imedi /  21 ივლისი 2019, 23:53 / სანდო წყარო

ქართველი დედის ისტორია, რომელსაც ერაყში შვილი წაართვეს და ქვეყნიდან გააძევეს

ერაყი

თეა აბულაძე შვილთან ერთად

საქართველო ოფიციალურ ბაღდადთან ორი წელია მოლაპარაკებებს აწარმოებს 4 წლის მოქალაქის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება დედა-შვილის ისტორიას, რომელსაც შვილი წაართვეს და ერაყიდან გააძევეს. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

2017 წლის 25 სექტემბრის შემდეგ დედას, თეა აბულაძეს საკუთარი შვილი საქართველოს მოქალაქე ტარიყ (ტატა) მუალა აღარ უნახავს. თეა აბულაძე მეუღლესთან, ერაყის მოქალაქე საფა მუალასთან და 2 წლის შვილთან ერთად ქმრის ოჯახის გასაცნობად საქართველოდან ერაყში 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში გაემგზავრა. თუმცა ბაღდადში, ქმრის ოჯახში მისვლიდან მალევე თეა აბულაძე მცირეწლოვან შვილთან ერთად ტყვეობაში, ფსიქიკური  და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. 

თეა აბულაძე "იმედის კვირასთან" იხსენებს, რომ ბაღდადში ჩასვლის დღიდან მეუღლე შეიცვალა და მის მიმართ ცივი გახდა, მანამდე საქართველოში ყოფნის პერიოდში, თითქმის 4 წელი კი ის მზრუნველი ქმარი იყო. ბაღდადში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ისე, რომ დედისთვის არ უკითხავთ, მეუღლის ოჯახის წევრებმა ბავშვი წინადასაცვეთად წაიყვანეს.  

"ბავშვი მოიყვანეს აბსოლუტურად ცოცხალ-მკვდარი, მერე არაფერი არ მომიტანეს რომ მომევლო, იაშვილის კლინიკაში ვმუშაობდი 4 წელი, იოდის გარდა არაფერ მოუტანიათ და ბავშვს დაუჩირქდა სასქესო ორგანო.. ამასაც მე მაბრალებდნენ "შენი ბრალია, არ მოუარე"-ო", - ამბობს თეა აბულაძე.

დღეს უკვე დარწმუნებულია, რომ მისი დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდებოდა. როგორც თავად ამბობს, წუხს რომ ვერაფერს მიხვდა, თუმცა მიზეზიც არ ჰქონია რამე ცუდი ეფიქრა, ვიდრე ბაღდადში მძიმე რეალობის პირისპირ არ აღმოჩნდა. მასზე ზეწოლა და დამამცირებელი მოპყრობა დღითიდღე ძლიერდებოდა. მისი და ბავშვის დოკუმენტები კი მისმა ერაყელმა მეუღლემ საკუთარ დას სთხოვა დაემალა, თეა აბულაძეს კი პასპორტი მისცეს მხოლოდ. 

საბოლოოდ, მეუღლის ოჯახმა ის აიძულა ბაღდადი და ერაყი დაეტოვებინა. საქართველოში ის საფა მუალამ ჩამოაცილა, რადგან ერაყის ტრადიციებით ქალს თვითმფრინავით მარტო მგზავრობის უფლება არ აქვს.  საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როცა მეუღლემ შვილის ნახვის საშუალება ვიდეოზარითაც არ მისცა, თეა აბულაძემ დახმარების თხოვნით უკვე პროკურატურას მიმართა.  

საქმეზე დაიკითხა  როგოც თავად ის, ისე საფა მუალა, თუმცა იმის გამო, რომ მშობლებს შორის არსებულ დავებში ჩართვა ამ უწყების კომპეტენციას სცდება, გამოძიებამ საფა მაუალას გადაადგილების უფლება ვერ შეუზღუდა და ერაყის მოქალაქემ  საქართველო  დატოვა. მალევე, თეა აბულაძემ საფა მუალასგან, სოციალური ქსელის საშუალებით, ერაყული სასამართლოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი მიიღო, რომლითაც თითქოს მათი განქორწინება დასტურდებოდა. თავად თეა აბულაძე ამბობს, რომ ხელი არაფერზე მოუწერია.

