imedi /  29 აგვისტო 2019, 12:21 / სანდო წყარო

სახელმწიფო ინსპექტორი iPlus-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს

ვიდეოკადრები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური iPlus-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხს სწავლოს, საქმე ეხება 27 აგვისტოს საღამოს კომპანიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას, რომელიც რომელიც პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მომხდარი ძალადობის ფაქტს ასახავს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, ამ ვიდეოჩანაწერის საშუალებით შესაძლებელია მასზე აღბეჭდილ, მათ შორის გამვლელ, პირთა საუბრის შინაარსის მოსმენა და მათი ვინაობის იდენტიფიცირება.

"ვიდეოჩანაწერი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს. ვინაიდან პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებამ მათზე აღბეჭდილ პირებს შესაძლოა მიაყენოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, კანონი ადგენს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას უნდა იქნეს დაცული. 

კანონით დადგენილი წესების დარღვევით მონაცემთა დამუშავება იწვევს პასუხისმგებლობას. იმის გასარკვევად, კომპანია ახორციელებს თუ არა მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას და იცავს თუ არა ვიდეოჩანაწერების შეგროვების/გადაღების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას კანონით დადგენილ წესებსა და პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის სახელმწიფო ორგანოს, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა.

ვინაიდან, საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროცესებს წარმართავს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესწავლის შედეგებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ", - წერია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პეკინის გამზირზე რამდენიმე დღის წინ დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს საღამოს მიაყენეს.

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:19

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი

„რეფორმები, რომლებსაც თავის დროზე ჩვენ შევეჭიდეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებდა თითოეულ ჩვენგანს, რიგითი პოლიციელიდან დაწყებული, უმაღლესი რანგის პირის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი. სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია", - განაცხადა გომელაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 14:15

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად ჩემი და მთელი გუნდის, მთელი მთავრობის სახელით, მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს იმ გმირული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ყოველდღიურად

„ეს არის მისია, რომელსაც თქვენ ატარებთ. ეს არის ამავდროულად ძალიან საამაყო, ვინაიდან, ემსახურებით რა, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. მინდა, ამავდროულად აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ყველას გვავიწყდება, თუ რაოდენ მაღალი რისკის შემცველია პოლიციელობა. თქვენ რეალურად, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში გიწევთ მუდმივი სტრესის პირობებში მუშაობა, ოჯახებიდან მოწყვეტილი, კრიმინალთან ბრძოლის რეჟიმში, ეს ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გარდაცვლილი, გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ ასეთი გმირების აღზრდისთვის. სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული თითოეული პოლიციელის და მათი ოჯახის სოციალური გარანტიები. ჩვენი მთავრობის ხედვას, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმას, ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

02 აგვისტო 2021, 14:08

სამართალი

ვახტანგ გომელაური შსს-ს ათწლიან გეგმას წარადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ათწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, რის შემდეგაც შეკრებილებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მიმართა.

ვლადიმერ ბოჟაძე

02 აგვისტო 2021, 14:08

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება კი არა, ,,ქართულმა ოცნებამ" აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციის შემცველი რაიმე სახის შეთანხმება რადიკალურ ოპოზიციასთან

მისი აზრით, მმართველმა პარტიამ ხელი შეთანხმებას ქვეყანაში სიტუაციის დასამშვიდებლად მოაწერა, მაგრამ როგორც ვნახეთ -რადიკალურმა ოპოზიციამ ეს შეთანხმება რადიკალიზაციის და პოლარიზაციისთვის იდეალურად გამოიყენა.

02 აგვისტო 2021, 14:08

COVID19

ხაშურის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის არიან საჯარო სამსახურების - მერიის, საკრებულოს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები და პედაგოგებიც. შპს „ევექსი ჰოსპიტლების ხაშურის ახალი კლინიკის“ პოლიკლინიკური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მელიქიძის განმარტებით, ვაქცინაცია ყოველდღიურად მშვიდ ვითარებაში, გართულებების გარეშე მიმდინარეობს. მოქალაქეებს შეუძლიათ, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრან.

02 აგვისტო 2021, 13:57

ეკონომიკა

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები შეღავათებით ისარგებლებენ

„ცვლილებები ეხება საეტაპო სამშენებლო ოქმების მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის გაუქმებას, ასევე ამ პრინციპით უქმდება მეორე კატეგორიის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის ვალდებულება საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის საბოლოო შემაჯამებელ ოქმში. რჩება მესამე-მეოთხე კატეგორიას ვალდებულება საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის და ასევე გთავაზობთ ამნისტირებას იმ ჯარიმებისა, რომლებიც იქნა გამოწერილი ამ მიმართულებით და გადავადებას 2022 წლამდე სანქციებისა მსგავს დარღვევებზე, რომ შეეგუოს ეს სფერო, ასე ვთქვათ, ოქმების წარმოებას, სადაც დეფიციტია და არ არის შესაბამისი კვალიფიკაცია ამ საეტაპო ოქმების შედგენის მათთვის, ვისაც რჩება ვალდებულება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

აშრაფ ღანი

02 აგვისტო 2021, 13:56

მსოფლიო

ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

02 აგვისტო 2021, 13:56

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საყოველთაო-სახალხო განხილვას აგვისტოს თვეში გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის შექმნილია კომისია და აგვისტოს შუა რიცხვებამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2 შეხვედრა გაიმართება.

