imedi /  29 აგვისტო 2019, 15:10 / სანდო წყარო

ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა ბიზნესმენისთვის 500 000-ლარიანი გირაოს შეფარდება გაასაჩივრა

ავთანდილ წერეთელი

ავთანდილ წერეთელი

ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა ბიზნესმენის მიმართ შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აპელაცია ეხება ასევე გამოძიებასთან შეუთანხმებლად ქვეყნის დატოვების აკრძალვას. დაცვა მოითხოვს, რომ წერეთლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ორივე ღონისძიება გაუქმდეს.

"არ არსებობს ავთანდილ წერეთლის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მიგვაჩნია, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი. ასევე ვცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ ბრალდების აღწერილობის ნაწილი არ შეესაბამება იმ დასკვნებს, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს", - აღნიშნა ადვოკატმა.

გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. 27 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ყველა სიახლე

05 ივლისი 2020, 15:25

მსოფლიო

იაპონიაში წყალდიდობამ, მოხუცებულთა სახლის 14 მოსახლის სიცოცხლე იმსხვერპლა

უპრეცედენტო წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის გამო იაპონიის სამხრეთ კუნძულ კიუშუში მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-მდე ადამიანი კი დაკარგულია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოხუცებულთა თავშესაფარში 14 გარდაცვლილი იპოვნეს, მას შემდეგ, რაც ახლომდებარე მდინარე ადიდდა. ხელისუფლების 200,000-ზე მეტ ადამიანზე ევაკუაციის ბრძანება გასცა, ხოლო 10,000 ჯარისკაცი კი მაშველების დასახმარებლად გაგზავნეს.

05 ივლისი 2020, 15:24

საზოგადოება

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ხვალიდან, 6 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

იური ლომაძე

05 ივლისი 2020, 15:14

სამართალი

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონიც არის

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ. დაკავებულებს შორის არის იური ლომაძე, ევროპის ვიცე ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

კიტ ლი

05 ივლისი 2020, 15:11

სპორტი

145-კილონიანი ამერიკელი რესლერის თქმით, ის ერთ-ერთმა ქალმა გააუპატიურა

ამერიკელმა მებრძოლმა კიტ ლიმ რამდენიმე წლის წინ მომხდარი სკანდალური ამბავი გაიხსენა. 35 წლის რესლერის თქმით, რომელიც 145 კილოგრამს იწონის, ის ერთ-ერთმა ქალმა გააუპატიურა. ლი იხსენებს, რომ კარაოკე-ბარში ყოფნის დროს, ერთ-ერთმა მომღერალმა ქალმა მას სექსი შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადა და დალევა განაგრძო. დილით კი ამერიკელ სპორტსმენს სასტუმრო ნომერში შიშველს გაეღვიძა მომღერალ ქალთან ერთად და დღემდე არ ახსოვს დეტალურად არაფერი. კიტ ლი რესლინგითაა დაკავებული, რაც ჭიდაობის ერთ-ერთი სახეობაა, სადაც ერთმანეთს ორი, ან მეტი ადამიანი ებრძვის.

05 ივლისი 2020, 15:08

საზოგადოება

სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღში ფერმერებმა პირველი მოსავალი მიიღეს

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. ფერმერმა 8 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 72,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 49,000 ლარი ნერგების შესაძენად.

05 ივლისი 2020, 15:06

რეგიონი

შავი ზღვის სანაპირო წყლების მონიტორინგის მესამე ეტაპი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლების მონიტორინგის მესამე ეტაპი დაიწყო.

Reuters

05 ივლისი 2020, 14:58

მსოფლიო

Reuters: ბაღდადში, „მწვანე ზონის“ მიმართულებით, სადაც აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისიებია განთავსებული, რაკეტა ისროლეს

ბაღდადში, „მწვანე ზონის“ მიმართულებით, სადაც აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისისებია განთავსებული, რაკეტა ისროლეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შედეგად, ბავშვი მსუბუქად დაშავდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ამასთანავე, ერაყის შეიარაღებული ძალები ავრცელებას ცნობას, რომ უსაფრთხოების ძალებმა გააუვნებელყვეს კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც თაჯის სამხედრო ბაზის მიმართულებით ისროლეს. ამ ბაზაზე კი ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებულნი.

