imedi /  18 ივლისი 2019, 22:45 / სანდო წყარო

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დანიშნეს

ზვიად შალამბერიძე

ზვიად შალამბერიძე

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე გახდა. განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი.

შალამბერიძე მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო რწმუნებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მაისის შემდეგ კი, როცა თანამდებობა შავლეგო ტაბატაძემ დატოვა, რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.

ზვიად შალამბერიძე 2001-2004 წლებში გაერო-ს განვითარების პროგრამაში მუშაობდა, შემდეგ კი კერძო სექტორში, მათ შორის სადაზღევო კომპანიებში – „ჯი პი აი ჰოლდინგი“ და „ირაო“. 2015-2019 წლებში შპს „ფრეგოს“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 17:50

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი უკრაინულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე: ეს არის იმ ჯგუფის ხელწერა, რომელთანაც დაკავშირებულია ძალადობა, კრიმინალი, ბიზნესის ტერორი და სტრასბურგის სასამართლოს განცვიფრება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას სიცოცხლის მოსპობის მცდელობის აღკვეთით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და თუ ვისი სცენარით და ხელწერით იგეგმებოდა ეს კრიმინალი, ამას პასუხს გამოძიება და სასამართლო გასცემს.

20 ოქტომბერი 2020, 17:27

რეგიონი

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 50 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ნარიმანიძემ გახსნეს.

სოზარ სუბარი

20 ოქტომბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად სამშობლოს ღალატის აქტი ჩაიდინეს

მისი თქმით,ზურა ნოღაიდელს რომ არ ეთქვა, ისედაც ძალიან კარგად ჩანდა იმ განცხადებებში, რომელიც 2001, 2007, 2012 წლებში გააკეთეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს არის ისტორიული ბედის უკუღმართობა, რომ ეს ტერიტორიები არის აზერბაიჯანის ტერიტორია, მაშინ როდესაც ყველა დეტალი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი დავით გარეჯზე: ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება ასე ძალიან ოპოზიცია, რომ ფასი დაუკარგონ ამ რუკებს

ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება ასე ძალიან ოპოზიცია, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიცია, ამაში ისინი ერთიანები აღმოჩნდნენ, რომ ფასი დაუკარგონ ამ მტკიცებულებებს, ამ დოკუმენტებს, ამ რუკებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს დავით გაერჯის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 17:25

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა არის არა მხოლოდ ჩვენი ფასეულობები და გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, არამედ - ხალხის არჩევანი

ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა არის არა მხოლოდ ჩვენი ფასეულობები და გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, არამედ ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

სერგი კაპანაძე

20 ოქტომბერი 2020, 17:24

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე დავით გარეჯზე: საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლება ამ ტერიტორიებს აძლევდა აზერბაიჯანს არის უბრალოდ არასწორი

„არაფერი ხელმოსაჭიდი, აბსოლუტურად არანაირი არგუმენტი პროკურატურას არ გააჩნია და საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლება ამ ტერიტორიებს აძლევდა აზერბაიჯანს არის უბრალოდ არასწორი. ყველა ფაქტი მიუთითებს სხვა რამეზე. თუ არსებობს განცხადებები, სადაც არის საუბარი, რომ დავით გარეჯის დიდი კომპლექსის რამდენიმე ძეგლი არის ტერიტორიაზე, რომელიც კონტროლდება აზერბაიჯანი მხრიდან, ეს არ არის შეფასება, ეს არის ფაქტი, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულია, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ასე არის“, - განაცხადა კაპანაძემ.

ირაკლი ბერაია

20 ოქტომბერი 2020, 17:23

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებით ირკვევა, რომ სააკაშვილს აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია ჰქონდა

ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებით ირკვევა, რომ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია ჰქონდა და მაშინდელ ხელისუფლებაში არსებობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო კონსენსუსი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 17:19

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ყველანი ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე დავით გარეჯის საკითხი არ გადაწყდებოდა

ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა, რომ არა შეთანხმება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ამ შემთხვევაში - სააკაშვილთან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 17:17

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გამოძიებაა

„ის საზღვარი ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ რეალურად არ შეცვლილა იქ ვითარება ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, არანაირი სარჩული არ არსებობდა იმის თაობაზე, რომ რაიმე სახის გამოძიება დაწყებულიყო. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გამოძიებაა, ამიტომ ახლა მნიშვნელობა იმის კი არ აქვს, ვინ რა ჩვენებას იძლევა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხელისუფლება და სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესებს იყენებს წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

20 ოქტომბერი 2020, 17:14

რეგიონი

ბორჯომის ცენტრში, მესხეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის ცენტრში, მესხეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საყრდენი კედლის იერსახე მოწესრიგდება, გაკეთდება შუშის ღობე, ტერიტორია გამწვანდება და დამონტაჟდება გარე-განათება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 ოქტომბერი 2020, 17:01

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: მათ, ვინც ყირიმი ბრძოლის გარეშე ჩააბარა, პასუხი უნდა აგონ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მათ, ვინც ყირიმი ბრძოლის გარეშე ჩააბარა, პასუხი უნდა აგონ.

20 ოქტომბერი 2020, 16:57

რეგიონი

EBRD-ისა და ევროკავშირის/ აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის დახმარებით შეძენილი ავტობუსები უკვე ბათუმშია

ახალი ავტობუსების მეშვეობით გაუმჯობესდება ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრების მომსახურების დონე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანდოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ამაღლებისა და, ამავე დროს, გამონაბოლქვის შემცირების გზით, რაც ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებას.

20 ოქტომბერი 2020, 16:54

საზოგადოება

საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დაიხურება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლონ.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:53

რეგიონი

მაია ცქიტიშვილი: 2012-2020 წლებში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

„2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ 2013 – 2020 წლებში კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიარდ 750 მილიონი ლარი მიემართა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის მცირე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“.

რესტორანი

20 ოქტომბერი 2020, 16:51

ეკონომიკა

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები სამუშაო საათების გაზრდას, საგადასახადო შეღავათებსა და სახელმწიფოს მხრიდან ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ

„ჩვენი მოთხოვნებია, შესაბამისი რეგულაციების დაცვით სამუშაო საათები გაიზარდოს, რათა სამუშაო ადგილების შენარჩუნება მოხდეს. სახელმწიფოს შუამდგომლობა ბანკებთან აუცილებელია, ასევე საგადასახადო წნეხი, რომელიც არსებობს და შესაძლებლობას არ აძლევს სექტორს იფუნქციონიროს COVID-ის პირობებში, მოიხსნას. გვაქვს გამოსავლის შესაძლებლობები, რომლებიც შეგვიძლია სახელმწიფოს შევთავაზოთ და რეალურად განვახორციელოთ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა იმდენად დიდია 300 000 ადამიანი სამსახურს დაკარგავს და საერთოდ აღარ იარსებებს სარესტორნო სფერო“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

WhatsApp

20 ოქტომბერი 2020, 16:49

ტექნოლოგიები

WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება

პოპულარულ მესენჯერ WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება. აპლიკაციის ახალი ვერსიის მომხმარებლებს კომპიუტერიდან აუდიო და ვიდეოზარების განხორციელება შეეძლებათ. ამის შესახებ გამოცემა WABetaInfo წერს.

სოსო ფხაკაძე

20 ოქტომბერი 2020, 16:48

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: ხელისუფლება, სავარაუდოდ, 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ, 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს. ამის შესახებ მან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სოსო ფხაკაძე

20 ოქტომბერი 2020, 16:45

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: ბიზნესმა პრემიერთან ორი მოთხოვნა დააყენა, საგადასახადო შეღავათები და სამუშაო ადგილების შენარჩუნება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კერძო სექტორმა პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე ორი მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ მან გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ორივე საკითხი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება.

20 ოქტომბერი 2020, 16:44

COVID19

იტალიის ხელისუფლებამ ლომბარდიის რეგიონში კომენდანტის საათი აამოქმედა

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა. ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე იქ კომერციული საქმიანობა შეწყდება, ადგილობრივი მოსახლეობა კი დილის 5 საათამდე, სახლის დატოვებას მხოლოდ საპატიო მიზეზით შეძლებენ. შეზღუდვები 13 ნოემბრამდე იმოქმედებს.

20 ოქტომბერი 2020, 16:39

COVID19

ბელგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო კომისარი დანიშნა

ბელგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო კომისარი დანიშნა. მთავრობამ განმარტა, რომ ახალი პოსტის შემოღების აუცილებლობა კორონავირუსის მეორე ტალღამ და მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობამ გააჩინა. კოვიდ-19-ის საკითხებში კომისარი 39 წლის პედრო ფაკონია. ფაკონი ამბობს, რომ ხარვეზები ჯერ კიდევ არის, მაგრამ ბელგია გაცილებით კარგად არის მომზადებული მეორე ტალღისთვის.