imedi /  22 ივლისი 2019, 19:17 / სანდო წყარო

დავით დვალი ფიქრობს, რომ პროკურატურაში მათი საქმის მიმდინარეობას ივანიშვილი აფერხებს

დავით დვალი

დავით დვალი

ოთხი წელია ჩვენ ველოდებით გამოძიებისგან, რომ ნაბიჯი გადაიდგმება წინ, ბევრჯერ გვაქვს უკვე ნათქვამი, რომ პრაქტიკულად გამოძიება დამთავრებულია, მზად არის, შეუძლია სვლა მისცეს პროკურატურამ, მაგრამ ეს არ ხდება. ამ პერიოდის განმავლობაში 4 პროკურორი გამოიცვალა და ოთხივემ, რატომღაც ერთი და იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ მისცეს სვლა და შემდეგი ნაბიჯი არ გადაიდგას, ანუ ბრალი არ წაეყენოს არავის, - განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, ასეთი სინქრონული მოქმედება მხოლოდ იმას აფიქრებინებს, რომ ეს გადაწყვეტილება არის მართული და ამ პროცესს ბიძინა ივანიშვილი აფერხებს. მან ასევე ოქრუაშვილის მიერ ბოლო  ორი დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს ტყუილი უწოდა.

„ოქრუაშვილს არაფერი არასდროს ჩვენთვის არ გადმოუცია, საერთოდ თვალით არ გვინახავს, არც შუამავლით, საერთოდ არაფერში მონაწილეობა არ მიუღია. ის არის ელემენტარული მატყუარა, რომელიც იგონებს ყველაფერს, საერთოდ არასდროს შევხვედრილვართ. რაც შეეხება თანხების გადაცემას და გადმოცემას, ჩვენ ამ დღეებში მთლიანად გავასაჯაროვებთ ჩვენს ჩვენებებს, სადაც იქნება ამომწურავი ინფორმაცია. არც საიდუმლოდ გაგვიხდია ეს თემა, თუმცა ახლა უფრო დეტალურად, მთლიანად გამოვაქვეყნებთ ჩვენებას, რომ მოსახლეობას დასკვნის გამოტანის საშუალება ჰქონდეს - რა და როგორ იყო.

არაფერი ოქრუაშვილს არ გადაუცია - ყველაფერი, რაც ოქრუაშვილმა გუშინ და დღეს ილაპარაკა, არის მტკნარი სიცრუე. ოქრუაშვილი არის ჩვეულებრივი ცრუპენტელა, რომელიც ახლა ცდილობს, რომ შეეტენოს საქმეში, რომ რამენაირად თამაშში გავიდეს“, - განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, ძალიან საინტერესოა ლევან კობერიძის შეთავაზება ღია ფორმატში პარლამენტში ამ საკითხზე მსჯელობასთან დაკავშირებით და ის ჯარჯი აქიმიძესთან ერთად მზად არის ღიად ისაუბროს ამ პრობლემებზე ნებისმიერ ფორმატში.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ყველა სიახლე

ტოკიო 2020

29 ნოემბერი 2020, 23:03

ეკონომიკა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადება ორგანიზატორებს სულ მცირე $1.9 მილიარდი დაუჯდებათ

ხარჯებს ბევრი ფაქტორი ზრდის. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის გადასახდელი ხელფასები, არენების შენახვა-მომსახურება და გაყიდული ბილეთების საფასურის დაბრუნება. გაზრდილ ხარჯში არ შედის ის თანხები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხმარდება.

ვალენტინა (Valentina)

29 ნოემბერი 2020, 23:01

კულტურა

საბავშვო ევროვიზის კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. მან 200 ქულა მიიღო. საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია კი 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.

სტრასბურგის სასამართლო

29 ნოემბერი 2020, 22:40

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაზარალებულ მოქალაქეებს 6 მლნ ლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლის უფლების დამრღვევად უკვე 13 საქმეზე ცნო; 28 საქმეზე წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ხელყოფაში სახელმწიფო 14 საქმეზე ამხილა; პირადი ცოვრების დარღვევა7 საჩივარზე დაადასტურა, საკუთრების უფლების შელახვა 7 საქმეზე დადგინდა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი სამართლიანი სასმართლოს უფლების დარღვევას ეხება. ასეთი კი 36 საქმეა.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 22:29

COVID19

რა ვითარებაა საფრანგეთში პანდემიის დროს - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„იმედის“ ევროპის ბიურო, რომელიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში მდებარეობს უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება გადაიღოს და ამჯერად საფრანგეთში ჩავიდნენ.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

29 ნოემბერი 2020, 22:21

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი ადასტურებს, რომ ზურაბ აბაშიძესთან ონლაინ-შეხვედრაზე სერგეი გავრილოვზე საუბარი არ ყოფილა

„ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი“, - ამბობს კარასინი.

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 22:07

COVID19

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

მისი მკურნალი ექიმის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, რადგან სახეზე იყო სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

კახა კუჭავა

29 ნოემბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ პარლამენტში

„ქართველი ამომრჩევლის ნება იყო, რომ მრავალპარტიული ყოფილიყო ეს პარლამენტი. ჩვენ ამას მივაღწიეთ. დღეს ამაზე უარის თქმა პირველ რიგში არის ამომრჩევლის ნებაზე უარის თქმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ, იქნება მიღწეული შეთანხმება“,- განაცხადა კუჭავამ.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 22:03

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

„არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ, ეს შეუძლებელია. ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა და ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“,- განაცხადა ერცვაძემ.

29 ნოემბერი 2020, 21:44

COVID19

რა შეზღუდვები და შეღავათები მოქმედებს საქართველოში - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

სპეციალისტები ჯანდაცვის სისტემის სირთულეებსა და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას უსვამენ ხაზს, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები კი იმ შეღავათებზე საუბრობენ, რომლებითაც პანდემიიდან გამომდინარე ბიზნეს-სექტორის წარმოამდგენლები სარგებლობენ.

29 ნოემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა - ნანა ალექსანდრია მსოფლიო ჩემპიონად

„გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა: ნონა გაფრინდაშვილმა ნებაყოფლობით თქვას უარი ყველა ტიტულზე და ნანა ალექსანდრია ავტომატურად გამოცხადდეს მსოფლიოს ჩემპიონად“, – წერს ნაცვლიშვილი.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 21:24

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საკუთარი თავისთვის ძალიან საინტერესო პაციენტი ვიყავი

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები“, - ამბობს ცერცვაძე.

29 ნოემბერი 2020, 20:56

რეგიონი

ბათუმში, ფიტნესკლუბში „რეფორმერი“ პოლიციამ სავარაუდოდ, ერთი მოქალაქე დააკავა

ბათუმში, „რეფორმერი ფიტნესის" შენობის მიმდებარედ, რომელიც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიციაა მობილიზებული.

შსს

29 ნოემბერი 2020, 20:53

სამართალი

პოლიციამ სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია 1 პირი

გავრცელებული ინფორმაციით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომელთაც ხელში იარაღის მსგავსი ნივთი ჰქონდათ. აფთიაქის თანამშრომლებმა პრევენციის მიზნით პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ორივე პირი ადგილზევე შეაჩერა. როგორც ამ დროისთვის დგინდება, ერთი მათგანი არასრულწლოვანია, ხოლო მეორე 20 წლამდე ასაკის.

ფორმულა 1 ავარია

29 ნოემბერი 2020, 20:26

სპორტი

„ფორმულა 1-ის“ ბაჰრეინის გრან-პრიზე რომენ გროჟანის ბოლიდი აფეთქდა. ვიდეო

ფრანგი სპორტსმენი პირველივე წრეზე რუს დანიილ კვიატის ბოლიდთან კონტაქტის შემდეგ ჯებირებს შეეჯახა. შედეგად გროჟანის ავტომობილი აფეთქდა და მას ცეცხლი წაეკიდა.

ირლანდია საქართველო

29 ნოემბერი 2020, 19:58

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

მატჩის პირველი ტაიმი ირლანდიელთა უპირატესობით, ანგარიშით 20-7 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, როდესაც ბილი ბერნსმა ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. მე-16 წუთზე გიორგი ლელო გიორგი კვესელაძემ დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

29 ნოემბერი 2020, 19:37

მსოფლიო

პოლიციამ დიეგო მარადონას ექიმის სახლსა და კლინიკაში ჩხრეკა ჩაატარა

ლეგენდარული ფეხბურთელი 25 ნოემბერს 60 წლისა გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში კი არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, სამართალდამცველები დაადგენენ ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

ლეო მესი

29 ნოემბერი 2020, 19:10

სპორტი

ლიონელ მესიმ „ოსასუნასთან" გატანილი გოლი დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა

„ოსასუნასთან" შეხვედრა კატალონიელებმა 4:0 მოიგეს და მესის გარდა სტუმართა კარში თითო ბურთი მარტინ ბრაიტვეიტმა, ანტუან გრიზმანმა და ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი გუნდის არგენტინელი ლიდერი დასახელდა.

29 ნოემბერი 2020, 18:54

სპორტი

„ბოსტონის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა პოლ პირსმა, კალიფორნიაში სახლი $11 მილიონად გაყიდა

„ბოსტონის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა პოლ პირსმა კალიფორნიაში საკუთარი სახლი $11 მილიონად გაყიდა. ძვირადღირებული აგარაკი კალაბასის შტატში მდებარეობს, რომელიც პირსმა 2009 წელს 6.5 მილიონად შეიძინა და ახლა 4.5 მილიონით ძვირად გაყიდა.

29 ნოემბერი 2020, 18:48

რეგიონი

ქედაში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქედის მერთან ერთად საწარმოების მშენებლობა დაათვალიერა.

29 ნოემბერი 2020, 18:30

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩში ლელო დადო

მატჩის მე-16 წუთზე გიორგი კვესელაძემ ლელო დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა. 30-ე წუთისთვის ანგარიშია 13-7 ირლანდიელების სასარგებლოდ.