imedi /  30 ივლისი 2019, 16:37 / სანდო წყარო

რას ფიქრობენ დანიელები საქართველოში მოგზაურობაზე. ვიდეო

ტურისტები საქართველოს შესახებ

კოპენჰაგენში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ვიდეორგოლი მოამზადეს, სადაც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ჩაწერეს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს დანიიდან სტუმრობდნენ.

ინფორმაცია imedinews.ge-ს კოპენჰაგენში მცხოვრებმა ქართველებმა მიაწოდეს. 

მათი თქმით, კლიპი მიზნად საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ტურისტული პოტენციალის გაზრდას ისახავს:

„ჩვენი დიდი სურვილი იყო მცირე წვლილი შეგვეტანა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლებაში, ამიტომ აღნიშნული იდეის ირგვლივ გავერთიანდით. კერძოდ, გადავწყვიტეთ, რამდენიმე კითხვით მიგვემართა იმ ტურისტებისთვის, ვინც საქართველოს სტუმრობდნენ. შევხვდით სრულიად უცხო ადამიანებს და საკუთარი ქვეყნის შესახებ ვისაუბრეთ. ბევრი საინტერესო შეფასება მოვისმინეთ და ეს ყველაფერი ერთ ვიდეოში გავაერთიანეთ. იმედს ვიტოვებთ, ამ კლიპის საშუალებით მეტი ადამიანი აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ესტუმრონ საქართველოს.", - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.

დანიელი ტურისტის, ტრინეს განცხადებით კი, თბილისი საოცარი ქალაქია და მსგავსი არც უნახავს: 

„თავდაპირველად თბილისს ვესტუმრე. ქალაქი აბსოლუტურად მომაჯადოებელია. ვფიქრობ, მსგავს საოცრებაში არასდროს ვყოფილვარ. ნამდვილი ზღაპარია. ძალიან ძველი და მისტიკური. საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას პირველი რასაც ვაკეთებ ქართული რესტორნის ძებნაა, რადგან ხაჭაპურისა და ხინკლის მოყვარული ვარ."- აღნიშნავს ტურისტი. 

პროექტის ორგანიზატორები არიან: მარიამ შონია, მარი ნადარაია, თამარ კაკუბავა, გიორგი ვადაჭკორია და ცირა ქობალია, რომლებიც ვიდეოს სისრულეში მოყვანისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდიან სემ ვინთერ სმიტს, ნორვეგიიდან.

მათივე განმარტებით, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობას მომავალშიც გეგმავენ.

ყველა სიახლე

30 ოქტომბერი 2020, 11:19

პოლიტიკა

სენატორები რიში და შაჰინი: წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემის მიმართულებით განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის

„მას შემდეგ, რაც 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ერთად ვიმოგზაურეთ, ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში დემოკრატიის გაღრმავებას და ეკონომიკის ზრდას. მაშინ, როცა ქართველები ამ კვირის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე პატივისცემით მოეკიდოს და დაიცვას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს საარჩევნო ყუთების ხელშეუხებლობა“, - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

30 ოქტომბერი 2020, 11:16

ტექნოლოგიები

კომუნიკაციების კომისიამ ITU-სა და ევროპის რეგიონის ფორუმის მონაწილეებს 5G-ის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება გააცნო

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) ევროპის რეგიონის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის თემა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა 5G-ის დანერგვის სტრატეგია, პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელება.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 11:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება

„ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნებზე დაადასტურა, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს.

ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 11:02

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას

„გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა“.

30 ოქტომბერი 2020, 10:58

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 18 681 ადამიანს დაუდგინეს, 77 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 499 694 შემთხვევა გამოვლინდა, 10 349 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

30 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 683 თბილისში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 10:51

COVID19

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო დღეების სტატისტიკიდან ჩანს, რომ ინფიცირების მაჩვენებელს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სჭარბობს. ამასთან, გუშინდელთან შედარებით, მცირედით იკლო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ.

30 ოქტომბერი 2020, 10:49

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 91 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 91 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 9,2 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, 234 11 ადამიანი კი გარდაიცვალა. აშშ ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიში პირველ ადგილზეა.

30 ოქტომბერი 2020, 10:47

რეგიონი

თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 20 მილიონი მოხმარდება

ქალაქ თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 24 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. კომპანიამ, 2012 და 2016 წლებში თეთრიწყაროში წყალმომარაგების პირველი და მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები განაროცხიელა. გამრიცხველიანდა მთლიანი მოსახლოების 75 %.

30 ოქტომბერი 2020, 10:43

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის 26,106 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 26,106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 513 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 5,5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 158,969 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 10:35

COVID19

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 10:34

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1696 ადამიანს დაუდასტურდა, 2906 კი გამოჯანმრთელდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

30 ოქტომბერი 2020, 10:23

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 45 028 250 შემთხვევა გამოვლინდა, 1 181 075 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 30 301 655 - გამოჯანმრთელდა.

30 ოქტომბერი 2020, 10:18

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 48,648 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 48,648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 8,088,851-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 563 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 121,090-ს აღწევს, ჯამში 7,373,375 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ანსამბლი რუსთავი

30 ოქტომბერი 2020, 09:57

საზოგადოება

ანსამბლ „რუსთავისა“ და „მართვეს“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა: შენობის ნაწილობრივი გამაგრებითი სამუშაოები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სარეპეტიციო დარბაზს, ცენტრალურ კიბეს, დარბაზის მიმდებარე სივრცეებს: კულისებს, ხმის ჩამწერ სტუდიასა და გასახდელებს.

 Neweurope.eu

30 ოქტომბერი 2020, 09:54

პოლიტიკა

NEWEUROPE: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო დღესაც ნათელი წერტილია

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული მედიის და პოლიტიკური წრეების ყურადღების ძირითადად მიპყრობილია მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტზე, რაც სრულიად გასაგებია, გამომდინარე რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეებიდან. აშშ, ევროკავშირის და სხვანი სამართლიანად მოუწოდებენ მშვიდობისკენ.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 09:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მე პოლიტიკოსი არ ვარ

„ჩემი განცხადებები არ ჰგავს ვაშინგტონელი პოლიტიკოსების ტიპიურ განცხადებებს. ეს იმიტომ, რომ, მე პოლიტიკოსი არ ვარ. მე არ ვთამაშობ პოლიტიკური „ისტებლიშმენტის“ წესებით. მე იმისთვის გავხდი პრეზიდენტი, რომ ამომრჩევლების კეთილდღეობისთვის მებრძოლა უფრო მეტად, ვიდრე ვინმე იბრძოდა ჩემამდე“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.

იოსებ ხახალეიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 09:35

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ გვსურს ქუთაისის განვითარება, 21-ე საუკუნის ევროპული, გამართული ქალაქი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოებ ხახალეიშვილი ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გენადი არველაძესთან ერთად შეხვდა. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე მოწერელია

30 ოქტომბერი 2020, 09:32

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: მოსახლეობაში იგრძნობა ჩემი და მმართველი გუნდის უდიდესი მხარდაჭერა

„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში, თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

30 ოქტომბერი 2020, 09:27

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და გიორგი ამილახვარი ისრაელში, საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის წევრი გიორგი ამილახვარი ისრაელში, საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.