imedi /  23 ივლისი 2019, 18:00 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე უკრაინელებს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ულოცავს

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელებს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს. როგორც პრემიერი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, მას სჯერა, რომ ჯერა, რომ წარმატებული არჩევნები უკრაინაში ხელს შეუწყობს დემოკრატიის, რეფორმებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლას.



უკრაინაში ვადამელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდა. ბოლო მონაცემებით, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიას „ხალხის მსახური“ 43,12% აქვს, „ოპოზიციურ პლატფორმას სიცოცხლისთვის“ – 13,05%; „ბატკივშინა“ – 8,17%; „ევროპული სოლიდარობა“ – 8,12%; პარტია „ხმა“ 5,84% აქვს. 

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 20:01

სამართალი

2019 წელს 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მიმღებთათვის, ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2 ნოემბერს იწურება

„თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2019 წლის მიხედვით, აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ასევე, შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება“ - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოს პროკურატურა

27 ოქტომბერი 2020, 19:53

სამართალი

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

განცხადების თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

ანრი ოხანაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 19:40

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის, თომას ოპერმანის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს.

კონსტიტუცია აფხაზურ ენაზე

27 ოქტომბერი 2020, 19:39

პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯანი ინფანტინო

27 ოქტომბერი 2020, 19:36

COVID19

ფიფას პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახევ ფიფას პრესსამსახური ავრცელებს.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 19:35

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 663 ადამიანს გამოუვლინდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 51 149 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 688 ადამიანი. ვირუსისგან 41 693 პაციენტი განიკურნა.

27 ოქტომბერი 2020, 19:34

COVID19

ბაღდათში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

„გუშინ ღამით, კოვიდით გარდაიცვალა 45 წლის ბაღდათის სასწრაფო დახმარების ექიმი. ექიმი მკურნალობდა თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად , თუმცა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. ქალბატონი იყო ჭარბწონიანი. სამწუხაროდ, სუნთქვის უკმარისობით და დისტრესით დადგა მისი გარდაცვალება“ - აცხადებენ სამინისტროში.

ბრიუსელი

27 ოქტომბერი 2020, 19:33

COVID19

ბელგია ევროპაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე იმყოფება

ბელგია ევროპაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 19:22

პოლიტიკა

გიორგი გახარია: როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც დემოკრატიულად ჩავატარებთ, გავიმარჯვებთ და მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას

პანდემიასაც დავამარცხებთ, როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც ღიად და დემოკრატიულად ჩავატარებთ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას და მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 19:20

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებლი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 346 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 33 299-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 463 411 პაციენტი.

მაიკ პომპეო

27 ოქტომბერი 2020, 19:15

მსოფლიო

მაიკ პომპეომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

27 ოქტომბერი 2020, 19:08

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მოსახლეობას გეგმები და ინიციატივები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს

„ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე, რაც ჩვენს გუნდს აქვს. მჯერა, ჩვენ ერთად ავირჩევთ უკეთეს მომავალს“, - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

თორნიკე რიჟვაძე

27 ოქტომბერი 2020, 18:58

რეგიონი

ბათუმში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა

ბათუმში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში 13 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბათუმელებსა და პრეზენტაციის სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა.

სერგეი ლავროვი

27 ოქტომბერი 2020, 18:58

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, სერგეი ლავროვი თვითიზოლაციაში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თვითიზოლაციაში გადავიდა.

27 ოქტომბერი 2020, 18:56

კულტურა

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“ იწყება

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF), რომელიც კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო, ონლაინფორმატში ჩატარდება. ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა” 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება.

27 ოქტომბერი 2020, 18:54

კულტურა

ოპერატორებისა და კინოგამნათებლების კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულად გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ნამუშევარიც დასახელდა

გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ერთობლივმა ნამუშევარმა, კინოგანათების კომპანია Dedolight-ის მიერ ჩატარებულ, ოპერატორებისთვისა და კინოგამნათებლების კონკურსში 30 გამარკვებულს შორის მე-14 პოზიცია დაიკავა. კონკურსის გამარჯვებულები კომპანიამ განათების ტექნიკით დააჯილდოვა. გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ვიდეო მცირე რაოდენობის ტექნიკის პირობებში ინტიმური გარემოს შექმნის ორიგინალურ კონცეფციას გვიჩვენებს.

27 ოქტომბერი 2020, 18:48

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო იყო პანდემიის პირველი ტალღის გამკლავებაში, ასევე პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება, - ამის შესახებ ფოთში ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 18:45

COVID19

ACI Europe: ევროპის 193 აეროპორტი გაკოტრების წინაშე დადგება, თუ წლის ბოლომდე მგზავრების მიმოსვლა აღდგენას არ დაიწყებს

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს განცხადებით, უახლოეს თვეებში ევროპის 193 აეროპორტი გაკოტრების წინაშე დადგება, თუ წლის ბოლომდე მგზავრების მიმოსვლა აღდგენას არ დაიწყებს.

27 ოქტომბერი 2020, 18:44

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 33 ადამიანი დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა გიულენისტურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) კავშირის ბრალდებით, 33 ეჭვმიტანილი დააკავა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქოჯაელის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის არიან სამხედრო ძალებიდან გარიცხული ლეიტენანტი და სამხედრო სკოლის ექვსი ყოფილი მოსწავლე.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:42

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან, თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეოთხედი პოლიტიკურ პარტიებთან არის დაკავშირებული.