imedi /  27 აგვისტო 2019, 20:55 / სანდო წყარო

BBC: ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი შესაძლოა რუსმა ჯაშუშმა მოკლა

ზელიმხან ხანგოშვილი (მარჯვნივ)

ზელიმხან ხანგოშვილი (მარჯვნივ)

რუსეთის ჯარის წინააღმდეგ მებრძოლი [ჩეჩნეთის მეორე ომი] ჩეჩენი დევნილი ბერლინის პარკში შესაძლოა რუსმა აგენტმა მოკლა, - ასე იწყებს სტატიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ BBC და დასძენს, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იყო სამიზნე.

საქართველოს 40 წლის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე 25 აგვისტოს დააკავეს. BBC-ის სტატიის თანახმად, დაკავებული ვადიმ ს. არის, რომელიც ბერლინში მოსკოვიდან პარიზის გავლით ჩავიდა და უკან, მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონდა. BBC გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ ადგილზე დიდი რაოდენობით ნაღდი ფული იპოვა. 

როგორც BBC წერს, საქმეში ნაწილობრივ ეჭვები რუსეთისკენ მიდის იმ გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრებ დისიდენტებთან დაკავშირებით რუსეთის ირგვლივ არსებობს. ამ მხრივ მეტნაკლებად ცნობილი საქმეებია დიდ ბრიტანეთში 2006 წელს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ყოფილი ოფიცრების ალექსანდრე ლიტვინენკოს და 2018 წელს სერგეი სკრიპალის მოწამვლა.

BBC ხანგოშვილის ვინაობის შესახებაც წერს. მედიასაშუალების ცნობით, ხანგოშვილმა თბილისი დედაქალაქში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, გერმანიაში 2015 წელს გაემგზავრა. 

ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედით გამვლელმა იმ დროს მიაყენა, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დეტალებს გერმანელ სამართალდამცავებთან გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს.

ბერლინში მოაბიტის რაიონში სროლის შედეგად ერთი კაცი დაღუპვის შესახებ imedinews-ი 23 აგვისტოს წერდა. გაზეთ Berliner Kurier-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა კაცს თავში ესროლა, შემდეგ კი იარაღი მდინარეში გადააგდო. 

ყველა სიახლე

22 ივნისი 2021, 21:45

სამართალი

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით, 22-ის წინააღმდეგ მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილები.

22 ივნისი 2021, 21:37

პოლიტიკა

პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო

„მე, როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

მარიამ ლაშხი

22 ივნისი 2021, 21:36

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, მარიამ ლაშხი ასამბლეის საზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

22 ივნისი 2021, 21:35

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმას 12 პოლიციელი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმას 12 პოლიციელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

22 ივნისი 2021, 21:33

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია კიევში უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში ხვალ, 23 ივნისს გაიმართება.

თამარ ტალიაშვილი

22 ივნისი 2021, 21:24

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილი: ბავშვები საქართველოს სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ პირდაპირ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ

„ჩვენ გვჯერა, რომ განათლების უფლება არ არის სოციალური პრივილეგიის საკითხი. ამრიგად, სოციალური ხარვეზის აღმოსაფხვრელად, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დაიწყო საპარლამენტო მოკვლევა - COVID–19-ის გავლენა ზოგად განათლებაზე - რომლის მიზანია პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მექანიზმების შექმნა“,- განაცხადა ტალიაშვილმა.

თეა წულუკიანი

22 ივნისი 2021, 21:21

პოლიტიკა

თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას“: რატომ გაიტანეს ქვეყნიდან უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება აკრძალული რაკეტა ყოველგვარი დოკუმენტის გაფორმების გარეშე

ერთ-ერთ ანგარში აღმოვაჩინეთ თბილისის ტერიტორიაზე ჩამოგდებული „ისკანდერი​ს“ პირველი ნამსხვრევი და შემდეგ ამ ნამსხვრევმა გაგვიყვანა თავად გატანილი „ისკანდერი​ს“ ნაწილებამდე, - კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დღეს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

დავით სერგეენკო

22 ივნისი 2021, 21:14

პოლიტიკა

დავით სერგეენკო PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სერგეენკო 2 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად.

ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელა მერკელი

22 ივნისი 2021, 21:06

მსოფლიო

ანგელა მერკელმა ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტით მიიწვია

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტით მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

22 ივნისი 2021, 20:57

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 65% ვაქცინირებული გვეყოლება და პანდემია დაძლეული იქნება

„ვაქცინაციის 200-ზე მეტი პუნქტი უკვე არის და როგორც ვიცი, გაორმაგდება. ჩვენთან ვაქცინაცია გვიან, მაგრამ ძალიან კარგად, სრულყოფილად წავა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით მოვახსენო მოსახლეობას, რაც დაგვიანდა - დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის სამიზნეზე გავალთ, მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

22 ივნისი 2021, 20:54

პოლიტიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად 90 ხმა იქნება საჭირო.

22 ივნისი 2021, 20:47

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი, რომელიც სტრასბურგში, ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა.

22 ივნისი 2021, 20:47

ტაბლოიდი

იაპონიაში სექს-თოჯინის წყლიდან ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, რადგან ის ცოცხალი ადამიანი ეგონათ

შემთხვევა ქალაქ ჰატინოჰეში მოხდა. გამვლელებმა წყალში მოტივტივე თოჯინა დაინახეს და ადამიანი ეგონათ, ამიტომ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ. ადგილზე პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ. როცა მაშველები წყალში შევიდნენ, გაირკვა რომ „ქალი“ რეზინის თოჯინა იყო.

22 ივნისი 2021, 20:12

პოლიტიკა

კახა კუჭავა თომას გარეტს შეხვდა

კახა კუჭავამ თომას გარეტს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა ასევე პარლამენტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.

22 ივნისი 2021, 19:56

COVID19

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ისრაელში 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ისრაელში 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თამარ ტალიაშვილი

22 ივნისი 2021, 19:46

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს: რისი გაკეთება შეუძლია ევროპის საბჭოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში დაცული იყოს ფუნდამენტური სამოქალაქო და ადამიანის უფლებები?

რუსეთი აგრძელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის მკვლელობებს, უკანონო დაკავებებს - როგორიცაა ზაზა გახელაძის საგანგაშო საქმე, რომელიც გაიტაცეს და 12 წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს მოუსმინეს.

22 ივნისი 2021, 19:35

COVID19

28 ივნისიდან მოსკოვში კაფეებსა და რესტორნებში შესვლა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ან კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი

28 ივნისიდან მოსკოვში კაფეებსა და რესტორნებში შესვლა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ან კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ივნისი 2021, 19:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რეზოლუციის ჩანაწერი, თითქოს 7 აგვისტოს ქართულმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები არის მოღალატეობრივი და ამის მხარდაჭერა მოღალატეობრივია

„მე-4 პუნქტში წერია რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, მოულოდნელი აღმოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ომის დაწყება. იქვე მე-5 პუნქტში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალებმა თითქოს დაბომბეს ცხინვალი კასეტური ბომბებით. ამას დაუჭირა მხარი „ნაცმოძრაობის“ ექვსმა წარმომადგენელმა, თუ სწორად მახსოვს, მაშინ როდესაც მათი მხარდაჭერის გარეშეც კი რეზოლუცია მიღებული იქნებოდა. მათი მხარდაჭერა და მათი დასტური იყო მოღალატეობრივი, იმიტომ რომ მათ ტყუილი დააბრალეს საქართველოს, იმიტომ რომ ეს ასე არ იყო და მათ თქვენზე და ჩემზე კარგად იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო. ისინი მაშინ პროცესის მონაწილეები გახდნენ. რა გააკეთეს ქართველმა სამხედროებმა, მათი ინიციატივა რომ არ ყოფილა ომის დაწყება და კასეტური ბომბებით მშვიდობიანი მოსახლეობა რომ არ დაუბომბავთ, ეს მათ იცოდნენ და ამას მხარი დაუჭირეს. ახლა ჩვენ კიდევ ვცდილობთ რამის გამართლებას?“ - განაცხადა მდინარაძემ.

ეკატერინე დგებუაძე

22 ივნისი 2021, 19:21

პოლიტიკა

ეკატერინე დგებუაძე: 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ეფექტიანია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიშს აფასებს. დამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, საქართველო „ხარისხიანი განათლების“ მაჩვენებლით მსოფლიოს 165 ქვეყნის რეიტინგში ოცდაათ და ევროპის იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მდგრადი განვითარების მიზანი მიღწეულია.

გიორგი საბედაშვილი

22 ივნისი 2021, 19:11

სამართალი

გიორგი საბედაშვილი: ზაზა გახელაძის ქეისი წარმოადგენს მძიმე შემთხვევას, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებას ახსოვს ამაზე მძიმე შემთხვევებიც და ყველა უკანონო პატიმრობა დასრულდა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლებით

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საშუალებით მუშაობდა. საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში წარმოადგენდა განხილვის მთავარ საგანს და ხუთივე შეხვედრის ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მწვავედ იქნა დასმული ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ორივე რაუნდის განმავლობაში, ცენტრალური ხელისუფლება მოითხოვდა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.