Imedi /  20 აგვისტო 2019, 18:50 / სანდო წყარო

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა.

„დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დიმიტრი ლეჟავა დაკისრებულ მოვალეობას 2019 წლის რვა ივლისიდან ასრულებს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ლეჟავა მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში (1983-1994), სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური (1994-1996), ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (1996-1998), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი.

ყველა სიახლე

ნიუ-იორკი

05 აპრილი 2020, 22:29

COVID19

რა ვითარებაა აშშ-ში კორონავირუსის ეპიცენტრში - ნიუ-იორკში

ჟურნალისტმა ნინო გოგოლაძემ „იმედის კვირის“ ეთერში აშშ-ში კორონავირუსის გამო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნიუ-იორკში ინფექციის პიკისთვის ემზადებიან და თვითიზოლაციის წესებს უფრო სერიოზულად ეკიდებიან და ცდილობენ გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

05 აპრილი 2020, 22:28

COVID19

საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის მერს ბენიამენ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისი მეუღლის განმეორებითი ანალიზის პასუხი კი კვლავ დადებითია. ასევე დადებითია ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი ჩხობაძის ცხელების ცენტრიდან. 63 წლის ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა. უარყოფითია საჩხერის 11კონტაქტის ანალიზის პასუხი. ქუთაისის ლაბორატორიაში სულ 26 ნიმუში გამოიკვლიეს.

თეა წულუკიანი

05 აპრილი 2020, 22:21

COVID19

თეა წულუკიანი: 6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს

6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს, - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრმა ჟურნალისტების განუცხადა. როგორც თეა წულუკიანი განმარტავს, მუშობა განახლდება გამარტივებული წესით და სამართალწარმოეაბა დაიწყება დედნის გარეშე. „ორშაბათიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს. მუშობა განახლდება გამარტივებული წესით. სამართალწარმოება დაიწყება დედნის გარეშე,აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი დისტანციური მიმართვის საფუძველზე, პორტალ MY.GOV.GE-ის მეშვეობით ან პირდაპირ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმეილზე დოკუმენტაციის გაგზავნით“ - განაცხადა ტეა წულუკიანმა.

კორონავირუსი ტესტირება

05 აპრილი 2020, 22:06

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში 14 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან

კლინიკაში ასევე 6 არასრულწლოვანია მოთავსებული. 2 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო იყო, ვინაიდან ორივეს პნევმონია აღენიშნებოდა. ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი პნევმონიისგან გამოჯანმრთელდა, ხოლო მეორე სიმპტომურ მკურნალობას განაგრძობს. საყურადღებოა საშუალო ასაკის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 21:53

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ინტენსიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დეფიციტი არ აღმოჩნდეს პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესების საფუძველი

„მსოფლიოში ზოგადად არის ძალიან ბევრი კუთხით დეფიციტი. ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დეფიციტი არ აღმოჩნდეს საქართველოში ჩვენი პაციენტებისთვის რისკის გამომწვევი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 21:43

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერეში დაინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

„აქედან გამომდინარე საჩხერის საავადმყოფოში ჩატარდა პრევენციული კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე ჩვენს ექიმს დაუდგინდა კოვიდ-ინფექცია. ის თავს სტაბილურად გრძნობს. თვითონ არის მაღალი დონის პროფესიონალი. შესაბამისად, მან იცის დაავადების მიმდინარეობაც. ამ ეტაპისთვის მასზე ზრუნავენ სხვა მისი კოლეგები და მისი მდგომარეობა სტაბილურია. დღის ბოლოს ველოდებით დამატებით თანამშრომლებზე ჩატარებულ კვლევებს, რომლებსაც ჰქონდათ შეხება კონკრეტულად ამ ექიმთან“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 21:32

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვიწყებთ პიკთან მიახლოებას

„ეს იყო ზუსტად ის მოლოდინები და იმ შემთხვევაში იყო ეს მოლოდინები, თუ ჩვენ ვერ შევძლებდით სოციალური დისტანცირების ეფექტურ მართვას. მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მთავრობის გუნდის ერთიანმა სტრატეგიამ გაამართლა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის დადებითმა ჩართულობამ თავის შედეგი გამოიყო და ის მოლოდინები, რომლებიც ამ რიცხვისთვის იყო ნავარაუდები ჩვენი მეცნიერების მხრიდან ისე მწვავად არ გამართლდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მონაცემები მატულობს, რაც მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი შენგელია

05 აპრილი 2020, 21:29

COVID19

სამ პირს, რომლებსაც ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდათ კონტაქტი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსზე გაგზავნილი სამივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. სამივე პირი ახალგაზრდა სპორტსმენის კონტაქტების დადგენის შედეგად საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა,საიდანაც ცხელების ნიშნით კლინიკაში დილით გადმოიყვანეს. არ დაუდასტურდა ვირუსი რეფერალურ კლინიკაში მოთავსებულ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ცხელება აღენიშნებოდა .

05 აპრილი 2020, 21:26

COVID19

უკრაინაში კორონავირუსთან დაკავშირებით ქართული დიასპორის საინფორმაციო კრიზისცენტრი ამოქმედდა.

ასევე მუშაობს ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერი, რაც ემიგრანტებისგან, მათი საჭიროებების შესახებ, ზარების მიღების საშუალებას იძლევა. კრიზისცენტრი შესული ზარების მიხედვით სიმძიმის კატეგორიებს და პრიორიტეტებს განსაზღვრავს და შემდეგ მოქმედებს. კრიზის ცენტრები „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის“ პროექტია და ის უკვე ფუნქციონირებს ამერიკაში, იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში.

05 აპრილი 2020, 21:18

რეგიონი

ზუგდიდსა და ფოთში ქუჩების დეზინფექცია დაიწყო

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ზუგდიდისა და ფოთის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო. დედაქალაქსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში საგანგებო სიტუაციების მართვის, ზუგდიდიდის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მართვის ცენტრია ჩართული. სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ხორციელდება.

ანდრია ჯაღმაიძე

05 აპრილი 2020, 21:09

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ვინც ფრთხილობს და ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას - დარჩეს სახლში

ადამიანები, რომლებიც სახლში დარჩებიან, ეს მათ სარწმუნოებისგან განდგომად ეს არ ჩაეთვლებათ, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვინც ფრთხილობს და ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში.

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 21:04

COVID19

ბოლო 2 კვირის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19-ს 525 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 19 მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჰოსპიტლებში იმყოფება ან ვისაც ინტენსიური მკურნალობა ესაჭიროება.

05 აპრილი 2020, 20:40

COVID19

საელჩო იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი.

კორონავირუსი სტატისტიკა მსოფლიო

05 აპრილი 2020, 20:16

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა

ინფიცირების 1 226 664 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 66 450 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაშია - 15 362, მას ესპანეთი მოსდევს (12 418), მესამეზე კი საფრანგეთია 7 560 შემთხვევით.

ზაზა გაბუნია

05 აპრილი 2020, 20:11

პოლიტიკა

ზაზა გაბუნია: რა სამწუხარო სანახავია ოპოზიციონერის სტატუსს შეფარებული ზოგიერთი უსაქმური, რომელმაც მთავრობის წინააღმდეგ ახლა საბრძოლო ფრონტი გახსნა

„კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების მიზნით ქვეყნის ხელისუფლება, ქართული ოცნების გუნდი ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგებისთვის მუშაობს და უმნიშვნელოვანესი შედეგები სახეზეა, როგორც ჯანდაცვის სტრატეგიის, ისე ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკის, მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

საფრანგეთი დანა

05 აპრილი 2020, 20:09

მსოფლიო

საფრანგეთის პოლიცია დანით შეიარაღებული კაცის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ტერორიზმს უკავშირებს

ეჭვმიტანილი 30 წელს გადაცილებული სუდანელი მიგრანტია. მასთან ერთად ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ 2 ადამიანი დააკავეს. თავდამსხმელი მაშინ დააკავეს, როცა 2 კაცის მოკვლის და 5-ის დაჭრის შემდეგ ის ქუჩაში დაჩოქილი არაბულად ლოცულობდა.

05 აპრილი 2020, 19:50

რეგიონი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებს სასურსათი დაურიგდათ

,,ქართული ოცნების“ გუნდი განაგრძობს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნვას - ამის შესახებ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგა გულორდავამ ჟურნალისტებს განუცხადა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პროდუქტი დაურიგდათ.

ხანძარი ჩერნობილში

05 აპრილი 2020, 19:30

მსოფლიო

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან გაჩენილი ხანძარი უკვე 100 ჰექტარზე გავრცელდა

ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რადიაქტიური ტყის 20 ჰექტარი იწვის. ადგილზე 90-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ვიღაცამ ტყეში ბალახს ცეცხლი წაუკიდა, რის შემდეგაც ის ხეებზე გავრცელდა. ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმას აღემატება.

05 აპრილი 2020, 19:30

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

05 აპრილი 2020, 19:21

საზოგადოება

ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ათენი-თბილისის რეისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი თბილისი-ათენი-თბილისის რეისთან დაკავშირებით, რომელიც 7 აპრილს არის დაგეგმილი განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 აპრილს, თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან დაიწყო ბილეთების ეტაპობრივი გამოტანა ონლაინ პლატფორმაზე. როგორც კომპანიის ტექნიკური პლატფორმის მონაცემები აჩვენებს, 10:02 წუთზე სისტემამ რეალიზაციისთვის გამოიტანა 10 ბილეთი, მოცემულ მომენტში საიტზე ერთდროულად შემოსული იყო 3278 მომხმარებელი და ამ 10 ბილეთის ყიდვას შეეცადა ერთდროულად 552 მომხმარებელი, ბილეთების რეალიზაცია მოხდა 8-9 წუთის მონაკვეთში.