არჩილ თალკვაძე

02 აგვისტო 2021, 13:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე სუს-ის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციაზე: ჩანაწერები არ არსებობს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „მთავარის არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მორიგი „ფეიკ ნიუსია“.

02 აგვისტო 2021, 13:45

საზოგადოება

ხვალ თბილისში 5 600 აბონენტს გაზი დროებით შეუწყდება

3 აგვისტოს, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარების გამო, 5 600-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი დროებით შეუწყდება. საბურთალოსა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარეგება სამშაბათს, 10:00 საათზე შეუწყდება და სრულად აღდგება 4 აგვისტოს 10:00 საათზე.

თურქეთი ხანძარი

02 აგვისტო 2021, 13:43

მსოფლიო

თურქეთში ტყის ხანძრების მოწყობაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ „ცეცხლის შვილები“ აიღო

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ხანძრები მოაწყვეს, რადგან „თურქულ რეჟიმს სხვა ენა არ ესმის“ და მხოლოდ ასე შეიძლება ისინი „დააჩოქონ“.

ვახტანგ მეგრელიშვილი

02 აგვისტო 2021, 13:42

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: პრეზიდენტი თავად მომიყვა ბატონ მიშელთან შეხვედრის შესახებ, რამდენად გაოგნებული იყო და რამდენად აინტერესებდა რეალური მიზეზები იმისა, რაც საქართველოში მოხდა

პრეზიდენტი თავად მომიყვა, ბატონ მიშელთან შეხვედრის შესახებ, რამდენად გაოგნებული იყო და რამდენად აინტერესებდა რეალური მიზეზები იმისა, რაც საქართველოში მოხდა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას მათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ისაუბრეს.

ნათია თურნავა

02 აგვისტო 2021, 13:37

პოლიტიკა

ნათია თურნავა ფარულ მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ავადმყოფურ ბოდვას“ უწოდებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, „მთავარი“ არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ, 1-ელ აგვისტოს, ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას „ავადმყოფურ ბოდვას“ უწოდებს.

დონალდ ტრამპი

02 აგვისტო 2021, 13:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: უახლოეს მომავალში საზოგადოება 2020 წლის არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ უფრო მეტ მტკიცებულებას მიიღებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება 2020 წლის არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ უფრო მეტ მტკიცებულებას მიიღებს.

ნათია თურნავა

02 აგვისტო 2021, 13:24

ეკონომიკა

ნათია თურნავა წამლების ფასებზე: აბსოლუტურად გვესმის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო გაძვირებითაა გამოწვეული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მედიკამენტების ფასების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ საკითხი შეისწავლოს და მოსახლეობისთვის სასიკეთო ცვლილება დაიწყოს.

ნათია თურნავა

02 აგვისტო 2021, 13:23

პოლიტიკა

ნათია თურნავა: მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხოელი ადამიანის მშობლების, ოჯახის მიმართ

„ვიცი, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში, შემდეგ უკვე მიმდინარეობს გამოძიება ყველა წესის დაცვით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება შედეგს დადებს. დაგეთანხმებით, რომ მსგავსი თუნდაც ერთეული შემთხვევა რა თქმა უნდა ჩვენ დარტყმას გვაყენებს, იმიტომ რომ გვინდა ვიყოთ იდეალურები. თუმცა იდეალური ვითარება არსად არსებობს. გაცილებით უფრო განვითარებულ, ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, ხდება კრიმინალური შემთხვევები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს საფრთხე, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროა, ძალიან არასასიამოვნოა, თუმცა ხედავთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, კოვიდპანდემიისა და ცვალებადი ვითარების მიუხედავად, კვლავ მასპინძლობდეს ათასობით ტურისტს“, - აღნიშნა თურნავამ.

ლევან დავითაშვილი

02 აგვისტო 2021, 13:16

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ

სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მათავრობის სხდომაზე.

გიორგი ამილახვარი

02 აგვისტო 2021, 13:14

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ჩვენ გამოვრიცხავთ არა მხოლოდ ამ შეთანხმებაში დაბრუნებას, არამედ მომავალშიც კატეგორიულად გამოვრიცხავთ მსგავსი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „მიშელის დოკუმენტთან“ მმართველი პარტიის შესაძლო დაბრუნების საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „ოცნება“ არათუ ამ „დოკუმენტს“ დაუბრუნდება, არამედ მოცემული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში რამე სახის პოლიტიკური შეთანხმების გაფორმებაც გამორიცხულია.

ენტონი ფაუჩი

02 აგვისტო 2021, 13:08

COVID19

ენტონი ფაუჩი: „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული კოვიდშემთხვევების მატების მიუხედავად, აშშ-ში ლოკდაუნი არ გამოცხადდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული კოვიდშემთხვევების მატების მიუხედავად, აშშ-ში ლოკდაუნი არ გამოცხადდება.

02 აგვისტო 2021, 13:08

პოლიტიკა

დმანისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ „ტვ პირველს“ სიცრუეში ამხელს

"ტვ პირველის ჟურნალისტს ინტერვიუში ვუთხარი, რატომ წამოვედი სამსახურიდან, მალე გაიგებთ-მეთქი...მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეოთხე დღეა მერობის კანდიდატების სიები მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა, სიუჟეტში ეს ამბავი არ მოხვდა! რატომ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მათ პრიმიტიულ ტყუილს საფუძველი გამოეცლებოდათ! ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი მათი მხრიდან",- განაცხადა მურადაშვილმა