imedi /  20 ივლისი 2019, 16:54 / სანდო წყარო

ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები შეგროვდა და ტრაპეზი მოეწყო

ტრაპეზი ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში

ტრაპეზი ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში საინიციატივო ჯგუფის „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და ჯგუფის სხვა წევრებმა ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაასრულეს, შემდეგ კი ტაძრის ეზოში იტრაპეზეს.

სუფრა 1500 ადამიანზე იყო გაშლილი. მას სხვადასხვა ეპარქიების სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათი მასპინძელი კი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე იყო.

როგორც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა განაცხადა, ტრაპეზი უკრაინაში მოღვაწე ზუგდიდელი ბიზნესმენის გიორგი ბერიშვილის შემოწირულობის ხარჯზე გაიმართა.

,,გროვდება ხელმოწერები, რათა აიკრძალოს ჰომოსექსუალური გარყვნილების პროპაგანდა ტელევიზიებში, ტოკშოუებში, განათლების სისტემაში. ეს არის ერის და ბერის მოთხოვნა. ჩვენ გვინდა ეს ხმა მივაწვდინოთ საქართველოს მთავრობას. სავარაუდოდ, 1 ოქტომბრამდე მთელ საქართველოში შევაგროვებთ ხელმოწერებს, რაც შეიძლება მეტს და შემდგომ ერთი თვე დაველოდებით პასუხს. თუ პასუხი არ მივიღეთ, 1 ნოემბრიდან ვგეგმავთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა. 

ყველა სიახლე

ადამ კინზინგერი

31 ოქტომბერი 2020, 18:06

პოლიტიკა

ადამ კინზინგერი: ჩვენი მოკავშირის, საქართელოს არჩევნებს ვაკვირდები - მოვუწოდებ ყველას ხმის მიცემისა და სიმშვიდისკენ

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

კახა კუჭავა

31 ოქტომბერი 2020, 18:03

პოლიტიკა

კახა კუჭავა „ნაცმოძრაობაზე“: ამ განცხადებებით ალბათ ცდილობენ უფრო მეტი მობილიზაცია გააკეთონ თავიანთი ამომრჩევლის, რომელმაც უკვე იმედი დაკარგა

„მათგან ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია სიცრუე, ბრალდებები, რომლებსაც არგუმენტები არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც უკვე მოხდა, ამაზე იყო რეაგირება და, შესაბამისად, დაკავებული იქნა ყველა პირი და ასე იქნება შემდგომშიც. თუ მსგავს ქმედებებს ექნება ადგილი ნამდვილად აგებს ყველა პასუხს კანონის შესაბამისად. ფაქტია ერთი არის: ჩვენ ვიცით ის განწყობები, რომელიც მოსახლეობაშია, ჩვენ გვაქვს ის ობიექტური კვლევები და, რაც მთავარია, მიღებული ინფორმაცია შტაბებიდან, და ჩვენს დამაჯერებელ გამარჯვებაში ეჭვი არ შეგვაქვს“, - განაცხადა კუჭავა.

კახა კუჭავა

31 ოქტომბერი 2020, 18:01

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, ჩვენი შტაბებიდან მიღებული ინფორმაციით დაახლოებით 900 ათას ხმაზე მეტია უკვე დაფიქსირებული ჩვენ სასარგებლოდ, რაც პირველ რიგში ხაზს უსვამს, რამდენად დამაჯერებელია ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე 2 საათში გავაფორმებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 17:58

COVID19

გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 500,000-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 19,059 ადამიანს დაუდგინდა, 103 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 518,753 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10,452 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 17:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია

მინდა მივმართო ყველას, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ ქმედებებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია და აღარ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 17:46

პოლიტიკა

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, 17:00 საათისთვის, სულ 59,605-მა ადამიანმა მისცა ხმა

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში 17:00 საათისთვის სულ 59,605-მა ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი. საოლქოს თავმჯდომარეების განცხადებით, დიდუბეში 48.65% - 33,475 ამომრჩეველი მივიდა, ჩუღურეთში კი, 43,65% - 26,130-მა ამომრჩეველმა გამოიყენა საკუთარი ხმის უფლება.

