imedi /  18 ივლისი 2019, 13:04 / სანდო წყარო

სააკაშვილი: რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს იყო „რუსთავი 2“ და ახლა მიაქვს

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

სააკაშვილი ყველა პოლიტიკურ ძალას მობილიზაციისკენ მოუწოდებს და რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს. 

„ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მან უკვე წაიღო და ჯიბეში ჩაიდო პრაქტიკულად მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ბიუჯეტი, საქართველოს მიწები, საქართველოს ტყეები, მთლიანად ჩაიგდო ხელში სასამართლო სისტემა და მთლიანად ჩაიგდო ხელში პროკურატურა, სამართალდამცავი სტრუქტურები, მმართველობის უკლებლივ ყველა რგოლი.

ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართული ერის იდეას. ერთადერთი, რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს „რუსთავი 2“, ახლა მიაქვს. მეგობრებო, მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი გადაწყვეტილება? წყნარად დავდგეთ და შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს თუ ამოვიღოთ ხმა და დავდგეთ ერთად, მოვაშოროთ ეს საზიზღრობა საქართველოს მმართველობას და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა.

აღარ არის საუბარი პარტიებზე, პოლიტიკოსებზე, გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, გვინდა, რომ გვქონდეს სამშობლო და გვინდა, რომ საბოლოოდ ჩავაბაროთ საქართველოს დაუძინებელ მტერს? მე არ ვაპირებ გაჩერებას და მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს საუკეთესო შვილები აპირებენ ბოლომდე ბრძოლას“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ს საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

ამასთან, სტრაბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო. 

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ს გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ს მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.

ყველა სიახლე

მოთამაშეთა განვითარების ლიგა

14 აგვისტო 2020, 14:58

სპორტი

ახალ ოლიმპიურ სასახლეში 17 აგვისტოს კალათბურთში მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება

ახალ ოლიმპიურ სასახლეში 17 აგვისტოს კალათბურთში მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება. კალათბურთის ფედერაციის ახალი პროექტი წელს პირველად იმართება და ტრადიციული გახდება. მოთამაშეთა განვითარების ლიგის მიზანი კალათბურთელებისა და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენისა და კლუბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაა.

14 აგვისტო 2020, 14:58

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რომელსაც მთავრობის წევრები და საქართველოს პრეზიდენტი დაესწრებიან.

ეკატერინე დგებუაძე

14 აგვისტო 2020, 14:45

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძის თქმით, სკოლები უზრუნველყოფილი იქნებიან პირბადეებით

„სკოლები უზრუნველყოფილი იქნებიან პირბადეებით, საჭიროების შემთხვევაში სკოლაც ვალდებული იქნება (ამის მარაგი ექნება) ნებისმიერი პირი, რომელიც სკოლაში შევა, მათ შორის მოსწავლეები, (თუ სურვილი ექნებათ, რომ პირბადე გაიკეთონ), პირბადით უზრუნველყოს. ამას განათლების სამინისტრო მხარს უჭერს და ეხმარება აღჭურვოს სკოლები პირბადით“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

14 აგვისტო 2020, 14:42

სამართალი

დააკავეს 3 პირი, რომელთაც ბანკიდან 193 000 ლარი მოტყუებით გაიტანეს

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულების მიერ ბანკიდან მოტყუებით მიღებული და დაუფლებული თანხის ოდენობა 193 300 ლარია.

14 აგვისტო 2020, 14:37

COVID19

ყაზბეგის მერის თქმით, რეგიონში ვითარება კონტროლირებადია, თუმცა არ გამორიცხავს რომ ინფიცირებულთა წრე გაიზარდოს

ყაზბეგის მერის თქმით, რეგიონში ვითარება კონტროლირებადია, თუმცა არ გამორიცხავს რომ ინფიცირებულთა წრე გაიზარდოს. როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი აღნიშნავს, დაბა სტეფანწმინდაში კორონავირუსზე სინჯების აღება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს, თუმცა მისივე თქმით, ინფიცირების წყაროების ლოკალიზება შესაძლებელია. „დადასტურებულია კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა. აქედან ოთხი სოფელ გარბანიდანაა, ხუთი კი სტეფანწმინდიდან. ყველა მათგანი საბაჟოს თანამშრომლების კონტაქტები არიან და ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ყველა კონტაქტი მოძიებულია და თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, - აცხადებს ალექსანდრე ზაგაშვილი.

ანგელა მერკელი

14 აგვისტო 2020, 14:33

მსოფლიო

ანგელა მერკელი ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას მტკიცედ გმობს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მტკიცედ დაგმო ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული ძალადობა და ბელარუსის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 14:25

ტექნოლოგიები

კომპანია Epic Games-მა Apple-ს სასამართლოში უჩივლა

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ სარჩელით მათ სურთ Apple-ის „უსამართლო და ანტიკიკონკურენტული ქმედებები“ დაასრულონ. Epic Games-ი მიიჩნევს, რომ ამერიკულმა კომპანიამ მონოპოლია შექმნა და 2 ბაზარზე დომინანტური მდგომარეობით სარგებლობს.

ღასან ხალილი

14 აგვისტო 2020, 14:24

საზოგადოება

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას დადებითად აფასებს

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება 15 სექტემბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.

14 აგვისტო 2020, 14:19

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 105 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 60 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 262 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 224 876 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 105 463 ადამიანი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 14:15

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10-კვირიანი კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს.

14 აგვისტო 2020, 14:08

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 1449 ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1449 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 221 413-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 225 პაციენტი გარდაიცვალა, 200 800 კი გამოჯანმრთელდა.

ნინო ლომჯარია

14 აგვისტო 2020, 13:54

სამართალი

ომბუდსმენის შეფასებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება დაუსაბუთებელია

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.

14 აგვისტო 2020, 13:53

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 5000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 065 შემთხვევა გამოვლინდა, 114 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 912 823 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 15 498 ადამიანი, 722 964-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

თორნიკე რიჟვაძე

14 აგვისტო 2020, 13:47

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე: ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის-მენეჯერები იკვლევენ?

ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის- მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ? აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის წარმოდგენაში არ არიან“, - განაცხადა რიჟვაძემ და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას არ ენდობა.

14 აგვისტო 2020, 13:47

საზოგადოება

19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება.

მიხეილ რამიშვილი

14 აგვისტო 2020, 13:31

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: საქმით ჩანს, რომ გამოძიება მუშაობს თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაზე და არა - მკვლელობის

„კითხვა იქნება მრავალი. მოთხოვნებს არ დავაკონკრეტებ. არსებული გარემო აბსოლუტურად მიუღებელია. მე აქ ბრალდებულის ინტერესებს არ ვიცავ, მე ვიცავ დაზარალებული ინტერესებს და ეს გარემო და ფონი, ფსიქოლოგიურად, ცოტა, მიუღებელია. ვერსიებზე მუშაობენ, მაგრამ საქმით საპირისპირო მტკიცდება. ისინი სამივე ვერსიაზე მუშაობენ, მაგრამ, ჩემთვის, როგორც მხარისთვის, ამ შემთხვევაში, დაზარალებულის მხარისთვის, საქმით, მუშაობენ თვითმკვლელობაზე და არა -მკვლელობაზე“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

14 აგვისტო 2020, 13:30

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს.

14 აგვისტო 2020, 13:29

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 1723 შემთხვევაში დადასტურდა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. საერთო ჯამში, უკრაინაში COVID-19-ით 87 872 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2011-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 46 797 პაციენტი.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

14 აგვისტო 2020, 13:22

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსებს აღარასოდეს მოუნდებათ ამ ხელისუფლებასთან თანაცხოვრება

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს. სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, იმ უბნესი, სადაც კომისიამ ხმები სწორად დათვალა, მან ამომრჩეველთა ხმების 60-70% მიიღო.

14 აგვისტო 2020, 13:11

COVID19

დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა, მოსახლეობის ტესტირება გრძელდება. ეპიდემიოლოგები დილიდან დაავადებული პაციენტების ახლო კონტაქტებს იკვლევენ, თუმცა აქ COVID-19-ზე გამოკვლევა სურვილის მიხედვით, სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ.