imedi /  30 ივლისი 2019, 21:36 / სანდო წყარო

უსაფრთხოა თუ არა ლიფტები რომლებითაც ყოველდღე ვსარგებლობთ

ლიფტები

უსაფრთხოა თუ არა ლიფტები, რომლებითაც ყოველდღე ვსარგებლობთ. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური ბათუმში მომხდარი ინციდენტების შემდეგ გახდა. ლიფტების მდგომარეობის კუთხით ვითარება სავალალოა. როგორც აღმოჩნდა, ლიფტით უსაფრთხო მგზავრობა კორპუსების მცხოვრებთა პასუხისმგებლობაა.

დაზიანებული ლიფტის კაბინები თბილისში მოქალაქეებს უკვე აღარ უკვირთ. მოძველებულ კორპუსებში გადაადგილების ეს საშუალებებიც დიდი ხანია ამორტიზებულია. დამწვარია ღილაკები, ზოგიერთ სართულზე ლიფტის კარი არ იღება და მცხოვრებლებს ის კუსტარულად აქვთ დალუქული. ეჭვის ქვეშ დგას უსაფრთხოებაც, თუმცა მოქალაქეები ლიფტით მაინც მგზავრობენ. 

კანონმდებლობის თანახმად, ლიფტების უსაფრთხოებას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აკონტროლებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია. თუმცა სააგენტოში აცხადებენ, რომ შემოწმებაზე ისინი მხოლოდ ფორსმაჟორუს სიტუაციაში - ავარიის ან უბედური შემთხვევის დროს მიდიან. ლიფტების გეგმური შემოწმება კორპუსების მცხოვრებთა პასუხისმგებლობაა და წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმებიც.

მფლობელის პასუხისმგებლობაა, მოიწვიოს კერძო საინსპექციო ორგანო და მათი მეშვეობით ლიფტის ინსპექტირება განახორციელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა - 500 ლარი, რომელის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ორმაგდება“, - აცხადებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მთავარი სპეციალისტი თემურ კალმახელიძე.

ჯარიმის თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებმა კერძო კომპანიებს უნდა მიმართონ. მოქალაქეთა ამხანაგობებს ასეთ მომსახურებას საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია სთავაზობს, რომლებიც ლიფტების მუდმივ შემოწმებაზე პასუხისმგებლობას იღებენ, მომსახურების ფასი კი თვეში 100-120 ლარს აღწევს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 15 ათასი ლიფტია. ამიტომ კერძო კომპანიებში კადრების ნაკლებობაზეც საუბრობენ. ლიფტების გაუმართაობის გამო კი ყოველწლიურად არაერთი ადამიანი შავდება. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბათუმში მოხდა, სადაც მშენებარე კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

ყველა სიახლე

ირაკლი ჩიქოვანი

30 ოქტომბერი 2020, 11:59

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანმა გორთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

,,მინდა მივუსამძიმრო ყველა იმ ადამიანის ოჯახს და ახლობლებს ვინც ემსხვერპლა გუშინდელ ავტოსაგზაო შემთხვევას. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს”-წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

ან იდალგო

30 ოქტომბერი 2020, 11:55

პოლიტიკა

პარიზის მერი კახა კალაძეს: მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს აკავშირებს, ახალი პროექტებით კიდევ უფრო გამდიდრდება

პარიზის მერი ან იდალგო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისელ კოლეგას, კახა კალაძეს მადლობის წერილს უგზავნის. როგორც თბილისის მერია იუწყება, წერილში იდალგო თბილისსა და პარიზს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.

კახა კახიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 11:52

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ხვალინდელი არჩევანი აჩუქეთ თქვენს თავს და რაც მთავარია აჩუქეთ თქვენს შვილებს, რათა მათ ბევრად წარმატებულ საქართველოში იცხოვრონ

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მონაწილეობა არჩევნებში, მონაწილეობა არა ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ თქვენ გააგრძელოთ ცხოვრება ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანის უფლებები იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 11:52

სამართალი

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

„საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.

30 ოქტომბერი 2020, 11:43

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 18,681 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 18,681 ადამიანს დაუდგინეს, 77 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 499,694 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10,349 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 11:35

პოლიტიკა

საარჩევნო პროცესსს ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70-ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი დააკვირდება

ხვალინდელ არჩევნებს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების პირველი ერთობლივი მისიით გაუწევს მონიტორინგს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პანდემიის მიუხედავად, დამკვირვერბლების მობილიზება, მათ შორის საზღვარგარეთიდან მოხერხდა. მათ დღეს ხელი მოაწერეს ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ქცევის კოდექსსა და მემორანდუმს.

30 ოქტომბერი 2020, 11:35

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,398 პაციენტს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,398 პაციენტს დაუდასტურდა, 28 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 87,432 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,300 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 54,316.

30 ოქტომბერი 2020, 11:32

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,312 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,312 ადამიანს დაუდასტურდა, 173 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 378,729 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 7,041 პაციენტი ემსხვერპლა, 155,026 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

30 ოქტომბერი 2020, 11:32

ტექნოლოგიები

ბილაინის ჰაკათონის - Beeline Game Jam გამარჯვებული ცნობილია

ჰაკათონის სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ჟიური გაეცნო თითოეულ ნამუშევარს და რჩეული თამაში დაასახელა. გამარჯვებული გუნდი - AbsoluteZero, BTU-ს ოთხი სტუდენტისგან შედგება: საბა საყვარელიძე, ბექა ცინცაძე, რატი ალანია, ბექა დარჯანია. AbsoluteZero ბილაინის პარტნიორი გახდა და კომპანიასთან შემოსავლის გაყოფის მოდელით ითანამშრომლებს.

პაატა იმნაძე

30 ოქტომბერი 2020, 11:31

COVID19

პაატა იმნაძე: ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნებზე მისვლა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნება. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველა საარჩევნო უბანზე დეზიფექცია ჩატარდება.

კახა კახიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 11:31

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ ადამიანებს პატივი და ღირსება შეუნარჩუნა, ის ბიუჯეტს საპროცესო შეთანხმებებით და შესაბამისად, ხალხის ფულით არ ავსებს

„სიმართლე რომ გითხრა, როდესაც შევუდექი წინასაარჩევნო კამპანიას მეგონა რომ ძალიან ბევრი მაქვს ცხოვრებაში ნანახი და ბევრი ვიცი, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს კიდევ სხვა ციკლი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც უფრო მეტად დამაფიქრა, იმ სიკეთესთან ერთად რაც ვნახე ბევრი ბოროტებაც ვანახე, ამიტომ მე დღეს დღეს ვამთავრებ წინასაარჩევნო კამპანიას, ხვალ ჩვენ უმნიშვნელოვანესი დღე გველოდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 11:25

ეკონომიკა

დაზოგვის მსოფლიო დღე საქართველოში წელს მეცხრედ აღინიშნება

„დაზოგვის მსოფლიო დღე“ მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღნიშნება საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძიებას ტრადიციულად, წელსაც უერთდება, - ამის შესახებ ინფომრაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივით იმართება. როგორც წესი, ამ ღონისძიებას კვირეულის სახე აქვს და მასში საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოა - ჭიანჭველა „გროვია“.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 11:21

საზოგადოება

გიორგი გახარია გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე: ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, განსაკუთრებულად - ოჯახებს

მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, გუშინ, გვიან ღამით, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 11:21

პოლიტიკა

გიორგი გახარია: შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ არნახული მხარდაჭერა აქვს

ჩვენ დღეს ბოლო დღე გვაქვს კამპანიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის. მე შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას„ აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს არის მხარდაჭერა არ არის კონკრეტულად პარტიის მხარდაჭერა, ეს არის მხარდაჭერა ეკონიმიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფის მშენებლობის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 11:19

პოლიტიკა

სენატორები რიში და შაჰინი: წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემის მიმართულებით განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის

„მას შემდეგ, რაც 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ერთად ვიმოგზაურეთ, ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში დემოკრატიის გაღრმავებას და ეკონომიკის ზრდას. მაშინ, როცა ქართველები ამ კვირის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე პატივისცემით მოეკიდოს და დაიცვას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს საარჩევნო ყუთების ხელშეუხებლობა“, - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

30 ოქტომბერი 2020, 11:16

ტექნოლოგიები

კომუნიკაციების კომისიამ ITU-სა და ევროპის რეგიონის ფორუმის მონაწილეებს 5G-ის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება გააცნო

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) ევროპის რეგიონის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის თემა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა 5G-ის დანერგვის სტრატეგია, პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელება.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 11:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება

„ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნებზე დაადასტურა, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს.

ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 11:02

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას

„გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა“.

30 ოქტომბერი 2020, 10:58

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 18 681 ადამიანს დაუდგინეს, 77 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 499 694 შემთხვევა გამოვლინდა, 10 349 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

30 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 683 თბილისში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.