31 ოქტომბერი 2020, 17:41

პოლიტიკა

ხევსურეთსა და თუშეთში მყოფმა მესაზღვრეებმა საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხისა და ბარისახოს სამმართველოს მესაზღვრეებმა, რომელთა სამსახურებრივი ამოცანები არჩვენების დღეს მათ ყოფნას მაღალმთიან რეგიონებში, რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე მოითხოვს, გადასატანი საარჩევნო ყუთებით ისარგებლეს და საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

ნიკა მელია

31 ოქტომბერი 2020, 17:33

პოლიტიკა

ნიკა მელია: კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება

„მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები. გლდანში იმაზე უფრო შემაშფოთებელია ვითარება, ვიდრე მაყურებელს ჰგონია, რადგან არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა, რომელიც აქ არის და რომლის სულისჩამდგმელიც არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი“.

31 ოქტომბერი 2020, 17:31

პოლიტიკა

კახა კალაძე: არჩევნებში დაფიქსირდება „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება და პარტია პარლამენტში 100 მანდატს მიიღებს

მინდა მივმართო ყველას, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ ქმედებებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია და აღარ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მოუთმენლად ველით მომავალ პარლამენტთან მუშაობას, რათა გავაგრძელოთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება

საქართველომ, როდესაც ის ეუთო-ს შეუერთდა, პირობა დადო, რომ განამტკიცებდა საარჩევნო სისტემას და დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, ვნახოთ, როგორ შეაფასებს ეუთო საქართველოს მიერ მაშინდელი ძალისხმევის ასახვას დღევანდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ოფისში ვიზიტისას განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 17:18

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 3,143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 3,143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410,088 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 337,801-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,869 ადამიანი ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 17:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გლდანში ადგილი ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის, მეტსახელად „ჭყიპინას“ მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს

როგორც მოსალოდნელი იყო და ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით ამის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში, გლდანში მოსალოდნელი იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები და არა მხოლოდ გლდანში, არამედ რამდენიმე ლოკაციაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გლდანის რაიონში და არა მხოლოდ იქ, ზონდერების მობილიზებას გეგმავდა.

31 ოქტომბერი 2020, 17:14

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევებმა 55,000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,095 ადამიანს გამოუვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 55,269 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 730 ადამიანი. ვირუსისგან 43,543 პაციენტი განიკურნა.

ვაჟა სირაძე

31 ოქტომბერი 2020, 17:10

სამართალი

გლდანში მომხდარი დაპირისპირების გამო პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, სროლის ფაქტს კი ვაჟა სირაძე არ ადასტურებს

გლდანში, საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების გამო პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 17:09

სამართალი

გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ჟურნალისტს კამერა დაუზიანდა, გამოძიება დაიწყო

გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ შს სამინისტროში Imedinews-ს განუცხადეს.

31 ოქტომბერი 2020, 17:09

პოლიტიკა

პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. როგორც სპეციალური პენიტენციურ სამსახური იუწყება, დაწესებულებაში შექმნილი ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

შონ კონერი

31 ოქტომბერი 2020, 17:04

კულტურა

შონ კონერი 90 წლისა გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი, შონ კონერი 90 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია მსახიობის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“

რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე და ა.შ. იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების" ოფისში, რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე და ა.შ. იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების" ოფისში, ჟურნალისტებთან განაცხადა. განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 16:57

პოლიტიკა

მესტიის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში გრძელდება

მესტიის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში გრძელდება. ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 3,758-მა მოქალაქემ. რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საოლქო კომისიაში არანაირი სახის საჩივარი არ შესულა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 16:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უკვე წყალი არ გაუვა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია

ყველა მონაცემით, რომელიც შემოდის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს. უკვე წყალი არ გაუვა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია. ეს, თავისთავად, ქვვეყნის გამარჯვებას ნიშნავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.