imedi /  15 ივლისი 2019, 13:48 / სანდო წყარო

ოპოზიციონერი ასლან ბჟანია აფხაზეთის დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ასლან ბჟანია ე.წ. არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნის.

„წამყვანი გერმანელი სპეციალისტების მიერ 13 ივლისს ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით და აღდგენის ვადები შესაძლოა, გაიწელოს. შექმნილ ვითარებაში, ჩემი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა“, - წერია ბჟანიას მიმართვაში. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, არჩევნებში ხმა მისცენ ოპოზიციური პარტიის, „ამცახარა“-ს კანდიდატს, ალხას კვიცინიას.

ბჟანიას ავადმყოფობის გამო, ხაჯიმბას ოპოზიციამ 20 მაისს მოითხოვა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 21 ივლისიდან 23 ნოემბრამდე გადადება. უარის შემდეგ ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და საპროტესტო აქციები დაიწყო რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით. თავის მხრივ, დეფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციას ბრალს სდებდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში.

22 მაისს, ხაჯიმბამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ე.წ. არჩევნების 21 ივლისიდან 25 აგვისტოსთვის გადატანის შესახებ.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 10:55

რეგიონი

რუხში საფეხბურთი აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 10:52

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა

მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი პოზიციით დაქვეითდა. 28 წლის ქართველმა სპორტსმენმა ვენის ტურნირზე პირველივე შეხვედრაში დამარცხების შემდეგ 1395 ქულით 34-ედან 36-ე ადგილზე გადაინაცვლა.

27 ოქტომბერი 2020, 10:30

რეგიონი

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი ორ 25 კმ-იან მანაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

27 ოქტომბერი 2020, 09:58

მსოფლიო

საფრანგეთში ისლამისტმა ჰაკერებმა ათობით ვებგვერდზე შეტევა განახორციელეს

კიბერთავდასხმის მიზეზი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომელიც ემანუელ მაკრონმა პარიზში სკოლის პედაგოგის მკვლელობის შემდეგ გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება.

დონალდ ტრამპი
ემი კონი ბარეტი

27 ოქტომბერი 2020, 09:41

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა უზენაესი სასამართლოს წევრის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცა

48 წლის ემი კონი ბარეტი აშშ-ის მე-7 საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. იგი რელიგიური და კონსერვატიული მსოფლმხედველობით გამოირჩევა და აბორტის მოწინააღმდეგეა. ის გარდაცვლილი რუტ ბეიდერ გინზბურგს ჩაანაცვლებს.

27 ოქტომბერი 2020, 09:19

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 11 400-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11 409 ადამიანს დაუდგინეს, 42 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 449 275 შემთხვევა გამოვლინდა, 10 095 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

27 ოქტომბერი 2020, 09:04

COVID19

28 ოქტომბრიდან ჩეხეთში ღამის საათებში გარეთ გასვლა აიკრძალება

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განმარტებით, მანამდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 263 5773 ადამიანი დაინფიცირდა, 2337 პაციენტი კი გარდაიცვალა.

27 ოქტომბერი 2020, 08:30

საზოგადოება

დღეს მთელ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი 16. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +26 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

27 ოქტომბერი 2020, 08:19

საზოგადოება

დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით წელიწადზე მეტი დასჭირდა. მიხარია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდა ეს სივრცე და ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ადგილზე გვაქვს დარეჯანის სასახლე, რომელიც ხვალიდან სტუმრებს მიიღებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

27 ოქტომბერი 2020, 08:13

საზოგადოება

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. ამ თარიღს სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთს იმ საკითხთა შორის, რომლებზეც შეგვიძლია, ერთობლივად ვიზრუნოთ ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რადგან ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი.

27 ოქტომბერი 2020, 01:28

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს.

27 ოქტომბერი 2020, 01:19

მსოფლიო

ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ მონაცემებით, ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 01:17

კულტურა

AC/DC-მ ახალი ვიდეორგოლი წარადგინა

რგოლის პრემიერმა ჯგუფის ოფიციალურ Youtube-არხზე შედგა. ეს მუსიკოსების პირველი ვიდეონამუსევარია ვოკალისტ ბრაიან ჯონსონის დაბრუნების შემდეგ, რომელიც 4 წლის წინ, სმენის დაკარგვის შემდეგ იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა.

ნანა გეგეჭკორი

27 ოქტომბერი 2020, 01:06

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: თუ სიმპტომები გაქვთ და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსისა და გრიპის თვისებებს ხსნის. ნანა გეგეჭკორი „ერთი ოქროს წესის“ გათვალისწინებას ურჩევს მათ, ვისაც სიმპტომები აქვთ და არ იციან, ეს გრიპია თუ კოვიდი.

ნანა გეგეჭკორი

27 ოქტომბერი 2020, 00:58

COVID19

ნანა გეგეჭკორი: თუ კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს ტესტირებას აზრი არ აქვს, რადგან ტესტის პასუხი მკურნალობას არ ცვლის

დაახლოებით 80 პროცენტი კორონავირუსს უსიმპტომოდ ან ძალიან მცირე სიმპტომებით გადაიტანს, ასეთ პაციენტებს სამედიცინო სისტემისგან არანაირი ყურადღება არ სჭირდებათ - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 00:53

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 00:46

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ხელისუფლებაში არის გუნდი, რომლის წევრებიც არ ითხოვენ ორ გვამს, არამედ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენას და საზოგადოების უსაფრთხოებას

ე.წ ოპოზიციურ დაჯგუფებაში არის ორი ჯგუფი, აქედან ერთი რადიკალურია, რომელიც სპეცოპერაციების დროს ითხოვდა ორ გვამს. დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არის გუნდი, რომლის წარმომადგენლებიც ითხოვს არა ორ გვამს, არამედ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენას და საზოგადოების უსაფრთხოებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

27 ოქტომბერი 2020, 00:37

მსოფლიო

Rasmussen-ის გამოკითხვა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 1%-ით უსწრებს

კვლევითი სამსახური Rasmussen-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს 1%-ით უსწრებს.

27 ოქტომბერი 2020, 00:28

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: უსაფრთხო დისტანციად ითვლება კოვიდინფიცირებული პაციენტისგან 2 მეტრზე შორს ყოფნა

არის ბევრი რამ, რაზეც პასუხი არ აქვს სამედიცინო საზოგადოებას, ეს ახალი დაავადება და გზადაგზა ვსწავლობთ, ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ დამიჯერეთ ბევრი კითხვა დღესაც უპასუხოა, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა კორონავირუსზე საუბრისას Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 00:19

COVID19

კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. თითოეული შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟი.