imedi /  20 სექტემბერი 2019, 22:08 / სანდო წყარო

„სირცხვილია“: ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის არჩევნებზე დაასრულებს

შოთა დიღმელაშვილი

შოთა დიღმელაშვილი

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა მომიტინგეებს მანიფესტი წაუკითხა და მოძრაობის გეგმები გააცნო. მისი განცხადებით, „სირცხვილიას“ მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება იქნება.

„ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები - ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, პოლიციელები, მასწავლებლები, ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონერები, სპორტსმენები და მაღაროელები - ყველა ის, ვისი სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტიც უკვე სამი თვეა გრძელდება.

როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ ქვეყნის სამსახურში, ჩვენ ვცვლით ქვეყანას უკეთესობისკენ. განსხვავებულთა ერთობამ მოგვიტანა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. რამდენიმე კვირის წინ ამან მოგვიტანა სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი გამარჯვება - პროპორციული არჩევნები. 

დღეს ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე დაასრულებს. ჩვენ, მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა.

ჩვენ შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც ივანიშვილის მსახურებს მოსვენებას არ მისცემენ. იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ 20 ივნისის ღამის დაშავებულებს და დაკავებულებს. შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს და სახელმწიფოს მიერ რეპრესირებულ ყველა ადამიანს. ჩვენ შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომლებიც ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას დაამარცხებს. შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს, ვაწარმოებთ ფართომასშტაბიან კამპანიას, რათა 2020 წელს მოქალაქეთა კრიტიკულმა უმრავლესობამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს პარლამენტთან რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს. თუმცა შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა, სპეცრაზმმა კი აქციის დაშლა დაიწყო. შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

06 მარტი 2021, 01:24

მსოფლიო

კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

აშშ-ში სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II

06 მარტი 2021, 00:52

მსოფლიო

ბრიტანეთის დედოფალს კორგის ლეკვები აჩუქეს

გავრცელებული ინფორმაციით, ელისაბედ II-ის ლეკვები მას შემდეგ აჩუქეს, რაც ის ბუკინგემის სასახლეში მარტო დარჩა. მისმა მეუღლემ, პრინცმა ფილიპმა გულზე ოპერაცია გადაიტანა და ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. ლეკვები სასახლეში უკვე ორი კვირაა იმყოფებიან. დედოფალს პირველი კორგი, სახელად სიუზანი 1944 წელს 18 წლის იუბილეზე აჩუქეს. მას შემდეგ მას 30-მდე ძაღლი ჰყავდა.

06 მარტი 2021, 00:43

ტაბლოიდი

ადელი ქმარს ოფიციალურად გაშორდა

ბრიტანელი მომღერალი ადელი მეწარმე საიმონ კონეკის ოფიციალურად დაშორდა. ამის შესახებ Us Weekly წყაროზე დაყრდნობით წერს. განქორწინების პროცესი ქონების გამიჯვნის გამო გაგრძელდა. ახლა ყოფილი ცოლ-ქმარი შვილზე ერთობლივად ზრუნავენ.

06 მარტი 2021, 00:38

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 5 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 236 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მარტი 2021, 00:33

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 11 302 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 302 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 62 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ბიძინა კულუმბეგოვი

06 მარტი 2021, 00:28

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: არ მგონია, ვაქცინის დაყოვნებაში საქართველოს ბრალეულობა ყოფილიყო, ჩვენ ვაკმაყოფილებდით კრიტერიუმებს, მაგრამ ვაქცინა ყველგან ერთბაშად ვერ გაიგზავნება

არა მგონია, ვაქცინის დაყოვნებაში საქართველოს ბრალეულობა რამე ყოფილიყო, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. კულუმბეგოვმა ასევე აღნიშნა, რომ „კოვაქსის“ ყველა დანაპირები წუთი-წუთზე რომ შესრულდეს, საქართველოს არ ექნება ვაქცინების 80%, რაც ეროვნული გეგმის შესასრულებლად გვჭირდება და ამიტომ, „კოვაქსზე“ ამდენი აქცენტის გაკეთება სწორი არ არის.

06 მარტი 2021, 00:27

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 23 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 239 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ბადრი ჯაფარიძე

06 მარტი 2021, 00:21

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმაში „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ელენე ხოშტარიას გარდა სხვა ოპოზიციური ლიდერები, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც იყოს

„რატომაც არა“, - ასე უპასუხა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ კითხვას იმის შესახებ, გამორიცხავს თუ არა, რომ ახალ პოლიტიკურ გუნდში „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ელენე ხოშტარიას გარდა სხვა ოპოზიციური ლიდერები, მათ შორის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც იყოს.

06 მარტი 2021, 00:10

მსოფლიო

ისლანდიაში ერთი კვირის განმავლობაში 18 000-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 18 000-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიწისქვეშა ბიძგების ამხელა რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ მალე სავარაუდოდ რეიკიანის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვევა.

05 მარტი 2021, 23:58

COVID19

ბელგია მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს 18 აპრილამდე ახანგრძლივებს

ბელგია მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს 2021 წლის 18 აპრილამდე ახანგრძლივებს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა.

05 მარტი 2021, 23:54

ტაბლოიდი

დედამ შვილს მარიხუანას საყვარელი სახეობის სახელი დაარქვა

„ინდიკას პირველი დღე დაწყებით სკოლაში! გაშალე შენი ფრთები პატარა გოგონავ, მსოფლიო ლამაზი ადგილია იმისთვის, რომ აღმოაჩინო“, - წერს დედა, რომლის ვინაობაც ცნობილი არ არის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კანაფის მცენარის უამრავი სახეობა არსებობს, ინდიკა კი მარიხუანას ერთ-ერთი ჯიშია, რომელიც თავის მოსადუნებელი და თერაპიული თვისებებითაა ცნობილი.

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის ვანდალიზმის ფაქტი

05 მარტი 2021, 23:51

საზოგადოება

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის ვანდალიზმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

სამინისტროს ინფორმაციით, ვანდალიზმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორიალის დაზიანება დღეს საღამოს მოხდა.

05 მარტი 2021, 23:32

მსოფლიო

Reuters: მოგადიშოში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თამარ გაბუნია

05 მარტი 2021, 23:26

COVID19

თამარ გაბუნია: ჩვენ ანტივაქსერულ მოძრაობას ველოდებით და ვემზადებით

დღეს ნაცვლად იმისა, რომ ვაქცინის სიკეთეებზე ვსაუბრობდეთ, კომუნიკაციის მთავარი თემა არის ის, თუ სად არის ვაქცინა. მთავრობა ანტივაქსერულ მოძრაობას ელოდება და ამისთვის ემზადება კიდეც, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

05 მარტი 2021, 23:17

COVID19

ევროპის წამლის სააგენტომ კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის ახალი რეკომენდაცია გასცა

ევროპის წამლის სააგენტო (ЕМА) კოვიდპაციენტთა სამკურნალოდ მონოკლონალური ანტისხეულების კომბინაციის, ბამლანივიმაბისა (bamlanivimab) ეტესევიმაბის (etesevimab) გამოყენების რეკომენდაციას იძლევა.

დონალდ ტრამპი

05 მარტი 2021, 23:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენის კატასტროფული ხელმძღვანელობის გამო, ჩვენი საზღვრები ახლა სრულიად უკონტროლოა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის საზღვრებზე შექმნილი ვითარების გამო მკაცრად გააკრიტიკა.

კორონას ვაქცინა

05 მარტი 2021, 23:10

COVID19

კანადამ ახალი კოვიდვაქცინა დაარეგისტრირა

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მარეგულირებელმა კონცერნ Johnson & Johnson-ში შემავალი კომპანიის, Janssen Pharmaceutica-ს მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ვაქცინით 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების აცრაა რეკომენდებული. აქამდე კანადაში Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს და Astrazeneca-ს ვაქცინების გამოყენება იყო დაშვებული.

თამარ გაბუნია

05 მარტი 2021, 22:54

COVID19

თამარ გაბუნია: რუსული ვაქცინის შემოტანა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება

ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, რუსულმა ვაქცინამაც შეიძლება გაიაროს ავტორიზაცია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო არ თვლის, რომ რუსული ვაქცინა გამოიყენოს. „არჩევანი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინის მობილიზებას. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვაქცინას, რომელიც მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას. მათ შორის ჩინურსაც“, - აღნიშნა გაბუნიამ.

05 მარტი 2021, 22:52

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6 654 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 654 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 637 ადამიანი გარდაიცვალა.

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი

05 მარტი 2021, 22:48

საზოგადოება

ვანდალიზმის მორიგი ფაქტი თბილისში - ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დაზიანებულია

მერიის ინფორმციით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ფაქტი ამ საღამოს დაფიქსირდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მემორიალი ახლახან, მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.