imedi /  08 ივლისი 2019, 09:25 / სანდო წყარო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

რუსთავი 2

"რუსთავი 2"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა, მსახიობმა ლევან როსტომაულმა დატოვა. 

ის „ფორმულა კრეატივში“ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მუშაობდა და სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოპერატორმა ლევან მარგველაშვილმა არხი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, მან კამერა დადო და ტელევიზიაში შესასვლელი საშვი დახია. "არ მსურს მე და ჩემს ოჯახს მაგათ გამო გვაგინებდნენ", - თქვა ლევან მარგველაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ სამი მოთხოვნა აქვთ, აქედან კი ორი დაკმაყოფილდა.

კერძოდ, ნიკა გვარამიამ მონოლოგის გამო ბოდიში მოიხადა და არხის მაუწყებლობა შეჩერდა. აქციის მონაწილეთა თქმით, მესამე მოთხოვნა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირებაა და თუ მსგავს რეაგირებას ადგილი არ ექნება, აქცია კვლავ დაიგეგმება.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "P.S"-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც. 

ყველა სიახლე

08 მარტი 2021, 21:38

ეკონომიკა

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა საქართველოს გამოცდილება ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარებაში დადებითად შეაფასა

8-9 მარტს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ევროპული ინიციატივის „ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, მაუწყებლობა და სიხშირული სპექტრის მენეჯმენტი“ ფარგლებში მაღალი დონის ვირტუალური ფორუმი ევროპის ქვეყნებში „მნიშვნელოვანი ინტერნეტკავშირი“ გაიმართა.

ანტონიო გუტერეში

08 მარტი 2021, 21:32

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: პანდემიამ გენდერული უთანასწორობა გააძლიერა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ გასულ წელს, ქალები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ, თუმცა უამრავ ქვეყანაში მათი მდგომარეობა გაუარესდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

08 მარტი 2021, 21:25

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: დაცვის სამსახური ვალდებულია, გადაამოწმოს, ხომ არ არსებობს საფრთხე რეალურად, ვინც არ უნდა იყოს დაცვის ობიექტი

„ვინც არ უნდა ყოფილიყო დაცვის ობიექტი, დაცვის სამსახური ვალდებულია, გადაამოწმოს, ხომ არ არსებობს საფრთხე რეალურად, ხომ არ არის საშიშროება იმისათვის, რომ რაღაც საფრთხე და რისკი მიადგეს მიდი დაცვის ქვეშ მყოფს“, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

08 მარტი 2021, 21:12

პოლიტიკა

ნეიკო სარაჯიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ორგანიზებული ჯგუფები შემოდიოდნენ ბერას გვერდზე და იწყებდნენ მისი ფანების შეურაცხყოფას

პირადად ჩემზეც ხორციელდებოდა შეტევები, იყო გინება და პირადი შეურაცხყოფა, - ამის შესახებ „ქრონიკას“​ნეიკო სარაჯიშვილმა განიცხადა, , რომელიც ბერა ივანისვილის ფან-კლუბის წევრია.

ნინო მაღიაშვილი

08 მარტი 2021, 21:11

პოლიტიკა

ბლოგერი გავრცელებულ ჩანაწერზე: ბერა ყოველთვის თავის გულშემატკივარზე დარდობდა

„ამ ფეისბუქგვერდზე მე ბერას გულშემატკივრებს ნაციონალების შეურაცხყოფისგან ვიცავდი, რომლებიც შემოდიოდნენ და ბილწსიტყვაობდნენ. რაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, ბერას ბულინგი მას შემდეგ დაიწყეს, რომელიც ხალხის ნამდვილი რეაქცია არ იყო, ისინი პარტიულ დავალებას ასრულებდნენ. ბერა ყოველთვის თავის გულშემატკივრებზე დარდობდა“, - აცხადებს ბლოგერი.

დონალდ ტრამპი

08 მარტი 2021, 20:58

მსოფლიო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ტრამპის სარჩელი უარყო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის სარჩელი უარყო.

გოგა ქუჩულორია

08 მარტი 2021, 20:51

საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი: მახსოვს 2011 წლის ზაფხული, როდესაც მიზანმიმართული შეტევა წამოიწყეს ბერას და მისი გულშემატკივრების წინააღმდეგ

„მახსოვს 2011 წლის ზაფხული, როდესაც მიზანმიმართული შეტევა წამოიწყეს ბერას და მისი გულშემატკივრების წინააღმდეგ. ეს იყო ათასგვარი შანტაჟი, მუქარა და ათასი სიბინძურე“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გოგა ქუჩულორიამ განუცხადა.

08 მარტი 2021, 20:44

პოლიტიკა

ლადო ბენდიანიშვილი: ბერას ოჯახის დაცვის თანამშრომლებს ვუპასუხე, რომ მუქარის შემცველი არაფერი დამიწერია, ბოდიში მომიხადეს და დამემშვიდობნენ

ლადო ბენდიანიშვილი, რომელიც TV პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, ტელეკომპანია „იმედის“გადაცემა „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ 15-16 წლის იყო, როცა Facebook-ზე ბერას რომელიღაც პოსტზე კომენტარი დაწერა. „ეს შემთხვევა მოხდა 2011 წელს. Facebook-ზე რაღაც კომენტარი გავაკეთე“, - აცხადებს ბენდიანიშვილი.

08 მარტი 2021, 20:43

COVID19

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 902 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 318 ადამიანი გარდაიცვალა.

08 მარტი 2021, 20:23

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 29 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 29 მილიონს გადააჭარბა.

ეკა ურეკაძე

08 მარტი 2021, 20:23

პოლიტიკა

ეკა ურეკაძე: 2012 წლის არჩევნებამდე, ბერას ოფიციალური ფეისბუქგვერდი გატეხეს და მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს

„ის ინფორმაცია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მის ოფიციალურ გვერდზე იდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილი იყო. სათითაოდ, ყველა იქ მყოფ ადამიანს მოგვივიდა შეტყობინება, საკუთარი ფეისბუქ გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ბერას ოფიციალურ გვერდზე იმ დროინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს, რომელიც იმდროინდელ პარტიასა და პრეზიდენტს ეხებოდა“, - განაცხადა ეკა ურეკაძემ.

ხვიჩა კვარაცხელია

08 მარტი 2021, 20:21

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინმა“ ჩემპიონატის ლიდერი „ზენიტი“ დაამარცხა

რუსეთის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩში ყაზანის „რუბინი“ შინ ჩემპიონატის ლიდერ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი სრულად გაატარა და მეტოქის კარს არაერთხელ დაემუქრა, თუმცა მოედანი უგოლოგ დატოვა.

08 მარტი 2021, 20:18

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 65 ადამიანი გარდაიცვალა.

ენტონი ბლინკენი

08 მარტი 2021, 20:14

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა.

მეუფე სტეფანე

08 მარტი 2021, 20:00

რეგიონი

მეუფე სტეფანე მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს

„ფიზიკური დაპირისპირება პროვოცირებული იყო იმ ხალხისგან, ვინც აქ დგას. მე ყველა კითხვა ჩავიწერე, მაგრამ მღვდლებმა, რომლებმაც ეს ხალხი აქ მოიყვანეს, ატეხეს ხმაური და არ მომცეს საშუალება, პასუხი გამეცა. ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება და ძალიან დიდი პრობლემა. ესაა დაგეგმილი პროვოკაცია, მე ეპარქიას არ დავტოვებ“, - აცხადებს მეუფე სტეფანე.

08 მარტი 2021, 19:56

საზოგადოება

კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა.

თენგიზ ცერცვაძე

08 მარტი 2021, 19:43

COVID19

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების 9, 10 თუ 12 ახალი შემთხვევა საერთაშორისო სიტუაციასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

მთელს მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველოს კლინიკური სექტორის საქმიანობა ერთ-ერთი წარმატებული, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების 9, 10 თუ 12 ახალი შემთხვევა საერთაშორისო სიტუციასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დავით მირცხულავა

08 მარტი 2021, 19:24

ეკონომიკა

დავით მირცხულავა: ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო

სოციალური ქსელებით გავრცელდა ფსევდო-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც არასწორად არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურებში, კაშხლებზე მომხდარი ავარიები. ფილმი არაინფორმირებულ აუდიტორიაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზოგადად ჰესების წინააღმდეგ, მათ შორის, ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო განწყობების დამკვიდრებას, - ენერგეტიკის სფეროს ექსპერტი, დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში, კაშხლების შესახებ გავრცელებულ ფილმს გამოეხმაურა.

რომის პაპი ფრანცისკე

08 მარტი 2021, 19:20

მსოფლიო

რომის პაპი: ქალების ღირსებისთვის უნდა ვიბრძოლოთ

რომის პაპი ფრანცისკე ქალთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქალები ისტორიას წინ მიუძღვებიან.

თენგიზ ცერცვაძე

08 მარტი 2021, 19:19

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: უკვე 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა პირბადეების გამოყენება

შეზღუდვების მოხსნა უნდა მიმდინარეობდეს იმის პარალელურად, რომ მოსახლეობამ უნდა ისწავლოს მასიურად პირბადეების გამოყენება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციების მოხსნის პარალელურად, საქართველოში პირბადეების ტარების მაჩვენებელი 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც ინფექციონისტის თქმით, ქვეყნისთის დამღუპველი იქნება.