imedi /  29 ივლისი 2019, 22:12 / სანდო წყარო

ანანურის კომპლექსის დაზიანებულ უბნებზე ვიზიტორებისთვის შეზღუდვები დაწესდება

ანანური

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის გადაწყვეტილებით, ანანურის კომპლექსის ყველაზე დაზიანებულ უბნებსა და ადგილებზე ვიზიტორებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

ადგილზე ჩავლენ საპატრიქრქოს, ადგილობრივი ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეირჩევა კონკრეტული არეალები, სადაც ვიზიტორებისთვის მიმოსვლა შეიზღუდება. ტაძარი და კომპლექსი გახსნილი იქნება, მაგრამ სანამ სრულფასოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარდება, რომელიც 2020 წლისთვისაა დაგეგმილი, მანამდე ძეგლზე სიარულის გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

28 იანვარი 2021, 15:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმის სექტორია

„პანდემიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმის სექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშპ-ის 8%-ს შეადგენდა, შესაბამისად, ის ეკონომიკის აღდგენის გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

28 იანვარი 2021, 15:06

პოლიტიკა

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა. პარტიამ ყველა საჭირო პროცედურა კანონის სრული დაცვით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი სოციალისტების“ პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარტია როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, სრულ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას, ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

პასე

28 იანვარი 2021, 14:57

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა უკრაინის დელეგაციამ გაასაჩივრა. მათ მოთხოვნას მხარი ქართულმა დელეგაციამაც დაუჭირა.

თამარ ტალიაშვილი

28 იანვარი 2021, 14:53

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარესთან ოლივერ ბეხტთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

28 იანვარი 2021, 14:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: საქართველო „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგში აღმოსავლეთ ევროპაში კვლავ ლიდერია

„კორუფცია ხრავს საზოგადოებებს და ანადგურებს სახელმწიფოებს. შევარდნაძის ხელისუფლება სწორედ ფართოდ გავრცელებულ კორუფციას გადაჰყვა, როცა ის სახელმწიფო სტრუქტურების ქვედა დონეებზეც კი ფართოდ იყო გავრცელებული. ჩვენ ვართ სამაგალითონი რეგიონში, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებს შორის, რაც ძალიან მიმზიდველს გვხდის. ამიტომ ეს პოზიციები უნდა შევინარჩუნოთ და წინ წავიწიოთ კიდეც,“ - აღნიშნა ექსპერტმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

თეა წულუკიანი

28 იანვარი 2021, 14:47

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გიგა ბოკერია არის პოლიტიკურად არავინ

გიგა ბოკერია არის პოლიტიკურად არავინ, იმიტომ რომ მის პარტიას არჩევნებზე მიღებული აქვს 3%-იანი შედეგი, თვითონ მას კი პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი იმ დიდ ოლქში, სადაც მაჟორიტარად კენჭი იყარა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა., რითაც „ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუციის“ შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

28 იანვარი 2021, 14:44

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის

„სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს, იმოქმედებს თუ არა პოლიტიკურ პროცესზე პროკურატურის მიერ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს შუამდგომლობა.

თეა წულუკიანი

28 იანვარი 2021, 14:38

საზოგადოება

თეა წულუკიანმა განმარტა როგორ გაიყოფა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„დღეს უკვე საჯაროდ დაზუსტდა ის, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დამტკიცების პროცედურებისას განაცხადა პარლამენტში. მას შემდეგ არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ამ თემაზე სახელისუფლებო წრეებში მიმდინარეობდა მსჯელობა. და უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები შეიძლება ჰქონდეს ამ ორ სამინისტროს. ერთი მხრივ იქნება განათლება და მეცნიერება ცალკე, რაც თავისთავად უზარმაზარი პორტფელია და კომპეტენციები არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი განვითარებისთვის და მეორე მხრივ, იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რაც გულისხმობს კულტურისა და სპორტის კომპეტენციების გაერთიანებას და ასევე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მმართველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდული საქმეების სააგენტოს გაერთიანებას ამ ახალ სამინისტროში“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

28 იანვარი 2021, 14:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, ბრალდებულებისგან მაქსიმალური ინფორმაციის მისაღებად

თუ მოსამართლე გადაწყვეტს, გირაოთი ჩაანაცვლოს წინასწარი პატიმრობა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი კრიტერიუმით - კვლავ საჭიროა თუ არა ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისთვის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

28 იანვარი 2021, 14:36

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ადამ კინზინგერი

28 იანვარი 2021, 14:36

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: „რესპუბლიკურ“ პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოდ ვგრძნობ

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკურ“ პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოდ გრძნობს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტსა და კონსტიტუციის 25-ე შესწორებით მის გადაყენებას მხარი დაუჭირა.

გიორგი მათიაშვილი

28 იანვარი 2021, 14:33

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ მარკ მილს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილს შეხვდა.

28 იანვარი 2021, 14:31

ეკონომიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბაზრობების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, ღია სივრცეში ვაჭრობის უფლება ჰქონდეთ.„ელიავას ბაზრობის” ერთ-ერთი წარმომადგენლის, თეა ანდრიაძის თქმით, უპირატესობა ღია სივრცეში მოვაჭრეებს უნდა ჰქონდეთ.

კახა კუჭავა

28 იანვარი 2021, 14:29

პოლიტიკა

კახა კუჭავა: სანამ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში, საქართველოს პოზიცია დააფიქსირა და სიტყვით გამოვიდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პაატა იმნაძე

28 იანვარი 2021, 14:20

COVID19

პაატა იმნაძე: პირბადის ტარებას თუ არ მივეჩვიეთ, ვირუსთან ერთად ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს

ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან არანაირ კავშირში არ არის. ვაცქინაცია როდესაც დასრულდება, უფრო მეტად მაშინ შეიძლება, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

პაატა იმნაძე

28 იანვარი 2021, 14:17

COVID19

პაატა იმნაძე: ვაქცინებთან დაკავშირებით ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა, მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო

ჩვენი კვლევებით 22 პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს, 55-დან 60 პროცენტამდე კი დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

პაატა იმნაძე

28 იანვარი 2021, 14:14

COVID19

პაატა იმნაძე: შემოდგომაზე მოსახლეობის 60% ვაქცინირებული უნდა იყოს, რათა ზამთარს მომზადებული შევხვდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს.

მიხეილ სადრაძე

28 იანვარი 2021, 14:12

სამართალი

პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: გამოძიების მთელი აქცენტი დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზეა მიმართული

„ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართული არის სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და საგამოძიებო ორგანო ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს. მათ შორის, თქვენთვის ცნობილია, რომ ერთი პირი დღეს უკვე იმყოფება გამოკითხვაზე“, - განაცხადა სადრაძემ.

პროკურატურა

28 იანვარი 2021, 14:04

სამართალი

პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გაკეთდა.

ჩჟაო ლიცზიანი

28 იანვარი 2021, 13:55

COVID19

ჩინეთის საგარეო უწყება: პანდემიის წარმოშობის შესახებ ჯანმოს გამოძიება პოლიტიზებული არ უნდა იყოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიება პანდემიის წარმოშობის შესახებ პოლიტიზებული არ უნდა იყოს.