imedi /  06 ივლისი 2019, 22:19 / სანდო წყარო

ჩუგოშვილი: ყველამ ვიხილეთ შტურმის უმძიმესი კადრები, რომელიც თითქოს არ ყოფილა

თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

ტრაგიკულია,  რომ შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება უბრალოდ გარდაუვალი გახდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მან 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და ამ მოვლენების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

,,ტრაგიკულია, რომ შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება უბრალოდ გარდაუვალი გახდა. 80 პოლიციელი იყო მათ შორის დაშავებული - 30 პოლიციელი შეათრიეს ბრბოში და მათ საშინელი დაზიანებები მიიღეს. ყველამ ვიხილეთ ამ შტურმის და შეტევის უმძიმესი კადრები, რომელიც თითქოს არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რომ მოვუსმინოთ. თითქოს მოგველანდა ეს ყველაფერი და თითქოს არ გვინახავს ამ მოვლენების ცოცხალი კადრები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

დეპუტატის თქმით, ასეთმა ქმედებებმა ძალის გამოყენება გარდაუვალი გახადა და მძიმე შედეგები, მათ შორის ადამიანების მიერ შეუქცევადი დაზიანებების მიღება გამოიწვია.

ჩუგოშვილი ადამიანების დაშავებას ტრაგედიად აფასებს, მაგრამ ასევე ხაზს უსვამს, რომ ძალის გამოყენების გარეშე შტურმის მოგერიება შეუძლებელი იყო.

,,ფიზიკურად შეუძლებელი იყოს შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოუყენებლობა, უბრალოდ ამის სივრცე აღარ იყო. სამართალდამცავები საათების განმავლობაში იდგნენ და ითმენდნენ სადამდეც შეეძლოთ, ფიზიკურად სადამდეც უძლებდნენ ამ თავდასხმებს”, - ამბობს ვიცესპიკერი და ხაზს უსვამს, რომ ამ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მან, ვინც მშვიდობიანი პროტესტი პარლამენტთან შტურმში გადაიყვანა.

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

მამუკა ხაზარაძე

04 მარტი 2021, 23:25

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პრინციპულად არ ვეთანხმები, ისევე როგორც ბევრ რამეში

პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პრინციპულად არ ვეთანხმები, ისევე როგორც ბევრ რამეში არ ვეთანხმები მას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ბევრი ეთანხმება პლებისციტის ჩატარებას და ეს მშვიდობიანი და სწორი გამოსავალია.

კახა კალაძე

04 მარტი 2021, 23:23

COVID19

კახა კალაძე: პირბადე ყველაზე მეტად არის დამცავი, რომ კოვიდის გავრცელება შევაჩეროთ, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე

პირბადე არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება იმისა, რომ კოვიდის გავრცელება შევაჩეროთ, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, ქალაქში ყველამ ატაროს პირბადე, რათა ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

04 მარტი 2021, 23:16

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 24 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 295 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

04 მარტი 2021, 23:14

სპორტი

ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მატჩისთვის 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა

6 მარტს პორტუგალიის დედაქალაქ „ლისაბონში“ რაგბი ევროპის 1 ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. გარდა რაგბი ევროპისა აღნიშნული მატჩი ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, რაც შეხვედრის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

04 მარტი 2021, 22:52

სპორტი

ტაშკენტის „გრანდ სლემზე“ ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ტაშკენტის „გრანდ სლემზე“ ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია. ტურნირზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს, 7 მამაკაცი და 3 ქალი. მსუბუქ, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი მე-2 რაუნდშია დაშვებული, აღნიშნულ წონით კატეგორიაში ქართველი სპორტსმენი ყირგიზ, ოტარ ბესტაევს დაუპირისპირდება.

