imedi /  18 ივლისი 2019, 21:27 / სანდო წყარო

15 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

15 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის“ - ნათქვამია განცხადებაში. 

„გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედია გარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით. არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით. ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედია სივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ მედიის სფეროში და განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ამავდროულად, გამოვხატავთ მზადყოფნას ტელეკომპანიის თანამშრომლებს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება“- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; მედიის განვითარების ფონდი; საზოგადოება და ბანკები; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; მწვანე ალტერნატივა;ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს გაეროს ასოციაცია; ღია საზოგადოების ფონდი ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი. 

„რუსთავი 2“-ს დირექტორად გვარამიას ნაცვლად პაატა სალია დაინიშნა.

ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ითხოვა.

როგორც საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცში წერია, დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს პარტნიორთა კრება გაიმართა.

კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მანამდე საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. 

განცხადება გაავრცელეს „რუსთავის 2“-ს თანამშრომლებმა, სადაც ამბობენ, რომ მენეჯმენტის შეცვლა გამოიწვევს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებენ, არ დაარეგისტრიროს ადვოკატ პაატა სალიას მოთხოვნა არხის მესაკუთრედ ხალვაშის დარეგისტრირების შესახებ. 

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ის სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. „სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო. 

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ს გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ს მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.

ყველა სიახლე

25 ნოემბერი 2020, 17:04

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 ათასს გადააჭარბა.

25 ნოემბერი 2020, 17:01

COVID19

ირანში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13,843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 469 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ნოემბერი 2020, 16:58

საზოგადოება

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, ტაძარში ეკეთოთ პირბადე, ხოლო ვინც რისკის ჯგუფშია, დარჩეს სახლში

კორონავირუსის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ტაძარში ყოფნის დროს დაიცვან დისტანცია და ეკეთოთ პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან.

25 ნოემბერი 2020, 16:56

რეგიონი

კოვიდ-სასტუმროს ექთანი: პაციენტი თავს მედიკამენტების წართმევის მიზნით დამესხა

კოვიდ-სასტუმროს ექთანი ასმათ ვარშალომიძე ინციდენტის დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ კოვიდპაციენტი, რომელიც ასევე მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია, მედიკამენტების წართმევის მიზნით დაესხა თავს.

სულხან ლომინაძე

25 ნოემბერი 2020, 16:55

COVID19

კარდიოქირურგი სულხან ლომინაძე: კოვიდპაციენტების 25%-ს გულის გართულებები აღენიშნება

კოვიდპაციენტების 25%-ს გულის გართულებები აღენიშნება, - ამის შესახებ კარდიოქირურგმა სულხან ლომინაძემ ტელეკომპანია „მაესტროში“ ჩართვისას განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, რამდენად კავშირშია ერთმანეთთან კორონავირუსი და გულის პრობლემები.

25 ნოემბერი 2020, 16:53

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 46,550,000 დოლარი გაყიდა

2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა.

25 ნოემბერი 2020, 16:47

რეგიონი

ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის 15,4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე იფორმაციით, არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი

25 ნოემბერი 2020, 16:42

მსოფლიო

ერდოღანი: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების პროცესი სხვა დონეზე შეიძლება გადავიდეს, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების პროცესში სხვა ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობა განიხილა.

25 ნოემბერი 2020, 16:37

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. საქართველოს პროკურატურა უერთდება 16 დღიან გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

მადონა ტაკიძე

25 ნოემბერი 2020, 16:35

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

„56 წლის არის გარდაცვლილი. ის 17 ოქტომრიდან მკურნალობდა. მდგომარეობა მალევე დამძიმდა და გადაყვანილი იყო რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. კორონავირუსის შედეგად ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. არ ჰქონია თანმხლები დაავადებები. სამწუხაროდ, ის დღეს დილით გარდაიცვალა“, - განაცხადეს კლინიკაში.

25 ნოემბერი 2020, 16:29

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება

ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი, მაგრამ ახალი არჩევნები არის აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.

პაატა იმნაძე

25 ნოემბერი 2020, 16:26

COVID19

პაატა იმნაძე: ახლა ყველა გაციება პრაქტიკულად კორონავირუსია

„არ არის ჯერ სეზონური გრიპი. დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 პროცენტი არის კოვიდი. ძალიან ცოტა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია და არის ასევე რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის კოვიდი, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დავით ბაქრაძე

25 ნოემბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია გამოსავალი ვერ იქნება

ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა გამოსავალის მოსაძებნად, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ოღონდ გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. გამოსავალი უნდა იყოს ამ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელსაც ექნება მოსახლეობის ნდობის მანდატი და რომელსაც შეეძლება, გაუმკლავდეს უმძიმეს ეკონომიკურ და ჯანდაცვის საფრთხეებს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პარტიებთან მიმდინარე ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე შესვლისას განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 16:16

COVID19

ჯანმო: ევროპის რეგიონი კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წყაროა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპის რეგიონი კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წყაროა.

პაატა იმნაძე

25 ნოემბერი 2020, 16:15

COVID19

პაატა იმნაძე კორონავირუსით რეინფიცირებაზე: წითელაც, რომელიც ძალიან ძლიერ იმუნიტეტს ტოვებს, შეიძლება ვიღაცას მეორედ დაემართოს

რეინფიცირების შემთხვევა მსოფლიოში არის დადასტურებული, საბედნიეროდ, ეს არის გამონაკლისი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 16:05

COVID19

საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და განვითარების საკითხზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

25 ნოემბერი 2020, 16:05

COVID19

ამირან გამყრელიძე კორონავირუსით რეინფიცირების ფაქტს არ ადასტურებს

სად იყო რეინფიცირების ფაქტი, გვაცნობეთ, რადგან ჩვენ ამას ვიკვლევთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

25 ნოემბერი 2020, 16:01

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები რომ არ ყოფილიყო, შეზღუდვების უფრო ადრე დაწესების შესაძლებლობა გვექნებოდა

ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა და უნდა ყოფილიყო, რომ შეზღუდვები დაგვეწესებინა უფრო ადრე, მაგრამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური პროცესი და ეს პოლიტიკური პროცესი ხდება 4 წელიწადში ერთხელ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, რომ არ ყოფილიყო არჩევნების მე-2 ტური, შეზღუდვები შესაძლოა ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო. „ქვეყანა წავიდა ამ გზით, რომ აქაც დანის პირზე ევლო, ანუ, ერთი მხრივ, პოლიტიკური პროცესი არ შეეჩერებინა და მეორე მხრივ, ინფექციის მართვას. რომ არ ყოფილიყო მე-2 ტური, ეს შეზღუდვები შეიძლება დაწესებულიყო ნოემბრის დასაწყისში და ალბათ მეტ ეფექტს მივიღებდით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

25 ნოემბერი 2020, 16:00

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის შესახებ მსჯელობს

„მე ჩემს რეკომენდაციებს ვაჟღერებ საკოორდინაციო საბჭოზე. გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

25 ნოემბერი 2020, 15:57

COVID19

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შედეგი უნდა იყოს ის, რომ 3 კვირის შემდეგ ყოველდღიურად არ იყოს 5-6 ათასი შემთხვევა

ექიმები ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანთა ყოფა, მათი შემოსავალი და ვნახოთ ე.წ. ოქროს შუალედი. ამ შეზღუდვების შედეგი იქნება ის, რომ 3 კვირის შემდეგ ინფიცირებულთა დღიური რიცხვი არ უნდა გაიზარდოს 5-6 ათასამდე, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ 3-4 ათასიდან ათას შემთხვევაზე ჩამოვალთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.