imedi /  02 სექტემბერი 2019, 12:20 / სანდო წყარო

როგორ გამოიყურება გორი-ცხინვალის სარკინიგზო გზის ბოლო გაჩერება ნიქოზში. ფოტო

ნიქოზი

გორი-ცხინვალის სარკინიგზო ხაზის ბოლო გაჩერება სოფელ ნიქოზში გადაკეტილია. სარკინიგზო ხაზი, რომელიც 1940 წელს გაიხსნა, 1990-იან წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ჩაიკეტა. ფოტოს და სარკინიგზო ხაზთან დაკავშირებით ისტორიაზე ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.

საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2001 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სარკინიგზო გზა 2004 წელს უნდა გახსნილიყო. პროექტს ევროკომისია აფინანსდება. როგორც "რადიო თავისუფლება" 2004 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, "ცხინვალში რკინიგზის შესაკეთებლად ევროკავშირმა გასულ წელს 400 ათასი ევრო გამოყო, თუმცა მაშინ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა და ამ თანხით რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალები შეიძინეს". 2004 წლის ზაფხულში რკინიგზის რეაბილიტაცია დაიწყო, თუმცა საქართველოსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის იმავე წლის ზაფხულში ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც სამუშაოები შეწყდა. 

ფოტო: იზო ჩუბინიძე/qartli.ge

ყველა სიახლე

თამაზ გაიაშვილი

12 აგვისტო 2020, 14:04

პოლიტიკა

თამაზ გაიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელოს“ რიგები იზრდება და საინტერესო და უკომპრომისო ადამიანები ემატებიან.

12 აგვისტო 2020, 14:03

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქო და თუთუნი გამოავლინა

10 ივლისიდან - 10 აგვისტოს ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტის, ჯამში, 7,311 კოლოფი, 6,520 ღერი და 156,410 კგ.თუთუნის შენახვა-გადაზიდვის 115 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ორი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

12 აგვისტო 2020, 13:49

თავდაცვა

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადის

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები კოჯრის ტერიტორიაზე საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის ფარგლებში, 15-21 წლის ახალგაზრდები ითვისებენ საბაზისო სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს, ასევე ეცნობიან პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს. ტოპოგრაფიის და ტყის პირობებში გადაადგილების შესწავლის შემდეგ, საბაზისო კურსის მონაწილეებმა ერთი დღე მის პრაქტიკაში გამოყენებას დაუთმეს.

თორნიკე რიჟვაძე

12 აგვისტო 2020, 13:44

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მონაწილეობდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის გახსნაში ღონისძიებაში მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის და სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმში მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ლევან ნიკოლეიშვილი

12 აგვისტო 2020, 13:39

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სირცხვილია, როდესაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვეტერანების უფლება დამცველებად გვევლინებიან

ნიკოლეიშვილი იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში „გმირთა მოედანზე“ აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილი ვეტერანების სასტიკ დარბევას. როგორც ანალიტიკოსი წერს, ვეტერანები, რომლებიც მათ დაარბიეს, სწორედ იმ უფლებების დაცვას ითხოვდნენ, რომლის ქომაგადაც იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გვევლინება.

12 აგვისტო 2020, 13:37

საზოგადოება

დღეს, 23:00 საათიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელემდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი №1 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექსიგრუპის“ მიერ, დაგეგმილია ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა საავტომობილო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 13:31

საზოგადოება

თბილისის მერია „გოცირიძის“, ვარკეთილისა“ და ავლაბრის“ გარდა, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მეტროსადგურებზე: „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო დამატებით ათ სადგურზე, ასევე, მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მეტროსადგურებზე მათი გახსნიდან დღემდე, უპრეცენდენტო მასშტაბური განახლების სამუშაოები ხორციელდება.

12 აგვისტო 2020, 13:31

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ გამჭვირვალე ტელევიზორი წარადგინა

ტელევიზორ Mi TV Lux Transparent Edition-ს ნახევრად გამჭვირვალე OLED-პანელი აქვს, რომლის დიაგონალიც 139 სანტიმეტრია. ეკრანზე გამოსახულების გამოყვანისას მომხმარებელს შეუძლია დაინახოს ის, რაც ტელევიზორის უკან მდებარეობს. ეკრანის განახლების სიჩქარე 120 ჰერცია, ფერის სიღრმე - 10 ბიტი. Xiaomi-ს განცხადებით, ტელევიზორი MediaTek 9650-ის ჩიპზე მუშაობს. კორპუსის სისქე 5,7 მილიმეტრია.