04 მარტი 2021, 22:49

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 11 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 68 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

გია აბაშიძე

04 მარტი 2021, 22:39

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ხაზარაძე, რომელმაც ბრიტანელ ინვესტორად შემოგვასაღა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების კომპანია, ანაკლიაში ვითომდა ჩინურ ინტერესებზე საუბრობს

ხაზარაძე, რომელმაც ბრიტანელ ინვესტორად შემოგვასაღა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების კომპანია, ანაკლიაში ვითომდა ჩინურ ინტერესებზე საუბრობს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ სახელმწიფოსგან განსხვავებით, საკუთარი ვალდებულებები მრავალჯერ ვერ შეასრულა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან მიმართებაში.

04 მარტი 2021, 22:25

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 416 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 416 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 381 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კახა კალაძე

04 მარტი 2021, 22:23

ეკონომიკა

კახა კალაძე: ყველა ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ დახმარება სჭირდებათ

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელით დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივას გამოეხმაურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

04 მარტი 2021, 22:12

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6 037 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 037 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 ადამიანი გარდაიცვალა.

04 მარტი 2021, 22:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

04 მარტი 2021, 22:04

პოლიტიკა

პენტაგონი: აშშ მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

04 მარტი 2021, 21:52

რეგიონი

ფოთში, ევროკავშირის დაფინანსებით, მზის პანელებით აღჭურვილი მოსაცდელი სივრცე მოეწყო

ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფოთში მოსაცდელი სივრცე მოეწყო, რომელიც მზის პანელებით არის აღჭურვილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი – „მოსაცდელი სივრცე – მზის პანელებით“ ა.ა.ი.პ ინოვაციური ტექნოლოგიების მიერ განხორციელდა.

ალეკო ელისაშვილი

04 მარტი 2021, 21:50

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის ამოყირავება, რევოლუცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა და არც ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შესვლას ისედაც აპირებდა, უბრალოდ ამისთვის საბაბი არ ჰქონდათ.

ნიკოლოზ მეტრეველი

04 მარტი 2021, 21:44

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მამუკა ხაზარაძეს რატომღაც ეჭვი არ უჩნდებოდა კომპანიაზე, რომლის მფლობელებიც რუსეთში მოღვაწე ყაზახი ბიზნესმენები არიან

მამუკა ხაზარაძეს, რომელიც დღეს ანაკლიაში ვითომ ჩინურ ინტერესებზე საუბრობს, რატომღაც მაშინ არ უჩნდებოდა ეჭვი კომპანიაზე, რომლის მფლობელებიც რუსეთში მოღვაწე ყაზახეთის მოქალაქეები არიან და მათი ფულით გეგმავდა პორტის აშენებას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსინდისოდ ცრუობს.

ლოიდ ოსტინი

04 მარტი 2021, 21:41

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

04 მარტი 2021, 21:13

COVID19

მედია: იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა

იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

ჯუანშერ ბურჭულაძე

04 მარტი 2021, 21:11

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველო ამერიკისთვის საიმედო პარტნიორია

„ის, რომ რეგიონში საქართველო არის საიმედო პარტნიორი და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად დასაყრდენი ძალა, ამას რა თქმა უნდა აღიარებს ჩვენი ორივე მხარე და აქცენტები კეთდება, რომ ჩვენი საიმედოობა კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ურთიერთანამშრომლობის სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენი ერთობლივი ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენ 2022 წლიდან დავიწყებთ იმ გადადგმული ნაბიჯების გაგრძელებას, რაც აქამდე იყო, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით და სხვა ყველა იმ მიმართულებით, რაშიც დაწყებული გვაქვს უკვე თანამშრომლობა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

04 მარტი 2021, 21:04

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჯო ბაიდენს ესმის, რომ ისრაელი არასდროს დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას

ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

04 მარტი 2021, 21:03

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან საუბარი იყო ძალზე კონსტრუქციული. ჩვენ შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან თემას, მათ შორის, როგორიცაა ერთობლივი ღონისძიებები მისიაში, ასევე ერთობლივი ღონისძიებები, რაც ტარდება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან.