Imedi /  08 ივლისი 2019, 21:44 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე ნაციონალებზე: მტერს მტერი უნდა დაერქვას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა მივცეთ სახელმწიფოს მტრობის და ქვეყნის იმგვარ რეალობაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომლის წინაშეც მათ 11 წლის წინ დაგვაყენეს. პირველი ნაბიჯი კი, ნაციონალური მოძრაობის ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას- ამის შესახებ ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს.

პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის განცხადებით, 2012 წლამდე, ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა ავანტურისტულ პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცა, ფუნდამენტურად გაეძლიერებინა პოზიციები საქართველოში და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში.

როგორც კობახიძე წერს, ნაციონალური მოძრაობის ავანტურისტული პოლიტიკის შედეგად, რუსეთმა 2004-12 წლებში მიიღო მაქსიმალური სარგებელი, რაც მას საქართველოსთან მიმართებით შეიძლებოდა მიეღო.

„ამ პოლიტიკის შედეგი იყო ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ, რამდენიმე ასეული დაღუპული ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი, რამდენიმე ათეული ათასი დევნილი, ოკუპირებული რეგიონების ფართომასშტაბიანი მილიტარიზაცია, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს პოზიციების შესუსტება, საქართველოს ეკონომიკური დასუსტება.

შედეგების გათვალისწინებით, სიტყვა „ავანტურისტული“ არის იმ პოლიტიკის ყველაზე რბილი შეფასება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელდებდა. თავისი არსით, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა იყო მოღალატეობრივი და ეფუძნებოდა ამ პოლიტიკური ძალის მთავარ თვისებას - მათ არ უყვართ სამშობლო და ყოველთვის ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან იმას, რასაც სიტყვა სამშობლო გამოხატავს: დაწყებული სარწმუნოებით, დამთავრებული მამულით!

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ავანტურისტული და მოღალატეობრივი პოლიტიკა პრაგმატული პოლიტიკით შეიცვალა. ამ პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერი დასავლეთი იყო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დღემდე აფასებენ ამ მიდგომას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას შედეგად სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხის ფუნდამენტური გაუმჯობესება და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით შესუსტებული პოზიციების ხელახლა გაძლიერება მოუტანა.

„ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას აქვს მკაფიო წითელი ხაზები: დეოკუპაცია და დასავლური ინტეგრაცია არის პრინციპული მიზნები, რომლებსაც ხელისუფლება პრინციპულად არ დათმობს. თუმცა, სახელმწიფოს შიდა მტერს, კოლონა N5-ს, არც ახლა სძინავს. ნაციონალური მოძრაობა 2012 წლიდან ყველა ღონეს ხმარობს, რომ საქართველომ პრაგმატულ პოლიტიკას გადაუხვიოს და 11 წლის წინანდელ რეალობაში დაგვაბრუნოს.

მეთოდები ამ შემთხვევაშიც იგივეა - აგრესიული რიტორიკა, რუსოფობიის გაღვივება და რუსეთის ხელისუფლების ლიდერების მიმართ მდარე ფორმით გამოხატული პერსონალური შეურაცხყოფა. ნაციონალები პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდებიან ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც კი მათ ამის საშუალება აქვთ. ყველა რეზოლუციის პროექტი, რომელიც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ერთმა თუ მეორე განშტოებამ რუსეთთან დაკავშირებით პარლამენტში წარადგინა, იყო თავისი არსით პროვოკაციული და სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს.

პროვოკაციის მორიგი გამოვლინება იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასწარ მომზადებული პასუხი პარლამენტში 20 ივნისს დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც ზუსტად იმგვარად იყო დაგეგმილი, რომ მაქსიმალური ზიანი მიდგომოდა სახელმწიფოს. ნაციონალები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს რეგულარული პროვოკაციული აქციებით საოკუპაციო ხაზთან, რომლებსაც ისინი რუსეთთან საეჭვოდ დაკავშირებული პირების თაოსნობით აწყობენ. რუსოფობია, რომლის გაღვივებასაც ეს პოლიტიკური ძალა ქართულ საზოგადოებაში ცდილობს, იმაზე ბევრად ნაკლები სიბინძურე არაა, ვიდრე რუსეთის ხელისუფლების მიერ ქართველების რუსეთიდან გაძევება 2008 წლის ომის შემდეგ.
ამ ყველაფრის მიზეზი იგივეა - არ უყვართ სამშობლო, მიზანი იგივეა - სურთ მისი დასუსტება!

მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებასა და საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივი საქმიანობის მიმართ ერთგვარად მოკრძალებული პოზიცია გვეკავა. გვერიდებოდა ამ ყველაფრის გაშიშვლება და მეტიც, თავდაცვით პოზიციაში ვდგებოდით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდებოდა და სახელმწიფოს მტრობდა. თითქოს, გვეშინოდა, პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ჩვენთვის არ მოეწებებინათ პრორუსის იარლიყი, რომელიც მათ თავად ბუნებრივად ამშვენებს.

რუსთავი 2-ის ეთერში მოწყობილი პროვოკაცია იყო მხოლოდ გაგრძელება იმ მტრული საქმიანობისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწევა. ამდენად, ამ უმძიმესი პროვოკაციის ერთ ჟურნალისტზე ან თუნდაც, მხოლოდ პარტიულ ტელევიზიაზე გადაბრალება მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა"- წერს კობახიძე.

 

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

კინო

29 ნოემბერი 2020, 23:36

კულტურა

ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

ონლაინ კინოჩვენებები იმართება Facebook-ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე.

29 ნოემბერი 2020, 23:22

სპორტი

„მილანმა" იტალიის ჩემპიონატში ბოლო 26 წელიწადში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

როსონერიმ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას" 2:0 დამარცხების შემდეგ 9 ტურში 23 ქულა დააგროვა, ასეთი კარგი შედეგი კი გუნდს ბოლოს 1994 წელს ჰქონდა.

ლეოპოლდო ლუკე და დიეგო მარადონა

29 ნოემბერი 2020, 23:20

მსოფლიო

დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ექიმს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებაში სდებენ ბრალს. გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა.

ტოკიო 2020

29 ნოემბერი 2020, 23:03

ეკონომიკა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადება ორგანიზატორებს სულ მცირე $1.9 მილიარდი დაუჯდებათ

ხარჯებს ბევრი ფაქტორი ზრდის. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის გადასახდელი ხელფასები, არენების შენახვა-მომსახურება და გაყიდული ბილეთების საფასურის დაბრუნება. გაზრდილ ხარჯში არ შედის ის თანხები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხმარდება.

ვალენტინა (Valentina)

29 ნოემბერი 2020, 23:01

კულტურა

საბავშვო ევროვიზის კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. მან 200 ქულა მიიღო. საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია კი 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.

სტრასბურგის სასამართლო

29 ნოემბერი 2020, 22:40

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაზარალებულ მოქალაქეებს 6 მლნ ლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლის უფლების დამრღვევად უკვე 13 საქმეზე ცნო; 28 საქმეზე წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ხელყოფაში სახელმწიფო 14 საქმეზე ამხილა; პირადი ცოვრების დარღვევა7 საჩივარზე დაადასტურა, საკუთრების უფლების შელახვა 7 საქმეზე დადგინდა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი სამართლიანი სასმართლოს უფლების დარღვევას ეხება. ასეთი კი 36 საქმეა.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 22:29

COVID19

რა ვითარებაა საფრანგეთში პანდემიის დროს - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„იმედის“ ევროპის ბიურო, რომელიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში მდებარეობს უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება გადაიღოს და ამჯერად საფრანგეთში ჩავიდნენ.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

29 ნოემბერი 2020, 22:21

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი ადასტურებს, რომ ზურაბ აბაშიძესთან ონლაინ-შეხვედრაზე სერგეი გავრილოვზე საუბარი არ ყოფილა

„ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი“, - ამბობს კარასინი.