უცხო ქვეყანაში შედგენილი დოკუმენტი, საქართველოში შედგენილ სამართლებრივ აქტს ვერ აუქმებს და შესაბამისად მათი  ქორწინებაც ძალაშია. საქართველოს მცირეწლოვანი მოქალაქის და დედის დასახმარებლად საქმეში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთო.  

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, უწყება დაიწყო სასამართლოს კანონმდებლობის და ჰააგის კონვენციის თანახმად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა:

"აღმოვაჩინეთ, რომ ერაყის რესპუბლიკა არ იყო ამ საერთაშორისო სისტემაში ჩართული, ამიტომ ჩვენ მოგვიწია ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში მოლაპარაკებები წარმოება იქაურ უწყებებთან", - განაცხადა წულუკიანმა. 

2018 წლის 23 მაისს იუსტიციის მინისტრი თავად გაემგზავრა ერაყში, სადაც შეხვდა ერაყელ კოლეგას და თეა აბულაძის ბავშვის საქმე განიხილა. თეა წულუკიანი ბავშვის 2 ბიძასაც შეახვედრეს.  

როგორც მინისტრი ამბობს, ერაყში ბავშვის ოჯახის პოზიციამ ის დაარწმუნა რომ რომ საქმე რთულად იყო. მით უმეტეს, რომ მაშინ ერაყში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ვიზიტიდან მალევე ერაყში არჩევნები ჩატარდა, ხელისუფლებაც შეიცვალა და ქვეყანა ჰააგის კონვენციას შეურთდა. ამის შემდეგ ქართულმა მხარემ ჰააგის ბავშვთა გატაცების კონვენციის ფარგლებში დაიწყო მოქმედება, თუმცა ერაყული მხარე დღემდე დუმდა.  

იუსტიციის სამინისტრომ დედის უფლებების აღდგენის მიზნით, ერაყში  2 ადვოკატი დაიქირავა. ადვოკატების მოძიების პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ჩაერთო. გაიმართა სასამართლო პროცესები, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ ქართული მხარისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.

ერაყის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ტარიყ მუალაზე მეურვეობა მამას მიაკუთვნა, დედა კი ერაყელი მოსამართლეების და მოპასუხე მხარის ანუ მამის მოცდენისთვის დააჯარიმეს.  

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია ლეგიტიმურ და კანონისმიერ საფუძვლებს და ის უარყოფილია,  რადგან მოსარჩელეა საქართველოს მოქალაქე და საქართველოში ცხოვრობს მუდმივად და შვილის მეურვეობის უფლების მისთვის მინიჭება გამოიწვევს მოპასუხისათვის შვილის აღზრდისა და განათლების მიცემის შესაძლებლობების ჩამორთმევას, მანამ სანამ ბავშვს არ შეუსრულდება 10 წელი. 

ადვოკატები ერაყში იმედს არ კარგავენ და ვარაუდობენ, რომ მძიმე რეალობის შეცვლას მოახერხებენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით არ დასტურდება მამისა და შვილის გერმანიაში გადაადგილებაზე ცნობა, რადგან ისინი 2018 წლის 28 დეკემბრიდან ინტერპოლის ბაზაში ყვითელი ცირკულარით არიან რეგისტრირებულები

საქართველოს იუსტიციის მინისტრი არა მხოლოდ ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის უკმაყოფილო, არამედ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ამ კვირაში გამართულ შეხვედრაზე უთხრა, რომ მიუღებელია დედას არ აძლევდნენ საშუალებას გაიგოს ჯანმრთელია თუ არა მისი შვილი და როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება. ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალმა განაცხადა, რომ მზადაა ქართულ მხარეს დაეხმაროს. 

"გუშინ კონსტრუქციული დისკუსია მქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ მთავარ საკითხებზე ვისაუბრეთ, მათ შორის არსებულ სიტუაციაზე, მან ამიხსნა საქმის ყველა დეტალი. მეც ვუთხარი, რომ ჩვენ მივყვებით ჩვენს კანონმდებლობას, რათა ვიპოვოთ გზები, რომ დედამ საკუთარი შვილის სანახავად ჩასვლა მოახერხოს. ყოველთვის არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები ლეგალურობასთან და კანონთან დაკავშირებით და ეს არ ეხება პერსონალურად ამ წყვილს, მაგრამ მე დავპირდი იუსტიციის მინისტრს, რომ დეტალურად გავყვები ამ საქმეს და მასთან კონტაქტი მექნება. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ. შევხვდებით დედის ადვოკატსაც, ასევე იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელსაც. ჩვენ განვიილავთ ყველა გზას, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ქართულ  მხარეს", - განაცხადა ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალმა

ყველა სიახლე

მაგნიტი გათამაშება

27 იანვარი 2021, 10:36

ეკონომიკა

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ ახალ გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

გასათვალისწინებელია, რომ პრიზები გაიცემა გათამაშების დასრულებიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში, მომგებიანი ბილეთისა და პირადობის მოწმობის წარდგენიდან - არაუგვიანეს 6 დღის განმავლობაში.

ლევან დავითაშვილი

27 იანვარი 2021, 10:32

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული ახალი რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დავით სერგეენკო

27 იანვარი 2021, 10:32

საზოგადოება

დავით სერგეენკო: საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენებული ყველა ვაქცინა და მედიკამენტი კანონით რეგულირდება

„ყველა ის მედიკამენტი თუ ვაქცინა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება, რეგულირდება კანონით. როგორც მათი ხარისხი, ასევე მათი მიმოქცევა და ასევე მათი უსაფრთხო გამოყენება. ისევე როგორც პოტენციურ თეორიულ გართულებაზე პასუხისმგებლობის განაწილება. ეს კანონში უკვე გაწერილია უკლებლივ ყველა ვაქცინაზე, რომელიც საქართველოში გამოიყენება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

27 იანვარი 2021, 10:28

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 13,202 შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13,202 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 982 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,161,279 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 53,972 ადამიანი გარდაიცვალა.

წმინდა ნინოს ხატი

27 იანვარი 2021, 10:26

საზოგადოება

დღეს ნინოობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნატარესი, ილია მეორე დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.

27 იანვარი 2021, 10:21

ტექნოლოგიები

GITA-ს თავმჯდომარე 100,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს სასათბურე მეურნეობაში ეწვია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორებს GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე სასათბურე მეურნეობაში ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

27 იანვარი 2021, 10:15

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ტოივო კლაარს შეხვდა

მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან.

დავით ზალკალიანი

27 იანვარი 2021, 09:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

მარიამ ქვრივიშვილი

27 იანვარი 2021, 09:49

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო წარადგენს COVID-19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ გეგმას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე COVID-19-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხსენებით გამოვიდნენ.

ირაკლი ჩიქოვანი

27 იანვარი 2021, 09:36

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგენთ იმ პოზიტიურ შედეგებსა და შთამბეჭდავ გეგმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ასევე, იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომლებიც ქვეყანას ვაქცინაციის თვალსაზრისით აქვს.

27 იანვარი 2021, 09:28

პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 27-28 იანვარს საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

27 იანვარი 2021, 09:20

ტაბლოიდი

ჯო ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა. ამის შესახებ thewrap წერს. კითხვაზე, თუ რაზე ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან, ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს უპასუხა: „მან თქვენთან მოკითხვა გადმომცა“. აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბარი 26 იანვარს გაიმართა.

27 იანვარი 2021, 09:10

საზოგადოება

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 27 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

27 იანვარი 2021, 08:38

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას

​​​​​​​კოვიდპანდემიას და ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისს ევროპის საბჭო დღეს განიხილავს. დილიდან სტრასბურგში ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატებია დანიშნული.

27 იანვარი 2021, 08:20

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. დღის წესრიგშია რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული ოპოზიციური ფრაქციების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

27 იანვარი 2021, 08:12

პოლიტიკა

დღეს პარლამენტი ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ხვალ კი დანარჩენი 49 ოპოზიციონერის მანდატების შეწყვეტაზე.

27 იანვარი 2021, 08:00

COVID19

Astrazeneca აღიარებს, რომ კოვიდვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს

ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიის გენერალური დირექტორის, პასკალ სორიოს თქმით, ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.

ანგელა მერკელი

27 იანვარი 2021, 04:45

COVID19

ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მრავალმხრივი ძალისხმევა კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის საუკეთესო გზაა.

ჯო ბაიდენი

27 იანვარი 2021, 03:46

COVID19

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

27 იანვარი 2021, 03:25

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 206 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.