05 ივლისი 2020, 14:52

საზოგადოება

პრეზიდენტი ცაგერის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას ეწვია, რომელიც მდინარე ლაჯანურას ხეობაში მდებარეობს. ლაშიჭალას საქართველოს ბალნეო-კლიმატურ კურორტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია.

05 ივლისი 2020, 14:29

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია. როგორც „იმედინიუსს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

ილონ მასკი

05 ივლისი 2020, 14:28

ეკონომიკა

კომპანია Tesla უკვე Toyota-ზე, Disney-სა და Coca-cola-ზე მეტი ღირს

ილონ მასკის ელექტრო მანქანების ბიზნესის ღირებულება თითქმის ყველა კომპანიას აღემატება, მათ შორის არის რამდენიმე საკულტო ამერიკული კომპანიაც. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის Tesla-ს საბაზრო კაპიტალი თითქმის 210 მილიარდი დოლარია. ამის შედეგად მასკის კომპანია ავტო ინდუსტრიაში ყველაზე ძვირადღირებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ფირმის ღირებულება Toyota-საც კი აღემატება.

ამირან გამყრელიძე

05 ივლისი 2020, 14:19

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა, კოვიდინფიცირების შემთხვევათა უმეტესობა ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევატა უმეტესობა ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

05 ივლისი 2020, 14:03

COVID19

კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი ინფიცირების წყარო ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიზის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. მათგან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, ორი კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელთაც საზღვარი სარფის გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთეს.

05 ივლისი 2020, 13:55

სპორტი

ქართველმა შერკინების მწვრთნელმა აქვსენტი გიორგაძემ „ლა როშელი" დატოვა

კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 44 წლის ქართველ სპეციალისტს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა სურვილი გამოთქვა, გაამდიდროს თავისი პროფესიონალური გამოცდილება და ძალების სხვაგან მოსინჯვა გადაწყვიტა.

05 ივლისი 2020, 13:47

სამართალი

ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს

ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს. სამართალდამცავები იმ აქტივისტს და თვითმხილველებს კითხავენ, რომელთაც ნაციონალური მოძრაობის წევრი, რაჭის ყოფილი გუბერნატორი ფიზიკურად გაუსწორდა.

05 ივლისი 2020, 13:40

პოლიტიკა

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარტიები 151-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვიან. მთავარი მოწინააღმდეგეები მმართველი პარტია, „ხორვატიის დემოკრატიული კავშირი“ და მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ არიან.

05 ივლისი 2020, 13:30

საზოგადოება

ამსტერდამიდან ჩარტერული რეისით სამშობლოში 136 ადამიანი დაბრუნდა

ინფორმაცია კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე.

05 ივლისი 2020, 13:22

სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა. როგორც ახლობლები აცხადებენ, მათი კვალი გუშინ საღამოს საათების შემდეგ დაიკარგა. ახლობლები ამ დრომდე ოთხივე მათგანს უშედეგოდ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, მათი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქალები წუხელ უკან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით უნდა გადმოსულიყვნენ და შესაძლოა ოთხივე მათგანი ენგურმა წაიღო. დამატებით დეტალები სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით არ ვრცელდება. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდო ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

სომხეთი

05 ივლისი 2020, 13:09

სპორტი

სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება ჩაიშალა

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება ჩაიშალა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ხუთი კლუბი, „არაგაცი", „ტორპედო“, „მასისი“, „ლოკომოტივი“ და „ერევანი" სხვადასხვა ვადიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

05 ივლისი 2020, 12:52

სამართალი

სუს-ი რუსი ოკუპანტების მიერ 21 წლის ტატო ზარქუას დაკავების ფაქტს ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში „იმედისნიუსს“ დაუდასტურეს, რომ რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, ბიჭი 3 ივლისს, დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა.

კინოწარმოება

05 ივლისი 2020, 12:50

COVID19

კორონავირუსის პირობებში კინოწარმოებისთვის ახალი რეკომენდაციები დამტკიცდა

კინოგადაღებაში ჩართული პირების სხვა ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა, დოკუმენტშია მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული, მაგალითად როგორიც არის გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილო/კვების ბლოკი.