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 22:07

COVID19

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

მისი მკურნალი ექიმის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, რადგან სახეზე იყო სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

კახა კუჭავა

29 ნოემბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ პარლამენტში

„ქართველი ამომრჩევლის ნება იყო, რომ მრავალპარტიული ყოფილიყო ეს პარლამენტი. ჩვენ ამას მივაღწიეთ. დღეს ამაზე უარის თქმა პირველ რიგში არის ამომრჩევლის ნებაზე უარის თქმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ, იქნება მიღწეული შეთანხმება“,- განაცხადა კუჭავამ.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 22:03

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

„არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ, ეს შეუძლებელია. ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა და ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“,- განაცხადა ერცვაძემ.

29 ნოემბერი 2020, 21:44

COVID19

რა შეზღუდვები და შეღავათები მოქმედებს საქართველოში - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

სპეციალისტები ჯანდაცვის სისტემის სირთულეებსა და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას უსვამენ ხაზს, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები კი იმ შეღავათებზე საუბრობენ, რომლებითაც პანდემიიდან გამომდინარე ბიზნეს-სექტორის წარმოამდგენლები სარგებლობენ.

29 ნოემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა - ნანა ალექსანდრია მსოფლიო ჩემპიონად

„გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა: ნონა გაფრინდაშვილმა ნებაყოფლობით თქვას უარი ყველა ტიტულზე და ნანა ალექსანდრია ავტომატურად გამოცხადდეს მსოფლიოს ჩემპიონად“, – წერს ნაცვლიშვილი.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 21:24

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საკუთარი თავისთვის ძალიან საინტერესო პაციენტი ვიყავი

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები“, - ამბობს ცერცვაძე.

29 ნოემბერი 2020, 20:56

რეგიონი

ბათუმში, ფიტნესკლუბში „რეფორმერი“ პოლიციამ სავარაუდოდ, ერთი მოქალაქე დააკავა

ბათუმში, „რეფორმერი ფიტნესის" შენობის მიმდებარედ, რომელიც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიციაა მობილიზებული.

შსს

29 ნოემბერი 2020, 20:53

სამართალი

პოლიციამ სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია 1 პირი

გავრცელებული ინფორმაციით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომელთაც ხელში იარაღის მსგავსი ნივთი ჰქონდათ. აფთიაქის თანამშრომლებმა პრევენციის მიზნით პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ორივე პირი ადგილზევე შეაჩერა. როგორც ამ დროისთვის დგინდება, ერთი მათგანი არასრულწლოვანია, ხოლო მეორე 20 წლამდე ასაკის.

ფორმულა 1 ავარია

29 ნოემბერი 2020, 20:26

სპორტი

„ფორმულა 1-ის“ ბაჰრეინის გრან-პრიზე რომენ გროჟანის ბოლიდი აფეთქდა. ვიდეო

ფრანგი სპორტსმენი პირველივე წრეზე რუს დანიილ კვიატის ბოლიდთან კონტაქტის შემდეგ ჯებირებს შეეჯახა. შედეგად გროჟანის ავტომობილი აფეთქდა და მას ცეცხლი წაეკიდა.

ირლანდია საქართველო

29 ნოემბერი 2020, 19:58

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

მატჩის პირველი ტაიმი ირლანდიელთა უპირატესობით, ანგარიშით 20-7 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, როდესაც ბილი ბერნსმა ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. მე-16 წუთზე გიორგი ლელო გიორგი კვესელაძემ დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

29 ნოემბერი 2020, 19:37

მსოფლიო

პოლიციამ დიეგო მარადონას ექიმის სახლსა და კლინიკაში ჩხრეკა ჩაატარა

ლეგენდარული ფეხბურთელი 25 ნოემბერს 60 წლისა გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში კი არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, სამართალდამცველები დაადგენენ ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

ლეო მესი

29 ნოემბერი 2020, 19:10

სპორტი

ლიონელ მესიმ „ოსასუნასთან" გატანილი გოლი დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა

„ოსასუნასთან" შეხვედრა კატალონიელებმა 4:0 მოიგეს და მესის გარდა სტუმართა კარში თითო ბურთი მარტინ ბრაიტვეიტმა, ანტუან გრიზმანმა და ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი გუნდის არგენტინელი ლიდერი დასახელდა.