Imedi /  04 ოქტომბერი 2019, 16:50 / სანდო წყარო

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს დაიწყება

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET, PET, FCE და CAE მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა 7 ოქტომბრის 09:00 საათიდან 18 ოქტომბრის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის - მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მაგისტრანტებს შეუძლიათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეშვიდე წელია ატარებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო გამოცდას.

"კემბრიჯის გამოცდები ინგლისურ ენაში სრულად შეესაბამება უცხოური ენის საერთო ევროპულ სტანდარტებს და ის საუკეთესო საშუალებაა ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად.კემბრიჯის სასერტიფიკაციო/საკვალიფიკაციო გამოცდების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა", - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში. 

ყველა სიახლე

ტორტი ტუალეტის ქაღალდი

29 მარტი 2020, 01:15

ტაბლოიდი

გერმანიაში ტუალეტის ქაღალდის ფორმის ტორტების წარმოება დაიწყეს

ტიმ კორტიუმმა ტუალეტის ქაღალდის ფორმის ნამცხვრები ჯერ სახუმაროდ დაამზადა, თუმცა მას შემდეგ რაც ისინი რამდენიმე წუთში გაიყიდა მთელი წარმოება ააწყო. დღეს მის საკონდიტროში 200-მდე ასეთი კექსი იყიდება. კორტიუმი მათ გამოსაცხობად მარმარილოს კექსების ტრადიციულ რეცეპტს იყენებს, შემდეგ კი თეთრი მინანქრით რთავს.

29 მარტი 2020, 01:08

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება - ამის შესახებ სახელწმიფო რწუმენებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

29 მარტი 2020, 00:53

COVID19

თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა. ვებრძოლოთ პანდემიას ერთად! ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით! - ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი ესპანეთს უგზავნის. საქართველომ რამდენიმე დღის წინ სოლიდარობა იტალიელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათა.

ლეკვები აკვარიუმში აშშ

29 მარტი 2020, 00:39

ტაბლოიდი

ჯორჯიაში კორონავირუსის გამო დახურულ აკვარიუმში ლეკვებმა გაისეირნეს 🐶🐶🥰 ვიდეო

ოდიმ და კარმელმა ცარიელ დარბაზებში ირბინეს, დაათვალიერეს თევზები. დატვირთული დღის შემდეგ კი დაძნებაც მოახერხეს.

ტაში დიდი ბრიტანეთი ექიმი

29 მარტი 2020, 00:18

ტაბლოიდი

ბრიტანეთში მეზობლები ექიმს სამსახურში ტაშით აცილებენ. ვიდეო

ახალგაზრდა ექიმისთვის სიურპრიზის მოწყობა მეზობლებს მისმა დედამ სთხოვა, ისინი კი მის ინიცაიატივას სიამოვნებით დათანხმდნენ. ტაილასთვის ეს ჟესტი იმდენად გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა, რომ მან ცრემლები ვერ შეიკავა.

ანა გაგნიძე

29 მარტი 2020, 00:06

COVID19

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი მეზობელ ბავშვებს სადარბაზოში ყოველდღე ზღაპრებს უკითხავს

გერმანიის ქალაქ აუგსბურგში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი ანა მუსმან-გაგნიძე ყოველდღე მეზობელ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს. მას შემდეგ რაც ანა გაგნიძის ინიციატივის შესახებ ადგილობრივმა გამოცემამ, Augsburger Allgemeine-მ დაწერა.

კობა გვენეტაძე

28 მარტი 2020, 23:53

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გავლენა ვალუტის კურსზე ყველა ქვეყანაში იგრძნობა

საბანკო სისტემა გამოწვევას ხდება მომზადებული. ეს არის იმის შედეგი, რომ გვქონდა კარგი საზედამხედველო პოლიტიკა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

საგარეო

28 მარტი 2020, 23:38

COVID19

უკრაინასა და სლოვენიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, უკრაინასა და სლოვენიაში საქართველოს საელჩოებმა დროებითი საცხოვრებლით და პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.

