imedi /  29 ივლისი 2019, 10:15 / სანდო წყარო

პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და პრობაციის სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიებია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს, რომელიც ანაზღაურების გარეშეა. 

გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა შემდეგია: სამსახურის ადგილობრივი საბჭოში სულ 12 ვაკანსიაა, მუდმივმოქმედ კომისიაში კი 1.

"მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას;

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან.

არასამთავრობო ორგანიზაციები ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საკოორდინაციო საბჭოში წარადგენენ სამსახურის ადგილობრივი საბჭოს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურას. 5 სამუშაო დღე ეძლევა კანდიდატურის წარსადგენად უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებსაც.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს ორგანიზაციის წესდების ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები",- წერია განცხადებაში.

კანდიდატებმა განაცხადები 2019 წლის 2 აგვისტოს 18:00 საათამდე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უნდა წარადგინონ.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

26 თებერვალი 2021, 10:46

COVID19

ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ მომწოდებლები ხელშეკრულებების პირობებს არ შეასრულებენ, ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, თუ კორონავირუსის ვაქცინის ისეთი მომწოდებლები, როგორიცაა, მაგალითად, AstraZeneca, ვაქცინის მიწოდებას კვლავ ვერ უზრუნველყოფენ, ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება.

26 თებერვალი 2021, 10:44

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა უნივერსიტეტებს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ჯონ კირბი

26 თებერვალი 2021, 10:42

მსოფლიო

აშშ-მა სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიში განახორციელა

აშშ-მა სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიში განახორციელა. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

26 თებერვალი 2021, 10:40

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების - რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

„ახლა მე იმდენ რამეზე ვარ დასაჭერი. ჩვენ რომ მართლა ასეთი მიდრეკილების ხელისუფლება გვყავდეს, დამიჭერდნენ. მელიამდე უნდა ვყოფილიყავი დაჭერილი. შესაბამისად, ამას ვაფასებ. არ მგონია, რომ ავტომატურად ბედნიერება მელოდება, თუ ეს ხელისუფლება წავა და სხვა მოვა, ამიტომ ვარ კრიტიკული. ოპოზიციის ქცევა, როგორი დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ აქვთ, არის ძალიან საშიში. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ და ასე რომ მოიქცნენ, ხომ საშინელება დამემართება?ამ წამს მაშინებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

26 თებერვალი 2021, 10:38

რეგიონი

მალხაზ თორია ,,სოფლის პროგრამით“ პრიორიტეტების შერჩევას სოფელ ლიასა და პალირში გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაესწრო.

26 თებერვალი 2021, 10:32

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: „ლურჯი“ ეკონომიკა საქართველოს კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის დაჩქარების საშუალება უნდა გახდეს

მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის - ამ სახელწოდების ვირტუალური ღონისძიება გაიმართა დღეს მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რომელზეც კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დაბინძურების საკითხებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

26 თებერვალი 2021, 10:24

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო ბესარიონ აპლიას საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს

დეკანოზს, რომელიც თავის დროზე მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერ არის ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, საპატრიარქო მცირე ისტორიულ ექსკურსს უტარებს.

26 თებერვალი 2021, 10:20

სპორტი

დღეს საკალათბურთო სუპერლიგის ორი მატჩი გაიმართება

სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, საკალათბურთო სუპერლიგა გრძელდება. 26 თებერვალს სუპერლიგის ორი მატჩი გაიმართება. თბილისის ოლიმპიური სასახლე ​ცხუმ-აფხაზეთისა და ოლიმპის დაპირისპირებას უმასპინძლებს, რუსთავის საკალათბურთო დარბაზში კი „რუსთავი“ და „კაკტუსი“ დაუპირისპირდება ერთმანეთს.

26 თებერვალი 2021, 10:09

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 9,997 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9,997 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 394 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,424,684 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 69,519 ადამიანი გარდაიცვალა.

26 თებერვალი 2021, 09:46

საზოგადოება

„სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებულ „სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ხელი „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ია მაქაცარიამ და „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა თამარ ზარგინავამ მოაწერეს.

იუსტიციის სამინისტრო

26 თებერვალი 2021, 09:29

სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

განათლების სამინისტრო

26 თებერვალი 2021, 09:22

საზოგადოება

სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ ონლაინ შეხვედრა გამართა

სასწავლო პროცესის განახლებასთან და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

კოვიდპასპორტი

26 თებერვალი 2021, 09:13

COVID19

საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდპასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ

საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდპასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ, რაც მათივე განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლებას შეუწყოს ხელს.

საქართველოს რკინიგზა

26 თებერვალი 2021, 08:52

ეკონომიკა

ბილეთების შეძენა რკინიგზის სალაროებში დღეიდან იქნება შესაძლებელი

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანას განაახლებს. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მგზავრობისას COVID19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში პირბადის მოხსნის უფლება არ ექნებათ.

ამინდი

26 თებერვალი 2021, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 26 თებერვალს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სად დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +7 გრადუსს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნივერსიტეტი

26 თებერვალი 2021, 08:15

საზოგადოება

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ორგანიზებით, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებთან ონლაინ-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საგანმანათლებლო სივრცეებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობასა და მონიტორინგზე იმსჯელეს.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 08:15

COVID19

ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 269 800 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის განკურნებულია 263 727, გარდაცვლილია - 3475, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1553 პაციენტი რჩება, კლინიკურ სასტუმროში 180 ადამიანი იმყოფება.

თენგიზ ცერცვაძე

26 თებერვალი 2021, 08:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: თუ გინდათ, შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე

სპეციალისტები პირბადის ტარებასა და რეკომენდაციებზე უარის თქმას ყველაზე დიდი საფრთხედ მიიჩნევენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც ზაფხულში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის რისკის ქვეშ დადგება.

ერგნეთი

26 თებერვალი 2021, 07:57

რეგიონი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს გასვლით სხდომას ერგნეთში გამართავს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს გასვლით სხდომას სოფელ ერგნეთში გამართავს. სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე წარადგენენ ანგარიშს. ანგარიშში განხილული იქნება საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ანგელა მერკელი

26 თებერვალი 2021, 01:15

COVID19

მერკელი: ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება.