Imedi /  20 ივლისი 2019, 19:21 / სანდო წყარო

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს დღეს შეხვდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს შეხვდება. 

ოქრუაშვილის თქმით, სად ჩატარდება შეხვედრა, ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ შეკრება ტელეკომპანიის შენობაში არ გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ეტაპზე არც ის იცის, რომელი ჟურნალისტები არიან თანახმა მასთან შეხვედრაზე.

ოქრუაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრას მის მიერ დაგეგმილი სასამართლო დავის თაობაზე აპირებს. ის ამბობს, რომ დავის მოგების შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის 10 ჟურნალისტს ტელეკომპანიის წილს დაუთმობს.

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა საქართველოს პროკურატურას მიმართა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მოითხოვა.

„საქართველოს პროკურატურა ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის - მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2. დაკითხავთ? არა ხო?"- წერს დვალი Facebook-ზე.

თავად ოქრუაშვილს ბოლო ბრალდებებზე ჯერ არ უპასუხია.

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

ყველა სიახლე

15 იანვარი 2021, 21:27

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 8 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 169 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 იანვარი 2021, 21:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე, როგორც საგარეო კომიტეტების, ასევე მეგობრობის ჯგუფების და უმაღლეს საპარლამენტო დონეზე.

15 იანვარი 2021, 21:22

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 146 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 146 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 477 ადამიანი გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 21:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებაში“ დღეს დაპირისპირების საფრთხე ნაკლებია, თუმცა უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც ამას მომავალშიც გამორიცხავს

ნებისმიერ გუნდში, ინსტიტუტების ბალანსის მიუხედავად, არსებობს საფრთხე, რომ გარკვეული კამათი და შეუთანხმებლობა იყოს სხვა და სხვა საკითხებზე. დღეს ამის საფრთხე და რისკი „ქართულ ოცნებაში“ არის ნაკლებად და ეს არის დამოკიდებული მათ შორის იმ პიროვნებებზე ვინც სხვა და სხვა თანამდებობებზე არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 21:18

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ რაღაც გაორება სჭირთ, ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ

ერთი მხრივ, „გირჩი“ და „მოქალაქეები“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი ტრენდის გავლენის ქვეშ არიან, მეორე მხრივ კი ხვდებიან, რომ რაციონალურად ამ ნარატივისთვის დაქვემდებარება არაა სწორი. საბოლოო ჯამში ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

15 იანვარი 2021, 21:17

COVID19

ჯანმო საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის ან იმუნიტეტის მტკიცებულების მოთხოვნის დაწესებას ეწინააღმდეგება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის კომიტეტი საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის ან იმუნიტეტის მტკიცებულების მოთხოვნის დაწესებას ეწინააღმდეგება.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 21:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც დემოკრატიულ პროცესში თანამონაწილეობის სტანდარტი დავნერგოთ

თუკი სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ, და ეს ნამდვილად ასეა, ჩვენ ასევე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ოდესმე ვიქნებით ოპოზიციაში და დემოკრატიულ პროცესში თანამონაწილეობის სტანდარტს დავნერგავთ არა მხოლოდ მმართველი პარტიის პოზიციიდან, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც. დღეს ეს ოპოზიციამ ვერ შეძლო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

15 იანვარი 2021, 20:56

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 280 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 280 ადამიანი გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 20:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შერჩევაზე ბევრი სპეკულაცია და ვერსიაა, შემადგენლობა მშვიდ ვითარებაში შევარჩიეთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შერჩევაზე ბევრი სპეკულაცია და ვერსიაა. ამ საკითხებზე ყრილობამდე არცერთი პარტია არ საუბრობს და ამიტომ ჩვენთვის გარკვეული უხერხულობაა, რომ მედიის კითხვებს ვერ ვუპასუხეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 იანვარი 2021, 20:52

მსოფლიო

აშშ-მა ავღანეთსა და ერაყში სამხედროების რაოდენობა 2 500-მდე შეამცირა

აშშ-მა ავღანეთსა და ერაყში სამხედროების რაოდენობა 2 500-მდე შეამცირა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, კრისტოფერ მილერმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 20:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც დარწმუნდა, რომ შექმნა გამოცდილი გუნდი

როდესაც ივანიშვილი დარწმუნდა, რომ მან შექმნა დემოკრატიული სისტემა, გამოცდილი და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მან ნახა, რომ რისკები იყო მინიმალური, და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა პარტია და პოლიტიკა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 20:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვას წარმატებით გააგრძელებს

არ ვიქნები ძალიან ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის ძალიან დიდი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის. მისი ლიდერობა და პოლიტიკურ პროცესებში მისი მონაწილეობა ჩვენთვის სერიოზული ფორა იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

15 იანვარი 2021, 20:33

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ინსტრუმენტებით ოპოზიცია ახდენს ზეწოლას იმ ნაწილზე, ვინც იხრება იმისკენ, რომ პოლიტიკა უნდა იყოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ზეწოლისგან განთავისუფლდება და ისინი დემოკრატიის მხარეს დადგებიან.

არჩილ თალაკვაძე

15 იანვარი 2021, 20:31

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება არ დაუტოვებს გასაქანს ისეთ პროვოკაციულ ქმედებებს, როგორებიც ვნახეთ სოფელ ბუკნარში

ხელისუფლება არ დაუტოვებს გასაქანს ისეთ პროვოკაციულ ქმედებებს, როგორებიც ვნახეთ ამ დღეებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

15 იანვარი 2021, 20:30

მსოფლიო

პოლონეთის მთავრობა კანონს ამზადებს, რომელიც კონტენტის წაშლასა და ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებით სოციალური ქსელების უფლებამოსილებას შეზღუდავს

პოლონეთის მთავრობა ახალ კანონს ამზადებს, რომელიც კონტენტის წაშლასა და ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებით სოციალური ქსელების უფლებამოსილებას შეზღუდავს. კანონპროექტის თანახმად, სოციალურ ქსელებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მაშინ შეეძლებათ, თუ პუბლიკაცია პოლონეთის კანონმდებლობას დაარღვევს.

ზაალ უდუმაშვილი

15 იანვარი 2021, 20:28

რეგიონი

ზაალ უდუმაშვილი ბუკნარის ინციდენტზე: სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები იყოს დაცული

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მოვალეობა და მისი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები იყოს დაცული. ამის შესახებ მან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ტარიელ ნაკაიძე

15 იანვარი 2021, 20:24

რეგიონი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ტარიელ ნაკაიძე სოფელ ბუკნარში მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს

სოფელ ბუკნარის მცხოვრებლები დაუახლოვდნენ ერთმანეთს და პრობლემა ამოწურულია, თუმცა ხელისუფლებამ და სახელმწიფომ უნდა გაიაზრონ, რა არის საჭირო მსგავსი პრობლემების აღსაქმელად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

15 იანვარი 2021, 20:05

COVID19

ივანე ჩხაიძემ განმარტა, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ანთების სინდრომი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ​ანთებითი სინდრომის შემთხვევებზე ილაპარაკა. მისი თქმით, მულტისისტემური ანთების სინდრომის ძირითადი ნიშანია მაღალი ცხელება და მასთან ერთად, ჩართული უნდა იყოს ორზე მეტი ორგანო.

განმუხური-დარჩელის ხიდი

15 იანვარი 2021, 19:55

რეგიონი

განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი 150-მეტრიანი ხიდი შენდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ.

15 იანვარი 2021, 19:50

COVID19

რუსეთში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყება

რუსეთში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.