თენგიზ ცერცვაძე

28 მარტი 2020, 23:28

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ერთ-ერთ პირველ ინფიცირებულებზე: ცოლს კორონავირუსი ჰქონდა, ქმარს არა, თუმცა პალატაში მარტო არ დატოვა და ორი კვირის განმავლობაში ვირუსი არ გადაედო

მარნეულიდან არ გამოვლენილა იმაზე მეტი რაოდენობა ინფიცირებულების, ვიდრე ეს გამოვლინდა ცნობილ კლასტერებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შიდა გადაცემის ერთეული შემთხვევებია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

28 მარტი 2020, 23:19

COVID19

ლევან რატიანმა განმარტა, რატომ არიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები რისკჯგუფში

ახალი კორონავირუსის რისკჯგუფში 60 +1 ასაკის ადამიანები ითვლებიან. განსაკუთრებით თუ ანამნეზში აქვთ არტერიული ჰიპერტენზია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

28 მარტი 2020, 23:07

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში დაიწყო შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც ინფექციის უკონტროლო გავრცელების დიდ რისკებს შეიცავს

საქართველოში დაიწყო შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც ინფექციის უკონტროლო გავრცელების დიდ რისკებს შეიცავს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი განცხადებით, აქამდე ყველა ინფიცირებულის პირველწყარო იყო დადგენილი, ახლა კი არსებობს სამი შემთხვევა, როდესაც პირდაპირი კონტაქტები უცნობია.

28 მარტი 2020, 22:55

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ სამ ახალშობილს კორონავირუსი არ აქვს

ჩვენს კლინიკაში სამი ახალშობილია, რომლებიც მარნეულის საკარანტინო წითელი ზონიდან გადმოიყვანეს. საბედნიეროდ არცერთი მათგანი COVID19-ით ინფიცირებული არ არის, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

28 მარტი 2020, 22:43

COVID19

თენგიზ ცერცვაძე სწრაფ ტესტებზე: 10-დან 9 კომპანიის წარმოება წუნდებულია

სწრაფი ტესტები ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ მას თავისი ნიშა აქვს და პანაცეად თუ რაღაც უნივერსალურ საშუალებად არ უნდა ჩავთვალოთ, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

28 მარტი 2020, 22:26

COVID19

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: აპრილის პირველი 15 დღე გაცილებით რთული იქნება

აპრილის პირველი 15 დღე გაცილებით რთული იქნება, ვიდრე აქამდე გასული 15 დღე, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა.

კორონავირუსი

28 მარტი 2020, 22:11

COVID19

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 მარტი 2020, 22:04

COVID19

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 889 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რიცხვი 10 023-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 12 384 შეადგინა. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ანჯელო ბორელის განცხადებით, რომ არა ის მკაცრი შეზღუდვები, რომელიც ხელისუფლებამ დააწესა, გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა.

28 მარტი 2020, 21:45

COVID19

„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვი“ საკარანტინო ზონისთვის სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაეთმო

„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად სრული მომსახურების პაკეტით სახელმწიფოს საკარანტინე ზონისთვის უსასყიდლოდ გადაეცა. მათი ინფორმაციით, სასტუმრო-კომპლექსის მენეჯმენტი, „დრიმლენდ ოაზისის“ შესაბამისი მომსახურების სტანდარტით და სამჯერადი კვებით სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს უსასყიდლოდ უმასპინძლებს.

28 მარტი 2020, 21:43

COVID19

ამირან გამყრელიძე: მრევლი ეკლესიებში იცავს იმ წესს, რაც პატრიარქმა მოუწოდა

დღეს ერთ-ერთ ტაძართან ჩემი ახლობლები იყვნენ, გახარებულები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ვერ წარმოიდგენ, წესი როგორ არის დაცულიო. ეზოში ადგილები არის დანომრილი, ვინ სად უნდა იდგესო. ეს ადამიანები, მორწმუნე მრევლი იცავს იმას, რაც ეკლესიამ, პატრიარქმა მოუწოდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მარტი 2020, 21:23

COVID19

ამირან გამყრელიძე: იმ ადამიანებს, რომლებიც პაატა იმნაძეს აკრიტიკებდნენ, იცით, რომ მისი დაჭერა უნდოდათ?!

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანემა სწრაფ ტესტებზე დასმულ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა. გვჭირდება თუ არა სწრაფი ტესტები ამ ეტაპზე, ამ შეკითხვით მიმართეს ამირან გამყრელიძეს „ტვპირველის“ ეთერში.

28 მარტი 2020, 21:16

COVID19

ლევან დავითაშვილი: ჩვენ ვაკონტროლებთ მარაგებს და ფასებს, ბაზარზე წყვეტა არ იქნება.

მთავრობამ მართა პროცესი რომ არ იყო შეფერხება სურსათის მომარაგებაში. მაგრამ იყო რიგები და პანიკური მოთხოვნა. მოსახლეობამ დაინახა, რომ ჩვენი განცხადებები იყო ახლოს რეალობასთან და ახლა სავაჭრო ქსელებში რიგები აღარ არის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა“სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.