12 აგვისტო 2020, 13:28

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მესტიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს

მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწესებული შეზღუდვები და სწრაფი რეაგირების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები საკმაოდ ეფექტიანად გადაიდგა და ვირუსის აფეთქების საფრთხე შეჩერებულია, თუმცა შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ამ დრომდე აღებული 1000 ტესტის პასუხი, რომელიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ირაკლი ღარიბაშვილი
მალხაზ ურთმელიძე

12 აგვისტო 2020, 13:21

თავდაცვა

სამხედრო ჰოსპიტალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალის ახალ დირექტორს დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელთან სამედიცინო დაწესებულების განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 13:20

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, რომ სვანეთში ვირუსის გავრცელების პრევენცია, ფაქტობრივად, მიღწეულია

„საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სვანეთში, პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული იქ მყოფ ფაქტობრივად, ყველა დამსვენებელთან. დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა ძალიან ბევრი სამუშაოები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 900-ზე მეტი ადამიანი სვანეთიდან გამოყვანილია. ისინი დაბინავებულები არიან საკარანტინო სივრცეებში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

12 აგვისტო 2020, 13:13

ეკონომიკა

„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელი რეგიონში, „კავკასუს ონლაინი“ ბოლო პერიოდში, ერთნაირად მოექცა მედიის, მთავრობის, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ. უფრო მეტიც, საპარლამენტო მუშაობაში ეს ერთ-ერთი უიშვიათესი (თუ ერთადერთი არა) შემთხვევაა, როცა დარგობრივი კომიტეტის სხდომა ღამის 2 საათამდე გაგრძელდა.

12 აგვისტო 2020, 13:01

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფოსტას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფოსტას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, ლევან კაკავამ და ლევან ჩიკვაიძემ მოაწერეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების მიზანი, საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე პირთათვის საზღვრის კვეთისას, გამარტივებული საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და ზედამხედველობის განხორციელება, ასევე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ინფორმაციის წინასწარი დამუშავების უზრუნველყოფაა.

12 აგვისტო 2020, 12:58

რეგიონი

დევნილთა სააგენტოს დირექტორი წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

მიწისძვრა

12 აგვისტო 2020, 12:54

რეგიონი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 11:31 საათზე, ქალაქ ტყვარჩელიდან ჩრდილოეთით, სოფელ მარჯვენა პტიშთან დაფიქსირდა.

12 აგვისტო 2020, 12:54

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

მცხეთა-მთიანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი კუკულაძის ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ახალი გამოვლენილი შემთხვევაც ლარსის საბაჭო-გამშვებ პუნქტს უკავშირედება. სოფელი გარბანის შემდეგ PCR ტესტირება სოფელ არშასა და დაბა სტეფანწმინდაშიც ჩატარდება, თუმცა გარბანისგან განსხვავებით ამ დასახლებებში მასობრივი ტესტირება არ დაიწყება ა და კვლევა იქნება მიზნობრივი. ყველა ტესტის პასუხი სავარაუდოდ ხვალვე გახდება ცნობილი და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ ეპიდემიოლოგები გადაწყვეტილებას შემდეგი ნაბიჯების შესახებ.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:53

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვითარებას სვანეთზე გრძელვადიანი დარტყმა არ ჰქონდეს

„ძალიან მცირე პერიოდში მოხდა ადამიანების კარანტინში გადაყვანა, კონკრეტულ ლოკაციებზე გადაადგილების შეზღუდვაც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამას არ ჰქონდეს გრძელვადიანი დარტყმა სვანეთზე, ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ის უსაფრთხო გარემო, მათ შორის სვანეთში, რომელიც საერთაშორისო მოგზაურებს დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:41

საზოგადოება

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი გამარჯვებას კიდევ ბევრჯერ იზეიმებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 12 აგვისტო ქართველი ერის სიძლიერის და მტერზე გამარჯვების სიმბოლოა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:41

COVID19

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ყაზბეგის ჩაკეტვის საფუძველი არ არსებობს

„ყაზბეგში არ შეინიშნება საგანგაშო მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა განაპირობოს რეგიონის ჩაკეტვა. ყაზბეგის ნაწილში არავითარი მსგავსი გეგმა არ არსებობს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

12 აგვისტო 2020, 12:40

COVID19

ბათუმში კორონავირუსი 54 წლის ქალს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი 54 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც ჯამში 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.