Imedi /  20 ივლისი 2019, 19:29 / სანდო წყარო

ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ

„ბათუმის რივიერა ცათამბჯენების გარეშე“, „გაწიე კედელი, ზღვა დამანახე", ამ და სხვა ლოზუნგებით ბათუმში აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები ითხოვენ, შეჩერდეს პროექტის „რივიერა“ საქმის წარმოება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. 

საუბრობენ მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებზე. ამბობენ რომ ქალაქი იერსახეს დაკარგავს. აქციის პარალელურად ხელმოწერების შეგროვებაც მიმდინარეობს. აქციას მოქალაქეთა ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომი“ მართავს.

„მოვითხოვთ, რივიერა დაუბრუნდეს ისტროიულ დაცვის ზონას და შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე და ღია სივრცე, რითაც ძველი ბათუმის ზღვას უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორიული ბათუმი დაკარგავს ზღვისპირა ქალაქის იდენტობას. ვაგროვებთ ხელმოწერებს იმის დემონსტრირებისთვის, რომ ბევრი მოქალქეა ამ პროექტის წინააღმდეგი“, - აცხადებენ შეკრებილები. 

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

29 სექტემბერი 2020, 18:52

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: ნათლად ვხედავთ, რომ არცერთ ქვეყანას არ შესწევს ძალა მარტო გაუმკლავდეს კორონავირუსის გამოწვევას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს 75-ე სესიის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც COVID-19-სა და მის შემდგომ პერიოდში ,,2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის“ დაფინანსების საკითხს ეხებოდა.

29 სექტემბერი 2020, 18:52

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის უწყება: თურქულმა გამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშე ჩამოაგდო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შუშან სტეფანიანმა განაცხადა, რომ თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშე Су-25 ჩამოაგდო.

გიორგი გახარია და დავიდ-მარია სასოლი

29 სექტემბერი 2020, 18:50

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრეს

დავიდ-მარია სასოლიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროპარლამენტის უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი. ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

29 სექტემბერი 2020, 18:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 35-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2324 ადამიანი, 35 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ლაშა დარსალია

29 სექტემბერი 2020, 18:32

პოლიტიკა

ლაშა დარსალია „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სიტყვით წარსდგა მთავრობათაშორისი კოალიციის, „დემოკრატიათა თანამეგობრობა“-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - „დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფა ტექნოლოგიის საშუალებით“, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

29 სექტემბერი 2020, 18:30

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესეს

დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, მის უფროს შვილსა და ბელარუსის მთავრობის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 სექტემბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას განცხადებაზე: გარკვეული სპექტაკლის ნიშნები იკვეთება

„ნიკა მელიას შემთხვევაში, პირდაპირ გეტყვით, კარგი გამოსაძიებელია საქმე - ქვები, საერთოდ, დაუშინა თუ არა ვიღაცამ. გუშინდელი ტირის თუ კისტის თოფის არ იყოს, რაზეც ვერ ხდება ვერანაირი ინფორმაციის მოძიება. უკვე ერთ დღეზე მეტია, ჩვენ ვცდილობთ, მოვიძიოთ ინფორმაცია, ჩვენი აქტივისტები ლამის გამომძიებლები გახდნენ, რომ დაეხმარონ გამოძიებას, იქნებ მოიძიონ ვინ მიაყენა რაღაც დაზიანება ტირის თუ კისტის თოფით. ამ წუთამდე ვერ დგინდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი წყაროებით, გამოძიება რას დაადგენს, არ ვიცი“.

საბაჰ მეოთხე

29 სექტემბერი 2020, 18:14

მსოფლიო

ქუვეითის ამირა საბაჰ მეოთხე 91 წლისა გარდაიცვალა

ქუვეითის ამირა საბაჰ მეოთხე (საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი) 91 წლისა გარდაიცვალა, ინფორმაციას ამის შესახებ Daily Sabah-ი ავრცელებს.

სარაგბო ჩემპიონატი

29 სექტემბერი 2020, 18:12

სპორტი

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის თითოეულ დივიზიონში შეხვედრები მაყურებლის გარეშე გაიმართება

ღია სივრცეში 200 ადამიანის შეკრება დაშვებულია, თუმცა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რაგბის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შექმნილიყო და ისინი იძულებულნი გახდნენ ეპიდვითარების დასტაბილურებამდე გულშემატკივრის ტრიბუნაზე დაშვება აეკრძალათ.

დავით ზალკალიანი

29 სექტემბერი 2020, 18:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტს

„მაგრამ ჩვენ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და სწორედ ამ ამბიციურ გეგმებზე და მომავალ პერსპექტივებზე იყო ყურადღება გამახვილებული ყველა შეხვედრაზე. მიშელთან შეხვედრის დროს ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ხაზი გაესვა ასევე ჩვენს შემდგომ ინტეგრაციულ პროცესებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, რომლიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2020, 18:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში ინტეგრაცია, მისი წევრობა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია

ევროკავშირში ინტეგრაცია, მისი წევრობა გახლავთ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი. ესაა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება, უკვე წლებია, ემსახურება. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, შეიქმნა ძალიან მტკიცე საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს იმ მიზნამდე, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის მე-14 ნომერმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

29 სექტემბერი 2020, 18:07

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან, სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დირექტორ, სებასტიან მოლინეუსთან და ახლადდანიშნულ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სექტორების პროგრამების ლიდერთან სამხრეთ კავკასიაში, ლევენტ იენერთან ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მიკ შუმახერი

29 სექტემბერი 2020, 18:03

სპორტი

„ფორმულა 1“-ზე შუმახერის შვილის დებიუტი შედგება

ავტომრბოლელი მიკ შუმახერი, რომელიც ცნობილი პილოტის მიხეილ შუმახერის ვაჟია, „ფორმულა 1“-ზე იასპარეზებს. 21 წლის მრბოლელი ეიფელის გრან-პრიზე გამოვა. ამის შესახებ The Mirror წერს.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2020, 18:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას

„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ვაცნობიერებთ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნიშნული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში, რასაც აუცილებლად მოჰყვება ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2020, 17:57

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გიორგი გახარიას ვიზიტი უდავოდ ადასტურებს, თუ რას ნიშნავს საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უდავოდ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, ნატოსა და ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 17:56

ეკონომიკა

RS CAR გადასახადის გადამხდელებს ოქტომბერში 32 ლოკაციაზე მოემსახურება

1-30 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR, გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

29 სექტემბერი 2020, 17:55

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიბიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

29 სექტემბერი 2020, 17:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმერეთში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა უარი თქვეს პროვოკაციებში მონაწილეობაზე და ახლა პარტიის ლიდერები მათ გადარწმუნებას ცდილობენ

იმერეთის 2 რაიონში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა უარი უთხრეს თავის ხელმძღვანელობას პროვოკაციებში მონაწილეობაზე და ახლა პარტიის ლიდერები ცდილობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ გადაარწმუნონ ეს ადამიანები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე

29 სექტემბერი 2020, 17:33

პოლიტიკა

„ქრონიკის ინფორმაციით“, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი სავარაუდოდ გრიგოლ ვაშაძე იქნება

„ქრონიკის“ ინფორმაციით, პარტიაში სიაზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს, სავარაუდო პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, დევი ჭანკოტაძე.

განათლების სამინისტრო

29 სექტემბერი 2020, 17:31

COVID19

წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, - ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში „დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.