Imedi /  26 ივლისი 2019, 12:16 / სანდო წყარო

თიკა ჯამბურია: ჩემმა შვილმა მიიღო ზუსტად ის ტრავმა, რომელიც მე 13 წლისას სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს

თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელიც გუშინ პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, განცხადებას ავრცელებს.

ჯამბურია Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში შემთხვევას იხსენებს და მომხდარის დეტალებს განმარტავს.

"პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდით და მგულშემატკივრობდით. მინდა მოგიყვეთ რა მოხდა. ვნახე, რომ უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ თუმცა ვცდილობ არ წავიკითხო ფიზიკურად ნერვები არ მაქვს.
 
მოკლედ მე ვცხოვრობ რუსთაველის პირველ ნომერში, ზუსტად იმ სადარბაზოში, რომელიც მიბმულია "პანორამა თბილისის" მშენებლობას. აქედან გამომდინარე ჩვენ ანუ მცხოვრებლებს აღარ გაგვაჩნია პარკინგის ზონა, არც ეზო. ამიტომ მანქანას ფიზიკურად ვერსად ვაჩერებთ, აქედან გამომდინარე ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა, რომელშიც წერია ჩემი საცხოვრებელი მისამართი და ამის შემდეგ დაურთავთ მანქანის გაჩერების ნება. 

დღეს მე, მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი და და ჩემი შვილი ნინა ვისხედით უკვე დაქოქილ მანქანაში და მივდიოდით ჩვენს გზაზე, როდესაც ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა გოგო პატრულის თანამშრომელი, დედაჩემმა დაიწყო პირადობის მოძიება ჩანთაში, რადგან როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ეს ხერხი - პირადობის და საცხოვრებელი სახლის ჩვენება "ჭრის".  მოკლედ არ გვაცადა ამ გოგომ ახსნა, რომ ეს ჩვენი სახლია, რომ აქ ვცხოვრობთ, რომ არ გვაქვს პარკინგი, რომ უკვე გავდივართ და დედაჩემს და ამ გოგონას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. ამასობაში პატრულის მანქანიდან გადმოხტა მეორე თანამშრომელი, ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირველივე წამიდან იყო აგრესიული. არც მამაჩემის წინაშე მოერიდა უხეში ლაპარაკი, (მამაჩემი გენერალია და ძალიან დიდი პატივისცემა აქვს პატრულის და პოლიციის ყველა თანამშრომლის მიმართ). 
მოკლედ ამასობაში შეიყარა ხალხი, ატყდა ერთი ამბავი. დედაჩემს გაუკეთეს ხელბორკილები (დედას შაქარი აქვს ძალიან მძიმე ფორმებში მისთვის არ შეიძლება ჭრილობა და დაბეჟილობები) ამაზე ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდან და ვთხოვდი მისთვის ბორკილები მოეხსნათ. ეს ბიჭი, რომლის სახელს შეგნებულად არ დავწერ, იყო აგრესიული. მოუვიდა შელაპარაკება ჩემთანაც და იმ წამსვე დამადო ხელბორკილები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ქვეყნის კანონის და ღმერთის წინაშე რომ მე მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

რაც შეეხება ნინას. მან დღეს მიიღო ზუსტად ის ტრავმა რომელიც მე 13 წლისას სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს, როდესაც ზუსტად ამავე ადგილას მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს! არასოდეს არ დამავიწყდება ეს ტკივილი და ძალიან დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის. ასევე, აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დანარჩენ საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომლებს რომლებიც ძალიან ადამიანურად და თავაზიანად გვექცეოდნენ მეც, დედასაც და ნინასაც, თუმცა ეს დღე ჩემთვის და ჩემი ყველაზე კანონმორჩილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია", - წერს თიკა ჯამბურია. 

მომღერალი დედასთან ერთად გუშინ დააკავეს. ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა. მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თიკა ჯამბურია და დედამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. მათთან მყოფმა არასრულწლოვანმა კი სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო დედასთან ერთად. "ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული არიან“ - განაცხადეს შსს-ში.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:51

პოლიტიკა

კახა კალაძე: წლის ბოლომდე ნაძალადევში, მანჯგალაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება

2014 წელს ნაძალადევის რაიონის ბიუჯეტი 13-14 მლნ ლარი იყო, დღეს 24-25 მლნ ლარია. რა თქმა უნდა, იგი მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:50

საზოგადოება

Public Opinion Strategies-ის მიერ გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შეიცლება თუ არა - გაუმჯობესდება თუ გაუარესდება. ჯამში, რესპონდენტთა 41% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდება, 27% ჯამში ფიქრობს, რომ გაუარესდება, ხოლო 17% ამბობს, რომ იგივე დარჩება.

