imedi /  13 ივლისი 2019, 22:53 / სანდო წყარო

მეზვრიშვილი: აქციის ძალადობრიობის არაღიარება ისეთივე სირცხვილია, როგორც შესაძლო გადამეტების ფაქტების არაღიარება

ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი

მესმის, რომ გარკვეული ადამიანები ცდილობენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, მაგრამ იმის არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო ისეთივე სირცხვილია, როგორც იმის არაღიარება, რომ აქციის შეწყვეტის ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ცალკეულ ფაქტებს, რომელიც სათანადო გამოძიებას საჭიროებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა დაწყებული გამოძიების და იმ მტკიცებულებების შესახებ, რაც ამ დროისთვის სამართალდამცველებმა მოიპოვეს.

„ალბათ ყველამ კარგად იხილა, რომ ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ მოწოდებებს და უბრალოდ ძალადობისკენ მოწოდებებს, რომელიც თუ ძალადობის განხორციელებისას რეალურ საფრთხეს ქმნის, სისხლის სამართლის წესით არის დასჯადი. სახეზე იყო უკვე რეალიზებული ძალადობა, ძალადობის შემდგარი ფაქტი.

მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ კონკრეტული მტკიცებულებები, გაჩნდა გამოძიების მიმდინარეობის დროს კვალიფიკაციის დამატების აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ კვალიფიკაცია არ შეცვლილა. მიმდინარეობს როგორც 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, ისე 315-ე მუხლით, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია - კვალიფიკაცია დაემატა. შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არსებობდა, ახლა გამოძიება გაგრძელდება ამ ორი მუხლით და აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, რომელსაც ამ საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა მოიპოვებენ, განიხილება და შეფასდება ამ ორი კვალიფიკაციის ჭრილში, მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჭრილში“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მოკლე დროში სამართალდამცავი ორგანოები კონკრეტულ შედეგებს დადებენ და კონკრეტულ მტკიცებულებებს მოიპოვებენ, რაც ამ კვალიფიკაციით კონკრეტული ქმედების ჩადენის დადასტურების შესაძლებლობას უფრო მაღალი სტანდარტით მოგვცემს. 

„ჩვენ ვამბობთ, რომ აქცია თავიდან მშვიდობიანი იყო, შემდეგ ის გახდა ძალადობრივი, ამას ვერსად გავექცევით. მე მესმის, რომ გარკვეული ადამიანები ცდილობენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, მაგრამ იმის არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო ისეთივე სირცხვილია, როგორც იმისი არაღიარება, რომ აქციის შეწყვეტის ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ცალკეულ ფაქტებს, რომელიც სათანადო გამოძიებას საჭიროებს. ამიტომ ორმაგი სტანდარტები აქ არ უნდა დავუშვათ. არც ჩვენ უნდა დავუშვათ და არც იმ ადამიანებმა, რომლებიც არ აღიარებენ, რომ აქცია, სადაც პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, კორდონიდან იტაცებდნენ, ფარებს სტაცებდნენ, პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სადაც რკინის კონსტრუქციებს პოლიციელებს ურტყამდნენ, კორდონიდან გატაცებულ პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ძალადობრივი არ იყო", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

საკონტროლო პუნქტი

30 მარტი 2020, 18:03

COVID19

პირთა გადაადგილების კონტროლის მიზნით საქართველოს 7 ქალაქში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

პირთა გადაადგილების კონტროლის მიზნით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 18:01

COVID19

გიორგი გახარია: 24 საათიან რეჟიმში მომუშავე დაწესებულებები სპეციალური საშვებით ისარგებლებენ

ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, ექნება სპეციალური საშვები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მიმართა და მოუწოდა, ისარგებლო ნომრით - 144, რომ მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა ფუნქციონირებაში.

30 მარტი 2020, 17:55

COVID19

სად უნდა დარეკოთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ შეკითხვის შემთხვევაში

უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:53

COVID19

იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია

იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:47

COVID19

რა უნდა იცოდეთ საყოველთა კარანტინის ფარგლებში შემოღებული წესების შესახებ

მავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 17:47

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ვაწესებთ დამატებით შეზღუდვას ეკონომიკურ საქმიანობაზე

ჩვენ ვაწესებთ დამატებით შეზღუდვას ეკონომიკურ საქმიანობაზე. ეკონომიკური საქმიანობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებით, - მის შესხებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:42

COVID19

70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ

70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:40

COVID19

გიორგი გახარია: 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს

ე.წ. საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, სხვას არაფერს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც და დათმობაც დღეს ჩვენ შეგვეძლო იმისთვის, რომ არ გამოგვეცხადებიანა საყოველთაო კარანტინი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:38

COVID19

ხვალ დილის 08:00 საათიდან ქალაქში გადაადგილებისას ყველას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

31 მარტის დილის 08:00 საათიდან ყველა მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:29

COVID19

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება

საქართველოს მთავრობის გდაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. „საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გახარიამ.

კირიაკოს მიცოტაკისი

30 მარტი 2020, 17:19

COVID19

საბერძნეთის პრემიერი მმართველი პარტიის დეპუტატებს მოუწოდებს, მომდევნო ორი თვის ხელფასის ნახევარი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხონ

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მმართველი „ახალი დემოკრატიის“ პარტიის დეპუტატებს მოუწოდებს, მომდევნო ორი თვის ხელფასის ნახევარი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხონ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკოსები სოლიდარობის წინა ხაზზე უნდა იყვნენ. „ახალი დემოკრატიის“ ყველა დეპუტატს, მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებს სიმბოლური ინიციატივისკენ მოვუწოდებ - მომდევნო ორი თვის განმავლობაში ხელფასის ნახევარი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ფონდში ჩარიცხონ. საფრთხის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ, თუმცა ამ ბრძოლაში თითოეულმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს“, - დაწერა საბერძნეთის პრემიერმა Facebook-ზე.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:07

COVID19

გიორგი გახარია: ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება

ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

30 მარტი 2020, 17:05

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 100 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 18 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4978 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

კახა კალაძე

30 მარტი 2020, 16:59

COVID19

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებისა და ხანდაზმულებისთვის პროდუქტების 1 500 პაკეტი შეაგროვა

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად ამჯერად „კარფურში“ იმყოფებოდა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პროექტი, რომლითაც ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ასაკოვან ადამიანებს დაეხმარებიან. მერის განცხადებით, ამ მიზნით ისინი უკვე „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ იმყოფებოდნენ. დღეს კი აქცია კარფურში ტარდება. მისივე თქმით, „კარფურში“ წარმოდგენილია პროდუქტები, რომლებიც მოქალაეებს შეუძლიათ გაჭირვებული ადამიანებისთვის შეიძინონ. წითელი ჯვრის მოხალისეები კი მოქალაქეებს ამ პროექტის შესახებ აუხნიან. პროდუქტებს სოციალურად დაუცველებსა და ასაკოვნებს სახლში მოხალისეები და გამგეობის თანამშრომლები მიუტანენ.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 16:59

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სამედიცინო სექტორის თანამშრომელიც არის

„პირველად გვაქვს სამი შემთხვევა, რომელთა წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. როდესაც ასეთი პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც ინფიცირებულია სამედიცინო სექტორის თანამშრომელი.

30 მარტი 2020, 16:58

სამართალი

შსს-მ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო

როგორც უწყებაში აცხადებენ, დროის უმოკლეს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ყველა იზოლატორში, მოეწყო სივრცეები, რომლებიც სრულად აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. იზოლატორებიდან პროგრამული ადმინისტრირების კუთხით გადამზადება გაიარეს იზოლატორის თანამშრომლებმა, რომლებსაც განესაზღვრათ სასამართლოებთან დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული კომუნიკაციის დამყარების ფუნქცია-მოვალეობა.

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 16:53

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა

აშშ-ში COVID-19 -ით, ბოლო მონაცემებით 2513 ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. აშშ-ში კორონავირუსით სულ 143 ათასი ადამიანი დაინფიცორდა. ყველაზე მეტი 776 ადამიანი ინფექციას ნიუ-იორკში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ქალაქი კინგი ვაშინგტონის შტატში, სადაც კორონავირუსით 144 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში ამ დროსითვის სულ 4865 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

30 მარტი 2020, 16:51

COVID19

სამხრეთკორეელი პროფესორი: დაინფიცირებულთა 20%-ს კორონავირუსი უსიმპტომოდ გადააქვს

დაინფიცირებულთა 20%-ს კორონავირუსი სიმპტომების გარეშე გადააქვს. ამის შესახებ სამხრეთკორეელი პროფესორი აცხადებს. ამასთან, კიმ ვუ-ჯუ ნიღბების ხმარებაზე კატეგორიულად არ ეთანხმება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ისა და ევროპელების მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ნიღბები მხოლოდ ექიმებმა უნდა იხმარონ. ექსპერტი თვლის, რომ ნიღბების მასიური ხმარება აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

30 მარტი 2020, 16:49

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის პიკს 7-10 დღეში ელოდებიან

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემია პიკს სავარაუდოდ უახლოეს 7-10 დღეში მიაღწევს, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, პიერპაოლო სილერიმ. „კორონავირუსის გავრცელების ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ინფიცირების მრუდი ზევით მიდის, თუმცა უფრო ხაზოვანია“, - აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. პიერპაოლო სილერის განმარტებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ პიკი 7-10 დღეშია მოსალოდნელი.

უკრაინის რადა

30 მარტი 2020, 16:46

მსოფლიო

უკრაინის რადამ თანამდებობიდან ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები გაათავისუფლა

უკრაინის რადამ თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი იგორ უმანსკი და ჯანდაცვის მინისტრი ილია ემეცი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. უმანსკის გატავისუფლებას მხარი 249 დეპუტატმა, ემეცის კი - 271 დეპუტატმა დაუჭირა. ამასთან ერთად, რადამ ჩააგდო მინისტრების შემცვლელების, სერგეი მარჩენკოს და მაქსიმ სტეპანოვის დანიშვნის საკითხზე გამართული კენჭისყრა.