imedi /  06 ოქტომბერი 2019, 10:15 / სანდო წყარო

კახეთის სატყეო სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გადაეცა

კახეთის სატყეო სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა. ცეცხლმქრობი საშუალებები, მეხანძრის ქურთუკები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო ინვენტარი რეგიონს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა გადასცეს.  

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს, იქნება ეს სატყეოს სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია თუ ხანძარსაშიშ უბნებზე გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ეს ტექნიკა და აღჭურვილობა ხელს შეუწყობს არამხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, არამედ უზრუნველყოფს ხანძრის შემთხვევაში ეფექტურ რეაგირებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილებას.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2020, 13:23

COVID19

დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო ხსნარებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო საშუალებებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:20

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი სოლიდარობის აქციაზე: ყველას მოვუწოდებ, ამ ინიციატივას შემოუერთდეს

როდესაც ჩვენ, მთავრობის წევრები სხვას ვთხოვთ სოლიდარობის აქციას, ბუნებრივია ჩვენც ვერ ვიქნებით გვერდზე და „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური თანამდებობის პირის გადაწყვეტილება იყო ერთიანი, როდესაც გადავყვიტეთ, რომ ხელფასის ნაწილი გადაგვერიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:12

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში ქართულ ბიზნესს გვერდით დავუდგეთ

ჩვენი უპირველესი ამოცანა იქნება, რომ პოსტკრიზისუოლ პერიოდში ქართულ ბიზნეს, ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის განვითარებას, კვლავ გვერდით დავუდგეთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:07

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: როცა ბიზნესი ახალი სესხების აღებაზე ფიქრს დაიწყებს, სახელმწიფო მათ გვერდში დაუდგება

როგორც იცით, ჩვენი ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარი გამოიყო, რა თქმა უნდა დონორების მხარდაჭერით, რომელიც მიმართული იქნება როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების მხარდასაჭერად- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:01

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ვმუშაობთ ბიზნესსექტორისთვის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნაზე

ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუბრუნდებით არსებულ და ნორმალურ ცხოვრებას ჩვენს ქართულ ბიზნეს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 12:56

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: რამდენ ადამიანს დავეხმარებით, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი დაკარგავს სამსახურს

რა რაოდენობის ადამიანებს დავახმარებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამაზე პასუხი დღეს ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი დაპირება - დავეხმარებით ამდენათას ადამიანს, ამდენი ლარით, ან ამდენი თვის განმავლობაში, იქნება საფუძველს მოკლებული.

03 აპრილი 2020, 12:55

COVID19

„სემეკი“ ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „მოქალაქეთა მომართვებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალურ შეღავაღებთან დაკავშირებით ეხება ბუნებრივი გაზის ყველა ლიცენზიანტი კომპანიის იმ საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომლის მოხმარება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 200 კუბურ მეტრს ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლებს. კომუნალური შეღავათების პერიოდი მოიცავს მარტის, აპრილის, მაისის გადასახადს. ანუ, ყოველ თვე, თუ ბუნებრივი გაზის მოხმარება იქნება 200 კუბური მეტრი ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფოს მიერ მოხდება თქვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადის დაფინანსება ყოველ თვე ცალ-ცალკე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა მაჩაიძე

03 აპრილი 2020, 12:52

COVID19

რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსით ავადობა და როდის აღარაა ადამიანი ინფექციის გადამდები

კორონავირუსის დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიმპტომები დაახლოებით 5-7 დღეში ალაგდება. საშუალო, მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში შესაძლოა პაციენტებს სიმპტომები 4-6 კვირა გაუგრძელდეთ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ განაცხადა, რომელმაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ინფექციონისტს კითხვით მიმართეს, საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსის დაავადება, როდის ითვლება განკურნებულად და სხვებისთვის უსაფრთხოდ ადამიანი. ექიმის განმარტებით, დავადების ხანგრძლივობა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

03 აპრილი 2020, 12:51

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის საბიუჯეტო გეგმა 106.3%-ით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.3 პროცენტით შეასრულა. სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 252.6 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს, სამი თვის განმავლობაში, 181 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოხერხდა (433.9 მილიონი ლარი).

გაერო

03 აპრილი 2020, 12:49

COVID19

გაეროში რუსეთის მისია: საქართველო და უკრაინა თავს ნუ შეიწუხებენ ქედმაღლური და პოლიტიზებული განმარტებით, თუ რატომ დაბლოკეს ჩვენი რეზოლუცია

აშშ-მა, ევროკავშირმა, უკრაინამ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი დაბლოკეს, რომელიც, მათ შორის, სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.

ლევან რატიანი

03 აპრილი 2020, 12:39

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ ახალშობილს კი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ჩვენთან მოთავსებული ხუთი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ ახალშობილთან, რომელთანაც ეჭვი გვქონდა COVID-ინფექციაზე, მოვიდა უარყოფითი პასუხი, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, ასევე სტაბილურია ორი ორსულის მდგომარეობაც.

გიორგი გახარია

03 აპრილი 2020, 12:37

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა

როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისთან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა იყოს აშკარა სხვაობა, თუ რა კეთდება კრიზისის პერიოდში და რა გაკეთდება პოსტკრიზისულ პერიოდში. პრემიერის თქმით, უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე. ამისათვის უკვე მღებულია საგარანტიო საკრედიტო სქემების ამუშავების გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა საუბარია კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე.

მარნეულის საველე ჰოსპიტალი

03 აპრილი 2020, 12:34

COVID19

მარნეულის საველე ჰოსპიტალში 4 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან

„მარნეულში თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი დღეს დასრულდება. 105 ათასი ადამიანი შემოწმდა, ჩვენ ალბათ რამდენიმე დღეში მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით თერმოსკრინინგის მეორე ეტაპს დავიწყებთ. ამ ეტაპზე თერმოსკრინინგის დროს არც ერთ მოქალაქეს ვირუსი არ დაუდასტურდა. საველე ჰოსპიტალში დღის ბოლოსთვის 4 მოქალაქის ანალიზის პასუხს ველოდებით“, - აღნიშნა მარნეულის მერმა.

კორონავირუსი

03 აპრილი 2020, 12:31

COVID19

ამერიკის საელჩო: ამ სიტუაციაში ყველა ერთად ვართ და პროფესიონალების ძალისხმევით ყველაფერს გადავლახავთ

„#COVID-19-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. დღეს ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დღედაღამ თავდაუზოგავად შრომობენ. ამ სიტუაციაში ჩვენ ყველა ერთად ვართ და ისეთი პროფესიონალების ძალისხმევით, როგორიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი, ამ ყველაფერს გადავლახავთ“.

დავით ზალკალიანი

03 აპრილი 2020, 12:30

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაშიც კი, ნატო კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსთან თანამშრომლობას

„მინდა, ჩემი გულწრფელი მადლობა გამოვხატო იმ ნატოელი პარტნიორებისა და მინისტრების მიმართ, რომლებმაც დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასეთი სიმწვავით დგას პანდემია, მიიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

03 აპრილი 2020, 12:29

COVID19

დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაამატა

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა გაზარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები დასავლეთ სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ და დღეიდან საყოველთაო კარანტინის პირობების კონტროლს დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან ერთად 24 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განახორციელებენ. „ყოველი დღის დაგეგმვა ხონში საგანგებოდ მოწყობილ მართვის ცენტრში დილიდან იწყება. დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოხსენებებს იბარებს და მათთან ერთად თავდაცვის ძალების მოქმედებებს აჯამებს. მართვის ცენტრიდან სარდალი ქვედანაყოფების მეთაურებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკავშირდება და შესაბამის დავალებებს გასცემს. ბრიგადის მეთაურები COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების შესახებ განახლებულ ინსტრუქციას რეგულარულად იღებენ.

გიორგი გახარია

03 აპრილი 2020, 12:25

ეკონომიკა

გიორგი გახარია ონლაინ გაყიდვებზე: ყველა კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნება

ჩვენ მივესალმებით მიტანის სერვისის განვითარებას, მაგრამ აქ არის ძალიან მარტივი მოთოვნდა და ეს მოთხოვნა არის, დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიდგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოზე, ონლაინ გაყიდვებზე საუბრისას განაცხადა.

03 აპრილი 2020, 12:22

COVID19

პრემიერმა თბილისის მსგავსად სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება მსხვილ რეგიონულ ქალაქებში სოზარ სუბარს დაავალა

მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა რეგიონულ საკითხებში მრჩეველს, სოზარ სუბარს დაავალა, მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც ჩატარდეს. „მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით. აბსოლუტურად სწორი ღონისძიებაა, მისასალმებელია და მინდა ბატონ სოზარს ვთხოვო, რომ მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც რომ ჩატარდეს. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ, ეს არის ის მარტივი, სწორი ნაბიჯები, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

03 აპრილი 2020, 12:16

COVID19

სპორტის საერთაშორისო დღე 2020 წელს ონლაინ ფორმატში აღინიშნება

6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აქტივობები ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით იქნება „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გია გაჩეჩილაძე

03 აპრილი 2020, 12:12

COVID19

გია გაჩეჩილაძე: დღეს დეზინფორმაციის გავრცელებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა ხალხისა და ქვეყნის ღალატია

ასეთი განსაცდელის დროს დეზინფორმაციის გავრცელებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ღალატია, - ამის შესახებ უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძის განცხადებაში წერია. „როცა შენი სამშობლო განსაცდელშია და ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენს მშობლებსა და შვილებს სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ, ამ ფონზე „პოლიტიკური ქულების“ დაწერის მცდელობა დეზინფორმაციის გავრცელებით, ხელისუფლებისა და ჩვენი გმირი ექიმების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, აღარ არის მხოლოდ უტიფრობა ან უზნეობა! ამას ერთი სახელი აქვს! - საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მტრობა!“, - ამბობს დეპუტატი.