28 ოქტომბერი 2020, 17:46

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 500 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 500 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულ მონაცემებს სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ორგანოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:42

საზოგადოება

კახა კალაძე: თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზად არის და ქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

კახა კალაძის თქმით, თემქის ხევის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა ნაძალადევში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:37

პოლიტიკა

კახა კალაძე: მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს

კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მივმართო ნაძალადევის რაიონიდან, ჩვენ გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:34

საზოგადოება

Public Opinion Strategies-ის მიერ გამოკითხულთა 51% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასაქმებასა და უმუშევრობას ასახელებს

დასაქმება და უმუშევრობა 51%, სიღარიბე და სოციალური დახმარება 32%, ოკუპირებული ტერიტორიები 27%, ფასების ზრდა 19%, კორონავირუსი 17%, განათლება 13%, ჯანდაცვა 12%, პენსიები 11%, შიდა პოლიტიკური უსაფრთხოება 6%, საგარეო საფრთხეები 4%.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 17:32

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, საბოლოო მიზანი კი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა

ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, ხოლო საბოლოო მიზანი არის სრულფასოვანი წევრობა ევროატლანტიკურ ოჯახში. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ კვლავ ჩააბაროს ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“

„მთავარი თემა, მთავარი განწყობა, რაც მე დავინახე ეს იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ ჩააბაროს კვლავ ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“. მე ეს მტკიცედ დავინახე მათი დამოკიდებულებიდან და ეს არ იყო საარჩევნო პროცესებზე საუბარი. ეს იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ყოფით ნაწილზე, იმ გამოწვევებსა და იმ მომავალ გეგმებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ნაძალადევის რაიონში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს

კითხვაზე მოგწონთ თუ არა თბილისის მერის თანამდებობაზე კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო, რესპონდენტთა 59% ამბობს, რომ მოსწონს, 29% ამბობს, რომ არ მოსწონს. ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

28 ოქტომბერი 2020, 17:22

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობა: საფრანგეთი არასდროს დათმობს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, გაბრიელ ატალის განცხადებით, საფრანგეთი არასდროს დათმობს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 17:20

პოლიტიკა

„იმედის“ დაკვეთით გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს

კითხვაზე, მოგწონთ თუ არა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესრულებული სამუშაო, რესპონდენტთა 68% ამბობს, რომ მოსწონს, 23% ამბობს, რომ არ მოსწონს. ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა, უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში

კარგად იცით რომ წლების განმავლობაში არა მხოლოდ ნაძალადევს რაიონი, არამედ მთელი თბილის მთლიანად იყო მიტოვებული, ადამიანებს არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა, დამკვიდრებული იყო უიმედობა და სრული ნიჰილიზმი, თუმცა 2012 წლის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:09

რეგიონი

ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა

ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა. ამ დრომდე ანაკლიაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფი არ იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შენობის გახსნასთან ერთად შეიქმნა და ამოქმედდება ახალი სახანძრო-სამაშველო განყოფილება, რაც გაზრდის სტიქიაზე რეაგირების ეფექტიანობას.

28 ოქტომბერი 2020, 17:00

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 928 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 928 ადამიანს გამოუვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 52,137 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 699 ადამიანი. ვირუსისგან 42,033 პაციენტი განიკურნა.

ხვიჩა კვარაცხელია

28 ოქტომბერი 2020, 16:52

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევით, ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „ჩემპიონატს“ გერმანულ კლუბში თავისმა წყარომ განუცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

28 ოქტომბერი 2020, 16:52

მსოფლიო

ერდოღანი: საფრანგეთი ემანუელ მაკრონის მანკიერ, პროვოკაციულ და სიძულვილით სავსე პოლიტიკაზე უკეთესს იმსახურებს

ჩვენთვის ღირსების საკითხია, ჩვენს წინასწარმეტყველზე თავდასხმებს წინ აღვუდგეთ, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

28 ოქტომბერი 2020, 16:47

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის 8,616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შვეიცარიაში კორონავირუსის 8,616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ დადასტურებული შემთხვევები შვეიცარიასა და მეზობელ ლიხტენშტაინში 135,658-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განამვლობაში 24 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში ლეტალური მაჩვენებელი 1,954-მდე გაიზარდა.

28 ოქტომბერი 2020, 16:47

რეგიონი

თბილისის მერიამ სენაკს 11 ავტობუსი გადასცა

თბილისის მერიამ სენაკს 11 მუნიციპალური ავტობუსი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსები ნოემბრის ბოლოდან მოემსახურებიან მოქალაქეებს და უზრუნველყოფენ მათ დროულ და კომფორტულ გადაადგილებას.

28 ოქტომბერი 2020, 16:39

კულტურა

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“ იწყება

„ალტერნატიული ტალღა 2020”-ის მთავარი მიზანია მცირებიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტების განვითარება უცხოელი და ქართველი კინოპროფესიონალების დახმარებით. პლატფორმა ძირითადად ფოკუსირებულია ქართულ კინოპროექტებზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ მას შავი ზღვის რეგიონიც (თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი) შეუერთდა.

ფირუზ გელაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 16:35

COVID19

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსი ფირუზ გელაშვილი, რომლის ოჯახის წევრებიც ინფიცირებული არიან, ტესტირებაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსის ფირუზ გელაშვილის ოჯახის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ფონზე გელაშვილი სპეციალისტების მოწოდებაზე, რომ მან კორონავირუსზე კვლევა ჩაიტაროს და თვითიზოლაციაში გადავიდეს კატეგორიულ უარს აცხადებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.