imedi /  20 ივლისი 2019, 11:58 / სანდო წყარო

კორინ ვეგენერმა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციას უმაღლესი შეფასება მისცა

კორინ ვეგენერის ვიზიტი თბილისში

კორინ ვეგენერის ვიზიტი თბილისში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სმითსონის ინსტიტუტის სამუზეუმო გაერთიანების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი კორინ ვეგენერმა, თბილისში ხელოვნების მუზეუმის მესამე კორპუსის საცავი და სამუშაო სივრცეები მოინახულა

ამ საცავებში სადაც სამომავლოდ, ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის დროს, მუზეუმის ექსპონატთა ნაწილის დროებით განთავსება იგეგმება. უცხოელმა ექსპერტმა აღნიშნულ სივრცეს მაღალი შეფასება მისცა და საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტებთან შესაბამისობა დაადასტურა.

პარალელურად კორინ ვეგენერი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და არქივების 25 შესაბამისი მიმართულების სპეციალისტს 4 დღიან ტრეინინგს უტარებს თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში“.

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ კატასტროფების, რისკების, საგანგებო სიტუაციების, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებების დროს რეკომენდებული ქმედებების საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილება ჰააგის 1954 წლის კონვენციის განხორციელების შესახებ.

ტრენინგი ასევე მოიცავს პრაქტიკულ-სიმულაციურ აქტივობებს საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუაციის გეგმის ჩამოყალიბების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გადარჩენისა და დოკუმენტირების მიმართულებით. ტრეინინგზე, ასევე, განიხილება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების გადაადგილების სტრატეგია.

პროექტი შემუშავდა ICOM საქართველოს მიერ, ICOM-ის კატასტროფების რისკების მართვის კომიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერითა და ICOM-ის 2019 წლის სპეციალური პროექტების საგრანტო პროგრამის დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ლურჯი ფარი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ICOM სომხეთი და ICOM აზერბაიჯანი.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2020, 15:38

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო: ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევმა მრჩეველთა კომიტეტმა მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენციების თაობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე კვალიფიციურია ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად. გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო სამართალში შთამბეჭდავი გამოცდილება როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამუშაო პრაქტიკის კუთხით, ისე აკადემიური საქმიანობის თვალსაზრისით.

გენერალური პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 15:32

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოძიებამ ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლის ჩხრეკისას დავით გარეჯის საქმეზე გაუჩინარებული რუკა ამოიღო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში ამ წუთებში ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლი იჩხრიკება

ეკატერინე დგებუაძე

01 ოქტომბერი 2020, 15:20

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ ბავშვთა უფლებების შესახებ UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მომავალი პროფესიონალების მომზადებაა, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარებას შეუწყობენ ხელს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სისტემის როლი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

01 ოქტომბერი 2020, 15:05

სამართალი

თავდაცვის სამინისტრო: „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული

თავდაცვის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და „მთავარი არხის“ მხრიდან გაკეთებულ ბრალდებას ეხმაურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას, არის სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სინამდვილეში გამომძიებელსა და მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამის ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას.

პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 14:56

სამართალი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყება ჩხრეკას ატარებს. ამ ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ. სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 14:55

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გახსნას მტკიცე პარტნიორობაში „კიდევ ერთი აგურის“ დაშენება უწოდა

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთი აგური დავუმატეთ ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს უზარმაზარი პოტენციალი შესანიშნავი წარმატებული ისტორიის შესაქმნელად,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ომი ჟურნალისტი

01 ოქტომბერი 2020, 14:45

მსოფლიო

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაიჭრა

აზერბაიჯანის საარტილერიო დარტყმის შედეგად მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტუნიში საფრანგეთის ორი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენციაში, ისტორიული Hofburg-ის სასახლეში გაიმართა. სიგელების გადაცემის ცერემონიალის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ავსტრიის პრეზიდენტს შორის.

დიეგო კოლასი

01 ოქტომბერი 2020, 14:31

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი: წინასაარჩევნო გარემო მაქსიმალურად დემოკრატიული დებატების ფარგლებში უნდა წარიმართოს

„მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ საარჩევნო გარემო დარჩეს დემოკრატიული დებატების ფარგლებში“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩა საქართველოში, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს განუცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 14:14

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც 16 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„გ.დ.-მ არ გააჩერა ავტომობილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. სამართალდამცველებმა გ.დ. 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად) დღეს წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

01 ოქტომბერი 2020, 14:13

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძემ და რან გიდორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაა.

კახა კალაძე

01 ოქტომბერი 2020, 14:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვოს, პროპორციული წესით კი 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვოს, პროპორციული წესით კი ამომრჩევლის 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს“, ამით „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ Survation-ის კვლევის შედეგები შეაფასა.

დავით ბაქრაძე

01 ოქტომბერი 2020, 14:01

პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ პირობითი პროპორციული სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძეა

„ჩვენი სია პორობითია, იმედი გაქვს არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რასაც მომავალი კოალიციური მთავრობა ჰქვია. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ შევუქმნით კოალიციას „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 14:00

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთი მყარი საფუძველია იმისა, რომ მომავალშიც მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გამართულ შეხვედრებზე ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმ უაღრესად ხელშესახებ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების თავლსაზრისით, ასევე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და განმტკიცების მიმართულებით.

ალექსანდრე მოწერელია

01 ოქტომბერი 2020, 13:55

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაზე მთავარი - ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქის მიმართ

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“, - აცხადებს მოწერელია.

გიორგი ვაშაძე

01 ოქტომბერი 2020, 13:40

პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სიის პირველი ნომერი გიორგი ვაშაძე იქნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი ვაშაძეა. მეორე ნომერი თაკო ჩარკვიანია, ხუთეულში არიან პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია და ბესო ბარქაია.

01 ოქტომბერი 2020, 13:39

COVID19

იმერეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

იმერეთში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. 98 შემთხვევიდან უმეტესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერიდანაა. გუბერნატორის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი დაკეტილია, რადგან თანამშრომლების 70%-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

01 ოქტომბერი 2020, 13:37

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს, რომელიც კომისიების წევრებმა საკუთარი საქმიანობის ყველა ეტაპზე უნდა გაითვალისწინონ. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა იმოქმედონ საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ.

ნინო ბურჯანაძე

01 ოქტომბერი 2020, 13:35

პოლიტიკა

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული ცნობილია

ათეული ასე გრძელდება: ოთარ თავართქილაძე - პოლიტსაბჭოს წევრი და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბესო დანელია - პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ზურაშვილი - პოლიტსაბჭოს წევრი, მამუკა აჩბა - პოლიტსაბჭოს წევრი და რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბექა პეტრიაშვილი- პოლიტსაბჭოს წევრი, მაია ხრიკაძე - ბირჯომის შტაბის ხელმძღვანელი, ვანო მაჭარაშვილი - გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ვერა ქობალია

01 ოქტომბერი 2020, 13:33

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერა ქობალია „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიაში არ იქნება

ქობალიასთან მოლაპარაკებებს პირადად ექსპრეზიდენტი აწარმოებდა, თუმცა გუშინ საბოლოოდ ქობალიამ საქართველოში დაბრუნებაზე უარი თქვა.