imedi /  20 სექტემბერი 2019, 20:10 / სანდო წყარო

პარლამენტის წინ აქციაზე მამუკა ხაზარაძე მივიდა

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც მივიდა. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, 20 ივნისს გაჩენილი მუხტი არ გაქრება და მთელ საქართველოში გავრცელდება.

„20 ივნისი პირადად ჩემთვის იყო ბოლო წვეთი და მე გამოვედი სწორედ ამ ფაქტის გამო. თავისუფლების გარეშე არც ბიზნესმენი ვარგა, არც ინჟინერი, არც მეეზოვე და არც ნებისმიერი ქართველი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის იდეა უნდა იყოს გაერთიანება, რომელიც შეუძლებელია თავისუფალი ადამიანების გარეშე. აღარ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიების წარმომადგენლები არიან აქ შეკრებილები. ეს შეუქცევადი პროცესია. არჩევნებამდე დარჩა ერთი წელის და ამ არჩევნებზე ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ. ბიძინა ივანიშვილი და ყველა მისი დამქაში, ყველა მისი მოახლე, კბილის ექიმი, დაცვის უფროსი, რომლებიც მან დაუმსახურებლად თავზე დაგვასვა. ეს გზა ფეოდალური ქვეყნისკენ მიდის და ქართველი ამას ვერ მოითმენს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან და პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს, რომელშიც ახალგაზრდები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობენ.

ათონელის ქუჩაზე შეკრებილები სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.

პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას 19 სექტემბერს „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა. პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო

რაც შეეხება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს, ის მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს პარლამენტთან რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს. თუმცა შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა, სპეცრაზმმა კი აქციის დაშლა დაიწყო. შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

05 ივლისი 2020, 14:03

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიზის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

05 ივლისი 2020, 13:55

სპორტი

ქართველმა შერკინების მწვრთნელმა აქვსენტი გიორგაძემ „ლა როშელი" დატოვა

კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 44 წლის ქართველ სპეციალისტს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა სურვილი გამოთქვა, გაამდიდროს თავისი პროფესიონალური გამოცდილება და ძალების სხვაგან მოსინჯვა გადაწყვიტა.

05 ივლისი 2020, 13:47

სამართალი

ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს

ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს. სამართალდამცავები იმ აქტივისტს და თვითმხილველებს კითხავენ, რომელთაც ნაციონალური მოძრაობის წევრი, რაჭის ყოფილი გუბერნატორი ფიზიკურად გაუსწორდა.

05 ივლისი 2020, 13:40

პოლიტიკა

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარტიები 151-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვიან. მთავარი მოწინააღმდეგეები მმართველი პარტია, „ხორვატიის დემოკრატიული კავშირი“ და მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ არიან.

05 ივლისი 2020, 13:30

საზოგადოება

ამსტერდამიდან ჩარტერული რეისით სამშობლოში 136 ადამიანი დაბრუნდა

ინფორმაცია კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე.

05 ივლისი 2020, 13:22

სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა. როგორც ახლობლები აცხადებენ, მათი კვალი გუშინ საღამოს საათების შემდეგ დაიკარგა. ახლობლები ამ დრომდე ოთხივე მათგანს უშედეგოდ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, მათი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქალები წუხელ უკან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით უნდა გადმოსულიყვნენ და შესაძლოა ოთხივე მათგანი ენგურმა წაიღო. დამატებით დეტალები სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით არ ვრცელდება. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდო ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

სომხეთი

05 ივლისი 2020, 13:09

სპორტი

სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება ჩაიშალა

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება ჩაიშალა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ხუთი კლუბი, „არაგაცი", „ტორპედო“, „მასისი“, „ლოკომოტივი“ და „ერევანი" სხვადასხვა ვადიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

05 ივლისი 2020, 12:52

სამართალი

სუს-ი რუსი ოკუპანტების მიერ 21 წლის ტატო ზარქუას დაკავების ფაქტს ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში „იმედისნიუსს“ დაუდასტურეს, რომ რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, ბიჭი 3 ივლისს, დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა.

კინოწარმოება

05 ივლისი 2020, 12:50

COVID19

კორონავირუსის პირობებში კინოწარმოებისთვის ახალი რეკომენდაციები დამტკიცდა

კინოგადაღებაში ჩართული პირების სხვა ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა, დოკუმენტშია მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული, მაგალითად როგორიც არის გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილო/კვების ბლოკი.

05 ივლისი 2020, 12:35

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზატორებმა და მსმენელებმა - რეკომენდაციები

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებისა და მსმენელებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

05 ივლისი 2020, 12:19

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 681 251-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 134 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 10 161-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 12:16

COVID19

კორონავირუსის პირობებში აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა

საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ, ამის შესახებ აღნიშნულია მოთხოვნებში, რომელიც მოფრენის დროს ტერმინალის მიმართ ექნებათ. შესაბამისი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

05 ივლისი 2020, 12:13

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან სასტუმროებში და ღია/დახურული ტიპის აუზებში

სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

05 ივლისი 2020, 12:13

COVID19

აზერბაიჯანში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 19 800-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 534 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 19 801 შეადგინა. დღე-ღამეში 6 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 241-მდე გაიზარდა.

05 ივლისი 2020, 12:05

COVID19

რა წესები უნდა დაიცვათ ზღვაზე - განახლებული რეკომენდაციები

პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

მირიან ნიკოლაძე

05 ივლისი 2020, 11:40

საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დახრჩობასთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად განზრახ მკვლელობა რჩება

„ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული. მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაქვი საგანი, შეიძლება - ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი. აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ - არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს“.

05 ივლისი 2020, 11:32

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება. კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.

მირიან ნიკოლაძე

05 ივლისი 2020, 11:23

საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: მოწმეები და ბრალდებულები სიმართლეს რომ ამბობდნენ, აქამდე ეს საქმე ბოლოში გვექნებოდა გაყვანილი

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა ადასტურებს, რომ უმთავრესი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, არის განზრახ მკვლელობა. მირიან ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს და მეტიც - ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომელთაც ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

თვითმფრინავი

05 ივლისი 2020, 11:21

COVID19

დამტკიცდა რეკომენდაციები, რომელიც მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავში უნდა დაიცვან

თვითმფრინავში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს სწორად ჰქონდეს სახის ნიღაბი მორგებული და შეცვლის საჭიროების შემთხვევაში მოამარაგოს ის დამატებითი ნიღბებით; იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბი ხველების ან დაცემინების შემდეგ სველდება, უნდა მიეთითოს მგზავრს მისი გამოცვლის აუცილებლობაზე;

05 ივლისი 2020, 11:07

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის.