაისი 2021, 18:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შემოვლენ თუ არა პარლამენტში

ახლა უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შემოვა თუ არა პარლამენტში. ევროპული საქართველოს მთელი კურიოზი იმაში მდგომარეობს, რომ მათ სიიდან 5 მანდატი ერგოთ, აქედან 4 დეპუტატი უკვე პარლამენტშია შემოსულია, თუმცა არცერთი არ აღიარებს, რომ ისინი „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დმიტრო კულება

13 მაისი 2021, 18:34

მსოფლიო

დმიტრო კულება: რუსეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაციების საფრთხე კვლავ უცვლელი რჩება

რუსეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაციების საფრთხე კვლავ არსებობს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ცენტრალური ევროპის ხუთეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს.

შალვა პაპუაშვილი

13 მაისი 2021, 18:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, საიდანაც კარგი გამოსავალი აღარ არსებობს

თავად ოპოზიციამ, მათ შორის „ნაციონალურმა ოპოზიციამ“ და მათაც, ვინ შემოვიდნენ პარლამენტში, საკუთარი თავი ჩაიყენეს ისეთ მდგგომარეობაში, საიდანაც კარგი გამოსავალი აღარ არსებობს. ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება ჩანს, რომ ცუდი გადაწყვეტილებაა მათთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ხათუნა სამნიძე

13 მაისი 2021, 18:19

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ვფიქრობ, თუ იქნებიან ისეთი მერობის კანდიდატები, რომ მაქსიმალურად შეესაბამებიან ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის გემოვნებას, ხმები არ დაიკარგება

წინა არჩევნებმა დაადასტურა, რომ ჩვენი საზოგადოება ორფეროვანი არ არის და სხვადასხვა ტიპის არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას. მან განმარტა, თუ რატომ უნდა წარადგინოს თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის საკუთარი კანდიდატები სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიამ, ნაცვლად იმისა, რომ ერთი საერთო კანდიდატი ჰყავდეს. სამნიძის თქმით, ამ გზით ისინი ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მიაღწევენ.

13 მაისი 2021, 18:18

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში აფეთქებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

13 მაისი 2021, 18:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში მას ქუჩაში წესით არაფერი არ უნდა ესაქმებოდე

როდესაც პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში მას ქუჩაში წესით არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტი უმრავლესობის წევრიმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „უნდა დავაკვირდეთ რა რეალური განზრახვა აქვთ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს. ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ, რომ ამ დღეებში გაიმართა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უფრო ფართო შემადგენლობით, წარმომადგენლები იყვნენ ოპოზიციური პარტიებიდანაც და გვქონდა ძალიან კონსტრუქციული ორი დღე, სადაც ვიმსჯელეთ საარჩევნო საკითხებზე. მეორე მხრივ, ახლა გვესმის, რომ პარლამენტში მუშაობა და

13 მაისი 2021, 18:11

საზოგადოება

ლეიკემიით დაავადებულ გიორგი ფარეშიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გიორგი ფარეშიშვილს 6 მაისს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ის სამკურნალოდ უკვე თურქეთის კლინიკაში იმყოფება. მის მკურნობასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 100.000$ სჭირდება.

ხათუნა სამნიძე

13 მაისი 2021, 18:05

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: დღეს ერთი ფრაქცია შეიქმნა, რაც იმის პირველი სიგნალია, რომ პარლამენტში ოპოზიცია გაძლიერდება

„ვხედავ, რომ ლიდერების მხრიდან კეთდება ასეთი ტიპის განცხადებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო მუშაობა, რომელიც ხელს არ უშლის გარეთ აქტიურობას, რაც ნიშნავს რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ჩართული აქციებში, მიტინგებში. პარლამენტის შიგნით უამრავი ინსტრუმენტი და შესაძლებლობაა ოპოზიციისთვის, რომ პარლამენტის შიგნითაც „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური დარტყმები მივაყენოთ. დღეს ერთი ფრაქცია შეიქმნა უკვე და ეს არის პირველი სიგნალი, რომ პარლამენტში ოპოზიცია გაძლიერდება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.