Imedi /  10 ივლისი 2019, 21:22 / სანდო წყარო

ბახტაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმში ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომას პეტრიჩეკს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იყო ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები და თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და განათლების სფეროებში. 

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეზე, ამ პერიოდის განმავლობაში არსებულ მიღწევებზე. აღინიშნა, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა. 

ხაზი გაესვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას. 

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას მისი ეფექტური განხორციელების პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო კონფერენციაში-„ღირებული პარტნიორობის 10 წელი-განვლილი გზა და პერსპექტივები“ მონაწილეობისთვის, რომელსაც ბათუმი 11-12 ივლისს უმასპინძლებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შექმნა 10 წლის წინ შვედეთის და პოლონეთის ინიციატივა იყო, რომელმაც საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი გააერთიანა.

ყველა სიახლე

თამარ ტალიაშვილი

28 იანვარი 2021, 14:53

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარესთან ოლივერ ბეხტთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

28 იანვარი 2021, 14:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: საქართველო „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგში აღმოსავლეთ ევროპაში კვლავ ლიდერია

„კორუფცია ხრავს საზოგადოებებს და ანადგურებს სახელმწიფოებს. შევარდნაძის ხელისუფლება სწორედ ფართოდ გავრცელებულ კორუფციას გადაჰყვა, როცა ის სახელმწიფო სტრუქტურების ქვედა დონეებზეც კი ფართოდ იყო გავრცელებული. ჩვენ ვართ სამაგალითონი რეგიონში, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებს შორის, რაც ძალიან მიმზიდველს გვხდის. ამიტომ ეს პოზიციები უნდა შევინარჩუნოთ და წინ წავიწიოთ კიდეც,“ - აღნიშნა ექსპერტმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

თეა წულუკიანი

28 იანვარი 2021, 14:47

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გიგა ბოკერია არის პოლიტიკურად არავინ

გიგა ბოკერია არის პოლიტიკურად არავინ, იმიტომ რომ მის პარტიას არჩევნებზე მიღებული აქვს 3%-იანი შედეგი, თვითონ მას კი პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი იმ დიდ ოლქში, სადაც მაჟორიტარად კენჭი იყარა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა., რითაც „ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუციის“ შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

28 იანვარი 2021, 14:44

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის

„სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს, იმოქმედებს თუ არა პოლიტიკურ პროცესზე პროკურატურის მიერ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს შუამდგომლობა.

თეა წულუკიანი

28 იანვარი 2021, 14:38

საზოგადოება

თეა წულუკიანმა განმარტა როგორ გაიყოფა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„დღეს უკვე საჯაროდ დაზუსტდა ის, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დამტკიცების პროცედურებისას განაცხადა პარლამენტში. მას შემდეგ არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ამ თემაზე სახელისუფლებო წრეებში მიმდინარეობდა მსჯელობა. და უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები შეიძლება ჰქონდეს ამ ორ სამინისტროს. ერთი მხრივ იქნება განათლება და მეცნიერება ცალკე, რაც თავისთავად უზარმაზარი პორტფელია და კომპეტენციები არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი განვითარებისთვის და მეორე მხრივ, იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რაც გულისხმობს კულტურისა და სპორტის კომპეტენციების გაერთიანებას და ასევე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მმართველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდული საქმეების სააგენტოს გაერთიანებას ამ ახალ სამინისტროში“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

28 იანვარი 2021, 14:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, ბრალდებულებისგან მაქსიმალური ინფორმაციის მისაღებად

თუ მოსამართლე გადაწყვეტს, გირაოთი ჩაანაცვლოს წინასწარი პატიმრობა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი კრიტერიუმით - კვლავ საჭიროა თუ არა ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისთვის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

28 იანვარი 2021, 14:36

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ადამ კინზინგერი

28 იანვარი 2021, 14:36

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: „რესპუბლიკურ“ პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოდ ვგრძნობ

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკურ“ პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოდ გრძნობს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტსა და კონსტიტუციის 25-ე შესწორებით მის გადაყენებას მხარი დაუჭირა.

გიორგი მათიაშვილი

28 იანვარი 2021, 14:33

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ მარკ მილს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილს შეხვდა.

28 იანვარი 2021, 14:31

ეკონომიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბაზრობების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, ღია სივრცეში ვაჭრობის უფლება ჰქონდეთ.„ელიავას ბაზრობის” ერთ-ერთი წარმომადგენლის, თეა ანდრიაძის თქმით, უპირატესობა ღია სივრცეში მოვაჭრეებს უნდა ჰქონდეთ.

კახა კუჭავა

28 იანვარი 2021, 14:29

პოლიტიკა

კახა კუჭავა: სანამ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში, საქართველოს პოზიცია დააფიქსირა და სიტყვით გამოვიდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პაატა იმნაძე

28 იანვარი 2021, 14:20

COVID19

პაატა იმნაძე: პირბადის ტარებას თუ არ მივეჩვიეთ, ვირუსთან ერთად ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს

ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან არანაირ კავშირში არ არის. ვაცქინაცია როდესაც დასრულდება, უფრო მეტად მაშინ შეიძლება, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

პაატა იმნაძე

28 იანვარი 2021, 14:17

COVID19

პაატა იმნაძე: ვაქცინებთან დაკავშირებით ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა, მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო

ჩვენი კვლევებით 22 პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს, 55-დან 60 პროცენტამდე კი დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

პაატა იმნაძე

28 იანვარი 2021, 14:14

COVID19

პაატა იმნაძე: შემოდგომაზე მოსახლეობის 60% ვაქცინირებული უნდა იყოს, რათა ზამთარს მომზადებული შევხვდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს.

მიხეილ სადრაძე

28 იანვარი 2021, 14:12

სამართალი

პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: გამოძიების მთელი აქცენტი დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზეა მიმართული

„ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართული არის სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და საგამოძიებო ორგანო ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს. მათ შორის, თქვენთვის ცნობილია, რომ ერთი პირი დღეს უკვე იმყოფება გამოკითხვაზე“, - განაცხადა სადრაძემ.

პროკურატურა

28 იანვარი 2021, 14:04

სამართალი

პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გაკეთდა.

ჩჟაო ლიცზიანი

28 იანვარი 2021, 13:55

COVID19

ჩინეთის საგარეო უწყება: პანდემიის წარმოშობის შესახებ ჯანმოს გამოძიება პოლიტიზებული არ უნდა იყოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიება პანდემიის წარმოშობის შესახებ პოლიტიზებული არ უნდა იყოს.

ცხინვალი

28 იანვარი 2021, 13:47

რეგიონი

ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი 5 თებერვალს გაგრძელდება

ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დასრულდა. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, მომდევნო სხდომა ე.წ.მოსამართლემ 5 თებერვალს ჩანიშნა.

მამუკა მდინარაძე

28 იანვარი 2021, 13:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გიგა ბოკერიამ ჯერ საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს

სამპროცენტიანი პარტიის უმანდატო ლიდერი საზოგადოებას რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს და თან ვალდებულებას აკისრებს, სასაცილოა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, გიგა ბოკერიამ ჯერ საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს.

ანდრია გვიდიანი

28 იანვარი 2021, 13:28

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა ადასტურებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს

დღეს გამოქვეყნებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში.